ჰაერის კომპრესორი - მნიშვნელოვანი აქტივი სხვადასხვა მრეწველობისა და პროფესიული სფეროებისთვის |
ჰაერის კომპრესორი - მნიშვნელოვანი აქტივი სხვადასხვა მრეწველობისა და პროფესიული სფეროებისთვის |
ჩინებულად არის ნათქვამი - მეწაღემ წაღები უნდა შეკეროს, მეპურემ პური უნდა გამოაცხოს, კომპრესორი კი... მეკომპრესორემ ამუშაოს? არა, ეს ბოლო აშკარად არ ჯდება. ჯერ ერთი, ეგეთი პროფესია - მეკომპრესორეობა - არ არსებობს და მეორე, თუ გჭირდება ეს მეტად პრაქტიკული მოწყობილობა, ხელი არ უნდა ახლო? არ გამოვა ეგრე, ფაქტია და შევეცდებით, ყველაფერზე მაქსიმალურად დეტალურად მოგიყვეთ.
დავიწყოთ იმით, რომ ჰაერის კომპრესორი მნიშვნელოვანი აქტივია სხვადასხვა მრეწველობისა და პროფესიული სფეროებისთვის. ამ ტექნოლოგიის გამოყენება ერთ-ერთ საკვანძო ფაქტორადაც კი შეგვიძლია მივიჩნიოთ როგორც პროექტების რეალიზაციის, ისე უსაფრთხოების ზომების უზრუნველყოფისთვის. რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ტექნიკური ხარჯები არც ისე მაღალია, ექსპლუატაციის ვადა კი - საკმაოდ შთამბეჭდავი.
ყველაფერი შესაფერისი კომპრესორის შერჩევით იწყება. ზოგიერთს დგუშიანი სჭირდება, დანარჩენებს - უდგუშო, სხვა შემთხვევებში, შესაძლოა, როტორული კომპრესორი უფრო გამოდგეს. მოკლედ, პირველი კითხვა, რომელიც საკუთარ თავს უნდა დაუსვათ, ასე ჟღერს: რომელი კომპრესორია თქვენთვის, თქვენი საქმისთვის იდეალური?
ამ კითხვაზე თქვენ სავარაუდო პასუხი მაინც რომ გქონდეთ, დანარჩენში Holst.ge დაგეხმარებათ.
იმისთვის, რომ განვმარტოთ კომპრესორის მუშაობის პრინციპი, ჯერ მოწყობილობის ტიპები უნდა გავარჩიოთ: დგუშიანი და როტაციული (ხრახნიანი).
- დგუშიანი კომპრესორი ჰაერს ცილინდრების, დგუშებისა და მრუდმხარა ბარბაცა მექანიზმის დახმარებით კუმშავს. ეს ელემენტები მოქმედებაში ელექტრომოტორს ან შიგა წვის ძრავას მოჰყავს. ჰაერი გადაეცემა ცილინდრს, შემდეგ კი დგუშებით იკუმშება. შეკუმშვა შეიძლება მოხდეს ერთ ან რამდენიმე ეტაპად იქამდე, სანამ საჭირო სამუშაო წნევის მიღება არ მოხდება.
იქიდან გამომდინარე, რომ დგუშიანი კომპრესორი მოძრავი ნაწილებით არის აღჭურვილი, საჭიროა მათი გაპოხვა.
დგუშიანი კომპრესორი გამოიყენება როგორც ინდივიდუალური შემთხვევებისთვის, ისე სამრეწველო წარმოებაში. დიდი მნიშვნელობა აქვს კომპრესორის ზომას. დიდი და მძლავრი დანადგარები, როგორც წესი, შემდეგ სფეროებში გამოიყენება:
- როტაციული (ხრახნიანი) კომპრესორის მუშაობის პრინციპი განსხვავებულია. ჰაერის შეკუმშვისთვის დგუშებისა და ცილინდრების გამოყენების ნაცვლად, როტაციული კომპრესორი მბრუნავ ხრახნებს იყენებს. ჰაერი ორ ხრახნიან ელემენტს შორის ხვდება, იქიდან კი შეკუმშულ მდგომარეობაში გამოდის.
იქიდან გამომდინარე, რომ ჰაერის შეკუმშვის შედეგად სითბო წარმოიქმნება, ხრახნებს შორის, კომპრესიულ კამერაში გამაგრილებელი სითხე გამოიყოფა, ხშირ შემთხვევაში, ზეთი. გაგრილების შემდეგ, სითხე ჰაერს გამოეყოფა და ზეთის განყოფილებაში ინაცვლებს. შუალედურ გამაგრილებელში გავლის შემდეგ, შეკუმშული ჰაერი უკვე საჰაერო რეზერვუარში ინაცვლებს.
როტაციული (ხრახნიანი) კომპრესორი სასარგებლოა ისეთ შემთხვევებში, როცა შეკუმშული ჰაერის მუდმივი ნაკადია საჭირო. გამოყენების რამდენიმე სფეროა, მაგალითად:
ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას!
არც ისე საინტერესოდ ჟღერს, არა? რას ვიზამთ, საჭირო რომ არ იყოს, მწარმოებლები ამისთვის არც ზედმეტ ფულს დახარჯავდნენ და არც - დროს. ინსტრუქციაში შედის, მაგალითად:
რეკომენდაციები, დიახ, ყველა რეკომენდაცია, მაქსიმალურად უნდა გაითვალისწინოთ, რაც არაერთი გართულების თავიდან აცილების გარანტია გახლავთ.
ჰაერის კომპრესორის მონტაჟის შემდეგ, აუცილებელია ზეთსაზომი ღეროსა და შემავალი ჰაერის ფილტრის შემოწმება. გაითვალისწინეთ, რომ „მეკომპრესორე“ - კომპანიის თანამშრომელი იქნება თუ პირადად თქვენ, ეს ოპერაცია დანადგარის ყოველ გამოყენებაზე უნდა ჩატარდეს არა მხოლოდ პირველი ჩართვისას.
კომპრესორში არსებული ზეთი ყველა მოძრავი ნაწილის გაპოხვას უზრუნველყოფს. ამდენად, დანადგარში ზეთის დონის შემოწმება კრიტიკულად მნიშვნელოვანია. რაც შეეხება გამოცვლის პერიოდულობას, აკი გითხარით, ინსტრუქციას უნდა გაეცნოთ და ამ დეტალზე ამომწურავ ინფორმაციას აუცილებლად მიიღებთ.
ჰაერის ფილტრს რაც შეეხება, მისი დანიშნულება ის გახლავთ, რომ კომპრესორში ნაგავი არ მოხვდეს. ფილტრი ადგილზეა? სუფთაა? შესანიშნავი! თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ მისი გაწმენდა ყოველ სამ დღეში ერთხელ არის საჭირო. თუ ეს სამი დღე კომპრესორი მუშაობდა, რაღა თქმა უნდა. თუკი ფილტრი ხეირიანად აღარ იწმინდება, ასეთ შემთხვევაში, ის უნდა გამოცვალოთ.
პირდაპირ ვთქვათ, ტენი კომპრესორს დიდად არ უყვარს. ამდენად, დანადგარის მოქმედებაში მოყვანამდე დრენაჟის სარქვლები აუცილებლად უნდა შემოწმდეს, რათა კომპრესორში ტენიანობის არსებობა გამოირიცხოს.
ზოგჯერ კომპრესორი დამატებითი მოწყობილობებით არის აღჭურვილი - რესივერითა და საშრობით. შესაძლოა, ეს მოწყობილობები კომპრესორს მოჰყვებოდეს, ან შესაძლებელია, თუ რა თქმა უნდა, ამის საჭიროება ნამდვილად გაქვთ, ცალკე შეიძინოთ.
რესივერი დგუშიან კომპრესორში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს: არეგულირებს წნევას, რომელიც ცილინდრში დგუშის მოძრაობის გამო ხან მატულობს, ხან კლებულობს. ასეთ დროს წარმოიქმნება პულსაცია, რაც უარყოფითად მოქმედებს დანადგარზე, რომლისთვისაც შეკუმშული ჰაერია განკუთვნილი. ჰაერის დაგროვების ხარჯზე, რესივერი ამ პრობლემას აგვარებს. ხრახნიან კომპრესორში პულსაცია არ ჩნდება.
მიზეზები, რომელთა გამოც რესივერის გამოყენება აქტუალურია როგორც ხრახნიან, ისე დგუშიან კომპრესორებში:
აქვე ისიც გასათვალისწინებელია, რომ რესივერი არც ისე იდეალურად უმკლავდება სინოტივეს, რომელიც კომპრესორში გარემოდან ატმოსფერულ ჰაერთან ერთად აღწევს. ჰაერს მთელი კონდენსატი რომ მოშორდეს, საშრობები გამოიყენება. მცირე სიმძლავრის კომპრესორის ბევრ მოდელს აქვს საშრობი, რომელიც აგრილებს, კონდენსაციას ახდენს და აცილებს წყალს პნევმოქსელიდან.