ჰორიზონტალური, ვერტიკალური ან ბრუნვადი - თქვენ რომელ ელექტრო გამათბობელს ირჩევთ?

ზამთარია, სიცივეა, შემოდგომამ ხელი დაგვიქნია და ცივი დღეებისთვის სახლის გათბობა რომ არის საჭირო, არავინ შეგვედავება, ხომ ასეა? ერთ-ერთი მარტივი და ხელმისაწვდომი საშუალება კი ელექტრო გამათბობლები გახლავთ და ალბათ, არც ეს საკითხი იქნება საკამათო. ჰოდა, რაკი ამდენ რამეზე შევთანხმდით, დეტალებს უფრო თამამად ჩავუღრმავდებით და ელექტრო გამათბობლის შესაძლებლობებზე მოგახსენებთ.

ყველაზე პოპულარული ელექტრო გამათბობლები

  • ინვერტორული კონდიციონერი;
  • ზეთის რადიატორი;
  • კონვექტორი;
  • ინფრაწითელი გამათბობელი;
  • კერამიკული პანელი;

განვიხილოთ თითოეული ელექტრო გამათბობელი, რაც გადაწყვეტილების მიღებას ბევრად უფრო გააიოლებს.

ინვერტორული კონდიციონერი - ერთ-ერთი ყველაზე უფრო პოპულარული გამათბობელი. საქმე ის არის, რომ ინვერტორულ კონდიციონერს ორი მნიშვნელოვანი მახასიათებელი აქვს: ეკონომიურობა და მაღალი მქკ - მარგი ქმედების კოეფიციენტი. კიდევ ერთი ძალიან საინტერესო შესაძლებლობა: ზაფხულში მოწყობილობა გაგრილებისთვის გამოიყენება.

ინვერტორული გამათბობლის თბოგადამცემში, მაღალი წნევის შედეგად, ფრეონის კონდენსირდება. ტემპერატურა ბლოკში 45 გრადუსამდე მატულობს. ფრეონი მეორე, გარე ბლოკში ინაცვლებს. აქ უკვე წნევა მკვეთრად ეცემა, ფრეონი გაზისებრ მდგომარეობაში გადადის და ასე მეორდება პროცესი დაუსრულებლად. ნუ, სანამ მოწყობილობა ჩართულია და მუშაობს.

საჭირო ტემპერატურამდე მიღწევის შემდეგ, სისტემა არ ითიშება და დაბალი ბრუნებით მუშაობს, რაც ხელს უწყობს ტემპერატურის შენარჩუნებას.

ზეთის რადიატორი - კიდევ ერთი პოპულარული გამათბობელი სახლის, ოფისისა თუ აგარაკისთვის.

თბილი ჰაერი სივრცეში ბუნებრივი კონვექციის გზით ვრცელდება. გათბობის სიჩქარე და ინტენსიურობა სრულად არის დამოკიდებული რადიატორის კონსტრუქციასა და სიმძლავრეზე. ჩაშენებულ თერმოსტატს ავტომატურად  მოჰყავს მოქმედებაში მოწყობილობა, როცა ტემპერატურა ეცემა და თიშავს, როცა ოთახში საკმარისი ტემპერატურაა.

კონვექტორი - ტექნიკური პარამეტრებით ძალიან ჰგავს ზეთის რადიატორს იმ განსხვავებით, რომ შეიძლება მისი, როგორც გათბობის მთავარი სისტემის გამოყენება.

ინფრაწითელი გამათბობელი - ყველაზე ეკონომიური და ჭკვიანი მოწყობილობა. მას არ შეუძლია ერთბაშად გაათბოს მთლიანი სივრცე, რადგან ათბობს არა ჰაერს, არამედ ახლომდებარე სხეულებსა და საგნებს. ინფრაწითელი გამათბობლის სითბო მზის სხივებს ჰგავს და ლოკალური გათბობისთვის გამოიყენება. მაგალითად, ღია მოედნებზე, ფარდულებში, რესტორნების ტერასებში და ასე შემდეგ.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ინფრაწითელი გამათბობელი შენობაში ზედაპირებს ათბობს. ეს რას ნიშნავს და: არ შეუძლია ჰაერის გათბობა, მაგრამ სამაგიეროდ, სითბო ვრცელდება მიწიდან, შენობებიდან, მცენარეებიდან და სხვა საგნებიდან. გამათბობელი ელემენტია სპირალი, რომელიც მაღალ ტემპერატურამდე ხურდება. ლითონის ამრეკლავი კი სითბოს გარშემო არსებული საგნებისკენ მიმართავს.

ელექტრო გამათბობლების დამატებითი ფუნქციები

ავტომატური გამორთვა - ამ ფუნქციით აღჭურვილია ყველაზე მარტივი მოდელებიც კი: მოწყობილობა გარკვეულ ტემპერატურამდე ცხელდება, შემდეგ კი ითიშება.

თერმოსტატი - უფრო ძვირადღირებული და თანამედროვე ელექტრო გამათბობლები შენობაში ტემპერატურას აკონტროლებენ. მოწყობილობა მაშინ ირთვება, როცა ტემპერატურა ეცემა და ითიშება მაშინ, როცა ჰაერი საჭირო დონემდე გათბება. თერმოსტატის ქონა ელექტროენერგიის მოხმარებას მნიშვნელოვნად ზოგავს.

ტაიმერი - ეს ფუნქცია საშუალებას იძლევა, გამათბობელი ჩაირთოს ან გაითიშოს ადამიანისთვის სასურველ დროს. მოწყობილობის კლასიდან გამომდინარე, შესაძლებელია, ტაიმერით განისაზღვროს მუშაობის ხანგრძლივობა მაგალითად, მთელი კვირის მანძილზე.

დისტანციური მართვა - 21-ე საუკუნემ მოგვიტანა ისიც, რომ გამათბობლების ინსტრუქციაში გვხვდება ინფორმაცია ჩაშენებული Wi-Fi და Bluetooth მოდულების შესახებ. ასეთი მოწყობილობა დისტანციური ბლოკით არის აღჭურვილი და სმარტფონიდან ან კომპიუტერიდან მართვის შესაძლებლობას იძლევა. მაგალითად, შესაძლებელია გათბობის ჩართვა სახლში მისვლამდე 2 საათით ადრე.

დატენიანება - მოწყობილობის კორპუსში ჩაშენებულია ავზი სუფთა წყლისთვის. გამათბობლის მუშაობა, ხშირ შემთხვევაში, ჰაერის გამოშრობას იწვევს, დატენიანებით კი ამ უსიამოვნო მოვლენის კომპენსირება არის შესაძლებელი.

Zilan - ZLN0344 ელ. გამათბობელი კვარცის 1600w

Zilan eleqtro gamatbobeli

  • ბრენდი - ZILAN
  • პროდუქტის ტიპი - ელ. გამათბობელი
  • სიმძლავრე - 1600W
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 6423154020344
  • წონა (კგ) - 2.425
  • კვების წყარო - 220-240V
  • დამატებითი კომპლექტაცია - ჰაერის დამატენიანებელი
  • მილაკების რაოდენობა - 4
  • რეჟიმი - 3
  • ღია სივრცე - 11m²
  • დახურული სივრცე - 21m²

SCHPINDEL QH2000 - ელ. გამათბობელი კვარცის 1800w 3 Tubes

Schpindel eleqtro gamatbobeli

  • ბრენდი - SCHPINDEL
  • პროდუქტის ტიპი - ელ. გამათბობელი
  • სიმძლავრე - 1800W
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 4869005006129
  • წონა (კგ) - 2.5
  • კვების წყარო - 220-240V
  • თერმოსტატი - კი
  • მილაკების რაოდენობა - 3
  • ღია სივრცე - 13m²
  • დახურული სივრცე - 24m²

KUMTEL - MH-2300 ვერტიკალური ელ-გამათბობელი BLACK 2300W

Kumtel eleqtro gamatbobeli

  • ბრენდი - KUMTEL
  • პროდუქტის ტიპი - ელ. გამათბობელი
  • სიმძლავრე - 2300W
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 8694740512798
  • წონა (კგ) - 4.95
  • კვების წყარო - 220-240V
  • თერმოსტატი - რეგულირებადი
  • მილაკების რაოდენობა - 2
  • ღია სივრცე - 15m²
  • დახურული სივრცე - 20m²

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება