გენერატორი - უშრეტი ენერგიის წყარო |
გენერატორი - უშრეტი ენერგიის წყარო |
სიბნელის პირისპირ არასდროს დარჩებით, თუ კი გენერატორი გაქვთ. ამაზე კარგი რა უნდა იყოს ?! მართალია, ელექტროენერგიის პრობლემა აღარ არსებობს, მაგრამ მაინც ყველაფრისთვის მზად უნდა იყოთ. იქნებ უამინდობის შედეგად კაბელები დაზიანდეს ან მოვლენები მსგავსი სცენარით განვითარდეს? მოკლედ, ყველაფერს მობილიზებულად უნდა შევხვდეთ. გენერატორი დიდ ენერგიას ფლობს და განაწილების ფუნქცია აქვს. შეუძლია სხვებსაც გაუზიაროს და ტექნიკა აამუშაოს მაშინ, როცა ელექტროენერგია არ იქნება. გენერატორში თავმოყრილი ძალა ყოვლისშემძლეა და საჭიროების დროს უპირობოდ დაგეხმარებათ.
გენერატორები ბინას სხვადასხვა სივრცეში იდებს. ხელსაწყო აუცილებელია სამედიცინო დაწესებულებებში. ისეთ ადგილებში, სადაც ელექტროენერგიის არარსებობა, ეჭვქვეშ ადამიანების სიცოცხლეს აყენებს. გარდა ამისა, კარგად გამოიყენებთ და დაზღვეული იქნებით, თუ კი კაფეებისა და მსგავსი სივრცეებისთვის შეიძენთ. მნიშვნელოვანია ოფისებისა და ისეთი ადგილებისთვის, სადაც სამუშაოდ ელექტროენერგიაა საჭირო. პრინციპში, გამოდის რომ ყველგან. ასევე, არ დაგვავიწყდეს სახლი, სადაც ნებისმიერ დროს შეიძლება დაგჭირდეთ. საბოლოოდ, ირკვევა, რომ გენერატორის გამოყენების არეალი შეზღუდული არ არის. ინსტრუმენტი უადგილო არსად იქნება. ზოგიერთ ადგილას კი, მისი არსებობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
გენერატორების მთავარი განმასხვავებელი ნიშანი სიმძლავრეა. ხელსაწყო სწორედ ამ მახასიათებელის გათვალისწინებით უნდა შეარჩიოთ. მაგალითად, სამედიცინო დაწესებულებისთვის, რაც შეიძლება მძლავრი გენერატორი დაგჭირდებათ. ასეთი ხელსაწყოები დატვირთვას კარგად უძლებს და დიდხანს მუშაობს. რაც შეეხება სხვა ადგილებს, შეგიძლიათ საშუალო სიმძლავრის მქონე გენერატორები შეიძინოთ. თუ კი ხშირად არ გჭირდებათ, მაშინ დაბალი მონაცემებიც გამოსადეგია. გამოუვალ სიტუაციაში საუკეთესო მშველელია. მისი იმედი სულ შეგიძლიათ გქონდეთ.
საყურადღებო მონაცემებს შორის, ავზის მოცულობა საპატიო ადგილს იკავებს. ყველანაირი სახის ხელსაწყო არსებობს, ტევადი და შედარებით მცირე მოცულობის მქონეც. ზოგადად, უმჯობესია დიდ ავზიანი ინსტრუმენტი შეიძინოთ, მაგრამ ყოველთვის ესეც არ არის საჭირო. თუ კი ინსტრუმენტს ხშირად არ გამოიყენებთ, მაშინ მცირე ავზი საკმარისი იქნება.
გარდა სიმძლავრისა და მოცულულობისა, კიდევ ბევრი განსხვავებაა. გენერატორებს, ძირითადად, ორგავრი სტარტერი აქვს, მექანიკური და ავტომატური. არჩევანი თქვენზეა დამოკიდებული, თუ რომელი გეკომფორტულებათ მეტად. ხელსაწყოები ერთმანეთისგან ზეთით, კუბატურით, საწვავის ტიპითა და კომპლექტაციით განსხვავდება. ზოგს დამატებითი ნივთები საერთოდ არ მოყვება. ასევე, სხვადასხვაა წონა და მსგავსი შედარებით უმნიშვნელო დეტალები. გენერატორს ხშირი გადაადგილება არ მოუწევს და მუშაობის პროცესშიც ერთ ადგილასაა, ამიტომ, წონას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს.
მხოლოდ გენერატორებს კი არა, Holst.ge - ზე გარანტია ყველა ხელსაწყოს მოყვება. ისეთი მომენტებიც არის, როცა თავს უსიამოვნო ამბები იჩენს. ქარხნული დეფექტი სწორედ ასეთი თავსატეხია. წუნი მხოლოდ მუშაობის მომენტში ვლინდება, წინასწარ ვერავინ დაადგენს. საგარანტიო ტალონი კი პრობლემის გადაჭრის საუკეთესო გზაა. ასეთ დროს ინსტრუმენტი სერვის ცენტრში მიგაქვთ და უკან განახლებული მოგაქვთ.
ინსტრუმენტების ნაწილს კომპლექტაცია ახლავს, მასში კი სხვადასხვა ნივთი შედის. ეს შეიძლება სახელური ან ბორბლები იყოს, რათა გენერატორი კიდევ უფრო კომფორტული გამოსაყენებელი გახდეს. ნივთები მხოლოდ ზოგიერთ მოდელს ახლავს, ამიტომ, თუ გინდათ რომ კომპლექტიც თან ახლდეს, გაითვალისწინეთ და დააკვირდით.
ვადასტურებთ, რომ Holst.ge ნამდვილად კომფორტული სივრცეა და ჩვენთან სასიამოვნო მომსახურება დაგხვდებათ. ონლაინ ჰიპერმარკეტიდან ნივთებს იწერთ და ელოდებით, სულ ეს არის. დიახ, ხელსაწყოების შესაძენად სახლიდან გასვლა საჭირო არ არის. როცა Holst.ge არსებობს, რა აუცილებელია დაუსრულებელ რიგებსა და საცობებში დგომა ?! გამოწერილი ნივთები თქვენამდე სწრაფად მოვა. საკურიერო მომსახურება მთელი საქართველოს მასშტაბით ვრცელდება. თუ კი თქვენი შეკვეთა 50 ლარზე მეტის იქნება, მიტანის სერვისი უფასოა. ჩვენი კურიერები ნივთებს მაქსიმალურად სწრაფად მოგაწვდით და რაც მთავარია, უვნებელს ჩაგაბარებთ.
Schpindel - ის გენერატორები ამოუწურავ რესურსებს ფლობს. ხარისხიდან გამომდინარე, ყველა დიდხანს მუშაობს და მუდამ მწყობრშია. რაც შეეხება წარმოდგენილ გენერატორს, მართლაც მაღალი მახასიათებლები აქვს. სხვაზე რომ არაფერი ვთქვათ, სიმძლავრე ყველაფერს ამბობს. ხელსაწყო დიდხანს მუშაობასაც უძლებს და ბოლომდე ეფექტურია. გენერატორი საუკეთესოა სუპერმარკეტებისთვის, სადაც ყველაფერი ელექტროენერგიაზეა დამოკიდებული. თუ კი უეცრად შუქი ჩაქვრა, ეს არაჩვეულებრივი გენერატორი გექნებათ და პრობლემა მაშინვე გადაიჭრება. ყველა სხვა სიკეთესთან ერთად, ინსტრუმენტს ტევადი ავზი აქვს. ავტომატური სტარტერი კი საქმეს უფრო გაამარტივებს. ხელსაწყოს დამატებითი ნივთები მოყვება, კერძოდ, სახელური და ბორბლები. ინსტრუმენტები გენერატორს მეტად კომპაქტურს გახდის და პრობლემა არც გადაადგილება იქნება.
კომპლექტაცია:
უპირატესობები:
მეორე გენერატორი შედარებით ნაკლები სიმძლავრისაა, მაგრამ მკვეთრი განსხვავება არ არის. ეს კონკრეტული მოდელიც რთული სამუშაოებისთვისაა განკუთვნილი, რადგან დიდ პოტენციალს ფლობს. ხელსაწყოს ტევადი ავზი და მექანიკური სტარტერი აქვს. დამატებითი ნივთებიც თან ახლავს, კერძოდ, სახელური და ბორბლები.
კომპლექტაცია:
უპირატესობები:
Schpindel - ი შემოთავაზებებს აგრძელებს და თუ აქამდე განხილული ხელსაწყოები თქვენი საქმის შესაფერისი არ იყო, იქნებ ასეთი გენერატორი გჭირდებათ ? კონკრეტული ინსტრუმენტი საშუალო სიმძლავრისაა და შედარებით მცირე ავზი აქვს. მექანიკური სტარტერის მეშვეობით მარტივად მართავთ. ხელსაწყო გამძლეა და ეფექტურია. როგორც დანარჩენ გენერატორებს, ერთ წლიანი გარანტია მოყვება. ინსტრუმენტი რთულ და ასევე, მარტივ საქმეებზე მუშაობს.
უპირატესობები:
ბოლოს განსახილველად დაბალი სიმძლავრის გენერატორი მოვიტოვეთ. ხელსაწყოს კარგად გამოიყენებთ, თუ ხშირად არ გჭირდებათ. ხარისხი და ეფექტურობა ისევ მაღალ ნიშნულზეა. ინსტრუმენტს მექანიკური სტარტერი აქვს და საწვავით მუშაობს. ხელსაწყო მცირე ავზის მქონეა, ამიტომ, იშვიათად გამოსაყენებლად უფრო კომფორტულია. გენერატორებს სახლიდან გაუსვლელად კი, ჩვენთან შეიძენთ.
უპირატესობები: