უცნაური კითხვა კი არის, მაგრამ თუ იცით, რა კავშირია ზღვას, მზეს, გარუჯვასა და დრელს შორის? კარგად დაფიქრდით, არ აჩქარდეთ, ამ სიცხეში აჩქარება და ზედმეტი სითხის დაკარგვა არ ეგების...
კარგით, არ გაწვალებთ და გეტყვით პასუხს: რა კავშირია ზღვას, მზეს, გარუჯვასა და დრელს შორის და... არავითარი!..
სამაგიეროდ, ბევრი საქმის კეთებასთან არის დრელი ძალიან მჭიდრო კავშირში და ამაში კი ალბათ, აუცილებლად დაგვეთანხმებით.
დრელები - საყოფაცხოვრებო და პროფესიონალური
მოდით, შევთანხმდეთ, რომ არსებობს როგორც საყოფაცხოვრებო, ისე პროფესიონალური დრელები. პირველის შემთხვევაში, ხელსაწყო არ არის განსაზღვრული ხანგრძლივ მუშაობასა და ძალიან დიდ დატვირთვაზე, ბევრსაათიან უწყვეტ ექსპლუატაციაზე. როგორც წესი, სახლისთვის შექმნილი ინსტრუმენტის შემთხვევაში, მწარმოებლები მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობენ დიზაინსა და ერგონომიკას, პირველ ადგილზე აყენებენ კომფორტს მოხმარების დროს და არა მაღალ რესურსს. რაღა თქმა უნდა, ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ საყოფაცხოვრებო ბურღი მასზე დაკისრებულ მოვალეობებს ვერ უმკლავდება.
ექსპლუატაციისა და შენახვის წესები
იმისთვის, რომ დრელი დიდხანს და ერთგულად გემსახუროთ მრავალი წლის მანძილზე, აუცილებელია მისი მოხმარებისა და შენახვის ყველა წესის გულმოდგინედ დაცვა.
სამუშაოების დაწყებამდე უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი:
- დარწმუნდით, რომ ელექტროქსელი ზედმეტად დატვირთული არ არის;
- მაქსიმალურად საიმედოდ უნდა შემოწმდეს და დაფიქსირდეს ყველა მოძრავი დეტალი;
- გულდასმით უნდა შემოწმდეს, რამდენად მყარად არის დამაგრებული ვაზნა.
უშუალოდ მუშაობისას ყურადღება უნდა მიექცეს შემდეგს:
- ნებისმიერ პირობებში, აუცილებელია ინსტრუმენტი ორივე ხელით გეჭიროთ. საკმაოდ ხშირია, როცა ცდილობენ, დრელს ერთი ხელით გაუმკლავდნენ, რაც უდიდესი შეცდომაა და ამასთან ერთად, ძალიან სახიფათო;
- არ უნდა დააწვეთ დრელით საგანს მისი შეკავების მიზნით;
- კატეგორიულად არის აკრძალული რევერსის გადამრთველის გამოყენება მაშინ, როცა ძრავა ჩართულია და მუშაობს;
- აკრძალულია ინსტრუმენტისთვის ხელის გაშვება, თუკი ის ჩართულია და მუშაობს;
- ჭერთან მუშაობის შემთხვევაში, აუცილებელია დამცავი სათვალეების გამოყენება;
- მუშაობის დასრულების შემდეგ, დრელი ხელში უნდა გეჭიროთ იქამდე, სანამ ბრუნვები საბოლოოდ არ შეჩერდება;
- მუშაობის დასრულების შემდეგ, უმჯობესია, საბურღს („სვერლოს“) ხელი არ შეახოთ, მაშინაც კი თუკი ძრავა გაჩერებულია - შესაძლოა, ამან ძლიერი დამწვრობა გამოიწვიოს;
- დრელი კოლოფში ან სპეციალური ქსოვილის ტომარაში უნდა ინახებოდეს.
TOLSEN TOL1682-79501A ელექტრო დრელი 500W 13MM

- ბრენდი - TOLSEN
- პროდუქტის ტიპი - ელექტრო დრელი ჩაქუჩით
- სიმძლავრე - 500W
- გარანტია - 1 წელი
- შტრიხკოდი - 6933528788836
- წონა (კგ) - 2
- კვების წყარო - 220-240V
- ბრუნვის სიჩქარე - 0-2900min
- ვაზნის დიამეტრი - 0.8-13mm
- ფუნქციები - დარტყმა ბურღვისას/ბურღვა
- დამატებითი კომპლექტაცია - დამატებით სახელური + სიღრმის მარეგულირებელი
- დარტყმის სისრაფე - 0-46400min
- მაქს. ბურღვა (ბეტონი; ხე; მეტალი) - 13mm/25mm/13mm
BOSCH ელექტრო დრელი ჩაქუჩით 570W Percussion Drill GSB 570

- ბრენდი - BOSCH
- პროდუქტის ტიპი - ელექტრო დრელი ჩაქუჩით
- სიმძლავრე - 570W
- გარანტია - 1 წელი
- შტრიხკოდი - 06011B70R0
- წონა (კგ) - 1.7
- კვების წყარო - 220-240V
- ბრუნვის სიჩქარე - 0-3000min
- ვაზნის დიამეტრი - 1.5-13mm
- ფუნქციები - დარტყმა ბურღვისას/ბურღვა
- დამატებითი კომპლექტაცია - დამატებით სახელური + სიღრმის მარეგულირებელი
- დარტყმის სისრაფე - 0-48000min
- მაქს. ბურღვა (ბეტონი; ხე; მეტალი) - 13mm/25mm/10mm
Dewalt - DWD024-QS ელ.დრელი 701W

- ბრენდი - DEWALT
- პროდუქტის ტიპი - ელექტრო დრელი ჩაქუჩით
- სიმძლავრე - 650W
- გარანტია - 1 წელი
- შტრიხკოდი - 5035048268148
- წონა (კგ) - 2.63
- კვების წყარო - 220-240V
- ბრუნვის სიჩქარე - 0-2800min
- ვაზნის დიამეტრი - 1.5-13mm
- ფუნქციები - დარტყმა ბურღვისას/ბურღვა
- დამატებითი კომპლექტაცია - დამატებით სახელური + სიღრმის მარეგულირებელი
- დარტყმის სისრაფე - 0-47600min
- მაქს. ბურღვა (ბეტონი; ხე; მეტალი) - 16mm/25mm/13mm