ვინც იცის, გაუკვირდება, ამ კითხვას როგორ სვამთო, მაგრამ ვინც არ იცის, იმას ვეკითხებით, ჩემო ბატონო - იცით, რა არის წყლის ტუმბო და რისთვის არის საჭირო?
თუ იცით, გადასარევი და ჩინებული - გამეორება ცოდნის დედააო, ნათქვამია, ხოლო ვინც არ იცით, ან იცით და ცოტა გეშლებათ, ახლავე ყველაფერს ნათელს მოვფენთ.
როგორი წყლის ტუმბოები არსებობს?
დასაწყისისთვის, ის ვთქვათ, როგორი შეიძლება იყოს წყლის ტუმბოები, ვინაიდან, პირველ რიგში ხომ მათთვის ვსაუბრობთ ამ მოწყობილობაზე, ვისაც ჯერ კიდევ არ აქვს სათანადო ინფორმაცია.
ჰოდა, იმას ვამბობდით, რომ წყლის პომპა და მისი ძირითადი ძირითადი კლასიფიკაცია შემდეგნაირად გამოიყურება:
- ზედაპირის ტუმბო;
- თვითამომქაჩი;
- სატუმბი სადგური;
- ჩასაძირი წყლის ტუმბო;
- ჭაბურღილის;
- სადრენაჟო;
- საკანალიზაციო;
- ცირკულარული.
რისთვის არის საჭირო წყლის ტუმბოები?
წყლის პომპა - ეს არის სისტემა, რომელიც განკუთვნილია სასმელი ან ტექნიკური წყლის, ასევე, სითხეების გადასატუმბად, ამოსატუმბად, გადასაქაჩად, ამოსაქაჩად, წყალმომარაგებით უზრუნველყოფს ქალაქსა თუ სოფელს, აგარაკს, საცხოვრებელ კორპუსებს, ქარხნებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.
მოწყობილობას არაერთი უპირატესობა აქვს, მათ შორის:
- ყველაფერი თავმოყრილია ერთ კორპუსში;
- უნივერსალურია. წყლის პომპა არის მოწყობილობა, რომლის დახმარებითაც წყლის ამოქაჩვა შეიძლება ჭაბურღილიდან, ჭიდან, აუზიდან და სხვა რეზერვუარიდან, რომელიც ნაკვეთზე, ან მის სიახლოვეს მდებარეობს;
- სწრაფი მონტაჟი. პრინციპში, საკმარისია, აგრეგატი ელექტროქსელს მიუერთოთ, ჰიდროაკუმულატორი ჰაერით გაავსოთ და შლანგი სითხეში ჩაუშვათ. რთული სამონტაჟო სამუშაოები საჭირო არ არის;
- ავტომატიზაცია. წყლის ტუმბოები ირთვება და ითიშება ავტომატურად, რაც ჰიდროავზში არსებულ წნევაზეა დამოკიდებული. ყველაფერი, რაც მომხმარებელზეა დამოკიდებული, დანადგარი პერიოდულად უნდა შეამოწმოს.
აგრეგატის მნიშვნელოვანი უპირატესობა წყლის თანაბარი მიწოდებაა. ჰიდროაკუმულატორში ყოველთვის არის სითხის გარკვეული მარაგი, რომელიც მომენტალურად ივსება ხარჯვის შესაბამისად.
მოწყობილობის თავისებურებები
წყლის ტუმბო კერძო სახლისთვის თავის თავში შემდეგ კომპონენტებს აერთიანებს:
- ელექტროტუმბო. ზედაპირული აგრეგატი, რომელიც სისტემაში წნევას წარმოქმნის. როგორც წესი, ჰიდროაკუმულატორის კორპუსის ზედა მხარეს მონტაჟდება;
- წნევის რელე. შედის მართვის კვანძში, ტუმბოს ავტომატურ რეჟიმში რთავს და თიშავს, როცა წნევა ეცემა ან იზრდება კონკრეტულ ნიშნულამდე;
- მანომეტრი. აჩვენებს მაგისტრალური სადგურის შიგნით არსებულ წნევას. საშუალებას იძლევა, ვიზუალურად მოხდეს აღჭურვილობის მუშაობის კონტროლი და დროულად მოხდეს გაუმართაობის აღმოფხვრა;
- ჰიდროაკუმულატორი. ინახავს წყლის გარკვეულ რაოდენობას. ამასთან, უზრუნველყოფს ავტონომიურ მარაგს, აკონტროლებს სისტემაში სითხის ნაკად;
- არმატურა და შლანგები. გამოიყენება ზედაპირული ტუმბოს მიერთებას სხვა კომპონენტებთან, მათ შორის, ჰიდროაკუმულატორსა და რეზერვუართან;
- ხვრელები. წყლის ტუმბოს სტანდარტულ მოწყობილობას აქვს შემავალი და გამავალი ხვრელები წყლის მიღება/გაცემისთვის.
მუშაობის პრინციპი
რაკი მოწყობილობის თავისებურებებში ასე თუ ისე გავერკვიეთ, ახლა ვნახოთ, როგორ მუშაობს წყლის პომპა. მისი მუშაობა ორ ეტაპად ხორციელდება.
პირველი ეტაპი - ჰიდროაკუმულატორის გავსება. ავტომატიკა ელექტროტუმბოს რთავს, წყალი რეზერვუარიდან მილში ინაცვლებს, შემავალ ხვრელში ხვდება და ავზს ავსებს. როგორც კი საჭირო წნევას მიაღწევს, ტუმბო ითიშება.
მეორე ეტაპი - მოხმარება. მაგალითად, სახლში იხსნება ონკანი, რომელშიც წყალი ტუმბოს დახმარებით ხვდება. ამ დროს ჰიდროაკუმულატორში წნევა ეცემა, მოქმედებაში მოდის ავტომატიკა. ტუმბო ირთვება და რეზერვუარში წყალი კვლავ ივსება. აქ ციკლი სრულდება და მუდმივად მეორდება, სანამ წყლის ტუმბოს ექსპლუატაცია გრძელდება.
როდის უნდა დამონტაჟდეს?
აგარაკზე (ბინაში, საწარმოში) წყლის პომპის მონტაჟი რაციონალური შემდეგ სიტუაციებში იქნება:
- შენობა არ არის მიერთებული ცენტრალური წყალმომარაგების სისტემაზე;
- წყალი ხშირად და დიდი რაოდენობით იხარჯება მათ შორის, რამდენიმე მომხმარებლის მიერ;
- საჭიროა სტაბილური წყალმომარაგება ჭიდან, ჭაბურღილიდან;
ნებისმიერ შემთხვევაში, წყლის ტუმბო დაგეხმარებათ, არ მოგიწიოთ წყლის საჭირო ადგილამდე ხელით მიტანა. აღჭურვილობა გამოსადეგია როგორც სეზონური, ისე მუდმივი ექსპლუატაციისთვის.
Schpindel - WDP-400 მინი ტუმბო

- ბრენდი - SCHPINDEL
- პროდუქტის ტიპი - ზედაპირის წყლის ტუმბო
- დამატებითი მახასიათებლები - თავსებადია ელექტრო დრელთან (მაქს. ბრუნვის სიჩქარე: 1800min)
- შტრიხ-კოდი - 8988864332326
- წონა (კგ) - 0.75
- წარმადობა (Max) - 400l/h
- შემსვლელი - 19mm(3/4'')
- გამომსვლელი - 19mm(3/4'')
Schpindel - წყლის ტუმბო QB60

- ბრენდი - SCHPINDEL
- პროდუქტის ტიპი - ზედაპირის წყლის ტუმბო
- სიმძლავრე - 0.37kw/0.5HP
- გარანტია - 1 წელი
- შტრიხ-კოდი - 1200091218110
- წონა (კგ) - 5.97
- კვების წყარო - 220-240V
- წარმადობა (Max) - 2.4m3/h
- სიმაღლე (Max) - 35
- შემსვლელი - 25mm(1'')
- გამომსვლელი - 25mm(1'')
- ამოტუმბვის სიღრმე (Max) - 8m
Schpindel - წყლის ტუმბო CPm-S130

- ბრენდი - SCHPINDEL
- პროდუქტის ტიპი - ზედაპირის წყლის ტუმბო
- სიმძლავრე - 0.37kw/0.5HP
- გარანტია - 1 წელი
- შტრიხ-კოდი - 1200091218141
- წონა (კგ) - 9.39
- კვების წყარო - 220-240V
- წარმადობა (Max) - 5.7m3/h
- სიმაღლე (Max) - 25
- შემსვლელი - 25mm(1'')
- გამომსვლელი - 25mm(1'')
- ამოტუმბვის სიღრმე (Max) - 8m