ჰაერის კომპრესორი თქვენი ავტოფარეხისთვის

ჰაერის კომპრესორი თითქმის ყველა სახლის ყველა მფლობელისთვის აუცილებელი ნივთია. თუ რაიმეს აკეთებთ, ჰაერის კომპრესორი არის ის ხელსაწყო, რომელიც გამოგადგებათ. ჰაერის კომპრესორები საჭიროა საბურავების დასაბერად და პნევმატური იარაღების ასამუშავებლად. ისინი გამოსადეგია მრავალი პროექტისთვის. თუ ჯერ არ გაქვთ ჰაერის კომპრესორი, გირჩევთ შეიძინოთ.

ჰაერის კომპრესორის შესაძენად მნიშვნელოვანია გააანალიზოთ თქვენი პროექტების მოთხოვნები, რომელზეც მუშაობას გეგმავთ. აპირებთ თუ არა კომპრესორის გამოყენებას თქვენი აღჭურვილობის ან პნევმატური ხელსაწყოების ასამუშავებლად, ან იქნებ უბრალოდ საბურავის გასაბერად? თუ გეგმავთ ან იყენებთ ხელსაწყოებს, რომლებსაც ჰაერის მაღალი ნაკადი სჭირდებათ, თქვენ დაგჭირდებათ მაღალი სიმძლავრის ჰაერის კომპრესორი.

ჰაერის კომპრესორის სიმძლავრე

ჰაერის კომპრესორის სიმძლავრე ვატებში იზომება, თუმცა მხოლოდ ეს მაჩვენებელი არ არის საკმარისი მისი შესაძლებლობების გასაზომად. თუ ჰაერის კომპრესორის სიმძლავრეზე წარმოდგენის გვინდა შეგვექმნას, როგორც მისი ვატების რაოდენობა, ასევე წნევა, ბრუნვის სიჩქარე, ცხენის ძალა და წარმადობა უნდა გავითვალისწინოთ. მძლავრი ჰაერის კომპრესორი გამოყენების უფრო მეტ ვარიაციას მოგცემთ, ისეთს როგორიც ასევე მძლავრი პნევმატური ინსტრუმენტების გამოყენებაა.

  • ჰაერის კომპრესორის წნევა

ჰაერის კომპრესორის წნევის ინდიკატორი მიუთითებს იმაზე, თუ რა წნევით გამოსტყორცნის ის ჰაერს. შეიძლება ითქვას, რომ ჰაერის კომპრესორის სიმძლავრეზე, ყველაზე კარგად ეს მახასიათებელი მეტყველებს. ჰაერის კომპრესორი, რომელიც მაღალი წნევით აწარმოებს ჰაერის ნაკადს, ჭავლით რეცხვის შესაძლებლობასაც მოგცემთ.

  • ჰაერის კომპრესორის ბრუნვის სიჩქარე

ჰაერის კომპრესორის ბრუნვის სიჩქარე ის მახასიათებელია, რაც დანარჩენ სიმძლავრის ინდიკატორებს განსაზღვრავს. ბრუნვის სიჩქარე არის მოტორის როტაციის რაოდენობა წუთში, რაც თავის მხრივ წნევას და წარმადობას ქმნის. თუმცა, არც ეს მაჩვენებელია საკმარისი ცალსახად განისაზღვროს ჰაერის კომპრესორის სიმძლავრე, ვინაიდან ყველაფერი კომპლექსურია. შესაძლოა რომელიმე ჰაერის კომპრესორის მოტორი ერთი ბრუნით ბევრად მეტ წნევას წარმოქმნიდეს ვიდრე მეორე.

  • ჰაერის კომპრესორის წარმადობა

ჰაერის კომპრესორის წარმადობა ყველაზე განზოგადოებული მაჩვენებელია, რომელიც ჰაერის კომპრესორის პროდუქტიულობაზე მიუთითებს. როცა ჰაერის კომპრესორის შეძენას გადაწყვეტთ, აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება მისი წარმადობის მაჩვენებელს, რადგან ის ყველაზე ოპტიმალურად გაწვდით ინფორმაციას ჰაერის კომპრესორის შესაძლებლობებზე.

ჰაერის კომპრესორის ბრენდი

ჰაერის კომპრესორის სიმძლავრისა და პროდუქტიულობის გარდა, მისი ხარისხი, გამძლეობა და ფასი ძალიან მნიშვნელოვანი მახასიათებლებია. ამ ყოველივეზე კი წარმოდგენას მისი მწარმოებელი კომპანია გვიქმნის. სახალხოდ ცნობილი ბრენდები, რომელიც ხალხში კარგი რეპუტაციით სარგებლობს, დიდი შანსია გამძლე და ხარისხიან პროდუქციას აწარმოებდნენ. ისეთი ბრენდები, რომლებიც ხშირად გვხვდება ბაზარზე და დაბალი ფასით პოზიციონირებენ, ნაკლები შანსია რომ მათი პროდუქცია მრავალი წლის განმავლობაში, უპრობლემოდ მოგემსახუროთ. თუმცა, მათი მთავარი დადებითი მხარე დაბალი ფასია და სწორედ ეს ხდის შედარებით დაბალხარისხიან ჰაერის კომპრესორებს პოპულარულს.

  • Schpindel

შპინდელი საშუალოზე მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოებით გამოირჩევა და მათ შორის არის ჰაერის კომპრესორიც. Schpindel-ის ჰაერის კომპრესორი, როგორც წესი, მაღალი სიმძლავრითა და ხელმისაწვდომი ფასით გამოირჩევა, რაც ნებისმიერი პროფესიონალის თუ მოყვარულის ყურადღებას მაშინვე იპყრობს. მიუხედავად დაბალი ფასისა, Schpindel-ის ჰაერის კომპრესორი საკმაოდ გამძლეა და მრავალი მომხმარებლისთვის, წლების განმავლობაში გაუმართავს ხელი. Schpindel-ს მრავალი სიდიდის, სახეობის, სიმძლავრისა და ფასის ჰაერის კომპრესორი არის ჩვენს ონლაინ პლატფორმაზე განთავსებული და მათი შეძენა უმარტივესი პროცედურით შეგიძლიათ, თუმცა ამაზე მოგვიანებით. თუ საკუთარი ავტოფარეხი გაქვთ, სადაც სხვადასხვა, მცირე პროექტებზე მუშაობთ, შეგიძლიათ Schpindel-is პატარა ზომის ჰაერის კომპრესორი შეიძინოთ, ხოლო თუ ვულკანიზაციის მფლობელი ხართ და ჰაერის კომპრესორი თქვენი პროფესიული საქმიანობის ცენტრალური ხელსაწყო უნდა იყოს, მაშინ ასევე Schpindel-ის სექციაში უფრო მძლავრი და დიდი ჰაერის კომპრესორი შეგიძლიათ იპოვოთ.

  • Crown

ეს ბრენდი კი მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოებით გამოირჩევა. Crown უკვე არის მრავალი პროფესიონალის საყვარელი ბრენდი, არა მარტო ჰაერის კომპრესორების კუთხით, არამედ სხვა ინდუსტრიული ხელსაწყოების კუთხითაც. Crown-ის წარმოებული ჰაერის კომპრესორი არა მარტო მძლავრია და საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასად შეგიძლიათ შეძენა, მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა ძალიან დიდია და დიდი ხნის განმავლობაში უპრობლემოდ მოგემსახურებათ. ზედმეტი გამოთვლების გარეშე ჩანს, რომ Holst.ge-ზე ყველაზე გაყიდვადი სწორედ Crown-ის პროდუქციაა, რაც სწორედ მაღალი ხარისხის, ხელმისაწვდომი ფასისა და სიცოცხლის ხანგრძლივობის გამოა. ხოლო გამოკითხული მომხმარებლიდან, რომელიც Crown-ს ირჩევდა, ამ ბრენდის პროდუქციის შეძენა ახლობელმა ან მეგობარმა ურჩია. სწორედ ეს არის, რაც Crown-ის პროდუქციას ასე პოპულარულს ხდის საქართველოს და არა მხოლოდ საქართველოს ბაზარზე.

ჰაერის კომპრესორის წონა და მოცულობა

იმის მიხედვით, თუ სად აპირებთ ჰაერის კომპრესორის განთავსებას - საკუთარ ავტოფარეხში, დიდ ვულკანიზაციაში თუ ა.შ., უნდა გაითვალისწინოთ ჰაერის კომპრესორის მოცულობა, ხოლო თუ ფიქრობთ რომ მისი გადაადგილება, თუნდაც მოკლე მანძილზე მოგიწევთ, მისი წონას გასათვალისწინებელია.

Holst.ge არის ონლაინ მაღაზია, სადაც შეგიძლიათ ჰაერის კომპრესორი შეიძინოთ, საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასად. ამასთან, ჰაერის კომპრესორის შეძენა მისი გადატანის პრობლემასთან არის დაკავშირებული, Holst.ge კი ამ პრობლემას სრულიად მოგიხსნით, რადგან აქვს ადგილზე მიწოდების სერვისი, რომელიც მთელს საქართველოს ფარავს.

Schpindel ჰაერის კომპრესორი 24L

Schpindel haeris kompresori

  • ბრენდი - SCHPINDEL
  • პროდუქტის ტიპი - ჰაერის კომპრესორი
  • სიმძლავრე - 1.5kw
  • გარანტია - 1 წელი
  • წონა (კგ) - 22
  • კვების წყარო - 220-240V
  • მოცულობა - 24 l
  • წნევა - 8 bar
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-2850min
  • წარმადობა - 198 l/min
  • ფაზა - 0
  • ცხენის ძალა - 2HP

ჰაერის კომრესორი რომელიც ავტოფარეხისთვის საუკეთესო მოდელია. მისი დახმარებით მანქანის საბურავებს უპრობლემოდ და ძალიან სწრაფად დაბერავთ, ასევე აამუშავებთ რამდენიმე პნევმატურ იარაღს. ეს ჰაერის კომპრესორი თქვენი ავტოფარეხის საუკეთესო შენაძენი იქნება, რომელსაც მრავალმხრივ გამოიყენებთ.

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი

CROWN CT36028-ჰაერის კომპრესორი 25L

Crown haeris kompresori

  • ბრენდი - CROWN
  • პროდუქტის ტიპი - ჰაერის კომპრესორი
  • სიმძლავრე - 1.5kw
  • გარანტია - 1 წელი
  • წონა (კგ) - 22
  • კვების წყარო - 220-240V
  • მოცულობა - 25 l
  • წნევა - 8 bar
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-2800min
  • წარმადობა - 135 l/min
  • ფაზა - 0
  • ცხენის ძალა - 2HP

თუ მაღალი ხარისხის ჰაერის კომპრესორი გინდათ თქვენი ავტოფარეხისთვის შეიძინოთ, მაშინ Crown-ის ეს მოდელი საუკეთესოა. არის საკმაოდ მძლავრი და აქვს მაღალი წარმადოაბა. თუ თქვენს ავტოფარეხში სხვადასხვა საქმიანობებით ხართ დაკავებული, ეს ჰაერის კომპრესორი ყველა ამ საქმეს გაგიმარტივებთ და უფრო ეფექტიანს გაგხდით.

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • მაღალი ხარისხი

Schpindel ჰაერის კომპრესორი 50L

Schpindel kompresori

  • ბრენდი - SCHPINDEL           
  • პროდუქტის ტიპი - ჰაერის კომპრესორი
  • სიმძლავრე - 1.5kw
  • გარანტია - 1 წელი
  • წონა (კგ) - 29
  • კვების წყარო - 220-240V
  • მოცულობა - 50 l       
  • წნევა - 8 bar   
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-2850min
  • წარმადობა - 198 l/min
  • ფაზა - 0
  • ცხენის ძალა - 2HP

Schpindel-ის ეს ჰაერის კომპრესორი თანაბრად კარგია ავტოფარეხისთვისაც და ვულკანიზაციისთვისაც კი. მოცულობით არც თუ ისე დიდია, შესაბამისად დიდ ადგილს არ დაიკავებს თქვენს ავტოფარეხში. ასევე, არის ძალიან მძლავრი და ნებისმიერი პნევმატური იარაღის ამოქმედება შეუძლია. გააჩნია მაღალი წარმადობა და მოტორის ბრუნვის სიჩქარე.

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • გამძლეობა
  • ხარისხი
  • სიმძლავრე

CROWN CT36031-ჰაერის კომპრესორი 100L

Crown kompresori

  • ბრენდი - CROWN
  • პროდუქტის ტიპი - ჰაერის კომპრესორი
  • სიმძლავრე - 1.5kw
  • გარანტია - 1 წელი
  • წონა (კგ) - 55
  • კვების წყარო - 220-240V
  • მოცულობა - 100 l
  • წნევა - 8 bar
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-980min
  • წარმადობა - 120 l/min
  • ფაზა - 0
  • ცხენის ძალა - 2HP

მაღალხარისხიანი, დიდი და მძლავრი ჰაერის კომპრესორით თუ ხართ დაინტერესებული, თქვენი ვულკანიზაციისთვის, Crown-ის ეს ჰაერის კომპრესორი ერთ-ერთი ყველაზე მაღალპროფესიონალური მოდელია Holst.ge-ზე. ჰაერის კომპრესორი დამზადებულია უმაღლესი ხარისხის ნაწილებით, რაც სიცოცხლის ხანგრძლივობას მატებს და დიდი ხნის განმავლობაში უპრობლემოდ მომსახურებაში ეხმარება.

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • გამძლეობა
  • ხარისხი
  • სიცოცხლის ხანგრძლივობა

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება