გინდა იპოვო საუკეთესო ელექტრო სახრახნისი? |
გინდა იპოვო საუკეთესო ელექტრო სახრახნისი? |
როგორი ხელსაწყოა ელექტრო სახრახნისი? ზუსტად ისეთი, ყველას რომ შეიძლება დაგჭირდეთ. დიახ, სულაც არ არის საჭირო პროფესიონალი ბრძანდებოდეთ, კონკრეტული ინსტრუმენტი შეიძლება სახლშიც გამოგადგეთ. მაგალითად, თუ კედელი გაქვთ გასახვრეტი, მაშინ ელექტრო სახრახნისი აუცილებლად დაგჭირდებათ.
მარტივად რომ ვთქვათ, არა. უფრო სწორად, შეგიძლიათ კედელი სხვა მეთოდით ამოტეხოთ, მაგრამ მთელი მიმდებარე ტერიტორია თუ ჩამოიშალა, რა გამოდის, საქმე გავაფუჭეთ. ეს კი ნამდვილად არავის აწყობს. ელექტრო სახრახნისი კი ზიანის გარეშე ასრულეს საქმეს და მხოლოდ იმ წერტილს ბურღავს, რომელიც გსურთ რომ გახვრიტოს.
როგორც ყველა სხვა ხელსაწყოს, სახრახნისსაც სჭირდება სწორად შერჩევა. თუ ზუსტად იცით, რა უნდა გაითვალისწინოთ, მაშინ ეს პროცესი ძალიან მარტივდება. თუ ჯერ არ იცით, ჩვენ ყველაფერს დეტალურად გიამბობთ. სიმძლავრით დავიწყოთ. თუ პროფესიონალი ხართ და სახრახნისით მუშაობა თქვენი ყოველდღიურობაა, ცხადია, მაღალი სიმძლავრის სახრახნისი დაგჭირდებათ. თუ დამწყები ბრძანდებით, ანდაც უბრალოდ სათადარიგო მიზნით გსურთ შეძენა, მაშინ საშუალო ან დაბალი ძალის ხელსაწყო გამოგადგებათ. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ბრუნვის სიჩქარე, მაქს. ბურღვის მონაცემები, ვაზნის დიამეტრი, მოტორის ტიპი და ფუნქციები. ისე გამოვიდა, რომ ყველა მახასიათებელი გასათვალისწინებელია და მართლაც ასეა. კარგი იქნება, თუ თითოეულ მონაცემს გულდასმით გადახედავთ. თუმცა, სიმძლავრე მაინც გამორჩეულად მნიშვნელოვანია.
Holst.ge ონლაინ ჰიპერმარკეტია და ყველაფერს ისეთს გთავაზობთ, რაც სრულ კომფორტთან ასოცირდება. პირველ რიგში, იმას გეტყვით, რომ სასურველი ხელსაწყოების შეძენას კარის ზღურბლის გადაუბიჯებლად შეძლებთ. დიახ, ამისთვის სახლიდან გასვლა, მაღაზიაში შევლა და ათასი დამღლელი პროცედურის გავლა არ გიწევთ. ნივთებს ონლაინ იძენთ, საიტზე არჩევთ და შემდეგ იწერთ. დამატებითი კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ ჩვენს ოპერატორებს დაუკავშირდეთ, რომლებიც ამომწურავ პასუხებს გაგცემენ. საკურიერო მომსახურება კი მთელი საქართველოს მასშტაბით ვრცელდება და უფრო მეტიც, თუ თქვენი შენაძენი 50 ლარზე მეტის იქნება, მიტანა უფასოა. ეს წესი მოქმედებს როგორც თბილისში, ასევე რეგიონებშიც. ახლა კი ძალიან საინტერესო ნაწილზე გადავიდეთ და რამდენიმე ელექტრო სახრახნისი დეტალურად განვიხილოთ.
Dewalt-ის ელექტრო სახრახნისი ადგილს საუკეთესოთა რიგებში იკავებს. ინსტრუმენტი ამისთვის ყველა კრიტერიმს აკმაყოფილებს. კონკრეტულად რას? იმას, რომ მაღალი სიმძლავრისაა, დასატენად მხოლოდ ერთი საათი სჭირდება, ორი სახის მასალას ბურღავს, კერძოდ, ხესა და მეტალს. გარდა ამისა, გამძლე ელემენტი და უნახშირო მოტორი აქვს, ასევე ბრუნვის მაღალი სიჩქარით გამოირჩევა. ეს ყელაფერი კი სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ მის საუკეთესოობაში დავრწმუნდეთ.
უპირატესობები:
საშუალო დონის საქმეებისთვის Crown-ის ელექტრო სახრახნისი დაიხმარეთ. ამ ტიპის სამუშაოებს თავს იდეალურად ართმევს. ინსტრუმენტი ძალებს სწრაფად იკრეფს და საქმიანობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს. ხელსაწყოს თან ახლავს გარანტია, ორი ელემენტი, დამტენი და ქეისი.
უპირატესობები:
სახრახნისი სახლისთვის? Tolsen-ის ეს მოდელი ამ საქმისთვის საუკეთესოა. ხელსაწყოს გამძლე ელემენტი აქვს და ხელმისაწვდომი ფასით გამოირჩევა. ინსტრუმენტს მოჰყვება გარანტია, კაბელი და საცვლელი პირი.
უპირატესობები: