ჰაერის კომპრესორი - ის, რაც გჭირდებათ

ნურაფრის შეგეშინდებათ, თუ კი გვერდით ჰაერის კომპრესორი გაქვთ. ხელსაწყო ამ და სხვა საქებარ სიტყვებს ნამდვილად იმსახურებს. ვერც კი წარმოიდგენთ, ზურგს როგორ გაგიმაგრებთ. მოკლედ, სიტყვა ძალიან რომ არ გაგვიგრძელდეს, საქმეზე გადავიდეთ. ამჯერად, ჰაერის კომპრესორებს უნდა გავეცნოთ, სიღრმისეულად შევისწავლოთ და არჩევანი გაგიმარტივოთ.

რა არის და სად გამოიყენებთ ჰაერის კომპრესორს ?

ჰაერის კომპრესორი რთულ საქმეს ასრულებს. მარტივი როდია, სხვა ხელსაწყოების წნევით მომარაგება და მათი ამუშავება. თუმცა, ეს დაბრკოლებას კი არ უქმნის, პირიქით, ხელსაწყოსთვის მარტივი ოპერაციაა. ჰაერის კომპრესორი დამატებით ინსტრუმენტებს იმაგრებს და მათ სამუშაო ძალას გადასცემს. ხელსაწყოები მარტივად მუშავდება, მწყობრში მოდის და სწორედ ამის შემდეგ იწყება საქმე. რომ არა ჰაერის კომპრესორი, ყველაფერი ცუდად იქნებოდა, რადგან მის გარეშე ვერაფერი გაეწყობოდა. რაც შეეხება მეორე საკითხს, თუ სად გამოიყენებთ, მარტივია. დიდი საწარმოები, ავეჯის საამქროები და ავტოსახელოსნოც კი, ხელსაწყოს დაბუდების არეალია. ნებისმიერ ჩამოთვლილ ადგილას აუცილებლად დაგჭირდებათ. სხვანაირად ვერ იქნება, კომპრესორი ყველა ვარიანტში აქ უნდა იყოს.

რა განსხვავებაა ჰაერის კომპრესორებს შორის ?

ინსტრუმენტებს ერთმანეთთან ბევრი საერთო და ამავდროულად, განსხვავება აქვს. ეს ყველაფერში იკვეთება, მცირე დეტალებიდან დაწყებული და მნიშვნელოვანი მახასიათებლებით დასრულებული. პირველ რიგში, სხვაობას სიმძლავრეში ვაწყდებით. უფრო სწორად, ყველაზე მეტად ყურადსაღები საკითხი ეს არი, ამიტომ, მნიშვნელოვანია. ინსტრუმენტები რამდენიმე კატეგორიად იყოფა, კერძოდ, დიდ, საშუალო და დაბალ სიმძლავრიანებად. ეს მხოლოდ დასაწყისია, განსხვავებებს კიდევ შემოგაშველებთ.

მეორე მნიშვნელოვანი სხვაობა, ჰაერის კომპრესორებს შორის

თუ გულმა ვერ მოგითმინათ და დეტალურად უკვე დაათვალიერეთ, იმასაც შენიშნავდით, რომ თითოეულ კომპრესორს ავზის მოცულობა აწერია. რას უნდა ნიშნავდეს ეს ყველაფერი ? დიახ, რა თქმა უნდა, ჰაერის კომპრესორებს ავზი აქვს და თითოეული სხვადასხვა ზომისაა.  ზოგი დიდი, ზოგიც საშუალო ნიშნულზეა ან საერთოდ მცირე მოცულობისაა. მოგვიანებით გეტყვით რატომაც, მაგრამ მანამდე იმას გამცნობთ, რომ, ავზის ტევადობას სათანადი ყურადღება დაუთმეთ.

რატომ არის მოცულობა მნიშვნელოვანი საკითი ?

პასუხი ძალზედ მარტივია. მოკლედ, რაც უფრო დიდია ავზი, მით მეტ ხელსაწყოს ამუშავებს. შეუძლია არა ერთი, არამედ რამდენიმე ინსტრუმენტი ერთდროულად აამუშავოს. ყველას თანაბარი ძალა გადასცეს და სრულყოფილად საქმიანობის საშუალება მისცეს. თუმცა, ამას ყველა ჰაერის კომპრესორი ვერ გააკეთებს. მხოლოდ იმ ხელსაწყოს ძალუძს, რომელიც ტევადია.  არსებობს ისეთი სიტუაციები, სადაც სწორედ პატარა ავზიანი ინსტრუმენტი გჭირდებათ. ასეთ დროს კომპრესორი ერთ ხელსაწყოს იმაგრებს  და მაღალი წნევით, სიძლიერეს გადასცემს. მოკლედ, არჩევანი თქვენზეა.

სად როგორი სახის კომპრესორი გამოგადგებათ ?

კითხვა, თუ როგორ უნდა შეარჩიო ჰაერის კომპრესორი სწორად, ხშირად ისმის. გასაკვირი არც არის, რადგან არასწორად შერჩეულმა ხელსაწყომ, შესაძლოა საქმე ვერ შეასრულოს და ყველაფერი ამით დასრულდეს. ერთი მარტივი წესი არსებობს. უმჯობესია,თუ კარგად გადაანაწილებთ. მაგალითად, დიდი საამქრობისა თუ საწარმოებისთვის, მძლავრი და ტევადი კომპრესორი დაგჭრდებათ. თუმცა, არსებობს საპირისპირო სიტუაცია. თუ პატარა საამქროსთვის გჭირდებათ და მთელი დღე მუშაობა არ მოუწევს, მაშინ დაბალი მონაცემები სრულიად მისაღებია.

რა შუაშია ჰაერის კომპრესორი და ავტოსახელოსნო ერთმანეთთან ?

ერთხელ მაინც ხომ გინახავთ, დაშვებულ საბურავს რომ პირვანდელ სახეს წამებში უბრუნებენ ? ეს სწორედ ჰაერის კომპრესორის დამსახურებაა. ხელსაწყო საქმეს მართლაც რომ თვალის დახამხამებაში ასრულებს. ამავდროულად, ძალიან ხარისხიანად. საბურავს სწრაფად აღადგენს და პრობლემაც მოგვარებულია. ინსტრუმენტის ერთ-ერთი უპირატესობა სწორედ ესაა: სისწრაფე.

რას გთავაზობთ Holst.ge ?

ძირითადად, ჰაერის კომპრესორები მძიმეა. მუშაობის დროს ეს დისკომფორტს არ ქმნის, რადგან ხშირი გადაადგილება არ უწევს. თუმცა, მაღაზიიდან სახლში წამოღების დროს, უსიამოვნებას ნამდვილად ვაწყდებით. დიდი და მძიმე ინსტრუმენტი პატარა მანქანაში ვერ ჩაეტევა. მოკლედ, ამაზე ნერვიულობა საჭირო არ არის. Holst.ge - ის კარგი შემოთავაზება აქვს. ჩვენს ონლაინ ჰიპერმარკეტში, ნივთებს სახლიდან გაუსვლელად იძენთ. საკურიერო მომსახურება მთელი საქართველოს მასშტაბით ვრცელდება. 50 ლარზე მეტ შენაძენზე კი, მიტანა უფასოა.

Schpindel ჰაერის კომპრესორი 200L

კონკრეტულ კომპრესორებზე გადასვლის დროა. მაშ ასე, სტარტი Schpindel - ის ხელსაწყოდან ავიღოთ. თქვენს წინაშე ახლა მძლავრი ინსტრუმეტია, იმდენად რომ რთული საქმეც კი შეგიძლიათ შეატოვოთ. ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ თავს კარგად გაართმევს. კომპრესორს მაღალი ბრუნვის სიჩქარე და წნევა აქვს. ასევე, ტევადია და თავისუფლად შეიძლება, დიდი დაწესებულებებში გამოიყენოთ.

Schpindel haeris kompresori

  • ბრენდი - SCHPINDEL         
  • პროდუქტის ტიპი - ჰაერის კომპრესორი   
  • სიმძლავრე - 2.2kw   
  • გარანტია - 1 წელი   
  • წონა (კგ) - 115
  • კვების წყარო - 220-240V     
  • მოცულობა - 200 l     
  • წნევა - 8 bar   
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-1100min         
  • წარმადობა - 336 l/min         
  • ფაზა - 0         
  • ცხენის ძალა - 2HP

უპირატესობები:

  • სიმძლავრე
  • ხარისხი
  • მოცულობა
  • მაღალი ბრუნვის სიჩქარე
  • წნევა
  • ფუნქციები

Schpindel ჰაერის კომპრესორი 100L

მეორე ხელსაწყოც Schpindel - ს ეკუთვნის. ამჯერად, ნაკლებ მოცულობასთან გვაქვს საქმე, თუმცა სიმძლავრე კვლავ მაღალია. ინსტრუმენტს ერთ წლიანი გარანტია მოყვება. ქარხნული დეფექტის შემთვევაში, საგარანტიო ტალონი დახმარების ხელს გამოგიწვდით. კომპრესორს მაღალი სამუშაო რესურსი აქვს, რაც იმას ნიშნავს რომ დიდიხანს იმუშავებს. ამ კონკრეტული ხელსაწყოს იმედი, სულ შეგიძლიათ ჰქონდეთ. გასაჭირში მარტო არ დაგტოვებთ და გზას გაგიკვალავთ. მოკლედ, ჩვენ რეკომენდაციას ვუწევთ და თუ დიდი დაწესებულებისთვის გჭირდებათ, მართლაც საუკეთესო მოდელია.

Schpindel haeris kompresori

  • ბრენდი - SCHPINDEL           
  • პროდუქტის ტიპი - ჰაერის კომპრესორი   
  • სიმძლავრე - 2.2kw   
  • გარანტია - 1 წელი   
  • წონა (კგ) - 82
  • კვების წყარო - 220-240V     
  • მოცულობა - 100 l     
  • წნევა - 8 bar   
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-1100min         
  • წარმადობა - 336 l/min         
  • ფაზა - 0         
  • ცხენის ძალა - 2HP

უპირატესობები:

  • ტევადი ავზი
  • სიმძლავრე
  • ბრუნვის სიჩქარე
  • გამძლეობა
  • გარანტია

Schpindel ჰაერის კომპრესორი 50L

საშუალი მონაცემების მქონე კომპრესორზე რას იტყვით ? ჩვენ ბევრი კარგი რამ უნდა ვთქვათ. ხელსაწყოს დიდი პოტენციალი აქვს და საქმის პროფესიონალია. ამიტომ, გირჩევთ შანსი ხელიდან არ გაუშვათ და ინსტრუმენტი გამოიწეროთ.

Schpindel haeris kompresori

  • ბრენდი - SCHPINDEL           
  • პროდუქტის ტიპი - ჰაერის კომპრესორი   
  • სიმძლავრე - 1.5kw   
  • გარანტია - 1 წელი   
  • წონა (კგ) - 29
  • კვების წყარო - 220-240V     
  • მოცულობა - 50 l       
  • წნევა - 8 bar   
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-2850min         
  • წარმადობა - 198 l/min         
  • ფაზა - 0         
  • ცხენის ძალა - 2HP

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • ხარისხი
  • კომპაქტურობა
  • გარანტია
  • მაღალი სამუშაო რესურსები

Schpindel ჰაერის კომპრესორი 24L

პირდაპირ გეტყვით, რომ ეს ჰაერის კომპრესორი რთული საქმეებისთვის არ არის. უმჯობესია მარტივი საქმეები მიანდოთ. ამას კი ნამდვილად კარგად შეასრულებს. ხელსაწყოს ერთ წლიანი გარანტია მოყვება და ხელმისაწვდომი ფასია აქვს. ეს კი ბევრს ნიშნავს. ასევე, აუცილებელია შეგახსენთ, რომ Holst.ge - დან ნივთებს სახლიდან გაუსვლელად იძენთ.

Schpindel haeris kompresori

  • ბრენდი - SCHPINDEL           
  • პროდუქტის ტიპი - ჰაერის კომპრესორი   
  • სიმძლავრე - 1.5kw   
  • გარანტია - 1 წელი   
  • წონა (კგ) - 22
  • კვების წყარო - 220-240V     
  • მოცულობა - 24 l       
  • წნევა - 8 bar   
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-2850min         
  • წარმადობა - 198 l/min         
  • ფაზა - 0         
  • ცხენის ძალა - 2HP

უპირატესობები:

  • მონაცემები
  • გამძლეობა
  • ხარისხი
  • სამუშაო ძალა
  • გარანტია

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება