იცით, რა პარამეტრები უნდა გაითვალისწინოთ ონკანის შეძენისას?

მართალია, ამბობენ, ყველაფერი მარტივი გენიალურიაო და ალბათ, ასეცაა, თუმცა, ისიც ფაქტია, რომ რაც უფრო მარტივია საქმე, მით უფრო რთულია ხოლმე გადაწყვეტილების მიღება. აი, მაგალითად, რა უნდა იყოს ონკანის შეძენაზე მარტივი, ხომ? მიდი, გადაიხადე ფული, შემდეგ დაბრუნდი სახლში, დაამონტაჟე და ეგ არის... სულაც არ არის ასე იოლად ყველაფერი, რადგან როცა ონკანი გვჭირდება, საკმაოდ ბევრი პარამეტრია გასათვალისწინებელი და ქვემოთ სწორედ ამაზე საუბარს ვაპირებთ.

პარამეტრები, რომლებიც არ უნდა დაივიწყოთ, თუ სახლში ონკანები გჭირდებათ:

1. შეისწავლეთ პროდუქტის გარეგნობა: მასალა, სახელურისა და კორპუსის ზედაპირი;

2. შეარჩიეთ ქრომირებული ნაწარმი, რომელიც დამზადებულია თითბერისგან ან უჟანგავი ფოლადისგან;

3. ყურადღება მიაქციეთ წონას. მსუბუქი ხარისხისა და საიმედოობის მანიშნებელი არ არის;

4. შეარჩიეთ ონკანი აერატორით. ბევრად უფრო ეკონომიურია და წყლის ნაკადით უკმაყოფილოც არასოდეს იქნებით;

5. უნდა იცოდეთ, ონკანები კარტრიჯით არის, თუ სხვა რამით, რადგან თუ დაზიანდა, მხოლოდ შიდა ელემენტს გამოცვლით და არა მთელ ონკანს;

6. რაც უფრო მეტი დამატებითი დეტალისგან შედგება ონკანი, მით უფრო დიდხანს შეძლებთ მის გამოყენებას. ასეთი დეტალებია, მაგალითად, კარტრიჯი, გადამყვანი, დამატებითი შლანგი, დეკორის ელემენტები და ასე შემდეგ;

7. გაითვალისწინეთ ისეთი მომენტებიც, როგორიცაა მარტივი მონტაჟი, რეჟიმების ქონა (როცა სააბაზანოს ონკანს ყიდულობთ).

იცით, როგორი ონკანები არსებობს?

დიდი ალბათობით, გეცოდინებათ, მით უმეტეს, თუ ხელოსანი ხართ, თუმცა, ისეთი ადამიანიც ბევრია, არ ეცოდინება, როგორი შეიძლება იყოს ონკანი. რა თქმა უნდა, ამ გვერდს არც ამ საკითხს ავუვლით - შემრევი ონკანები არაერთი ნიშნით კლასიფიცირდება: მონტაჟის ადგილი (სააბაზანო, სამზარეულო), გამოყენების ტიპი (აბაზანისთვის, ნიჟარისთვის, სამზარეულოსთვის, ბიდესთვის). ასევე, კლასიფიკაციისას გამოიყენება მართვის მექანიზმების განსაზღვრაც: სენსორული, მექანიკური, თერმოსტატიკური.

  • სენსორული - ეს არის შემრევი ონკანი, რომელიც მუშაობს ავტომატურ რეჟიმში. ამასთან, იმართება ან ქსელის, ან ელემენტების დახმარებით. სენსორი აღიქვამს ადამიანის ხელის მოძრაობას, აწვდის სიგნალს კონტროლერს, რომელიც თავის მხრივ, წყლის მიწოდებას უზრუნველყოფს;
  • მექანიკური - ეს არის ონკანი, რომელიც ყველაზე მეტად გავრცელებულია და ადამიანს საშუალებას აძლევს, ტემპერატურა და ნაკადი უშუალოდ წყლის გამოყენებისას დაარეგულიროს;
  • თერმოსტატიკური - ასეთი ონკანი ადამიანს აწვდის წყალს იმ ტემპერატურით, რომლის მითითება წინასწარ ხდება.

ონკანის კონსტრუქცია და ტიპები

კონკრეტულ მოდელებს შორის არსებული სხვაობის მიუხედავად, ყველა ონკანს საერთო კონსტრუქციული ელემენტები აქვს:

  • ლითონის კორპუსი ორი შემავალი მილყელით ცხელი და ცივი წყლისთვის;
  • რეგულირების ელემენტი, რომლის დახმარებითაც ხდება წყლის ჭავლისა და ტემპერატურის რეგულირება, ან მისი სრულად გადაკეტვა;

კიდევ ერთი კრიტერიუმი, რომლის მიხედვითაც ონკანები იყოფა, მათი მონტაჟის სქემაა. ამის გათვალისწინებით ხდება ონკანის მონტაჟი:

  • კედელზე - ასეთ შემთხვევაში, ონკანის გამავალი მილყელი პირდაპირ ან ექსცენტრიკის გავლით უკავშირდება ცხელი ან ცივი წყლის მილს, რაც უზრუნველყოფს მათ სტაბილურობას;
  • სანტექნიკაზე - ასეთი სქემისას, ონკანის კორპუსი მონტაჟდება წინასწარ გამზადებულ ნიჟარაზე, აბაზანაში, კარადაზე და ფიქსირდება ხრახნით;

სამზარეულოსა და აბაზანის ონკანების თავისებურებები

სანამ ონკანს შეარჩევთ, გაითვალისწინეთ, რომ რომ მისი ფუნქციები მოიცავს არა მხოლოდ ჭურჭლის, არამედ ხილის, ბოსტნეულის და სხვა საკვები პროდუქტების რეცხვას, ამდენად, ონკანის ზომაც შესაბამისი უნდა იყოს იმისათვის, რომ ნიჟარაში დიდი ზომის ჭურჭელი ან საკვები მოათავსოთ;

დღესდღეობით, დიდი პოპულარობით სარგებლობს სამზარეულოს ონკანები გამოსაწევ-შესაწევი შლანგითა და ზამბარის საკიდებით. მნიშვნელოვანია, რომ ონკანისა და ნიჟარის ზომები ერთმანეთს შეესაბამებოდეს;

სამზარეულოს ონკანი აბაზანის ონკანისგან ფორმითა და ჭავლის ზომებით განსხვავდება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სამზარეულოს ონკანის ჭავლი აუცილებლად ნიჟარის ცენტრისკენ უნდა იყოს მიმართული, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჭურჭლის რეცხვა ძალიან რთული იქნება. თუ აირჩევთ ზედმეტად მაღალ ონკანს, შხეფები შეგაწუხებთ, დაბალი ონკანი კი დიდი ქვაბების რეცხვას გაართულებს;

KETTLER-81816 KT3047SI-9 სამზარეულოს შემრევი Lucia 304

Kettler samzareulos onkani

  • ბრენდი - KETTLER
  • პროდუქტის ტიპი - სამზარეულოს შემრევი
  • შტრიხ-კოდი - 8313009281816
  • წონა (კგ) - 1.42
  • კარტრიჯი - 35mm კერამიკული კარტრიჯი
  • კორპუსი - უჟანგავი ფოლადი (SUS 304)
  • სერია - Lucia
  • მოდელი - KT3047SI-9

KETTLER-21956 KT-2740C-4 ხელსაბანის შემრევი Hildi

Kettler xelsabanis onkani

  • ბრენდი - KETTLER
  • პროდუქტის ტიპი - ხელსაბანის შემრევი
  • შტრიხ-კოდი - 8313800021956
  • წონა (კგ) - 0.92
  • კარტრიჯი - 40mm კერამიკული კარტრიჯი
  • კორპუსი - ცინკი
  • კომპლექტაცია - 2x40cm მოქნილი მილი
  • სერია - Hildi
  • მოდელი - KT-2740C-4

Kettler -23021 KT-3640C-6 აბაზანის შემრევი Azel

Kettler abazanis onkani

  • ბრენდი - KETTLER
  • პროდუქტის ტიპი - აბაზანის შემრევი
  • შტრიხ-კოდი - 8313444523021
  • წონა (კგ) - 1.03
  • კარტრიჯი - 40mm კერამიკული კარტრიჯი
  • კორპუსი - ცინკი
  • სერია - Azel
  • მოდელი - KT-3640C-6
  • გარანტია კორპუსზე - 1 წელი

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება