რა უნდა გაითვალისწინოთ ჰაერის კომპრესორის შეძენისას

ავტო სახელოსნოს ან საამქროს გახსნა გსურთ, მაგრამ არასათანადო ტექნიკის ფლობის გამო, თავს იკავებთ? იქნებ მშენებლობის დაწყებას გეგმავთ, მაგრამ გარკვეული საკითხები დაბრკოლებებს გიქმნით ? წინააღმდეგობები გვერდით გადადეთ და ნაბიჯი წინ გადადგით. თქვენ მოინდომეთ და ხარისხიანი ხელსაწყოებით ჩვენ მოგამარაგებთ. ჰაერის კომპრესორი სწორედ ასეთი დაწესებულებებისთვისაა საჭირო, რათა საქმე გაგიმარტივოთ.

რა არის ჰაერის კომპრესორი ?

ჰაერის კომპრესორი პრაქტიკულად გამოსაყენებელი ხელსაწყოა. ინსტრუმენტი სხვდასხვა მოწყობილობაზე მაგრდება და ჰაერის წნევის დაახმარებით მუშავდება. მაგალითად, მისი გამოყენება პნევმატურ ქანჩმომჭერზე, საღებავის საფრქვევზე, ქანჩის მოსახსნელსა და მსგავს ხელსაწყოებზე შეგიძლიათ. კომპრესორის დახმარებით, სხვადასხვა საქმეს და  რთულ სიტუაციებს თავს ადვილად დააღწევთ. მაგალითად, ინსტრუმენტი გამოიყენება ავტო სახელოსნოებში. მაღალი ჰაერის წნევა მძლავრად აწვება მანქანის საბურავს და სწრაფად ცვლის. ამიტომ, თუ ამ საქმიანობით ხართ დაკავებული, მაშინ თქვენთვის აუცილებელი ხელსაწყოა.  ჰაერის კომპრესორს მშენებლობებზეც შესანიშნავად იყენებენ. რადგანაც რამდენიმე ხელსაწყოს ემაგრება, სამშენებლო ობიექტებზე გამოსაყენებლად, ბევრად საჭირო და კომფორტულია. რაც უფრო რთულია საქმე, მით უფრო მძალვრი და ტევადი კომპრესორი უკეთესი დამხმარეა.

CROWN CT36032-კომპრესორი 200L

როცა სიტყვა Crown - ზე ჩამოვარდება, ყველაფერი ნათელია. ბრენდის ხარისხიანი, მძლავრი და გამძლე ხელსაწყოები მომხმარებელებს ყოველთვის ხიბლავს. ამჯერად, ასეთივე ჰაერის კომპრესორს გთავაზობთ. 200 ლიტრი საკმაოდ დიდი მოცულობაა, ამიტომ, შედარებით რთული და მეტად შრომატევადი საქმისთის, შესანიშნავი გამოსაყენებელია. ამ ყველაფერში, სიმძლავრისა და წნევის მაღალი მჩვენებელიც ხელს უწყობს. მუშაობისას დიდ ძალას ავითარებს, რაც  სისწრაფისა და  ხარისხისთვისაა საჭირო. ერთწლიანი გარანტის მეშვეობით, შეგიძლიათ თავი უფრო მშვიდად იგრძნოთ.

Crown-CT36032 haeris kompresori

  • ბრენდი - CROWN   
  • პროდუქტის ტიპი - ჰაერის კომპრესორი   
  • სიმძლავრე - 2.25kw
  • გარანტია - 1 წელი                           
  • კვების წყარო - 220-240V     
  • მოცულობა - 200 l     
  • წნევა - 8 bar   
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-980min
  • წარმადობა - 250 l/min         
  • ფაზა - 0         
  • ცხენის ძალა - 3HP
  • წონა (კგ) – 88

უპირატესობები:

  • სიმძლავრე
  • სიჩქარე
  • ხარისხი
  • მოცულობა

TOLSEN TOL1752-73127 ჰაერის კომპრესორი 100L

Tolsen- ის ჰაერის კომპრესორი განსხვავებებით ხასიათდება. შედარებით ნაკლები, 100 ლიტრიანი მოცულობა აქვს, თუმცა საშუალო სირთული საქმეს მაინც საუკეთესოდ უმკლავდება. სიმძლავრე, საკმარისი წნევა და წარმადობა გამართულად ფუნქციონირებაში ხელს უწყობს. უკვე განხილულ კომპრესორთან შედარებით მსუბუქია, რაც კომპაქტურობაში ხელს მეტად უწყობს.

TOLSEN-TOL1752-73127 haeris kompresori

  • ბრენდი - TOLSEN     
  • პროდუქტის ტიპი - ჰაერის კომპრესორი   
  • სიმძლავრე - 2.2kw   
  • გარანტია - 1 წელი                           
  • კვების წყარო - 220-240V     
  • მოცულობა - 100 l
  • წნევა - 8 bar   
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-980min
  • წარმადობა - 250 l/min         
  • ცხენის ძალა - 3HP
  • წონა (კგ) – 68

უპირატესობები:

  • ხარისხი
  • კომფორტულობა
  • გამძლეობა
  • სიჩქარე

CROWN CT36029-ჰაერის კომპრესორი 50L

Crown- ის 200 ლიტრიან ჰაერის კომპრესორზე, ბევრი კარგი რამ ვთქვით და დროა შედარებით მცირე, 50L მოცულობიანზეც ითქვას. ხარისხინობის უცვლელობა მძლავრად მუშაობის გარანტია. დიზაინიდან გამომხდინარე, დიდ ადგილს არ იკავებს და თავისუფლად გამოუყოფთ რომელიმე კუთხეს. შედარებით მსუბუქი წონა მარტივად გადასაადგილებელს ხდის. კონკრეტულ კომპრესორს კარგად გამოიყენებთ სამქროში, მცირე მასშტაბის მშენებლობებზე, ან ავტო სახელოსნოში.

Crown-CT36029 haeris kompresori

  • ბრენდი - CROWN   
  • პროდუქტის ტიპი - ჰაერის კომპრესორი   
  • სიმძლავრე - 1.5kw   
  • გარანტია - 1 წელი                           
  • კვების წყარო - 220-240V     
  • მოცულობა - 50 l       
  • წნევა - 8 bar   
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-2800min         
  • წარმადობა - 135 l/min         
  • ფაზა - 0         
  • ცხენის ძალა - 2HP
  • წონა (კგ) – 28

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • ხარისხი
  • გამძლეობა
  • კომპაქტურობა

Schpindel ჰაერის კომპრესორი 24L

Schpindnel- ის ჰაერის კომპრესორი განხილულებიდან ყველაზე პატარა ტევადობისაა. 24L ავზის მქონე ხელსაწყო მეტად კომპაქტურია.  კომპრესორისთვის 22 კილოგრამი მსუბუქი წონაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ადვილად სამართავია. Schpindel- ის ჰაერის კომპრესორი მძლავრი, ხარისხიანი და კომფორტულია. ამ ყველაფერს კი, ხელმისაწვდომი ფასიც ემატება. თქვენს ნებისმიერ წამოწყებას, ხელსაწყო კიდევ უფრო უკეთესს გახდის. დიზიანი საკმაოდ განსხვავებული და დახვეწილია. აქედან გამომდინარე, შესანახი ადგილი მარტივად გამოინახება და ინსტრუმენტთან ერთად, თქვენც ჰარმონიულად იმუშავეთ.

Schpindel-AC-24L haeris kompresori

  • ბრენდი - SCHPINDEL           
  • პროდუქტის ტიპი - ჰაერის კომპრესორი   
  • სიმძლავრე - 1.5kw   
  • გარანტია - 1 წელი                           
  • კვების წყარო - 220-240V     
  • მოცულობა - 24 l       
  • წნევა - 8 bar   
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-2850min         
  • წარმადობა - 198 l/min         
  • ფაზა - 0         
  • ცხენის ძალა - 2HP
  • წონა (კგ) – 22

უპირატესობები:

  • ხარისხი
  • გამძლეობა
  • კომპაქტურობა
  • ხელმისაწვდომი ფასი

როგორ უნდა შეარჩიოთ ჰაერის კომპრესორი ?

ჰაერის კომპრესორი თქვენი უკეთ მუშაობისთვისაა. მისი შერჩევა კი მნიშვნელოვანი საკითხია და ყურადღებას მოითხოვს. შესაძლოა არასწორად შერჩეული კომპრესორი, თქვენი საქმიანობისთვის საერთოდ არ გამოგადგეთ.  თავიდან ყიდვა კი, ბიუჯეტს შეგიმცირებთ. ინფორმაციის გაანალიზება და უპირატესობების დალაგება, ამ პრობლემას მარტივად გადაგიჭრით. 

სიმძლავრე

სამივე ბრენდი ხარისხიანი ხელსაწყოებით გამოირჩევა. მათ შორის განსხვავება მხოლოდ ტექნიკურ მონაცემებშია. თითოეულს სხვადასხვა სიმძლავრე, წონა, მოცულობა, წარმადობა და ბრუნვის სიჩქარე აქვს. მონაცემების დახარისხება კი, საქმის სირთულიდან გამომდინარე დაიწყეთ. მაგალითად, დიდ ავეჯის საამქროში ძლიერი ჰაერის კომპრესორი დაგჭირდებათ. ტევადი ავზი და სიმძლავრე რთული საქმეების დიდოსტატია. სწორედ ამიტომ, მსგავს დაწესებულებაში ნაკლები მონაცემების მქონე ხელსაწყო სრულყოფილად საქმეს ვერ მოერევა და მუშაობისთის ბევრი დრო დასჭირდება. თადარიგის დაჭერისთვის, მაღალი მაჩვენებლის მქონე კომპრესორი ბევრად უკეთესია, მაგრამ მცირე საწარმოსთვის, ნაკლები სიმძლავრეც გამოდგება.

წონა და მოცულობა

ავზის მოცულობასა და წონაში საკმაო განსხვავებაა.  რაც უფრო მძლავრი და ტევადია ხელსაწყო, მით მეტია წონა. ეს პრობლემას სულაც არ ქმნის. თუმცა, თუ მსუბუქი კომპრესორი გსურთ და საქმიდან გამომდინარეც, სრულიად საკმარისია, მაშინ ამასაც კარგად გამოიყენებთ. გასათვალიწინებელია ისიც, რომ მაქსიმალური ავზის მქონე კომპრესორთან, რამდენიმე ხელსაწყოს შეერთებაც შესაძლებელია.

სად უნდა შეიძნოთ ხარისხიანი ჰაერის კომპრესორი ?

ჰაერის კომპრესორს ბევრ ადგილას გადააწყდებით. ხელსაწყოების მაღაზიებში, ბაზრობებზე და ა.შ. არჩევანი ფართოა, მაგრამ ყურადღებით იყავით, შემთხვევით უხარისხო პროდუქტი არ შეიძინოთ. ასეთი შემთხვევისგან დაზღვეული არავინაა და პრობლემაც ესაა. ჰაერის კომპრესორი აუცილებლად მძლავრი და ხარისხიანი უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა სხვადასხვა ხელსაწყოს მიერთება, ძლიერი დარტყმა აღმოჩნდეს. ასეთი სუსტი ხელსაწყო კი, გამართულად ვერასდროს იმუშავებს და თქვენც მუდმივად გაფუჭების მოლოდინში იქნებით. ეს კი,  არაკომფორტული და საქმეში ხელისშემშლელია. Holst.ge - ზე ფართო ასორტიმენტი და საუკეთესო ჰაერის კომპრესორები გელოდებათ. სამივე ბრენდი Crown, Tolsen და Schpindel მომხმარებლის კმაყოფილებაზეა ორიენტირებული. ერთმანეთთან ჯანსაღი კონკურენცია, დახვეწილი დიზაინისა და ხარისხიანი ხელსაწყოების შექმნისკენაა მიმართული.

რატომ Holst.ge ?

იმიტომ რომ Holst.ge ხარისხისა და კომფორტის კომბინაციაა. ჩვენთან ყველა პირობა შექმნილია. თუ სასურველი ხელსაწყო უკვე შეარჩიეთ, მაგრამ შესაძენად თანხა არ გყოფნით, ამასაც კი მარტივად მოაგვარებთ. ასეთ დროს განვადება საუკეთესო გამოსავალია. რამდენიმე ბანკით სარგებლობა შეგიძლიათ, არჩევანი თქვენზეა. მეორე კომფორტული მხარე, სახლიდან გაუსვლელად შეძენის შესაძლებლობაა. მაღაზიებში დროის კარგვის სანაცლოდ, მეტად სასარგებლო საქმის კეთებას შეძლებთ. რაც მთავარია, მომსახურების საფასურს აღარ გადაიხდით და უფასო საკურიერო სერვისით ისარგებლებთ. ამიტომ, დრო არ დაკარგოთ და მარტივად შეარჩიეთ, თქვენი საქმისთვის შესაფერისი ჰაერის კომპრესორი.

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება