იცით, რა კავშირია ბარგალკასა და ფორტუნას შორის?

ზედმეტად რომ არ გაისარჯოთ, დასაწყისშივე გეტყვით, კუთხსახეხი, რომელიც კიდევ არაერთი სახელით არის ცნობილი და ამაზე Holst.ge-ზეც ბევრჯერ გვისაუბრია, ასევე მოიხსენიება, როგორც ფორტუნა.

საქმე ის გახლავთ, რომ როგორც ვიცით, კუთხსახეხი ბულგარული წარმოშობის არის და კიდევ ერთი სახელი - ბარგარკა - სწორედ ამის გამო აქვს მიღებული. ჰოდა, ბულგარული მწარმოებლების ზოგიერთ მოდელს ფორტუნას უწოდებდნენ. საუბარია მოდელებზე, რომლებიც ბურღის პრინციპით მუშაობდნენ, ხოლო ფორმა ფრეზის ჰქონდათ. ხშირად, ასეთი ფრეზი მოქმედებაში პნევმატიკურად მოდიოდა.

ინტერნეტში იმასაც კი ნახავთ, რომ კუთხსახეხს კიდევ ერთი მეტსახელიც აქვს - „მაიმუნი“ - როცა ხელოსანი ამ ინსტრუმენტით მუშაობს, ისეთ პოზას იღებს, როგორც მაიმუნიო...

მაიმუნებსა და მაიმუნობაზე დაზუსტებით ვერაფერს გეტყვით, აი, კუთხსახეხი კი ის ინსტრუმენტი გახლავთ, რომელზეც საინტერესო და გამოსადეგ ამბებს მოგიყვებით.

რისთვის არის საჭირო კუთხსახეხი?

კუთხსახეხის დახმარებით შესაძლებელია, სასურველი ფორმისა თუ ზომის მიხედვით დაჭრათ მაგალითად, ლითონი, აგური, ბეტონი, ტროტუარის ფილა, მარმარილო, გაასუფთაოთ, გააპრიალოთ პრაქტიკულად, ნებისმიერი სირთულისა თუ დაზიანების მქონე სხვადასხვა ზედაპირი და ასე შემდეგ.

სხვათა შორის, ერთ-ერთი პლუსი ისიც გახლავთ, რომ შედუღების აპარატისგან განსხვავებით, კუთხსახეხი დამუშავებულ მასალაზე კვალს არ ტოვებს.

კუთხსახეხის კონსტრუქცია საკმაოდ მარტივია. მის მთავარ ელემენტებს განეკუთვნება:

  • ძრავა;
  • ბრუნვის მარეგულირებელი ბორბალი;
  • მოტორის ჩამრთველი ღილაკი;
  • დისკის შეცვლის ღილაკი;
  • დამცავი გარსაცმი;
  • დამცავი ავტომატი;
  • კორპუსი;
  • დამჭერი ხრახნი;
  • რედუქტორი.

კუთხსახეხი და მისი ტიპები

ბარგალკა შეიძლება იყოს: ქსელური, ანუ ხელსაწყო, რომელიც მუშაობს დენის წყაროსთან მიერთებით, ბენზინის, აკუმულატორიანი, პნევმატიკური.

მართალია, სულაც არ არის სავალდებულო, კუთხსახეხი ყველა ოჯახს ჰქონდეს, კომფორტული ხელსაწყო ნამდვილად გახლავთ და სხვადასხვა მასალის დამუშავების პროცესს მნიშვნელოვნად ამარტივებს.

სიმძლავრე მისი პროდუქტიული მუშაობის საფუძველია. სანამ შეიძენთ, კარგად დაფიქრდით, კონკრეტულად რა სახის სამუშაოებისთვის გჭირდებათ, რამდენად რთულ მისიებს დააკისრებთ და რა სიხშირით გამოიყენებთ. უკეთ გასაგები რომ იყოს, მაგალითსაც მოგიყვანთ: თუკი ბალგარკა მცირე სამუშაოებისთვის გჭირდებათ, ვთქვათ, რამე უნდა გაჭრათ ან გააპრიალოთ, საკმარისია 1000W სიმძლავრეც. აი, იმ შემთხვევაში, თუკი კუთხსახეხი თქვენი მთავარი სამუშაო ინსტრუმენტია, მუშაობთ ლითონთან ან ქვასთან, უმჯობესია, არჩევანი 1500-დან 2600-მდე სიმძლავრეზე შეაჩეროთ.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რჩევა: სქელ ლითონზე მუშაობისას, არ არის საჭირო, კუთხსახეხს დააწვეთ, რომ უფრო სწრაფად გაჭრას, უმჯობესია, ხელსაწყო მხოლოდ საკუთარი წონის ქვეშ მუშაობდეს.

რა უნდა იცოდეთ

სანამ მუშაობის დაწყებაზე ვიტყვით, იმით დავიწყებთ, რომ კუთხსახეხთან ურთიერთობა გარკვეულ უნარ-ჩვევებსა და ფიზიკურ ამტანობას მოითხოვს. ვიდრე გამოყენებამდე მიხვალთ, ინსტრუმენტი ექსპლუატაციისთვის სწორად უნდა შეამზადოთ. ერთ-ერთი საკვანძო მომენტი შესაბამისი საცმის შერჩევაა. იმისთვის, რომ არ შეცდეთ, ყურადღება შემდეგ ნიუანსებს უნდა დაუთმოთ:

  • საცმის დიამეტრი - რაც უფრო პატარა დისკის გამოყენება იგეგმება, მით მაღალი იქნება ბრუნვის სიჩქარე. ამ მიზეზით, შედარებით მცირე ზომის საცმები უფრო მაღალი სიჩქარით მუშაობენ;
  • სამუშაო მასალა განსაზღვრავს საცმის ტიპს - აბრაზიული საცმი გამოიყენება ლითონის დასამუშავებლად, ხოლო ალმასის საცმი გამოიყენება ბეტონზე მუშაობისას;
  • საცმის მარკირება - ყველა სახარჯ მასალას აქვს გარკვეული აღნიშვნები, რომლებიც მათი გამოყენების მახასიათებლებზე მეტყველებენ.

დამატებითი რჩევები

პირველ რიგში, ვიდრე კუთხსახეხით მუშაობას შეუდგებოდეთ, აუცილებლად დარწმუნდით, რომ ხელთ გაქვთ ინდივიდუალური დაცვის შესაბამისი საშუალებები. მაგალითად, აუცილებლად უნდა გქონდეთ დაცული თვალები, რომ არ დაზიანდეთ გამოსროლილი ნამსხვრევებისა თუ ნაპერწკლებისგან. ხშირად, ამისთვის სპეციალურ სათვალეს იყენებენ, თუმცა არაერთი სპეციალისტი არჩევს, დამცავი ნიღბით მთლიანი სახე დაიფაროს და არა მხოლოდ თვალები. ასევე, რეკომენდებულია სმენისა და სუნთქვის ორგანოების დაცვაც და ბუნებრივია, ხელთათმანები და შესაბამისი ფეხსაცმელებიც.

TOLSEN TOL1898-79543 ელექტრო სახეხი ხელსაწყო 115mm 760W

Tolsen bargalka

  • ბრენდი - TOLSEN
  • პროდუქტის ტიპი - კუთხლივ სახეხი ხელსაწყო
  • სიმძლავრე - 760W
  • ფორმა - გრძელ ტარიანი
  • ზომა - 115mm
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 6933528789567
  • წონა (კგ) - 2.125
  • კვების წყარო - 220-240V
  • კომპლექტაცია - დამატებით სახელური + დამცავი + ქანჩი
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-11000min

CROWN CT13497 - კუთხლივ სახეხი ხელსაწყო "ბარგალკა" 115mm 860W

Crown bargalka

  • ბრენდი - CROWN
  • პროდუქტის ტიპი - კუთხლივ სახეხი ხელსაწყო
  • სიმძლავრე - 860W
  • ფორმა - მოკლე ტარიანი
  • ზომა - 115mm
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 7640177420411
  • წონა (კგ) - 1.95
  • კვების წყარო - 220-240V
  • კომპლექტაცია - დამატებით სახელური + დამცავი
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-11000min

STANLEY - STGS9125D-TR კუთხლივ სახეხი ხელსაწყო 125mm 900W

STANLEY bargalka

  • ბრენდი - STANLEY
  • პროდუქტის ტიპი - კუთხლივ სახეხი ხელსაწყო
  • ფორმა - მოკლე ტარიანი
  • ზომა - 125mm
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 5054905289560
  • წონა (კგ) - 1.4
  • კვების წყარო - 220-240V
  • კომპლექტაცია - დამატებით სახელური + დამცავი + ქანჩი
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-11000min

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება