ჰაერის კომპრესორის საუკეთესო მოდელები

ჰაერის კომპრესორი აუცილებელი ინსტრუმენტია ნებისმიერ ვულკანიზაციაში თუ საამქროში. მისი ეფექტურობა, როგორც პნევმატური იარაღების მომარაგების, ისე ეკონომიურობის კუთხით საყურადღებოა. რამდენი ვულკანიზაცია გინახავთ ჰაერის კომპრესორის გარეშე და თუ გინახავთ რამდენ ხანს გასტანა მისმა არსებობამ?

Tolsen-ის ჰაერის კომპრესორი ავტოფარეხისთვის

Schpindel_ის ჰაერის კომპრესორები

Crown-ის უმაღლესი ხარისხის ჰაერის კომპრესორი

ჰაერის კომპრესორი პნევმატურ იარაღებს ჰაერს მაღალი წნევით აწვდის, რაც აიძულებთ მათ მაღალი სიმძლავრით იმუშაონ. ამ პროცესში კი, მინიმალურად მოითხოვს ელექტრო ენერგიას, რადგან მას მხოლოდ ჰაერის დასაპრესად იყენებს. იმისათვის, რომ თქვენზე მორგებული, ხარისხიანი ჰაერის კომპრესორი შეიძინოთ, საჭიროა ფლობდეთ ინფორმაციას თქვენი სამუშაოს სპეციფიკასა და ჰაერის კომპრესორის მონაცემების შესახებ.

ჰაერის კომპრესორის ბრენდები და მახასიათებლები

არც ისე ბევრი ბრენდის კომპრესორი შეგხვდებათ ქართულ ბაზარზე, ამიტომაც არ არის რთული საქმე ყველა მათგანს გაეცნოთ. როცა ბრენდის შესახებ ინფორმაცია გექნებათ, გეცოდინებათ თუ რა არის თითოეული ბრენდისთვის პრიორიტეტული, მის მიერ წარმოებულ პროდუქტზეც წარმოდგენა შეგექმნებათ. თუმცა, როგორც წესი თითოეული ბრენდი საკუთარი უპირატესობების წარმოჩენას საუკეთესო ვერბალური თუ ვიზუალური ხერხებით ცდილობს, რამაც შეცდომაშიც შეიძლება შეგიყვანოთ. ამიტომაც, საუკეთესო გამოსავალი მომხმარებლების შეფასებების წაკითხვაა. რამდენიმე მათგანის გაცნობის შემდეგ, თქვენ საკმარისი ცოდნა გექნებათ თქვენს საჭიროებებს რომელიმე ბრენდი შეუსაბამოთ.

- ბრენდები

  • Tolsen

ამ ბრენდის ჰაერის კომპრესორი გათვლილია ყველა იმ მომხმარებლისთვის, რომელსაც მაღალი სიმძლავრის მიღება ხელმისაწვდომ ფასად უნდა. Tolsen, უკვე ათწლეულზე მეტია, დიდი რაოდენობის პროდუქციას აწარმოებს, რაც თითოეული პროდუქტის თვითღირებულებას მაქსიმალურად ამცირებს და ფასს მაქსიმალურად ხელმისაწვდომს ხდის ნებისმიერი მომხმარებლისთვის. Tolsen გამოირჩევა ინდუსტრიული ხელსაწყოების ფართო ასორტიმენტით, რომელიც დღითიდღე ფართოვდება. ის ცდილობს მომხმარებელს ჰქონდეს შესაძლებლობა საკუთარი ხელსაწყოების კომპლექტი Tolsen-ის პროდუქციით იყოს გაჯერებული. Tolsen-ის ჰაერის კომპრესორები სიმძლავრით, მოცულობით და შესაბამისად დანიშნულებით განსხვავდებიან, თუმცა რაც მათ აერთიანებთ ხელმისაწვდომი ფასი და გამძლეობაა.

  • Schpindel

ხარისხისა და ფასს შორის ბალანსს ეძებთ, Schpindel-ის ჰაერის კომპრესორი უნდა განიხილოთ. ეს ბრენდი მომხმარებლის საუკეთესო გამოცდილებაზეა ორიენტირებული და ცდილობს მათ ისეთი პროდუქტი შესთავაზოს, როგორსაც მეორედაც იყიდიან. ნებისმიერი მარკეტინგის წიგნში შეხვდებით, რომ ეს მიდგომა საუკეთესოა ნებისმიერი ბრენდის გასაზრდელად და სასურველი მიზნების მისაღწევად. Schpindel-ის ჰაერის კომპრესორი, როგორც წესი, არის საკმარისად მძლავრი ნებისმიერი ვულკანიზაციისთვის და საკმარისად კომპაქტური ნებისმიერი ავტოფარეხისთვის. თუ სარემონტო სამუშაოების შესრულება მინიმალური კომუნალური და არამარტო კომუნალური დანახარჯებით გინდათ, Schpindel-ის ჰაერის კომპრესორი ამაში დაგეხმარებათ.

  • Crown

თუ უმაღლესი ხარისხის ჰაერის კომპრესორით ხართ დაინტერესებული, მაშინ Holst.ge-ზე Crown-ის სექციას შეგიძლიათ მიაშუროთ. შვეიცარული ბრენდი უკვე მრავალი წელია ინდუსტრიული ხელსაწყოებისა თუ ინვენტარის ბაზარზე ოპერირებს და მომხმარებელს ხარისხით გამორჩეულ პროდუქციას სთავაზობს. თუ ისეთი ჰაერის კომპრესორი გინდათ შეიძინოთ, რომელიც რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში მოგემსახურებათ, Crown-ის ჰაერის კომპრესორი ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია. Crown-ის ჰაერის კომპრესორი შეგხვდებათ ქალაქის საუკეთესო ვულკანიზაციებში, დიდ საამქროებში და ა.შ., რადგან გამოცდილი და მცოდნე ადამიანები ხშირად აკეთებენ Crown-ის პროდუქციაზე არჩევანს. Crown პროდუქციის შესაქმნელად საუკეთესო მასალებს და ინჟინრულ ელემენტებს იყენებს, რაც საბოლოო ჯამში მაღალხარისხიანი პროდუქტის შექმნასთან მივყავართ.

- მახასიათებლები

  • მოცულობა

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც ჰაერის კომპრესორი შეძენისას უნდა გაითვალისწინოთ, არის მისი მოცულობა. რაც უფრო დიდი მოცულობა აქვს ჰაერის კომპრესორს, უფრო დიდი ხნის განმავლობაში მუშაობს შეუფერხებლად და მეტ სიმძლავრესაც გამოიმუშავებს. ასე რომ, თუ საკუთარი ავტოფარეხისთვის გინდათ ჰაერის კომპრესორი შეიძინოთ, მაშინ მცირე მოცულობის ბიუჯეტური მოდელიც საკმარისია (თქვენს მოთხოვნასაც გააჩნია), ხოლო ვულკანიზაციისთვის თუ გინდათ მისი შეძენა ჰაერის კომპრესორის მინიმალური მოცულობა 100 ლიტრს უნდა შეადგენდეს.

  • წარმადობა

ჰაერის კომპრესორის სიმძლავრე არა კილოვატებით, არამედ მისი წარმადობით იზომება. ვინაიდან ჰაერის კომპრესორი ელექტრო ენერგიას მხოლოდ ჰაერის დასაპრესად იყენებს, ეს ინდიკატორი მისი სიმძლავრის გასაზომად არ გამოდგება. ხოლო, რაც შეეხება წარმადობას, რაც უფრო მაღალია ამა თუ იმ ჰაერის კომპრესორის ჰაერის წარმადობა, მით უფრო დიდი წნევით გამოტყორცნის ჰაერს და საბოლოოდ, მეტ სიმძლავრეს გამოიმუშავებს. ასე რომ, ჰაერის კომპრესორის წარმადობა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელია მისი ფუნქციურობის გასაგებად.

  • ცხენის ძალა

კიდევ ერთი ინდიკატორი, რომელიც ჰაერის კომპრესორის სიმძლავრეზე და შესაბამისად მის ქმედითუნარიანობაზე მიუთითებს, ეს არის ცხენის ძალა. რაც უფრო მაღალია ჰაერის კომპრესორის ცხენის ძალა მით უფრო ეფექტურია ის პნევმატური იარაღების ასამუშავებლად.

Holst.ge გთავაზობთ ჰაერის კომპრესორების დიდ არჩევანს, დაწყებული პატარა, ფარეხისთვის შესაფერისი ჰაერის კომპრესორით, დამთავრებული მძლავრი და დიდი მოცულობის მქონე მოდელით. ისეთი დიდი და მასიური ხელსაწყოს შეძენისას, როგორიც ჰაერის კომპრესორი არის, Holst.ge-ის ადგილზე მიტანის უფასოდ სერვისის მნიშვნელობა ერთიორად იზრდება. ჰაერის კომპრესორის სახლში მიტანა, რომელიც 100 კილოგრამამდე იწონის, არც თუ ისე მარტივი საქმეა, მაშინ როცა შესაბამისი სერვისით არ სარგებლობთ. Holst.ge გაძლევთ შესაძლებლობას მაღალი ხარისხის, გამძლე და მძლავრი ჰაერის კომპრესორი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში მოგემსახურებათ, ყოველგვარი ზედმეტი ენერგიისა და ხარჯების გარეშე აღმოჩნდეს თქვენს მიერ მითითებულ მისამართზე. ყოველივე ეს კი მნიშვნელობას დაკარგავდა, რომ არა ზედმიწევნით ზუსტად და სრულად მოცემული პროდუქტის ინფორმაცია საიტზე, რომელიც სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარებათ.

ახლა კი განვიხილოთ Holst.ge-ზე არსებული ჰაერის კომპრესორებიდან რამდენიმე:

TOLSEN TOL1793-73125 ჰაერის კომპრესორი 24L

Tolsen haeris kompresori

  • ბრენდი - TOLSEN
  • პროდუქტის ტიპი - ჰაერის კომპრესორი
  • სიმძლავრე - 1.5kw
  • გარანტია - 1 წელი
  • წონა (კგ) - 23
  • კვების წყარო - 220-240V
  • მოცულობა - 24 l
  • წნევა - 8 bar
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-2850min
  • წარმადობა - 188 l/min
  • ცხენის ძალა - 2HP

ეს მოდელი დაბალი სიმძლავრისა და მოცულობის ჰაერის კომპრესორია, რომელიც იდეალური იქნება თქვენი მანქანის ფარეხში, ნებისმიერი მცირე და საშუალო სამუშაოების განსახორციელებლად. ისეთების, როგორიცაა ხეზე მუშაობა და თუნდაც მანქანის საბურავზე ჰაერის წნევის დამატება. ჰაერის კომპრესორის სახლში ქონა ნამდვილად არ არის ფუფუნების საგანი, რადგან ის უამრავი სამუშაოს გამარტივებას და ამ სამუშაოების შესრულებისას გაწეული ხარჯების მინიმუმამდე შემცირებას გულისხმობს.

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • გამძლეობა
  • კომპაქტურობა

Schpindel ჰაერის კომპრესორი 50L

Schpindel haeris kompresori

  • ბრენდი - SCHPINDEL
  • პროდუქტის ტიპი - ჰაერის კომპრესორი
  • სიმძლავრე - 1.5kw
  • გარანტია - 1 წელი
  • წონა (კგ) - 29
  • კვების წყარო - 220-240V
  • მოცულობა - 50 l
  • წნევა - 8 bar
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-2850min
  • წარმადობა - 198 l/min
  • ფაზა - 0
  • ცხენის ძალ - 2HP

წინა ჰაერის კომპრესორის მსგავსად, ეს მოდელიც დაბალი მოცულობისაა, თუმცა შედარებით მძლავრი. ასე რომ, ის თავისუფლად გაუმკლავდება როგორც ფარეხის მცირე სამუშაოებს ისე მცირე ვულკანიზაციასაც. Schpindel-ის ჰაერის კომპრესორი, რომელიც ძალიან დაბალ ფასად შეგიძლიათ შეიძინოთ, მაღალ წარმადობას გთავაზობთ, რაც ნებისმიერი საქმიანობის ხარისხიანად შესრულებას განაპირობებს.

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • გამძლეობა
  • ხარისხი
  • წარმადობა

Schpindel ჰაერის კომპრესორი 100L

Schpindel haeris kompresori

  • ბრენდი - SCHPINDEL
  • პროდუქტის ტიპი - ჰაერის კომპრესორი
  • სიმძლავრე - 2.2kw
  • გარანტია - 1 წელი
  • წონა (კგ) - 82
  • კვების წყარო - 220-240V
  • მოცულობა - 100 l
  • წნევა - 8 bar
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-1100min
  • წარმადობა - 336 l/min
  • ფაზა - 0
  • ცხენის ძალა - 2HP

ეს მოდელი ზედგამოჭრილია პატარა ან საშუალო სიდიდის ვულკანიზაციისთვის, თუმცა მას ავტოფარეხისთვისაც ხშირად ყიდულობს მომხმარებელი. ასე რომ, ეს მოდელი ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი ჰაერის კომპრესორია Holst.ge-ზე.

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • მაღალი სიმძლავრე
  • გამძლეობა
  • სიცოცხლის ხანგრძლივობა

CROWN CT36032-კომპრესორი 200L

Crown haeris kompresori

  • ბრენდი - CROWN
  • პროდუქტის ტიპი - ჰაერის კომპრესორი
  • სიმძლავრე - 2.25kw
  • გარანტია - 1 წელი
  • წონა (კგ) - 88
  • კვების წყარო - 220-240V
  • მოცულობა - 200 l
  • წნევა - 8 bar 
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-980min
  • წარმადობა - 250 l/min
  • ფაზა - 0
  • ცხენის ძალა - ­­3HP

მაღალი ხარისხის, მაღალი სიმძლავრისა და გამძლეობის მქონე ჰაერის კომპრესორი Crown-ისგან, ნებისმიერ დაკისრებულ საქმიანობას შეასრულებს. მისი შეძენა საამქროსთვის ან დიდი ვულკანიზაციისთვის თავისუფლად შეგიძლიათ.

უპირატესობები:

  • უმაღლესი ხარისხი
  • სიმძლავრე
  • გამძლეობა
  • წარმადობა
  • სიცოცხლის ხანგრძლივობა

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება