ჰაერის წნევის საზომი - უსაფრთხოებისა და კომფორტისთვის

არც ისე იშვიათად შეხვდებით მძღოლს, რომელიც ამბობს, რომ მხოლოდ საჭის ტრიალი იცის და თუკი რამე სჭირდება, პროფილაქტიკა და შესაბამისი ხელოსანი ეხმარება. ჰო, გამოცდილი და რაც მთავარია - ნამუსიანი ხელოსანი ჩინებული საშუალებაა, ავტომობილის უსაფრთხოებასა და კომფორტზე ზრუნვისთვის, თუმცა, ისეთი ელემენტარული, მაგრამ უაღრესად მნიშვნელოვანი დეტალი, როგორიც გამართული საბურავია, აუცილებლად ყველა მძღოლმა უნდა იცოდეს. მით უმეტეს, როცა ჰაერის წნევის საზომი არსებობს, ყველაფერი განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე მოგვარდება.

რატომ არის აუცილებელი, ყველა მძღოლს ბარომეტრი ჰქონდეს?

ავტომობილის საბურავში ჰაერის წნევა ყოველთვის უნდა იყოს, რადგან დიდწილად სწორედ ამაზეც არის დამოკიდებული უსაფრთხოება, გადაადგილების ხარისხი. გეცოდინებათ, მანქანის ექსპლუატაციის პროცესში, საბურავში ჰაერის წნევა არაერთი მიზეზის გამო კლებულობს, ამიტომაც, პერიოდულად მისი შემოწმება აუცილებელია. საამისოდ ბევრი მეთოდი არსებობს, ყველაზე მარტივი და რაც მთავარია, საიმედო, დიახ, ბარომეტრი გახლავთ.

მოდით, იმაზე საუბრით დავიწყოთ, რომ სხვადასხვა სახის ბარომეტრი არსებობს. კერძოდ, დაბალი და მაღალი წნევის. ჩვეულებრივ, ხელსაწყო მოთავსებულია მცირე ზომის კორპუსში, რათა მისი მოხმარება კომფორტული იყოს. იმის გათვალისწინებით, რომ მეცნიერება ერთ ადგილზე არ დგას, სულ წინ მიდის, უკვე არსებობს მოწყობილობის ისეთი სახეობაც, რომელსაც დამატებული აქვს ტემპერატურის სკალა - თერმომეტრი, ვაკუუმმეტრი და ასე შემდეგ.

უმცირეს დეტალებში ჩასვლას, ახლა ის ვთქვათ, რომ ხელსაწყო მეტად საჭირო და მნიშვნელოვანია ნებისმიერი ავტომოყვარულისთვის, ან გნებავთ, მოყვარული სულაც არ იყოს, მაგრამ საჭესთან უწევდეს ჯდომა.

ექსპლუატაციის პროცესში სატრანსპორტო საშუალებების საბურავები წნევას არაერთი მიზეზის გამო კარგავს, რაც არ არის გამორიცხული, გარკვეული საფრთხეების გამომწვევი მიზეზი გახდეს. წნევამ მოიკლო თუ მოიმატა, რა თქმა უნდა, თვალით ვერავინ განსაზღვრავს. ამდენად, ჰაერის წნევის საზომი ჰაერივით საჭირო გახლავთ!..

სათაურშიც გავუსვით ხაზი, რომ ჰაერის წნევის საზომი უსაფრთხო და კომფორტულ მგზავრობაზე თავის წინ პასუხისმგებლობას იღებს, ვინაიდან, თუკი საბურავში საჭირო წნევა არ არის, ამას არაერთი უსიამოვნება შეიძლება მოჰყვეს. კერძოდ:

როცა წნევა ზედმეტად მაღალია:

- ეს დისკომფორტს უქმნის როგორც მძღოლს, ისე - მგზავრს. ასევე, მცირდება მანქანის ამორტიზაცია, ძლიერდება ვიბრაცია;

- იზრდება საბურავის დაზიანების რისკი, ზედმეტად მაღალი წნევა ზრდის დატვირთვას რეზინზე, ნებისმიერი შეხება ორმოსთან ან სიჩქარის შემზღუდავ ბარიერთან კი შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს;

- პროტექტორების სწრაფი ცვეთა;

- მნიშვნელოვნად რთულდება საჭის მართვა;

- ზიანდება არაერთი დეტალი: ზამბარები, ამორტიზატორები და ასე შემდეგ.

როცა საბურავში წნევა დაბალია:

- დეფორმირების გამო, შესაძლოა, საბურავი გასკდეს;

- გადახურდება რეზინი, რასაც ნელ-ნელა მთელი კარკასის ჩამოშლა მოსდევს;

- გვერდითა ზონების ცვეთის შედეგად, დეფორმირდება მთლიანად საბურავი, რასაც მისი მწყობრიდან გამოსვლა მოჰყვება, თანაც, უმოკლეს დროში;

- წვიმიან ამინდში, იმის გამო, რომ საბურავში საკმარისი ჰაერი არ არის, ასფალტთან შეხების ფართობი გაზრდილია, რის გამოც ავტომობილი, პრაქტიკულად, წყალში „სრიალებს“ და შესაბამისად, მართვის სერიოზულ სირთულეებს აჩენს;

- მცირდება მოჭიდების კოეფიციენტი, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ავარიის რისკებს;

- მატულობს საწვავის ხარჯვის მაჩვენებელი.

ჰაერის წნევის აპარატი - რისგან შედგება ის?

უმარტივესი მექანიკური ბარომეტრის აღწერილობა ამგვარია:

  • კორპუსი;
  • ბურდონის მილი ან მემბრანა;
  • ისრები;
  • მილები;
  • შტუცერი.

მოქმედების პრინციპი

ჰაერის წნევის საზომი შემდეგი პრინციპით მუშაობს: მთავარი დეტალი - ბურდონის მილი წნევის ზეწოლის შედეგად ისარს ამოძრავებს. მსგავსი პრინციპი მოქმედებს მემბრანულ მანომეტრზეც.

რა შემთხვევაში არ უნდა გამოიყენოთ ჰაერის წნევის საზომი

  • დაზიანებულია შუშა, რომლის მიღმაც მოწყობილობის ისარი მდებარეობს;
  • არ აქვს შემოწმების პლომბი ან შტამპი, გასულია ექსპლუატაციის ვადა;
  • წნევის გაზომვის შემდეგ, ისარი საწყის ნულოვან ნიშნულთან არ ბრუნდება;
  • საბურავზე მიერთებისას ისარი არ მოძრაობს, ან პირიქით, ნიშნულებზე ზედმეტად სწრაფად ხტება.

TOLSEN TOL1613-73193 ჰაერის წნევის საზომი 40cm

Tolsen barometri

  • ბრენდი - TOLSEN
  • პროდუქტის ტიპი - ბარომეტრი
  • ზომა - 1/4''
  • შტრიხ-კოდი - 6933528773214
  • წონა (კგ) - 0.4
  • მოცულობა - 0-12bar&0-170psi

CROWN CT38007 - ბარომეტრი

Crown barometri

  • ბრენდი - CROWN
  • პროდუქტის ტიპი - ბარომეტრი
  • ზომა - 65-120mm
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - CT38007
  • წონა (კგ) - 0.4
  • წნევა - 0-4 bar

STANLEY STHT80874-0 წნევის საზომი ციფრული

STANLEY barometri

  • ბრენდი - STANLEY
  • პროდუქტის ტიპი - ბარომეტრი
  • შტრიხ-კოდი - 3253560808747
  • წონა (კგ) - 0.095
  • მოცულობა - 3-150psi, 0.21-10.5Kg/cm2, 0.2-10.3Bar and 20.7-1034Kpa

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება