ჰაერის კომპრესორი თქვენი ფარეხისთვის |
ჰაერის კომპრესორი თქვენი ფარეხისთვის |
ჰაერის კომპრესორი არ მიეკუთვნება ისეთ ინსტრუმენტებს, რომელსაც ხშირად შეიძენთ. ამიტომაც ერთხელ გაკეთებულმა არჩევანმა ათწლეული უნდა გაგიმართლოთ. ვინაიდან, ჰაერის კომპრესორი, ერთი შეხედვით, არც თუ ისე ხელმისაწვდომია, ძირითადად მეწარმეები და საამქროს მფლობელები შეიძენენ ხოლმე. თუმცა, ჰაერის კომპრესორი არის ინსტრუმენტი, რომელიც კვების წყაროდ იქცევა პნევმატური იარაღებისთვის და გრძელ ვადაში საგრძნობლად ამცირებს ხარჯებს. შესაბამისად, თქვენს ავტოფარეხში, სადაც ხელობას ეწევით, ჰაერის კომპრესორი თქვენი მარჯვენა ხელი გახდება.
საყოფაცხოვრებო ავტოფარეხში ჰაერის კომპრესორის შეძენა და დამონტაჟება უზარმაზარ სამუშაოს დაგიზოგავთ, მიუხედავად იმისა, თუ რისთვის გამოიყენებთ თქვენს ახალ აღჭურვილობას. სიჩქარე და ძალა წარმოიქმნება შეუზღუდავი ენერგიის წყაროდან - ჰაერიდან, რაც თქვენს სამუშაოს მარტივს და უსაფრთხოს გახდის. თქვენ მიიღებთ დიდად შემცირებულ დანახარჯებს ამ ინვესტიციით და არ ინანებთ შენაძენს.
ავტოფარეხისათვის კომპრესორის ყიდვა ნებისმიერ სხვა ინვესტიციას ჰგავს. ვინაიდან, თქვენ გსურთ მიიღოთ მაქსიმალურად შემცირებული დანახარჯები. ხოლო, შეძენის პროცესი იწყება სწორი და ზუსტი ინფორმაციის დაგროვების შემდეგ ჰაერის კომპრესორის შესახებ, ხელსაწყოებზე, აქსესუარებზე და სხვ.
ავტოფარეხის ჰაერის კომპრესორის შესაბამისი ტიპის შერჩევა დამოკიდებულია თქვენს კონკრეტულ პროექტებზე. იმის ცოდნა, თუ რომელი ჰაერის კომპრესორი უნდა შეიძინოთ, იწყება იმის გაანალიზებით, თუ როგორ აპირებთ მის გამოყენებას. პირველი ნაბიჯი არის ყველა იმ დავალების ჩამონათვალის შედგენა, რომლისთვისაც გამოიყენებთ თქვენს ჰაერის კომპრესორს. მას შემდეგ, რაც დაადგენთ თქვენი ჰაერის კომპრესორის კონკრეტულ ფუნქციებს, შეგიძლიათ შეავიწროვოთ თქვენი ძიება ფაქტორების დადგენით, რომლებიც განსაზღვრავს თქვენთვის სასურველ ტიპს.
ჰაერის კომპრესორის ტიპი შეიძლება მიუთითებდეს ენერგიის წყაროს, რომელიც დაგჭირდებათ შეკუმშული ჰაერის ხელსაწყოების ასამუშავებლად. ეს შეიძლება იყოს თქვენი კომპრესორის ავზის მოცულობა. ტიპი ასევე შეიძლება გულისხმობდეს იქნება პორტატული თუ სტაციონარული თქვენი ახალი ჰაერის კომპრესორი.
გამოყენების სიხშირე კიდევ ერთი კრიტიკული ფაქტორია, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ თქვენი ავტოფარეხისათვის საუკეთესო ჰაერის კომპრესორის არჩევისას. თქვენ შეიძლება შაბათ კვირით მებაღეობას ეწეოდეთ, რომელსაც მსუბუქი კომპრესორი სჭირდება. თუმცა, თუ რაიმე სახის საავტომობილო სამუშაოებს ასრულებთ, დაგჭირდებათ უფრო მაღალი სიმძლავრის კომპრესორი, რათა ქანჩები და სხვადასხვა ინსტრუმენტები საკმარისი ჰაერის ნაკადით მოამარაგოთ. აქ ჩამოთვლილია ის ძირითადი ფაქტორები, რომელიც გასათვალისწინებელია თქვენი სახლის ავტოფარეხის საჰაერო კომპრესორის მოსაძებნად.
ელექტრო მომარაგება
ტევადობა
ჰაერის კომპრესორის დიზაინი
ჰაერის კომპრესორის კონფიგურაცია
ჰაერის კომპრესორის კონფიგურაცია მეტყველებს მის პრაქტიკულობაზე. როდესაც დაათვალიერებთ ჰაერის კომპრესორებს, პნევმატურ იარაღებს და აქსესუარებს, ნახავთ აღჭურვილობის კონფიგურაციის ფართო არჩევანს. ამის მიზეზია ჰაერის კომპრესორის ზოგიერთი მწარმოებლები ჰაერის კომპრესორისთვის ქმნიან აღჭურვილობას, რათა მოერგოს გამოყენების ფართო სპექტრს.
ორი მნიშნველოვანი კონფიგურაციაა ვერტიკალური ავზის ჰაერის კომპრესორი და ჰორიზონტალური ავზის კომპრესორი. რადიკალური განსხვავება ამ ორ ავზს შორის არ არსებობს. კონფიგურაციის ეს პარამეტრები გავლენას მისი განთავსების ადგილზე ახდენენ. ვერტიკალური ავზები პოპულარულია ავტოფარეხის ან მაღაზიისათვის, სადაც ისინი დიდ ადგილს არ იკავებენ. სამშენებლო მუშაკები ჰორიზონტალურ კომპრესორებს ანიჭებენ უპირატესობას და უფრო პრაქტიკულად თვლიან, რადგან ისინი უფრო სტაბილურები არიან ამასთან ნაკლებია მისი დაზიანების შანსიც.
ჩვენი ონლაინ მაღაზია - Holst.ge ჰაერის კომპრესორების დიდ არჩევანს გთავაზობთ. ჩვენთან ჰაერის კომპრესორის შეძენა განსაკუთრებულად კომფორტულია, მიტანის სერვისის გათვალისწინებით. ალბათ წარმოდგენა გაქვთ, თუ რა მოცულობის და მასის არის ეს ინსტრუმენტი. შესაბამისად მისი შეძენა და განთავსების ადგილას მიტანა, არც თუ ისე კომფორტულია. ჩვენი ონლაინ ჰიპერმარკეტი გთავაზობთ ადგილზე მიტანის სერვისს და გთავაზობთ სრულიად უფასოდ.
ეს Tolsen-ის ჰაერის კომპრესორი ძალიან პატარა ზომისაა და პატარა საქმიანობებისთვის და ავტოფარეხისთვის კარგი არჩევანია. ის არ დაიკავებს დიდ ადგილს, გადასაადგილებლად მარტივია და დაბალ ბიუჯეტურია.
უპირატესობები:
Crown-ის მაღალი ხარისხის ჰაერის კომპრესორი, ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადია Holst.ge-ზე. ამის მიზეზი მისი დაბალანსებული მონაცემები და ხელმისაწვდომი ფასია.
უპირატესობები:
თუ მძლავრი ჰაერის კომპრესორით ხართ დაინტერესებული, რომელსაც დიდი ჰაერის ავზი და მაღალი წნევა ექნება, მაშინ Schpindel-ის ჰაერის კომპრესორი ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია. თუ გავითვალისწინებთ მის ფასს და ხარისხს, არასდროს ინანებთ ამ შენაძენს.
უპირატესობები:
მაღალხარისხიანი, გამძლე და ამ ყველაფერთან ერთად მძლავრი კომპრესორით თუ ხართ დაინტერესებული Crown-ის 1500 ვატიანი ჰაერის კომპრესორი უნდა შეიძინოთ. იმ ხარისხის, სიმძლავრისა და პრაქტიკულობის გათვალისწინებით, რაც ამ ჰაერის კომპრესორის მახასიათებლებშია, ფასი საკმაოდ ხელმისაწვდომია.
უპირატესობები: