იცით, რა განსხვავებაა ლედ ნათურებსა და შუქდიოდურ ნათურებს შორის?

ბევრმა არ იცის და კითხულობს ხოლმე: ხომ არ იცით, რა განსხვავებაა ლედ ნათურებსა და შუქდიოდურ ნათურებს შორის?

სხვათა შორის, ძალიანაც კარგია, თუ ადამიანი კითხვას სვამს. ეს იმას ნიშნავს, რომ რაღაც აინტერესებს და რაღა თქმა უნდა, Holst.ge პასუხს არ დაუგვიანებს.

მაშ ასე, ყურადღება, სწორი პასუხი:

ლედ ნათურებსა და შუქდიოდურ ნათურებს შორის სხვაობაა... არანაირი არაფერი!..

ჭეშმარიტება ხომ დეტალებშია და აგერ, დეტალებიც: სინამდვილეში, ლედ ნათურები და შუქდიოდური ნათურები ერთი და იმავე პროდუქტის ორი სახელწოდებაა. აბრევიატურა LED იშიფრება როგორც Light Emitting Diode - შუქის (სინათლის) გამომყოფი დიოდი. ესეც თქვენი ორი სახელწოდება: ლედ ნათურები და შუქდიოდური ნათურები.

სამაგიეროდ, თავად ლედ ნათურები განსხვავდებიან ერთმანეთსგან. მაგალითად, სიმძლავრით, ფერების დიაპაზონით, გარე ფაქტორების მიმართ მდგრადობით და ასე შემდეგ.

ლედ ნათურა, სხვა სახეობის ნათურებთან შედარებით, არაერთი უპირატესობის მფლობელია: მუშაობს გაცილებით დიდხანს, არ გამოყოფს მავნე ნივთიერებებს, მუშაობს 180-დან 260 ვოლტამდე ძაბვისას, მოიხმარს ნაკლებ ელექტროენერგიას, რაც კომუნალურ გადასახადებზე ჩინებულად მოქმედებს და ასე შემდეგ.

ლედ ნათურა ყველგან გამოდგება?

ერთ კითხვას კი გავეცით პასუხი, ახლა მეორეს ჯერია:

ლედ ნათურა ყველგან გამოიყენება?

ყურადღება, სწორი პასუხი:

ლედ ნათურა გამოიყენება ყველგან, სადაც ელექტროენერგიაა შეყვანილი: სახლში, ფარეხში, ოფისში, ქუჩაში, ბაღში, ბოსტანში... ლედ ნათურაში სინათლის წყარო დიოდი გახლავთ, რომელიც ციცქნა კრისტალებისგან შედგება. სხვა სახეობის ნათურებში კი სინათლეს გამოყოფს გავარვარებული სპირალი, გაზი ან - ვერცხლისწყალი.

რომელი ვიყიდოთ: „ილიჩის ლამპოჩკა“, „სპირალი“, ჰალოგენური თუ შუქდიოდური ნათურა?

აჰა, მესამე და სამართალი! ამ კითხვასაც ვუპასუხოთ და ამჯერად დავასრულოთ.

ჯერ ერთი, „ილიჩის ლამპოჩკა“ სინამდვილეში სულაც არ არის იმ ვაჟბატონის და ტომას ედისონის დაპატენტებული გამოგონებაა! ჰო, პასუხს რაც შეეხება, აგერ:

  • ილიჩის, ანუ იგივე ვარვარის ნათურა - განათების ყველაზე იაფფასიანი საშუალება. მიუხედავად იმისა, რომ ხარისხით ნამდვილად მისაღებია, მინუსი მაინც აქვს - ზედმეტად „ცხელია“: ბევრ სითბოს გამოყოფს და ძალიან სწრაფად ცხელდება. სწორედ ეს არის მიზეზი, რომ ვარვარის ნათურა მწყობრიდან გაცილებით მალე გამოდის;
  • ჰალოგენური ნათურა - იგივე ვარვარის ნათურა, თუმცა მის შიგნით გაზი გახლავთ - ჰალოგენი. ეს ნათურა შედარებით დიდხანს ძლებს, ენერგიასაც ნაკლებს მოიხმარს, თუმცა ასევე ძალიან ცხელდება. ჰალოგენურ ნათურასთან ხელით შეხება არ შეიძლება, რადგან ცხიმიანი (და ნებისმიერი) კვალი ტემპერატურის სწრაფ მატებას იწვევს, რაც ექსპლოატაციის ვადის შემცირებაზე დამატებით გავლენას ახდენს;
  • ლუმინესცენტური ნათურა - სპირალის ფორმის ენერგომზოგავი ნათურა, რომელიც პრაქტიკულად, არ ცხელდება და დიდხანსაც ძლებს. მის შიგნით ვერცხლისწყალი და ფოსფორია, რაც იმას ნიშნავს, რომ აუცილებელია მასთან სიფრთხილით მოპყრობა. ძაბვის ცვალებადობის მიმართ „სპირალი“ ზედმეტად მგრძნობიარეა. ცოდვა გამხელილი ჯობს და ციმციმიც ახასიათებს;
  • ლედ, იგივე შუქდიოდური ნათურა - სინათლის ყველაზე თანამედროვე და საიმედო წყარო. თქვენ წარმოიდგინეთ, ლედ ნათურა 25-ჯერ მეტხანს ძლებს, ვიდრე „ილიჩის ლამპოჩკა“ და თითქმის 8-ჯერ ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარს. პრაქტიკულად არ ცხელდება და არ ციმციმებს. სინათლის ხარისხი ბუნებრივთან მაქსიმალურად მიახლოებულია. ლედ ნათურის ერთადერთ მინუსად ფასს მიიჩნევენ, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ლუმინესცენტურზე ეკონომიურია, „ილიჩზე“ რომ არაფერი ვთქვათ, ასევე, წლების მანძილზე პატიოსნად მუშაობს, ხარჯი ნამდვილად გამართლებულია.

OSRAM ნათურა ვარვარა გამჭვირვალე 60W 230V E27

Osram natura

  • ბრენდი - OSRAM
  • ნათურის ტიპი - სტანდარტული
  • ვოლტი - 220-240V
  • სიხშირე - 50-60Hz
  • ვაზნის ტიპი - E27
  • ფერის ტემპერატურა - 2700K
  • სამუშაო რესურსი - 1000 hrs
  • გარანტია - 1 წელი
  • ენერგოეფექტურობის კლასი - E
  • შტრიხკოდი - 4008321665850
  • წონა (კგ) - 0.3
  • სიმძლავრე (W) - 60
  • პროდუქტის ტიპი - სტანდარტული

LEDEX LED39-8925 ნათურა სტანდარტული 9W E27 6500K CLASSIC

Ledex LED natura

  • ბრენდი - LEDEX
  • ნათურის ტიპი - სტანდარტული
  • ვოლტი - 220-240V
  • სიხშირე - 50-60Hz
  • ვაზნის ტიპი - E27
  • ფერის ტემპერატურა - 6500K
  • განათების სიმძლავრე - 750 lm
  • სიმძლავრის კონვერტაცია - 9W=75W
  • სამუშაო რესურსი - 15000 hrs
  • გარანტია - 1 წელი
  • ენერგოეფექტურობის კლასი - A++
  • შტრიხკოდი  - 4869007778925
  • წონა (კგ) - 0.05
  • სიმძლავრე (W) - 9
  • პროდუქტის ტიპი - სტანდარტული

LINUS Lin7-7754 LED ნათურა სტანდარტული 5W E27 6500K

Linus LED natura

  • ბრენდი - LINUS
  • ნათურის ტიპი - სტანდარტული
  • ვოლტი - 220-240V
  • სიხშირე - 50-60Hz
  • ვაზნის ტიპი - E27
  • ფერის ტემპერატურა - 6500K
  • განათების სიმძლავრე - 400 lm
  • სიმძლავრის კონვერტაცია - 5W=40W
  • სამუშაო რესურსი - 15000 hrs
  • გარანტია - 1 წელი
  • ენერგოეფექტურობის კლასი - A++
  • შტრიხკოდი  - 4869002007754
  • წონა (კგ) - 0.1
  • სიმძლავრე (W) - 5
  • პროდუქტის ტიპი - სტანდარტული

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება