ჰაერის კომპრესორი - ცხოვრებისთვის, განვითარებისთვის, მუშაობისთვის

იმდენი რამისგან შედგება ჰაერი, იმდენი რამისგან. მაგალითად, აზოტი, არგონი, ნეონი, ჟანგბადი, ნახშირორჟანგი, მეთანი, წყალბადი და მოკლედ, ჩამოთვლა და მით უმეტეს, ფორმულები ზედმეტად შორს წაგვიყვანს. მთავარი ის არის, რომ წყლისა არ იყოს, ჰაერიც უკიდურესად საჭირო რამ არის როგორც სიცოცხლისთვის, ისე ცხოვრებისთვის, განვითარებისთვის, მუშაობისთვის და შესაბამისი ინსტრუმენტებიც არაერთია გამოგონილი. მაგალითად, ჰაერის კომპრესორი, რომელზეც საკმაოდ საინტერესო რამე-რუმეებს მოგიყვებით.

რისთვის არის საჭირო ჰაერის კომპრესორი

ჰაერის კომპრესორი შეიძლება შეგვხვდეს ისეთ სფეროებში, როგორიცაა, მაგალითად, მედიცინა, ავეჯის წარმოება, სამშენებლო მოედნებზე და კიდევ უამრავ ობიექტზე და ასევე, უშუალოდ, ტრანსპორტსა და ტექნიკაში.

კომპრესორების ძირითადი დანიშნულება გახლავთ:

  • პნევმატიკური ხელსაწყოების მიერთება, განსაკუთრებით დიდ სამრეწველო და სამშენებლო ობიექტებზე, ასევე, სამედიცინო სფეროში, სადაც აუცილებელია გამძლეობა, ხანგრძლივობა, სიმარტივე და სუფთა მუშაობა;
  • შეღებვა, ზედაპირზე ლაკისა და სხვა სახის ნარევების დატანა;
  • გაწმენდა, დასუფთავება, სხვადასხვა სახის დაბინძურების მოცილება ჰაერის ნაკადის დახმარებით, სამუშაო ადგილების გაწმენდა, განსაკუთრებით აუცილებელია ინდუსტრიებში, სადაც გამოიყენება სხვადასხვა ტიპის დანადგარები;

ჰაერის კომპრესორის მუშაობის პრინციპი ტუმბოს (ნასოსს) ჰგავს. თუმცა, ჰაერს ის არა მხოლოდ ტუმბავს, არამედ სპეციალურ ლითონის, ზეგამძლე რესივერში კუმშავს, რომელიც თავის მხრივ, განლაგებულია ჰორიზონტალურად ან ვერტიკალურად იქიდან გამომდინარე, რა მოდელია, ან რისთვის არის განკუთვნილი. შეკუმშვა ხდება ან დგუშის ზეთის სისტემით, ან ხრახნიანი უზეთო სისტემით.

შეკუმშვის დონეზე პასუხისმგებელია ავტომატური ბლოკი, რომელიც როცა ბალონში წნევა მცირდება, რთავს კომპრესორს, რათა მუშაობის გაგრძელებისთვის საჭირო ჰაერის მოცულობა დააგროვოს. მთელი ეს სისტემა მუშაობს ელექტრო ან ბენზინის ძრავის დახმარებით. მათი სიმძლავრე, ზომები და ფაზები დამოკიდებულია აღჭურვილობის ტიპზე.

იმისათვის, რომ ეფექტიანად შესრულდეს განსხვავებული დავალებები, სხვადასხვა ტიპის კომპრესორი გამოიყენება. ამდენად, სწორი არჩევანი რომ გააკეთოთ, აუცილებელია გარკვეული მომენტების გათვალისწინება. მაგალითად, რისთვის გჭირდებათ ჰაერის კომპრესორი - სახლისთვის, წარმოებისა თუ ბიზნესისთვის, რა სიმძლავრეებია საჭირო, რომელი შლანგები და ასე შემდეგ.

კვების ტიპი

ბაზარზე ვხვდებით კომპრესორებს ან ელექტრო, ან ბენზინის ძრავებით. თუკი განვიხილავთ სახლის პირობებში შესასრულებელ დავალებებს, ან თუნდაც, სამღებრო საწარმოების, როგორც წესი, არჩევანი ელექტრო მოტორის მქონე მოწყობილობაზე კეთდება, ვინაიდან ბევრად მარტივია მოხმარებაცა და მომსახურებაც.

რაც შეეხება ბენზინის მოტორს, ასეთი ძრავა გაცილებით რთულია, სიმძლავრე - საკმაოდ მაღალი, რის გამოც მოწყობილობას საკმაო წონა აქვს და როგორც წესი, ფასიც მაღალია. ბენზინის მოტორის მქონე ჰაერის კომპრესორის შეძენა საყოფაცხოვრებო ან მცირე ბიზნესისთვის უკიდურესად არამომგებიანი გადაწყვეტილება იქნება. ასევე, არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ ასეთი მოწყობილობების მომსახურება ბევრად სპეციფიკურია.

ჰაერის კომპრესორი - დგუშიანი და ხრახნიანი

დგუშიან კომპრესორში ჰაერს დგუშის ბლოკი კუმშავს. დგუშები განლაგებულია ცილინდრში. ცილინდრს შემავალი და გამავალი სარქვლები აქვს. შემწოვი სარქვლის კორპუსის გავლით ხდება ჰაერის შეწოვა, ხოლო გამავლიდან, შესაბამისად, ჰაერი უკვე წნევით გამოდის.

ასეთი ტიპის კომპრესორი პრაქტიკული, მოსახერხებელი და ძალიან პოპულარულია ხელსაყრელი ღირებულების გამო. თუმცა ვინც არჩევანს მასზე გააკეთებს, უნდა გაითვალისწინოს, რომ მუშაობის ხანგრძლივობა შეზღუდულია. და თუკი დანადგარი ზედმეტად ბევრს, თან - შეუჩერებლად იმუშავებს, უბრალოდ, მწყობრიდან გამოვა.

დგუშიანი კომპრესორი მაღალი ტექნიკური პარამეტრებით გამოირჩევა, ფართოდ გამოიყენება როგორც საყოფაცხოვრებო პირობებში, ისე მცირე საწარმოებში.

ის, ვინც დგუშიან კომპრესორს შეარჩევს, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელი - შეზეთვის სისტემა. სისტემა, სადაც დგუში ცილინდრში მოძრაობს, ზეთით არის სავსე. ეს აუცილებელია მოძრავი დეტალებისთვის, ვინაიდან ხახუნის ძალას ამცირებს და მნიშვნელოვნად ზრდის მექანიზმების მუშაობის ხანგრძლივობას. ერთ-ერთი მთავარი მინუსი, რომელიც უნდა აღინიშნოს, გახლავთ ის, რომ რიგ შემთხვევაში, ზეთის მიკრონაწილაკები შეკუმშულ ჰაერში ხვდება, რაც ზოგიერთი სფეროსთვის კატეგორიულად მიუღებელია (ღებვა, სტომატოლოგია, საკონდიტრო წარმოება). ამდენად, ფილტრების გამოყენება აუცილებელია.

ხრახნები მოძრაობენ არა ზევით-ქვევით, როგორც დგუშები, არამედ ბრუნავენ, რითაც უზარმაზარ ძალას წარმოქმნიან. ასეთ დანადგარებს აქვთ ბევრად მაღალი მარგი ქმედების კოეფიციენტი, გაზრდილი რესურსი, კონსტრუქცია კი საშუალებას იძლევა, იმუშაოს ხანგრძლივად, შესვენებების გარეშე.

ხრახნიანი კომპრესორი აქტუალურია უფრო მსხვილი საწარმოებისთვის, საყოფაცხოვრებო სფეროში კი იშვიათად გამოიყენება, ვინაიდან რიგითი მყიდველისთვის ფასი საკმაოდ მაღალი აქვს.

იმ სფეროებისთვის, სადაც ზეთის ნაწილაკების ჰაერში გარევა კატეგორიულად მიუღებელია, სწორედ ხრახნიანი კომპრესორია (უზეთო) რეკომენდებული.

Schpindel ჰაერის კომპრესორი 50L

Schpindel haeris kompresori

  • ბრენდი - SCHPINDEL
  • პროდუქტის ტიპი - ჰაერის კომპრესორი
  • სიმძლავრე - 1.5kw
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 4050030675118
  • წონა (კგ) - 29
  • კვების წყარო - 220-240V
  • მოცულობა - 50 l
  • წნევა - 8 bar
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-2850min
  • წარმადობა - 198 l/min
  • ფაზა - 0
  • ცხენის ძალა - 2HP

Schpindel ჰაერის კომპრესორი 100L

Schpindel haeris kompresori

  • ბრენდი - SCHPINDEL
  • პროდუქტის ტიპი - ჰაერის კომპრესორი
  • სიმძლავრე - 2.2kw
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 4050030386540
  • წონა (კგ) - 82
  • კვების წყარო - 220-240V
  • მოცულობა - 100 l
  • წნევა - 8 bar
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-1100min
  • წარმადობა - 336 l/min
  • ფაზა - 0
  • ცხენის ძალა - 2HP

Schpindel ჰაერის კომპრესორი 200L

Schpindel haeris kompresori

  • ბრენდი - SCHPINDEL
  • პროდუქტის ტიპი - ჰაერის კომპრესორი
  • სიმძლავრე - 2.2kw
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 4050030383563
  • წონა (კგ) - 115
  • კვების წყარო - 220-240V
  • მოცულობა - 200 lწნევა - 8 bar
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-1100min
  • წარმადობა - 336 l/min
  • ფაზა - 0
  • ცხენის ძალა - 2HP

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება