როგორ შევცვალოთ ზეთი ჰაერის კომპრესორში?

ჰაერის კომპრესორისთვის ზეთის შეცვლა ჩვეულებრივ არც თუ ისე რთულია, თუმცა ამ სტატიაში მაქსიმალურად დეტალურად გაეცნობით ჰაერის კომპრესორისთვის ზეთის შეცვლის პროცესს. ზეთის შეცვლის პროცესი საკმაოდ ბინძური საქმიანობაა და პირველ რიგში, ისეთი ტანსაცმლით იმუშავეთ, რომლის დასვრაც არ დაგენანებათ.

მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა მწარმოებელის ჰაერის კომპრესორისთვის ზეთის შეცვლა მცირედით განსხვავდება ერთმანეთისგან, ამ სტატიაში წარმოდგენილი დეტალები იმუშავებს ყველა ჰაერის კომპრესორისთვის.

მოდით გადავიდეთ თქვენი ჰაერის კომპრესორის ზეთის შეცვლის პროცესზე და დავიწყოთ შემდეგი მარტივი ნაბიჯებით:

  • მანქანის ძრავის მსგავსად, კომპრესორის ზეთისგან დაცლა ბევრად უფრო მარტივი იქნება, თუ ის თბილია. ამიტომ, სამუშაოს დაწყებამდე უმჯობესია ჰაერის კომპრესორი მზეზე დატოვოთ, ან ჩართეთ და შეავსეთ ჰაერის ავზი სანამ უშუალოდ შეცვლის პროცესს დაიწყებდეთ.
  • გახსენით შემავსებელი სარქველი, რათა ჰაერი უფრო მარტივად მოძრაობდეს სისტემაში.
  • მოათავსეთ ძაბრი ან ნებისმიერი მისი შემცვლელი, რასაც ზეთის შესაცვლელად და ფრთხილად გახსენით სადრენაჟე საცობი. იყავით ფრთხილად, რადგან შესაძლოა ზეთი არა თბილი, არამედ ცხელი დაგხვდეთ.
  • ჰაერის კომპრესორების უმეტესობას აქვს შესაბამისი სახელური, ასე რომ, როცა ზეთი შეწყვეტს გადინებას სადრენაჟეო საცობიდან, აწიეთ კომპრესორის მეორე მხარე, რათა დაეხმაროთ ნარჩენი ზეთის გამოდინებას.
  • შეცვალეთ სადრენაჟე საცობი და გაწმინდეთ ზედაპირი ზეთის ნარჩენებისგან, რათა უკეთ დაინახოთ, აგრძელებს თუ არა ზეთი გამოჟონვას.
  • ჩაასხით ახალი ჰაერის კომპრესორის ზეთი შევსების სარქველში თქვენი ჰაერის კომპრესორისთვის შესაბამის და მითითებულ დონეზე.

ეს ყოველივე ძალიან დაგეხმარებათ თქვენი ჰაერის კომპრესორის მოვლისთვის და მისთვის ზეთის გამოცვლაში. ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ჰაერის კომპრესორი არ გაქვთ, ან გაქვთ, მაგრამ გამოცვლას საჭიროებს ონლაინ მაღაზია Holst.ge-ზე ბევრი ჰაერის კომპრესორი არის წარმოდგენილი.

ჰაერის კომპრესორი ის ინსტრუმენტია, რომელიც თქვენს საამქროსი, ცეხის თუ ავტოფარეხის  დანახარჯებს ძალიან შეამცირებს. თუ ელექტრო მოწყობილობებს მოიხმართ, როგორიცაა დრელი, ბარგალკა და მსგავსი, ელექტრო ენერგიის კომუნალური გადასახადი თქვენი ხარჯების დიდ ნაწილს დაიკავებს. ამ ხარჯის შესამცირებლად საჭიროა შეიძინოთ პნევმატური იარაღები და ჰაერის კომპრესორი.

როგორ მივხვდე რომელი ჰაერის კომპრესორი მჭირდება?

ნებისმიერი ნივთი თქვენს საჭიროებებს უნდა მოარგოთ, მათ შორის ჰაერის კომპრესორი. მართალია, ჰაერის კომპრესორი ამცირებს ხარჯებს, თუმცა, რა თქმა უნდა, ის უდანახარჯოდ არ მუშაობს. თუ თქვენ არ იყენებთ მძლავრ პნევმატურ იარაღებს, არ არის საჭირო ძალიან მძლავრი ჰაერის კომპრესორის შეძენა. თუმცა, თუ მაქსიმალური ეფექტით ხართ დაინტერესებული, მაშინ მძლავრი ჰაერის კომპრესორი თქვენი არჩევანი გახდება.

რას უნდა მივაქციო ყურადღება ჰაერის კომპრესორის შეძენისას?

უპირველესი, რასაც ყურადღება უნდა მიაქციოთ არის ბრენდი. ის ზოგად წარმოდგენას გვიქმნის ჰაერის კომპრესორის ხარისხზე, ფასზე, გამძლეობაზე და სიცოცხლის ხანგრძლივობაზე. ასევე, რამდენად მარტივია დაზიანებისას მისი შეკეთება.

Holst.ge-ზე წარმოდგენილია სხვადასხვა ბრენდის ჰაერის კომპრესორი, მათ შორის უმაღლესი ხარისხით CROWN-ის ნაწარმი გამოირჩევა.

CROWN

ეს ბრენდი უკვე წლებია ბაზარზე გვხვდება და მილიონობით ადამიანისგან შემდგარი საკუთარი ლოიალური მომხმარებლების არმია ჰყავს. ამ ერთგულების და ბრენდის სიყვარულის მიზეზი მისი ის მახასიათებლებია, რომლითაც სხვა ბრენდებისგან გამოირჩევა. CROWN-ის ჰაერის კომპრესორი არ არის იმდენად ძვირადღირებული, რომ მისი შეძენა საშუალო შემოსავლების მქონე ადამიანმა ვერ შეძლოს. ამასთან, საკმარისად და კიდევ უფრო მეტად გამძლე და ხარისხიანია, იმისთვის რომ ათწლეულის განმავლობაში შეძლოს სრულფასოვნად მუშაობა.

ჰაერის კომპრესორის სიმძლავრე

მეორე, რასაც ბრენდის არჩევის შემდეგ უნდა მიაქციოთ ყურადღება არის სიმძლავრე. სიმძლავრე განსაზღვრავს ჰაერის კომპრესორის შესაძლებლობებს. მძლავრი ჰაერის კომპრესორი მძლავრი ძრავისგან შედგება და შესაბამისად, აქვს მაღალი წარმადობა და ეფექტიანობა. საშუალო სიმძლავრის ჰაერის კომპრესორი 1500 ვატია, მასზე მაღალი ჰაერის კომპრესორი მძლავრად ითვლება და ისეთი მომხმარებლების არჩევანი ხდება, ვისაც აქვს დიდი საწარმო, საამქრო და სხვ.

ჰაერის კომპრესორის წარმადობა

ჰაერის კომპრესორის წარმადობა, ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია, რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ მისი შეძენისას. რაც უფრო მაღალი წარმადობის არის ჰაერის კომპრესორი, მით მეტ წნევას ქმნის მუშაობისას და პნევმატური იარაღებს მეტი სიმძლავრით ამარაგებს.

ჰაერის კომპრესორის მოცულობა

ჰაერის კომპრესორის მოცულობა კიდევ ერთი ძალიან საყურადღებო დეტალია. მცირე ავზის ჰაერის კომპრესორი არ არის გათვლილი ინტენსიური მუშაობისთვის, ვინაიდან ავზი საკმაოდ მალე იცლება და საჭიროებს ჰაერით ხელახლა გავსებას. თუმცა, მეორეს მხრივ, დიდი ავზის მქონე ჰაერის კომპრესორი ( მაგ. 200 ლიტრი ავზი), ძალიან მასიურია და დიდ ადგილს დაიკავებს თქვენს საამქროში. ამიტომაც ყურადღება მიაქციეთ და შეიძინეთ ისეთი ჰაერის კომპრესორი, რომელიც თქვენს საჭიროებებზე და შესაძლელობებზე იქნება გათვლილი.

ჰაერის კომპრესორის ფასი

როგორც წესი, როცა ისეთი ინსტრუმენტის შეძენას ვგეგმავთ, როგორიც არის ჰაერის კომპრესორი, წინასწარ გვაქვს გაკეთებული დანაზოგი და ვცდილობთ ამ დანაზოგის ფარგლებში მოვიძიოთ ოპტიმალური ჰაერის კომპრესორი. ამიტომა, ჰაერის კომპრესორის ფასი ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია, თუ უმთავრესი არა, ამ დანადგარის შეძენისას.

გადავიდეთ შედარებით ნაკლებად მნიშვნელოვან დეტალებზე, რომელიც ჰაერის კომპრესორის შეძენისას შესაძლოა გადამწყვეტი არ იყოს, თუმცა მაინც საყურადღებოა.

ჰაერის კომპრესორის წონა

ჰაერის კომპრესორი არ არის ის ნივთი, რომელსაც ხშირად შეუცვლით ადგილს. თუმცა, არსებობს გამონაკლისი შემთხვევები და თუ თქვენი საქმიანობა ამ გამონაკლისებში შედის, უმჯობესია თქვენი ჰაერის კომპრესორი შედარებით დაბალი წონის იყოს, რომ მისი გადაადგილება არ გაგიჭირდეთ. თუმცა, თუ აქამდე მძიმე ჰარის კომპრესორი შეძენისგან იმიტომ იკავებდით თავს, რომ ზედმეტად მძიმე და მასიურია დანიშნულების ადგილას მისატანად, ჩვენი ადგილზე მიწოდების სერვისი ამ პრობლემას თავიდან მოგაშორებთ.

ჰაერის კომპრესორის მოცულობა

ჰაერის კომპრესორი რაც უფრო მძლავრია და დიდი ავზი აქვს, მით უფრო დიდია მისი მასშტაბები და მასა. ჰაერის კომპრესორი უნდა მოერგოს თქვენს მიერ შერჩეულ ადგილს საამქროში ან ავტოფარეხში, ამიტომაც კარგი იქნება თუ მეტრიანს მოიმარჯვებთ და ადგილს გაზომავთ.

CROWN CT36028-ჰაერის კომპრესორი 25L

CROWN-CT36028 haeris kompresori

  • ბრენდი - CROWN
  • პროდუქტის ტიპი - ჰაერის კომპრესორი
  • სიმძლავრე - 1.5kw
  • გარანტია - 1 წელი
  • წონა (კგ) - 22
  • კვების წყარო - 220-240V
  • მოცულობა - 25 l
  • წნევა - 8 bar
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-2800min
  • წარმადობა - 135 l/min       
  • ფაზა - 0         
  • ცხენის ძალა - 2HP

ეს მცირე ზომის ჰაერის კომპრესორია, რომელიც ძალიან კარგი იქნება ავტოფარეხში, სადაც თქვენი მანქანის გასამართად გამოიყენებთ. ჰაერის კომპრესორი არის ძალიან იაფი სხვა მოდელებთან შედარებით და ეს მხოლოდ მისი დაბალი სიმძლავრის და ავზის მოცულობის გამო, ხარისხი და გამძლეობა საშუალოზე მაღალი აქვს.

უპირატესობები:

  • დაბალი ფასი
  • გამძლეობა

CROWN CT36029-ჰაერის კომპრესორი 50L

CROWN-CT36029 haeris kompresori

  • ბრენდი - CROWN                     
  • პროდუქტის ტიპი - ჰაერის კომპრესორი
  • სიმძლავრე - 1.5kw
  • გარანტია - 1 წელი           
  • წონა (კგ) - 28       
  • კვების წყარო - 220-240V       
  • მოცულობა - 50 l     
  • წნევა - 8 bar   
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-2800min     
  • წარმადობა - 135 l/min       
  • ფაზა - 0         
  • ცხენის ძალა - 2HP

ეს საშუალო ზომის ჰაერის კომპრესორი თანაბრად კარგია ავტოფარეხისთვის და პატარა საამქროსთვის.

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • დაბალანსებული მონაცემები

CROWN CT36031-ჰაერის კომპრესორი 100L

CROWN-CT36031 haeris kompresori

  • ბრენდი - CROWN
  • პროდუქტის ტიპი - ჰაერის კომპრესორი
  • სიმძლავრე - 1.5kw
  • გარანტია - 1 წელი
  • წონა (კგ) - 55
  • კვების წყარო - 220-240V
  • მოცულობა - 100 l
  • წნევა - 8 bar
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-980min
  • წარმადობა - 120 l/min
  • ფაზა - 0
  • ცხენის ძალა - 2HP

საშუალოზე მძლავრი და 100 ლიტრი ავზიანი ჰაერის კომპრესორი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ჰაერის კომპრესორია Holst.ge-ზე. მისი დაბალანსებული მონაცემები, შესაძლებლობები და დეტალები, ყველაზე მიმზიდველია მომხმარებლისთვის.

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • დაბალანსებული მონაცემები
  • გამძლეობა
  • ხარისხი

CROWN CT36032-კომპრესორი 200L

CROWN-CT36032 haeris kompresori

  • ბრენდი - CROWN                     
  • პროდუქტის ტიპი - ჰაერის კომპრესორი
  • სიმძლავრე - 2.25kw
  • გარანტია - 1 წელი           
  • წონა (კგ) - 88       
  • კვების წყარო - 220-240V       
  • მოცულობა - 200 l   
  • წნევა - 8 bar   
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-980min       
  • წარმადობა - 250 l/min       
  • ფაზა - 0         
  • ცხენის ძალა - 3HP

მძლავრი და მასიური ჰაერის კომპრესორი თუ გაინტერესებთ, ეს მოდელი თქვენთვისაა. 2250 ვოლტი სიმძლავრე, 3 ცხენის ძალა და 250 ლ/წთ წარმადობა ერთ-ერთ ყველაზე მძლავ პორტატულ ჰაერის კომპრესორად აქცევს.

უპირატესობები:

  • სიმძლავრე
  • წარმადობა
  • ცხენის ძალა
  • გამძლეობა
  • ხარისხი

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება