გნებავთ, ონკანი უწოდეთ, გნებავთ, სმესიტელი, თუ მოისურვებთ - შემრევი, მთავარი ყველა შემთხვევაში ხარისხია!

ქალი ვიცი მე სამზარულოში კი არა, სამზარეულოში ვიცი მე კარგი, ხარისხიანი და გამძლე ონკანი. თუმცა, რატომ მხოლოდ სამზარეულოში? აბაზანაშიც! პრინციპში, ბოსტანშიც - ონკანი თქვენია და სადაც გინდათ, იქ დააყენებთ...

შემრევი ონკანი ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში გამოიგონეს, რათა ადამიანები არ დამწვარიყვნენ ადუღებული წყლით ან არ ებანავათ ყინუვილით ცივ წყალში, არამედ მიეღოთ სხეულისთვის სასიამოვნო ტემპერატურა. თანამედროვე ტექნოლოგიურმა განვითარებამ კი ონკანები კიდევ უფრო სრულყოფილი, მოსახერხებელი და ესთეტიკური გახადა.

დაგვეთანხმებით, რომ სხვა ყველაფერთან ერთად, შემრევი ონკანი არც თუ უმნიშვნელო როლს ასრულებს სანიტარული კვანძის ინტერიერში. ამდენად, ის უნდა შევარჩიოთ არა მხოლოდ ხარისხის, არამედ იმის მიხედვითაც, რამდენად მიმზიდველია ვიზუალურად.

რა რისკები ახლავს არასწორი ონკანის შეძენას?

არც ისე სასიამოვნო შედეგები შეიძლება მოჰყვეს, თუკი აბაზანაში საოცნებო რემონტი გააკეთეთ, მაგრამ ისე მოხდა, რომ უხარისხო ონკანი შემოგატყუეს. ასეთ შემთხვევაში, არ არის გამორიცხული, სულ რამდენიმე წელიწადში ხელახალი რემონტი დაგჭირდეთ - ონკანი მწყობრიდან გამოვიდეს და მეზობელი ჩარეცხოს. უჰ, ყველასგან შორს, მაგრამ შესაძლოა, რემონტი ჩარეცხილმა მეზობელმაც კი მოითხოვოს და მოდი და გაამტყუნე!.. ფაქტია, ამისგან დაზღვეული არავინ არის, ამიტომაც, შეეცადეთ, სანტექნიკის შერჩევისას კეთილსინდისიერი რეალიზატორი შეარჩიოთ, რომელიც ხარისხსა და მომხმარებლის კმაყოფილებაზეა ორიენტირებული. დიახ, ნამდვილად ვგულისხმობთ Holst.ge-ს!..

როგორი ონკანები არსებობს?

შემრევი ონკანები არაერთი ნიშნით კლასიფიცირდება: მონტაჟის ადგილი (სააბაზანო, სამზარეულო), გამოყენების ტიპი (აბაზანისთვის, ნიჟარისთვის, სამზარეულოსთვის, ბიდესთვის). ასევე, კლასიფიკაციისას გამოიყენება მართვის მექანიზმების განსაზღვრაც: სენსორული, მექანიკური, თერმოსტატიკური.

  • სენსორული - ეს არის შემრევი ონკანი, რომელიც მუშაობს ავტომატურ რეჟიმში. ამასთან, იმართება ან ქსელის, ან ელემენტების დახმარებით. სენსორი აღიქვამს ადამიანის ხელის მოძრაობას, აწვდის სიგნალს კონტროლერს, რომელიც თავის მხრივ, წყლის მიწოდებას უზრუნველყოფს;
  • მექანიკური - ეს არის ონკანი, რომელიც ყველაზე მეტად გავრცელებულია და ადამიანს საშუალებას აძლევს, ტემპერატურა და ნაკადი უშუალოდ წყლის გამოყენებისას დაარეგულიროს;
  • თერმოსტატიკური - ასეთი ონკანი ადამიანს აწვდის წყალს იმ ტემპერატურით, რომლის მითითება წინასწარ ხდება.

საჭიროა თუ არა ფილტრი?

მართალია, ჩვენს ქვეყანაში პირდაპირ ონკანიდან წყლის დალევა უსაფრთხოა, თუმცა არც ისე იშვიათად ხდება, რომ წყალთან ერთად არც ისე სასიამოვნო „დანამატები“ გადაგვრევენ ხოლმე. აქედან გამომდინარე, გონივრული არჩევანია, შეარჩიოთ ონკანი, რომელზეც ფილტრის დამონტაჟება შეიძლება, ან უფრო უკეთესი, შეიძინოთ ფილტრიანი ოკანი.

Holst.ge-ზე მრავალფეროვანი არჩევანია არა მხოლოდ შემრევი ონკანების, არამედ ჩვენთან ფილტრებსაც შეიძენთ.

ქვემოთ რამდენიმე გამორჩეულ მოდელს გთავაზობთ - სამზარეულოს, ხელსაბანისა და აბაზანის შემრევებს, უფრო მეტს კი, მათ შორის, ინფორმაციას ფილტრების შესახებ, Holst.ge-ზე მარტივად მოიძიებთ, თუმცა თუკი დამატებითი კითხვები მაინც გაგიჩნდებათ, ჩვენ ამისთვისაც მზად ვართ.

KETTLER-81663 KT8015C-8 სამზარეულოს შემრევი Matteo

Kettler samzareulos onkani

  • ბრენდი - KETTLER
  • პროდუქტის ტიპი - სამზარეულოს შემრევი
  • შტრიხკოდი  - 8313009281663
  • წონა (კგ) - 1.08
  • კარტრიჯი - 40mm კერამიკული კარტრიჯი
  • კორპუსი - ცინკი
  • კომპლექტაცია - 2x40cm მოქნილი მილი
  • სერია - Matteo         
  • მოდელი - KT8015C-8

KETTLER-15923 KT-0042B-8 ხელსაბანის შემრევი Black Crow

Kettler xelsabanis onkani

  • ბრენდი - KETTLER
  • პროდუქტის ტიპი - ხელსაბანის შემრევი
  • შტრიხკოდი  - 8300156915923
  • წონა (კგ) - 0.74
  • კორპუსი - ცინკი
  • კომპლექტაცია - 40cm მოქნილი მილი
  • სერია - Crow
  • მოდელი - KT-0042B-8

KETTLER-81656 KT8015C-6 აბაზანის შემრევი Matteo

Kettler abazanis onkani

  • ბრენდი - KETTLER
  • პროდუქტის ტიპი - აბაზანის შემრევი
  • შტრიხკოდი  - 8313009281656
  • წონა (კგ) - 1.5
  • კარტრიჯი - 40mm კერამიკული კარტრიჯი
  • კორპუსი - ცინკი
  • კომპლექტაცია - შხაპის ყურმილი, საშხაპე მილი და კედლის სამაგრი
  • სერია - Matteo         
  • მოდელი - KT8015C-6

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება