| Holst.ge-ზე მრავალფეროვან ინსტრუმენტების ნაკრებს ძალიან მარტივად შეიძენთ |
| Holst.ge-ზე მრავალფეროვან ინსტრუმენტების ნაკრებს ძალიან მარტივად შეიძენთ |
კაცი უნდა ეყოს ხელსაწყოებს და არა ხელსაწყოები კაცს - თუნდაც 9 ცალიანი იყოს - თუ საქმე გასაკეთებელია, 9 ცალითაც ჩინებულად შეიძლება ყველაფრის მოკვარახჭინება. ნუ, თუ მაინც იმის სურვილი გაქვთ, რომ მრავალფეროვანი ინსტრუმენტების ნაკრები გქონდეთ, Holst.ge-ზე სასურველს ძალიან მარტივად შეარჩევთ.
ქვემოთ წარმოდგენილია როგორც 9 ცალიანი ხელსაწყოების ნაკრები, ისე 95 და 175-იანი, ხოლო ჩვენს ვებგვერდს თუ გულდასმით გადახედავთ, მრავალფეროვნებით აუცილებლად მოიხიბლებით.
როგორ უნდა შეარჩიოთ ინსტრუმენტების ნაკრები, რას მიაქციოთ ყურადღება, რისთვის გამოგადგებათ, პასუხებს ყველა კითხვაზე მოგახსენებთ.
რა თქმა უნდა, ინსტრუმენტების ნაკრები, პრაქტიკულად, ნებისმიერი პროფესიის ადამიანს გამოადგება. რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ ხელსაწყოების ნაკრები ყველა იმ ადამიანს უნდა ჰქონდეს, ვისაც საკუთარი ავტომობილი ჰყავს.
თითოეული ნაკრები ადაპტირებულია გარკვეული ფუნქციების შესრულებისთვის, რაც პირდაპირ კავშირშია მათ სახეობებთან:
ახლა ის განვიხილოთ, როგორ უნდა შეარჩიოთ ინსტრუმენტების ნაკრები ისე, რომ თქვენი ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.
დავიწყოთ სახლის ნაკრებით, რომელიც ორ ჯგუფად იყოფა, შემდეგ გადავიდეთ საავტომობილოზე, ბოლოს - პროფესიონალურზე.
ასეთი ჩემოდნები ნებისმიერ მამაკაცს უნდა ჰქონდეს, რადგან როცა საჭირო გახდება თაროს დამაგრება, კედელზე ლურსმნის დაჭედება თუ ონკანის გამოცვლა, ინსტრუმენტების ნაკრები მთავარ მშველელად მოგვევლინება.
ამ ჯგუფში შედის კომპლექტები შედარებით რთული ამოცანების შესასრულებლად: შტეფსელის რემონტისთვის, სადენის გაყვანისთვის, ღობის აგებისთვის. აქვე ერთიანდება ხელსაწყოები ადამიანებისთვის, ვისთვისაც ხელით მუშაობა ჰობია. ასეთ შემთხვევაში, შესაძლებელი ხდება სკამის გამაგრება ან უკეთესი - ახლის შექმნა, ჩიტის სახლის აშენება და ავეჯის გარემონტებაც კი.
დიდი ალბათობით, თქვენი მანქანის საბარგულში მოიძებნება სახრახნისი, ბრტყელტუჩა, ხრახნები, ქანჩები. შესაძლებელია, მთელი ეს ჯართის გროვა ატაროთ, ვისი რა საქმეა, მაგრამ ბევრად მარტივი ხომ ინსტრუმენტების ნაკრების შეძენაა, რომელიც უნდა შეიცავდეს:
სასურველია, იქვე იყოს სახრახნისი და ბრტყელტუჩა, თანაც - რამდენიმე სახეობის. ასეთ ჩემოდნებს ირჩევენ ავტომოყვარულები, რომლებიც ფარეხში ავტომობილს არემონტებენ.
ამ ჯგუფში გიგანტები შედიან - all inclusive ნაკრებები. ერთი ასეთი ყუთი შეიძლება შეიცავდეს 200 და მეტ საგანს, ამდენად, მათ იყენებენ სახელოსნოებში, სერვისცენტრებში. რაც მთავარია, ეს არის ინსტრუმენტების ყველაზე ხარისხიანი ნაკრებები: თითოეული დეტალი დიდ დატვირთვაზეა გათვლილი.
ათასგვარი ქანჩებისა და ხრახნების პარალელურად, აქ შეხვდებით ჩაქუჩს, საჭრეთელს და სხვა დეტალს - ელექტრო და პნევმოინსტრუმენტამდე.
როგორც ყველაზე ჩამოუყალიბებელი ჯგუფი, უნივერსალურ ნაკრებებში ცოტ-ცოტას ყველაფერს გადაეყრებით: წამოსაცმელი და ჯვარედინი ქანჩები, ბრტყელტუჩა და ასე შემდეგ. მოკლედ, ყველაფერი, რასაც მწარმოებლის ფანტაზია გასწვდება.
თუკი არ იცით, რომელი ხელსაწყოები გჭირდებათ, ეს ყველაზე უნივერსალური ნაკრებია. ასეთ კომპლექტებში ცოტ-ცოტა მართლაც ყველაფერია ისეთი შემთხვევებისთვის, როცა როდის რა დაგჭირდება, არავინ რომ არ იცის.
თუკი ვერ ჩამოყალიბდით, პროფესიონალური სამუშაოებისთვის რომელი ნაკრების შეძენა ჯობს, საზეინკლო ყველაზე წარმატებული არჩევანი იქნება - ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და მრავალფეროვანი სწორედ ასეთი კომპლექტებია.
ასეთ ჩემოდნებში ხის დამუშავებისთვის საჭირო უამრავი ინსტრუმენტი იმალება: ბურღები, ქლიბები, საჭრეთლები. მშვენიერი არჩევანია, თუკი თქვენი საქმიანობა დურგლობას უკავშირდება.
ელექტრიკოსის მუშაობის აშკარა სპეციფიკა რომ მაღალ ძაბვასთან მუდმივი შეხებაა, კი მოგეხსენებათ. ჰოდა, სწორედ აქ არის სხვაობა ჩვეულებრივსა და ელექტრო ხელსაწყოების ნაკრებებს შორის: ეს უკანასკნელი აუცილებლად აღჭურვილია იზოლირებული სახელურებით, რომლებიც გათვლილია 1000 ვოლტამდე ძაბვასთან მუშაობისთვის. უმეტესად, კომპლექტში შეხვდებით ათასგვარ სახრახნისს, მათ შორის, ინდიკატორს.
1. ლითონის ელემენტების ხარისხი და გამძლეობა;
2. ლითონის მდგრადობა ჟანგვის მიმართ;
3. საცმების, გასაღებებისა და სხვა ელემენტების ზომების ფართო დიაპაზონი;
4. გადამყვანებისა და დამაგრძელებლების არსებობა;
5. დამაგნიტებული დეტალების არსებობა;
6. ერგონომიული სახელურები;
7. დარტყმა გამძლე, კომფორტული, ტრანსპორტირებადი ყუთი;
8. საკუთარ ადგილზე თითოეული ინსტრუმენტის მჭიდრო ფიქსაცია;
9. მცირე წონა და კომპაქტურობა;
10. ხელმისაწვდომი ფასი;


