ჰერბიციდების სწორად გამოყენება ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც მათი სწორად არჩევა. მოსავლიანობის შემცირების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი, სწორედ, ჰერბიციდების არასწორი გამოყენება შეიძლება აღმოჩნდეს, რაც უმეტესად გამოწველია რამდენიმე ფაქტორით: პრეპარატის არასწორი დოზირებით, ნაკვეთზე შეტანისა და გამოყენებისთვის შეუსაბამო გარემოპირობებითა და ხერხებით.
ბლოგში კი შემოგთავაზებთ ჰერბიციდების ეფეტური გამოყენებისთვის რამდენიმე მარტივ რჩევას, რაც განსაკუთრებით დაეხმარება დამწყებ ფერმერებს:
- ჰერბიციდის შესატანად ხელსაყრელია თბილი ამინდი, როდესაც გარემოს ტემპატურა მაღალია, თუმცა უნდა ვეცადოთ რომ პრეპარატი არ შევიტანოთ მაშინ, როდესაც მზე ძლიერ აცხუნებს, რათა ჰერბიციდი მალე არ აორთქლდეს. სითბო კი აჩქარებს პრეპარატების ასიმილაციის პროცესს.
- არ შეიტანოთ ჰერბიციდი, როდესაც მაღალია გარემოს ფარდობითი ტენიანობა, ანუ აპირებს წვიმას. მცენარის მიერ ჰერბიციდის შეთვისებას გარკვეული დრო ესაჭიროება, ხოლო თუ არსებობს მისი ჩამორეცხვის რისკი წვიმის სახით, სჯობს პრეპარატი აღარ შევიანოთ.
- მოერიდეთ ჰერბიციდის შეტანას ქარიან ამინდში, თუნდაც ქარი სუსტად ქროდეს, რათა დაცულები ვიყოთ პრებარატის შემობკურებისგან და თავიდან ავიცილოთ ჰერბიციდით მოწამვლის საფრთხე. ასეთ დროს ასევე დიდია ალბათობა რომ ჰერბიციდმა იმოქმედოს არა სარეველბზე, არამედ ის შეებკუროს აქტიური ვეგეტაციის პროცესში მყოფ კულტურას და მცენარე დაიღუპოს.
- ჰერბიციდიები მით უფრო ეფექტურად მოქმედებენ სარეველბზე, რაც უფრო ახალგაზრდაა მცენარე, ამიტომაც ადრევე სჯობს მათი შეტანა. უკვე კარგად ჩამოყალიბებული და აქტიურ ვეგეტაციაში მყოფი სარეველა რეზისტენტულია გარემოს ნებისმიერი სტრესის მიმართ. ზრდასრულ სარეველას ესაჭიროება შესასხურებელი ჰერბიციდის წყალხსნარის უფრო დიდი მოცულობა, რაც პრეპარატის ხარჯვის ნორმას ზრდის.
- ჰერბიციდების უმეტესობას აქვს საკუთარი ‘’ლოდინის პერიოდი’’, ანუ გარკვეული დრო, სანამ მისი შეტანაა შესაძლებელი თესვამდე ან მოსავლის აღებამდე, რაც ხშირად აღნიშნულია პრეპარატის ეტიკეტზე, ამიტომაც ყურადღება მიაქციეთ მას.
- ასევე ჰერბიციდების გამოყენების შემდგომ დარწმუნდით, რომ მისაშხურებელი ზურგის აპარატი ან მექანიზმის რეზერვუარი კარგადაა გაწმენდილი ჰერბიციდის წყალხსნარისგან, რათა აპარატების შემდგომმა გამოყენებამ, მაგალითად, ფოთლოვანი გამოკვებისას არ გამოიწვიოს მცენარეების ხმობა, რადგან კარგად გამოუწმენდავ აპარატში დარჩენილი ჰებიციდის მცირე კონცენტრაცია ჩვეულებრივ განაგრძობს მოქმედებას.