ჰაერის წნევის საზომი - ის, რაც ავტომობილში უნდა გქონდეთ |
ჰაერის წნევის საზომი - ის, რაც ავტომობილში უნდა გქონდეთ |
ჰაერის წნევის საზომი ის ნივთია, მუდამ ავტომობილში რომ უნდა გქონდეთ. დიახ, ასეა, რადგან ხშირად შეიძლება დაგჭირდეთ. ინსტრუმენტი წნევის საზომად გამოიყენება. მანქანის მფლობელებს კი ამის კონტროლი დროგამოშვებით უწევთ. სწორედ ამიტომ, სულ თან უნდა გქონდეთ.
ხელსაწყოს ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა კომპაქტურობაა. წინა აბზაცში ვთქვით, რომ კარგი იქნება, სულ მანქანაში თუ გექნებათ თქო. დიდი ნივთის წინ და უკან ტარება კი, საკმაოდ არაკომფორტულია. ბარომეტრი ასეთ ინსტრუმენტებს არ განეკუთვნება, რადგან დისკომფორტს, ძალიანაც რომ მოინდომოს, ვერ შეგიქმნით. ამიტომ, თამამად შეგიძლიათ მანქანაში ადგილი გამოუყოთ, მცირე სივრცეს იკავებს და ხელს არაფერში შეგიშლით.
ზოგიერთ ინსტრუმენტს თავისი წესები აქვს და ჯერ მას უნდა გაეცნოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, თავს და ბოლოს ვერ გაუგებთ. ჰაერის წნევის საზომი კი ასეთ კატეგორიას არ განეკუთვნება. ინსტრუმენტის გამოყენება ძალიან მარტივია და როგორც კი ხელში დაიჭერთ, ყველაფერს თავად მიხვდებით, ყოველგვარი ზედმეტი ახნის გარეშე.
როგორც დანარჩენ ინსტრუმენტებში, ასევე, ჰაერის წნევის საზომებშიც ბევრ განსხვავებას იპოვით. გირჩევთ, ყველაფერს გულდასმით გაეცნოთ და არცერთი დეტალი არ გამოტოვოთ. თუმცა, რამდენიმე მახასიათებელი მაინც უფრო მეტად გასათვალისწინებელია. ზუსტად ასეთია მოცულობის მონაცემები. თითოეულ ხელსაწყოს სხვადასხვა მაჩვენებელი აქვს. მახასიათებლებში ყველაფერი ზუსტადაა გაწერილი, ამიტომ, კარგად გადაიკითხეთ. ასე არჩევანიც გაგიმარტივდებათ და სასურველ მოდელს სწრაფადაც იპოვით.
ადრეულ წლებში ბარომეტრი უფრო დიდი და უცნაური ვიზუალის მქონე იყო. ასეთი ხელსაწყოები ახლაც არსებობს, ჩვენს საიტზეც გადააწყდებით და ცხადია, არაფერს ვერჩით. ამ ტიპის ხელსაწყო სტანდარტული ბარომეტრების სიაში ეწერება. საკმაოდ კარგი გამოსაყენებელია და რაც მთავარია, ზუსტია, არასდროს იტყუება. სამყარო დღითიდღე ვითარდება და ბევრი რამ იცვლება. ბარომეტრის შემთხვევაშიც ზუსტად ასე მოხდა. თანამედროვეობაში ოდნავ სხვა სახე მიიღო და გაციფრულდა. უფრო გამარტივდა და ადამიანების გულებშიც მაშინვე ადგილი დაიკავა. ზოგიერთი მიიჩნევს, რომ ციფრული ჰაერის წნევის საზომი, ბევრად კომპაქტური და კარგად გამოსაყენებელია. ზოგიერთი კი პირიქით ფიქრობს და მხარს სტანდარტულ ბარომეტრს უჭერს. ეს ნამდვილად გემოვნების საკითხია. მუშაობის მხრივ, ორივე არაჩვეულებრივია და თითოეული საქმეს სრულყოფილად ასრულებს. დანარჩენი კი თქვენი გადასაწყვეტია. უფრო მისაღები რომელიცაა, სწორედ ის უნდა შეიძინოთ. Holst.ge- ზე ორივე სახის ინსტრუმენტს გადააწყდებით, როგორც სტანდარტულს, ასევე, ციფრულ ბარომეტრს.
მართალია, ბარომეტრი ძალიან მსუბუქია და მისი მაღაზიიდან სახლში წამოღება, დისკომფორტს არ შეგიქმნით, მაგრამ ჯერ საცობში და მერე რიგში დგომა, ხომ შეიძლება მოგიწიოთ?! ეს კი უკვე დიდი უსიამოვნებაა, ამიტომ, სჯობს ყველაფერი სახლიდან გაუსვლელად მოგვარდეს. Holst.ge სწორედ ასეთ კომფორტულ მომსახურებას გთავაზობთ. ნივთების შესაძენად არსად წასვლა არ გჭირდებათ, რამდენიმე მარტივი მოქმედება და ხელსაწყოები გამოწერილია. საკურიერო მომსახურება მთელი საქართველოს მასშტაბით ვრცელდება. სადაც არ უნდა იყოთ, მთასა თუ ბარში, ნივთებს ყველგან მოგაწვდით. თუ თქვენი შენაძენი 50 ლარზე მეტის იქნება, მიტანა უფასოა. მოკლედ, ყველაფერი კარგად მიდის და თუ აქამდე არ გისარგებლიათ, დროა გამოსცადოთ. პირობას გაძლევთ, რომ არ ინანებთ.
ამ მხრივ, სრული მრავალფეროვნებაა, რაც ძალიან გასახარია. ამჯერად, სამი ბრენდის ინსტრუმენტებს განვიხილავთ, ესენია: Stanley, Crown და Tolsen-ი. თითოეული მათგანი მაღალი ხარისხის მქონე ხელსაწყოებს გთავაზობთ. მოდით, რამდენიმე დეტალურად განვიხილოთ.
Stanley - ის ჰაერის წნევის საზომი მსუბუქი და კომპაქტურია. იმდენად, რომ ავტომობილში ხელსაწყოს ქონას, ვერც კი იგრძნობთ. ინსტრუმენტი მაღალი ხარისხისაა და მარტივად არ ფუჭდება. დროთა ცვლას კარგად უძლებს, ამიტომ, სანერვიულო არაფერია. ბარომეტრი დიდხანს იმუშავებს და საჭირო დროს თქვენს გვერდით იქნება.
უპირატესობები:
Crown - ის ბარომეტრს მაღალი წნევა აქვს და ერთ წლიანი გარანტია მოყვება. ქარხნული დეფექტის შემთხვევაში, საგარანტიო ტალონი პრობლემას მარტივად გადაგიჭრით.
უპირატესობები:
Tolsen - ის გამძლე ინსტრუმენტით დავასრულოთ. ხელსაწყო ყველანაირად კარგია, გინდ წნევა ავიღოთ და გინდ მოცულობა. ასევე, ხელმისაწვდომი ფასი აქვს.
უპირატესობები: