რჩევები კორბენ ჩადვიკისგან ჰაერის კომპრესორის მაქსიმალური გამოყენებისთვის

ჰაერის კომპრესორის გამოყენებაში, ერთი შეხედვით, რთული არაფერია. მიამაგრეთ შლანგს პნევმატური იარაღი სამუშაოდ მზადაა. თუმცა იმისათვის, რომ ამ ინსტრუმენტისგან მაქსიმალური მიიღოთ, რამდენიმე დეტალი უნდა გაითვალისწინოთ.

მოგეხსენებათ, Holst.ge არის კომპანია, რომელსაც ინდუსტრიული იარაღების მწარმოებლებთან შეთანხმების შედეგად, საქართველოში მაღალი ხარისხის პროდუქტი შემოაქვს და ონლაინ ჰყიდის. ჩვენ, ჰაერის კომპრესორის მწარმოებელ ერთ-ერთ ქარხანას ვთხოვეთ ჩვენთვის მოემზადებინა რჩევები, რომელიც ქართველ მომხმარებელს ჰაერის კომპრესორის მოხმარებისას გამოადგებოდა. საბედნიეროდ, დაგვთანხმდა და ამ რჩევების ნუსხის ქართულ თარგმანს გთავაზობთ.

პატარა ჰაერის კომპრესორი

საშუალო სიმძლავრის ჰაერის კომპრესორი

პროფესიონალური ჰაერის კომპრესორი

ჰაერის კომპრესორის შლანგი სუფთა ადგილას შეინახეთ

ჰაერის კომპრესორის შლანგს, როგორც წესი უდიერად ეპყრობიან მომხმარებელი. მე მათთან ასეთი რჩევა მექნება - შეინახეთ ჰაერის კომპრესორის შლანგის დაბოლოებები სუფთა ადგილას. მასში მოხვედრილი მტვერი და არასასურველი ობიექტი ბოლოს თქვენს პნევმატურ იარაღში აღმოჩნდება და მას დააზიანებს. ხელსაწყოებში ნამსხვრევები დგუშის დაზიანების მთავარი მიზეზია. ხოლო შლანგის გამოუყენებელი გამყოფი ნაწილების მიწაზე გადაადგილება საკმარისია თქვენი შლანგებისა და ხელსაწყოების დასაბინძურებლად. ჩამოკიდეთ შლანგის კავშირები რაიმე სახელურზე (ან კედელზე ხრახნი მიამაგრეთ და იმაზე დაკიდეთ), რომელიც მიწიდან მაღლაა, ან მოათავსეთ სუფთა ზედაპირზე. ამის შედეგად, თქვენი ჰაერის კომპრესორის და პნევმატური იარაღების სიცოცხლის ხანგრძლივობა ბევრად გაიზრდება

ატარეთ ჰაერის კომპრესორის დამატებითი ნაწილები

ცუდი სარქველი ან გაჭრილი შლანგით შეფერხება შეიძლება დაგიჯდეთ გათვალისწინებულზე მეტი ფული და დრო. დაიზღვიეთ თავი ჰაერის კომპრესორის სათადარიგო ნაწილების თან ტარებით, მათ შორის: შეწყვილების საცობები, წნევის რეგულატორები, ლენტი, შლანგის სარემონტო ნივთები და ა.შ.

ზედაპირების დაცვა

ლითონის შემაერთებლები კაწრავენ და აფუჭებენ  ხის იატაკებს თუ დაფებს. ამისგან თავის ასარიდებლად დაფარეთ ისინი შედარებით ნაზი მატერიით. ამ შემთხვევაში ჰაერის კომპრესორი საქმიანობას ისე დაასრულებს, რომ დამატებით პრობლემებს არ გამოიწვევს. ხოლო, თუ ხშირად გიწევთ ჰაერის კომპრესორის გამოყენება, უმჯობესია იფიქროთ ისეთის შეძენაზე, რომელსაც არ დასჭირდება მსგავსი პროცედურები.

შეინახეთ შლანგები და ხელსაწყოები მშრალი ფილტრით

ხშირად არ არის საჭირო ტენიანობის ფილტრის მოხმარება, მაგრამ ეს ნაწილი უნდა გაითვალისწინოთ, თუ უკიდურესად ცხელ, ნოტიო პირობებში მუშაობთ. კომპრესორი გამოიწვევს ტენიან ჰაერში წყლის ორთქლის კონდენსაციას. ხაზში ჭარბი წყალი საბოლოოდ მიაღწევს ხელსაწყომდე, რამაც შეიძლება სამუდამო ლაქებით დასვაროს სამუშაო მასალა (განსაკუთრებით ხე). ასევე, სისტემაში წყლის მოხვედრა შეამცირებს ზეთის ეფექტურობას ინსტრუმენტებში, რაც გაზრდის დამაზიანებელ ხახუნს და ხელს შეუწყობს დაჟანგვას.

ჰაერის კომპრესორის ჩამკეტი თავი

თუ თქვენი საქმიანობა საბურავების დაბერვას მოიცავს, აუცილებლად შეიძინეთ ჰაერის კომპრესორის ჩამკეტი თავი. საბურავის წნევის შემოწმებაც მნიშვნელოვანია. დაზოგეთ დრო ჰაერის კომპრესორის ჩამკეტი თავით, უბრალოდ დააყენეთ წნევის სარქველი თქვენს კომპრესორზე, ჩაკეტეთ სარქველი და სხვა საქმეს მიაშურეთ. სატვირთოს 8 საბურავის დაბერვისას ბევრად უფრო ნაყოფიერად გაატარებთ დროს ვიდრე სარქველის ჩამკეტის გარეშე.

ჩამოკიდეთ შლანგები ხარაჩოებიდან

მსუბუქი პოლიურეთანის შლანგებიც კი მძიმდება, თუ მიწიდან 6 მეტრი სიმაღლეზე მუშაობთ. შეწყვიტეთ მთელი სიგრძის შლანგის აზიდვა, მისი უმეტესი ნაწილი ხარაჩოზე ან სახურავის ვენტილაციაზე დაკიდეთ. შეარჩიეთ დასაკიდებელი ადგილი სწორად, რათა არ დააზიანოთ ჰაერის კომპრესორის შლანგი. არასოდეს დაამაგროთ შლანგი იმ კიბეზე, რომლითაც იყენებდით, რადგან შლანგზე უნებლიე გამოდებამ შეიძლება სახიფათო იყოს.

ცივი ამინდი და ჰაერის კომპრესორი

კომპრესორის ძრავები დიდ ენერგიას იღებენ, განსაკუთრებით ჩართვისას. ცივი ამინდი აუარესებს მის ამუშავებას, რადგან ზეთი სქელდება. თუ ცივა და თქვენი კომპრესორი გამორთულ მდგომარეობაშია, როდესაც ის მუშაობას იწყებს და ყველაფერი რიგზე არ არის, სცადეთ სანიაღვრე საცობი ღია დატოვოთ. ამან შესაძლოა საკმარისად შეამციროს ძრავის დატენვა, რათა ჰაერის კომპრესორის შიგნით ყველაფერი მოძრაობდეს. დატოვეთ ჩართული, სანამ ძრავა არ გაცხელდება. თუ ეს ხრიკი არ იმუშავებს, თქვენ მოგიწევთ დაწყებამდე კომპრესორის გათბობა შენობაში ტემპერატურის აწევით.

დაარეგულირეთ თქვენი წნევა

ყურადღება მიაქციეთ წნევის რეკომენდებულ მოთხოვნებს იმის მიხედვით, თუ რომელ ხელსაწყოს იყენებთ. უამრავი მომხმარებელი ზრდის წნევას ჰაერის კომპრესორზე. ზედმეტი წნევა შეამცირებს პნევმატური ხელსაწყოს სიცოცხლეს.

ეს რამდენიმე საათში დაწერილი რჩევების ნუსხაა, რომელიც კეთილმა ადამიანმა, კორბენ ჩადვიკმა მოგვაწოდა. ასევე გამოთქვა დიდი იმედი იმაზე, რომ აღნიშნული რჩევები ერთ ადამიანს მაინც გამოადგება საქართველოში.

ჰაერის კომპრესორი არც თუ ისე ბევრ ადგილას შეგიძლიათ შეიძინოთ საქართველოში. თუმცა, ყველაზე კომფორტული ონლაინ მაღაზიაა, რომელიც ამ მძიმე ინსტრუმენტს თქვენს მიერ მითითებულ ადგილას მოგიტანთ. რაც მთავარია, მიწოდების სერვისი სრულიად უფასოა.

როგორ შევარჩიოთ ჰაერის კომპრესორი?

ჰაერის კომპრესორის შეძენისას მრავალი ფაქტორი უნდა გაითვალისწინოთ. მთავარი და გადამწყვეტი თქვენი საჭიროებებია. უნდა განსაზღვროთ რამდენად დიდი, მძლავრი ჰაერის კომპრესორი გჭირდებათ. რა სიმძლავრე სჭირდება თქვენს პნევმატურ იარაღებს და ა.შ.

მას შემდეგ, რაც თქვენს საჭიროებებს სრულად განსაზღვრავთ, დროა შესაბამისი ჰაერის კომპრესორი შეიძინოთ.

ბრენდი

ბრენდი ბევრ რამეზე მეტყველებს, მათ შორის ხარისხზე, გამძლეობაზე და ფასზე.

Schpindel-ის ჰაერის კომპრესორი საკმაოდ მაღალხარისხიანია იმისათვის, რომ ათწლეული მშვიდად და გამართულად მოგემსახუროთ.

Crown უმაღლესი ხარისხის პროდუქციის მწარმოებელია, მათ შორისაა ჰაერის კომპრესორი. მისი მასალა და ძრავის ინჟინერია უმაღლესი ხარისხისაა, რაც მრავალი წლის განმავლობაში ჰაერის კომპრესორის გამართულ მდგომარეობაში ყოფნის გარანტიაა.

ჰაერის კომპრესორის სიმძლავრე

ჰაერის კომპრესორის სიმძლავრე მისი წარმადობის პირდაპირპროპორციულია. რაც უფრო მაღალია სიმძლავრე, როგორც წესი, მეტი წნევით შეუძლია ჰაერის გამოტყორცნა შლანგიდან. მძლავრი იარაღებისთვის მაღალი სიმძლავრის კომპრესორი აუცილებელია, თუმცა თუ ასეთი იარაღის მოხმარებას არ აპირებთ, მაშინ მძლავრი და ძვირადღირებული ჰაერის კომპრესორის შეძენა არა გამართლებულია.

ჰაერის კომპრესორის წონა

როგორც წესი, ჰაერის კომპრესორი წლების განმავლობაში რჩება იმ ადგილას, სადაც თავიდანვე გაამწესებენ. თუმცა, თუ ფიქრობთ რომ თქვენი ჰაერის კომპრესორის გადაადგილება დაგჭირდებათ, მაშინ ეს ფაქტორიც უნდა გაითვალისწინოთ.

ჰაერის კომპრესორი და წნევა

წნევა ჰაერის კომპრესორისთვის კრიტიკული მახასიათებელია. ის განსაზღვრავს ჰაერის ჭავლის სიმძლავრეს და შესაბამისად მის უნარს - მიაწოდოს პნევმატურ იარაღს საჭირო სიმძლავრე.

წარმადობა

წარმადობა და წნევა თითქმის ერთი და იგივე მახასიათებელია, მხოლოდ სხვადასხვა სივრცით იზომება. წარმადობა ჰაერის კომპრესორის მიერ წუთში გამოტყორცნილი ჰაერის რაოდენობაა, რაც ერთის მხრივ მის წნევაზეც მეტყველებს. რაც მეტია წნევა, მით მეტია წარმადობა.

Holst.ge ონლაინ მაღაზიაა, რომელიც ჰაერის კომპრესორების დიდ არჩევანს გთავაზობთ. გაითვალისწინეთ ჩვენი ონლაინ მაღაზიის ერთ-ერთი ღირსება - საქართველოს მასშტაბით უფასო მიტანის სერვისი, რომელიც ამ ინსტრუმენტის შემთხვევაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

Schpindel ჰაერის კომპრესორი 24L

Schpindel AC-24L haeris kompresori

  • ბრენდი SCHPINDEL             
  • პროდუქტის ტიპი ჰაერის კომპრესორი
  • სიმძლავრე 1.5kw
  • გარანტია 1 წელი           
  • წონა (კგ) 22       
  • კვების წყარო 220-240V       
  • მოცულობა 24 l     
  • წნევა 8 bar   
  • ბრუნვის სიჩქარე 0-2850min     
  • წარმადობა 198 l/min       
  • ფაზა 0         
  • ცხენის ძალა 2HP

ეს მცირე ზომის Schpindel-ის ჰაერის კომპრესორი, ფარეხებისთვის და მცირე ზომის საამქროსთვის გამოგადგებათ. დიდი და ინტენსიური სამუშაოებისთვის ნაკლებად არის საუკეთესო ალტერნატივა, თუმცა თუ გინდათ რომ გარაჟში ჰაერის კომპრესორი გქონდეთ, იდეალურია.

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • გამძლეობა
  • ხარისხი
  • მცირე ზომა
  • კომპაქტურობა

CROWN CT36029-ჰაერის კომპრესორი 50L

crown haeris kompresori

  • ბრენდი CROWN
  • პროდუქტის ტიპი ჰაერის კომპრესორი
  • სიმძლავრე 1.5kw
  • გარანტია 1 წელი
  • წონა (კგ) 28
  • კვების წყარო 220-240V
  • მოცულობა 50 l
  • წნევა 8 bar
  • ბრუნვის სიჩქარე 0-2800min
  • წარმადობა 135 l/min
  • ფაზა 0         
  • ცხენის ძალა 2HP

Crown-ის ეს ჰაერის კომპრესორი 50 ლიტრიანი ავზით, არც ძალიან დიდ ადგილს დაიკავებს თქვენს საამქროში და არც იმდენად სუსტია, რომ რომელიმე პნევმატურ იარაღის ამუშავებას ვერ გაუმკლავდეს.

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • უმაღლესი ხარისხი
  • გამძლეობა
  • სიცოცხლის ხანგრძლივობა
  • დაბალანსებული მონაცემები

Schpindel ჰაერის კომპრესორი 100L

Schpindel AC-100L haeris kompresori

  • ბრენდი SCHPINDEL               
  • პროდუქტის ტიპი ჰაერის კომპრესორი
  • სიმძლავრე 2.2kw
  • გარანტია 1 წელი           
  • წონა (კგ) 82       
  • კვების წყარო 220-240V       
  • მოცულობა 100 l   
  • წნევა 8 bar   
  • ბრუნვის სიჩქარე 0-1100min     
  • წარმადობა 336 l/min       
  • ფაზა 0         
  • ცხენის ძალა 2HP

ეს მძლავრი ჰაერის კომპრესორი მაღალი წარმადობით ნებისმიერ საქმიანობას გაართმევს თავს. თავისუფლად მოემსახურება დიდ კომერციულ საამქროს.

უპირატესობები:

  • სიმძლავრე
  • წარმადობა
  • ხარისხი
  • გამძლეობა

TOLSEN TOL1752-73127 ჰაერის კომპრესორი 100L

tolsen haeris kompresori

  • ბრენდი TOLSEN
  • პროდუქტის ტიპი ჰაერის კომპრესორი
  • სიმძლავრე 2.2kw
  • გარანტია 1 წელი
  • წონა (კგ) 68
  • კვების წყარო 220-240V
  • მოცულობა 100 l
  • წნევა 8 bar
  • ბრუნვის სიჩქარე 0-980min
  • წარმადობა 250 l/min
  • ცხენის ძალა 3HP

კიდევ ერთი მძლავრი ჰაერის კომპრესორი, ამჯერად Tolsen-ისგან. ეს ჰაერის კომპრესორი ხშირად ხდება პროფესიონალების არჩევანი.

უპირატესობები:

  • მაღალი ხარისხი
  • გამძლეობა
  • სიმძლავრე
  • წარმადობა

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება