გშია? იცეკვე! ცივ წყალში იყინები? გამაცხელებელი იყიდე!..

ადამიანი როდის იზრდება, გითხრათ? როდის და ზუსტად მაშინ, ყინვაში გარეთ ქუდის გარეშე რომ გავა და თავს მაგარ ტიპად კი არა, სულელად მიიჩნევს!..

ჰო, რა, როცა შესაძლებელია, კომფორტულად ვიგრძნოთ თავი, რატომ უნდა გავართულოთ სიტუაცია? უქუდოდ გცივა? დაიფარე და გათბი! ცივ წყალში რეცხვა თითებს გიყინავს, ბანაობა კი - ფილტვების ანთების რისკს ზრდის? დააყენე გაზის წყლის გამათბობელი და მთლად სოფელი აშენდება თუ არა, ცოტა რთული სათქმელია, მაგრამ თავს რომ გაცილებით კომფორტულად იგრძნობ, ფაქტია!..

დავიწყოთ და მივყვეთ ნაბიჯ-ნაბიჯ და განვიხილოთ, როგორ უნდა შეარჩიოთ წყლის გამათბობელი, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება, რამ უნდა დაგაკმაყოფილოთ და რის გამო უნდა აზიდოთ წარბი!

იმისთვის, რომ გამოსადეგი წყლის გამაცხელებელი შეარჩიოთ, აუცილებელია, ისიც იცოდეთ, როგორც მუშაობს ეს დანადგარი, დააკმაყოფილებს თუ არა მისი შესაძლებლობები თქვენს მოთხოვნებს, რამდენად არის საჭირო წყლის სისტემის წნევის გათვალისწინება და ასე შემდეგ. არც ის იქნება ურიგო, თუ წინასწარ გაარკვევთ, თბოგადაცემის რომელი ტიპით არის აღჭურვილი გაზის წყლის გამაცხელებელი და  დაცვის რა მექანიზმები აქვს მიღებული.

იმედია, ქვემოთ მოყვანილი ინფორმაცია დაგეხმარებათ, ზუსტად ის წყლის გამათბობელი შეიძინოთ, რომელიც გჭირდებათ.

აბა, დავიწყეთ: როგორ მუშაობს წყლის გამაცხელებელი?

ახლა, თოხი და ბარი რომ არ სჭირდება, ისედაც ვიცით, მაგრამ მაინც როგორ მუშაობს წყლის გამაცხელებელი?

თქვენ წარმოიდგინეთ, დანადგარის მუშაობის პრინციპი არც ისეთი რთულია - სისტემიდან მიღებული ცივი წყალი შეედინება თბოგადამცემში, ცხელდება სანთურას ალით და მიდის მომხმარებლამდე.

უნდა ითქვას, რომ კომუნალური გადასახადების თვალსაზრისით, გაზის წყლის გამათბობელი გაცილებით ეკონომიური გამოდის, ვიდრე მისი ელექტრო „თანამოძმეები“. ამასთან ერთად, სხვა კონკურენტებისგან კომპაქტურობაც გამოარჩევს, რაც არც ისე მცირე სივრცის დაზოგვის საშუალებას იძლევა.

რა წარმადობის წყლის გამაცხელებელი დააკმაყოფილებს თქვენს მოთხოვნებს?

როგორც წესი, წარმადობა მის სიმძლავრეზე დამოკიდებული. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, საუბარია იმაზე, რა რაოდენობის, რამდენ ლიტრ წყალს გააცხელებს მოწყობილობა წუთში. ეს ნიშნული, ჩვეულებრივ, 10-დან 15 ლიტრამდე მერყეობს. ანუ, იმ შემთხვევაში, თუკი გამათბობლის სიმძლავრეა 10ლ/წთ-ში, წუთში 10 ლიტრ ცხელ წყალს მიიღებთ.

იმისთვის, რომ შეაფასოთ თქვენთვის საჭირო წარმადობა, ის უნდა იცოდეთ კარგად, ერთდროულად რამდენი ონკანის გამოყენება მოხდება. როგორც წესი, შხაპის მიღებისას დინება 7-8 ლ/წმ-ს უტოლდება ხოლო ონკანის შემთხვევაში, ეს მაჩვენებელი 3-5 ლ/წმ გახლავთ. აქედან შეიძლება დავასკვნათ, რომ კომფორტული მოხმარებისთვის უმჯობესია, გაზის წყლის გამათბობლის წარმადობა 13-14 ლ/წმ ან კიდევ უფრო მეტი, თუკი ცხელი წყლის მასშტაბურ მოხმარებაზეა საუბარი.

რამდენად არის დამოკიდებული თქვენი არჩევანი წყლის სისტემის წნევაზე?

იმდენად, რამდენადაც ეს დანადგარი გამდინარე გამაცხელებელია, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს წყლის სისტემის წნევას. აუცილებელია იმის გათვალისწინება, რამდენად ექსტრემალურ პირობებზეა ის გათვლილი და როგორ აირიდოთ მოსალოდნელი უსიამოვნებები.

პირველი, რაც უნდა გაითვალისწინოთ, ეს არის თქვენი სისტემის მინიმალური წნევა. მწარმოებლის მიერ გაცხადებული სიდიდე, როგორც წესი, 0,15 ბარს არ აღემატება, რაც რაღა თქმა უნდა, ძალიან ცოტაა, მაგრამ თუკი წნევის ნაკლებობა თავს მაინც იჩენს, რაც განსაკუთრებით დამახასიათებელია მოძველებულ სისტემებში, უმჯობესია, უარი თქვათ ჰიდროგენერატორიან გამათბობელზე, რომელიც სავსებით შესაძლებელია, მოქმედებაში საერთოდ არ მოვიდეს. ასევე, არ არის რეკომენდებული დიდი სიმძლავრის მქონე გამათბობლის შეძენა, ვინაიდან წნევის ცვალებადობა მას მწყობრიდან დროზე ადრე გამოიყვანს.

მოსალოდნელია, ასევე, ჰიდრავლიკური დარტყმები. ამდენად, მნიშვნელოვანია, რომ დაერთებები საკმარისად გამძლე და მყარი იყოს, რათა ასეთ შეტევებს გაუმკლავდეს. იმისთვის, რომ გაჟონვის რისკები მინიმუმამდე იქნას დაყვანილია, რეკომენდებულია წნევის განმტვირთავი სარქველის დამონტაჟება.

არის თუ არა აუცილებელი გამათბობლის სიმძლავრის მოდულაცია?

გამათბობლის გამოყენებისას ხდება ხოლმე, როცა წყლის ჭავლი კლებულობს, რასაც ტემპერატურის არც თუ ისე კომფორტული ცვლილებები მოსდევს. ტიპური სიტუაცია, როცა შხაპის მიღებისას ვიღაც სამზარეულოში ონკანს უშვებს.

ტემპერატურის მერყეობა ავტომატურად აღმოიფხვრება, თუკი გამათბობელი სიმძლავრის მოდულაციით არის აღჭურვილი - ეს, როგორც წესი, გახლავთ სიმძლავრის 40-დან 100%-მდე. ასეთი დიაპაზონი საკმარისია ერთდროულად რამდენიმე ონკანის კომფორტულად მოხმარებისთვის.

რომელი თბოგადამცემია უკეთესი?

გამაცხელებლების უმეტესობა სპილენძის თბოგადამცემით არის აღჭურვილი, თუმცა ყველა მწარმოებელი როდი იყენებს მაღალი ხარისხის სპილენძს, რაც ვარგისიანობის ხანგრძლივობას, ბუნებრივია, ამცირებს.

მაღალი ხარისხის სპილენძისთვის დამახასიათებელია ბზინვარება და ფერი, დაბალი ხარისხის თბოგადამცემი კი, როგორც წესი, დამცავი ნაერთით არის დაფარული, რათა წყლის ზემოქმედებისგან იყოს დაცული. ასევე, ყურადღება უნდა მიექცეს შედუღების ადგილებსაც - შავი წერტილები იმის მანიშნებელია, რომ შედუღება ხელით მოხდა, რაც მსუბუქად რომ ვთქვათ, არც ისე კარგი შედეგების მომტანი იქნება.

უსაფრთხოების წესები

შეძენამდე უნდა დარწმუნდეთ, არის თუ არა აღჭურვილი გამათბობელი გაზის დანადგარისთვის საჭირო უსაფრთხოების საშუალებები:

  • ალის კონტროლის სენსორი - განლაგებულია უშუალოდ მთავარ სანთურთან და აქტიური ალის დროს ელექტროდებს შორის სივრცის იონიზებ ხდება, რითიც სიგნალს აძლევს ფიტინგებს, რომ გაზის მიწოდების სარქველი ღია დარჩეს. თუ ალი არ აინთება, გაზის სარქველი გადაიკეტება;
  • კვამლსადენის სენსორი - იმ შემთხვევაში, თუკი კვამლსადენის გაწოვა არასაკმარისია, სენსორი მოქმედებაში მოდის და გამათბობელი ითიშება;
  • ტემპერატურის კონტროლი - ეს სენსორი აკონტროლებს ტემპერატურას თბოგადამცემში, რათა არ გადააჭარბოს ნიშნულს 100 გრადუსის სიახლოვეს. ექსტრემალური გადახურების შემთხვევაში, მოწყობილობა ითიშება.

და კიდევ რამდენიმე რჩევა

  • ყურადღებით გაეცანით გაზის წყლის გამათბობლის ინსტრუქციაში მოყვანილ მოთხოვნებს, წესებსა და რჩევებს;
  • ხისტი წყალი თბოგადამცემს დროზე ადრე აზიანებს. ამდენად, რეკომენდებულია წყლის სიხისტე შეესაბამებოდეს მაჩვენებელს, რომელიც პასპორტშია მითითებული და საჭიროების შემთხვევაში, უსაფრთხოების საჭირო ზომები მიიღოთ;
  • შეეცადეთ, კომფორტული ტემპერატურა მიიღოთ არა ონკანის, არამედ გამათბობლის ღილაკების გამოყენებით;
  • გამაცხელებლის შემოწმება რეკომენდებულია წელიწადში ერთხელ;
  • აუცილებელია, პერიოდულად შემოწმდეს შენობა, სადაც გაზის წყლის გამათბობელია დამონტაჟებული, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუკი დანადგარი დახურულ სივრცეშია გამოკეტეული, რომელიც ცუდად ნიავდება.

Holst.ge სითბოს, სიმშვიდესა და სიმყუდროვეს გისურვებთ!

JSD22-11DLS გაზის წყლის გამათბობელი "ერთკამერიანი"

Midea gazis wylis gamatbobeli

  • ბრენდი - MIDEA
  • პროდუქტის ტიპი - გაზის წყლის გამათბობელი
  • სიმძლავრე - 22kw
  • ზომა - 679x330x213
  • ფერი - თეთრი
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხკოდი - 2234432144447
  • წონა (კგ) - 10.79
  • კვების წყარო - 220-240V
  • კამერების რაოდენობა - 1
  • მოცულობა - 11 l
  • წნევა - 0.3~10bar
  • ტემპერატურის მაჩვენებელი - Led Display
  • ტემპერატურის რეგულატორი - მექანიკური

JSD28-14DLS გაზის წყლის გამათბობელი "ერთკამერიანი"

Midea gazis wylis gamatbobeli

  • ბრენდი - MIDEA
  • პროდუქტის ტიპი - გაზის წყლის გამათბობელი
  • სიმძლავრე - 28kw
  • ზომა - 679x370x213
  • ფერი - თეთრი
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხკოდი - 2234432144454
  • წონა (კგ) - 11.77
  • კვების წყარო - 220-240V
  • კამერების რაოდენობა - 1
  • მოცულობა - 14 l
  • წნევა - 0.3~10bar
  • ტემპერატურის მაჩვენებელი - Led Display
  • ტემპერატურის რეგულატორი - მექანიკური

JSG22-11VLS დაბალანსებული ტიპის გაზის წყლის გამათბობელი "ორკამერიანი" საკვამურით

Midea gazis wylis gamacxelebeli

  • ბრენდი - MIDEA
  • პროდუქტის ტიპი - გაზის წყლის გამათბობელი
  • სიმძლავრე - 22kw
  • ზომა - 660x370x213
  • ფერი - თეთრი
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხკოდი - 2234432144461
  • წონა (კგ) - 14.28
  • კვების წყარო - 220-240V
  • კამერების რაოდენობა - 2
  • მოცულობა - 11 l
  • წნევა - 0.2~10bar
  • ტემპერატურის მაჩვენებელი - Led Display
  • ტემპერატურის რეგულატორი - სენსორული
  • დამატებითი კომპლექტაცია - საკვამური

JSG26-13VLS დაბალანსებული ტიპის გაზის წყლის გამათბობელი "ორკამერიანი" საკვამურით

Midea gazis wylis gamacxelebeli

  • ბრენდი - MIDEA
  • პროდუქტის ტიპი - გაზის წყლის გამათბობელი
  • სიმძლავრე - 26kw
  • ზომა - 660x370x213
  • ფერი - თეთრი
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხკოდი - 2234432144478
  • წონა (კგ) - 14.9
  • კვების წყარო - 220-240V
  • კამერების რაოდენობა - 2
  • მოცულობა - 13 l
  • წნევა - 0.2~10bar
  • ტემპერატურის მაჩვენებელი - Led Display
  • ტემპერატურის რეგულატორი - სენსორული
  • დამატებითი კომპლექტაცია - საკვამური

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება