გერმანული ბრენდი შპინდელის შედუღების აპარატები |
გერმანული ბრენდი შპინდელის შედუღების აპარატები |
შედუღების აპარატის არჩევა არც თუ ისე მარტივი საქმეა. უპირველესად, როგორც ყველა პროდუქტის შემთხვევაში, ვუყურებთ მწარმოებელს და ფასს. ორივე მათგანი შეძლებისდაგვარად მეტყველებს მის ხარისხზე. ამ სტატიით შევეცდებით დაგეხმაროთ შედუღების აპარატის შერჩევაში და Schpindel-ის პროდუქცია შემოგთავაზოთ.
holst.ge-ისთვის, თავის დროზე, არ იყო მარტივი აერჩია პარტნიორი კომპანიები და მათი წარმოებული პროდუქტები, რომელსაც დღეს ჰოლსტზე ხვდებით. ჩვენ გვჯერა, რომ ბიზნესის წარმატების ფორმულა კმაყოფილი მომხმარებელია, შესაბამისად თქვენთვის, როგორც მომხმარებლისთვის უნდა შემოგვეთავაზებინა პროდუქტი ხელმისაწვდომობის და ხარისხის ბალანსით.
იგივე ისტორია გვაქვს შედუღების აპარატებზეც. უამრავჯერ შემოწმებული, ათჯერ გაზომილი და ერთხელ, მტკიცედ მიღებული გადაწყვეტილებით გერმანული ბრენდის, Schpindel-ის შედუღების აპარატებს ჩვენს საიტზე აღმოაჩენთ.
ბრენდი SCHPINDEL
პროდუქტის ტიპი შედუღების აპარატი
სიმძლავრე 150A
IP დაცვა IP21S
კვების წყარო 220-240V
ელექტროდის ზომა 1.6-3.2mm
ტექნოლოგია IGBT
ეფექტურობა 0.8
იზოლირების დონე F
მუშაობის ციკლი 0.35
გარანტია 1 წელი
წონა (კგ) 3.9
კომპლექტაცია
თუ საშუალო სიმძლავრის, კომპაქტურ სვარკას ეძებთ, რომელიც სახლში გამოგადგებათ და სატარებლადაც კომფორტული იქნება, ეს შპინდელის 150 ამპერიანი ხელსაწყო შესაბამისია. საშუალო და პატარა პროექტებზე გათვლილი სვარკის ელექტროდის მაქსიმალური ზომა 3,2 მმ-ია, რაც ლოგიკურია. კომპლექტაციაში, გარდა ელექტროდის დამჭერი კაბელის და დამიწების კაბელისა, მოყვება დამცავი სათვალე და რკინის ჯაგრისი.
უპირატესობები:
ბრენდი SCHPINDEL
პროდუქტის ტიპი შედუღების აპარატი
სიმძლავრე 200A
კვების წყარო 220-240V
ელექტროდის ზომა 1.6-4.0mm
ტექნოლოგია IGBT
ეფექტურობა 0.6
იზოლირების დონე F
მუშაობის ციკლი 0.6
გარანტია 1 წელი
წონა (კგ) 6.86
კომპლექტაცია
თუ მაღალი სიმძლავრის სვარკის აპარატის შეძენა გსურთ შპინდელს 200 ამპერის შემოთავაზება საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასად შეუძლია. ამ შედუღების აპარატის წონა 6,86-ია, რაზეც შეგვიძლია ვთქვათ, რომ მსუბუქია, თუ მის სიმძლავრეს გავითვალისწინებთ. წინა მოდელისგან განსხვავებით მოყვება ქეისი, რაც მის გარე დაზიანებებისგან დაცვაში, გადატანაში და შენახვაში დაგეხმარებათ.
უპირატესობები:
ბრენდი SCHPINDEL
პროდუქტის ტიპი შედუღების აპარატი კემპით
სიმძლავრე 180A
კვების წყარო 220-240V
ელექტროდის ზომა MMA:1.6-4.0mm/MIG:0.6-1.0mm
ტექნოლოგია IGBT
ეფექტურობა 0.6
იზოლირების დონე F
მუშაობის ციკლი 0.6
გარანტია 1 წელი
წონა (კგ) 15.64
კომპლექტაცია
თუ პროფესიონალი ხართ და კემპის აპარატი პირველად არ გესმით, Schpindel-ის ამ სვარკას უკეთ დააფასებთ. კემპით შედუღების აპარატი უფრო ფაქიზ, თხელ ობიექტებზე სამუშაოდ გამოიყენება. ეს მოდელი უფრო პროფესიონალებისთვის არის გათვლილი, რადგან ამ საქმის კარგად მცოდნეებმა იციან მისი, წინა ორი მოდელისგან განსხვავებით მაღალი ფასის მიზეზი. ამ ფუნქციების და სიმძლავრის მქონე აპარატისთვის ფასი მართლაც დაბალია. ხოლო, როგორც პროფესიონალური შედუღების აპარატების უმრავლესობა, ამ მოდელის წონაც დიდია და სატარებლად რთულია.
უპირატესობები: