იცით, რამდენი რამეა ნიველირზე დამოკიდებული?

თუ თავად არ გამოგიყენებიათ, ნანახი მაინც გექნებათ, როგორი სიფრთხილითა და სიზუსტით მუშაობენ ხელოსნები ნიველირით, რომელზეც სხვათა შორის, ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული. ასე მაგალითად, რემონტის დამკვეთის კმაყოფილება, ხელოსნის პროფესიონალიზმის დემონსტრირება, ესთეტიკასა და უფრო მეტიც - უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მომენტები და გაგრძელება კიდევ დაუსრულებლად შეიძლება.

თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ ნებისმიერი ხელსაწყო უაღრესად მნიშვნელოვანია და ყველას საკუთარი დანიშნულება აქვს, თუმცა, ერთ-ერთი ყველაზე სათუთი და გამორჩეული მაინც ნიველირი გახლავთ, რაც არ უნდა მიკერძოებულად ჟღერდეს ასეთი შეფასება.

რატომ და რისთვის იმსახურებს ოპტიკური თარაზო ასეთ დითირამბებს? დასაბუთებულ პასუხს ქვემოთ იხილავთ:

რას ნიშნავს ნიველირება

ამაზე ადრეც გვისაუბრია, თუმცა, რამდენიმე სიტყვით მაინც შეგახსენებთ, რას ნიშნავს ნიველირება და მერე უშუალოდ ხელსაწყოს განხილვაზე გადავიდეთ.

ესე იგი, ნიველირება - ეს არის დედამიწის ზედაპირის წერტილების სიმაღლეთა განსაზღვრა ზოგიერთ ამორჩეულ წერტილთან ან ზღვის დონესთან შედარებით. ნიველირი (ფრანგ. niveler- „გათანაბრება“, niveau - „დონე“) - გეოდეზიური ინსტრუმენტი, რომლითაც ხდება ნიველირება, აგრეთვე, ხაზებისა და სიბრტყეების საჭირო დახრის კუთხით დაკვალვა.

რისთვის გამოიყენება ოპტიკური თარაზო

ნიველირი პროფესიონალი გეოდეზისტებისა და მშენებლების აუცილებელი ხელსაწყოა, რომლითაც ისინი გაზომვით და გამოთვლით სამუშაოებს უმაღლესი სიზუსტით ატარებენ.

ნიველირების (ნიველირის გამოყენების) მიზანი ობიექტსა თუ ტერიტორიაზე კონკრეტული წერტილების სიმაღლეების განსაზღვრა გახლავთ. ასევე, შესაძლებელია საკვლევ ზონაში რელიეფის საერთო ფორმების შესწავლა.

რომელ სფეროებში იყენებენ ოპტიკურ თარაზოს

  • პროექტირება, მაღალი სიზუსტის გეოდეზიური სტრუქტურების შექმნა;
  • კონსტრუქციის და/ან ტექნიკური აღჭურვილობის მონტაჟი;
  • დიდი ფართობის მქონე მოედნების გასწორება, ტერიტორიების დეკორირება;
  • ნებისმიერი დანიშნულების ნაგებობის დახრილობის დონის პროგნოზირება;
  • შიდა სამშენებლო სამუშაოები (ჭერის გაჭიმვა, იატაკის მონტაჟი და ასე შემდეგ).

როგორი ნიველირი არსებობს

მოწყობილობების კლასიფიკაცია, რომელსაც ნიველირებისთვის გამოიყენებენ:

  • ოპტიკური - გამოიყენება მრავალფეროვანი გეოდეზიური სამუშაოებისთვის, მშენებლობისთვის, გზის საფარის რემონტისთვის. სპეციალისტებს ეხმარება, განსაზღვრონ სხვაობა წერტილების სიმაღლეებს შორის, ასევე, მათ შორის არსებული მანძილი;
  • ელექტრო (ციფრული) - გეოდეზიური აღჭურვილობის ბევრად თანამედროვე ვერსია, რომელიც მაღალი სიზუსტის მონაცემების მიღების საშუალებას იძლევა. მასში გაერთიანებულია როგორც ოპტიკური ნიველირი, ისე ელექტრონული მეხსიერების მქონე მოწყობილობა და ჩაშენებული პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც დამოუკიდებლად ამუშავებს სხვადასხვა ტერიტორიებიდან მიღებულ ინფორმაციას;
  • ლაზერული - სპეციალისტებს საშუალებას აძლევს, განსაზღვრონ ვერტიკალური, დახრილი და ჰორიზონტალური სიბრტყეები უმაღლესი სიზუსტით.

მოწყობილობის ციფრული მოდელები მრავალი თვალსაზრისით ჰგავს ოპტიკურს, მათი მუშაობის პრინციპი და სტრუქტურა დიდწილად კორელაციაშია, მაგრამ გამოთვლები კი ავტომატურად სრულდება, ისე, რომ გამოირიცხოს ადამიანის ფაქტორი (ანუ ოპერატორის შეცდომა). ყველა მონაცემი გროვდება თავად მოწყობილობის მიერ და შემდეგ აისახება ეკრანზე.

ლაზერული მოწყობილობები მნიშვნელოვნად განსხვავდება ციფრული და ოპტიკური მოწყობილობებისგან. მათი მუშაობის პრინციპი დაკავშირებულია ლაზერის სხივთან. სხივი, რომელიც აღწევს შესასწავლი ობიექტის ზედაპირს, განსაზღვრავს იქ არსებულ გადახრებს. იმისათვის, რომ ყველა დეფექტი მკაფიოდ აღიბეჭდოს, ნიველირი სპეციალურად აღჭურვილია კაშკაშა წითელი ელფერის მქონე ლაზერული სხივებით, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შენობაში გაზომვების დროს. ღია სივრცეში მუშაობისთვის გამოიყენება მწვანე გამოსხივების მქონე მოწყობილობები. სწორედ ამ ფერს აღიქვამს უკეთ  ადამიანის თვალი და სიმძლავრის მხრივ უსწრებს სხვა ფერების სხივებს.

პოზიციური და როტაციული

თანამედროვე ლაზერული ნიველირების ორი კლასი არსებობს:

  • პოზიციური;
  • როტაციული.

პოზიციურით განისაზღვრება სტატიკური წერტილები და ხაზები პრიზმებისა და ლინზების დახმარებით, რაც ყველაზე გავრცელებული მეთოდია სახლის სამუშაოების წარმოებისას.

რაც შეეხება როტაციულს, მისი დახმარებით ხდება ერთი წერტილის ფორმირება, რომელიც ბრუნვითი მოძრაობის ხარჯზე იქცევა ისეთ რამედ, რომელიც უკვე ხაზს ჰგავს. ასეთი მოწყობილობა ყველაზე ხშირად მშენებლობის პროცესში, შენობის გარე პერიმეტრზე გამოიყენება, ვინაიდან დიაპაზონი გაცილებით შთამბეჭდავი აქვს, ვიდრე პოზიციურს. რაღა თქმა უნდა, ასეთი ნიველირი გაცილებით ძვირი ღირს და როგორც მიხვდებოდით, მსხვილ კომპანიებში დასაქმებული პროფესიონალებისთვის არის საჭირო. მით უმეტეს, მსგავსი კლასის მოწყობილობა საშუალებას იძლევა, ოპერაციები მნიშვნელოვნად სწრაფად და მარტივად შესრულდეს.

რამდენად მარტივია ნიველირით მუშაობა

საკმარისია ნიველირის საჭირო სიმაღლეზე განთავსება და ჩართვა, ეს არის და ეს. არ დაგჭირდებათ არც მეწყვილე.

საინტერესო და მნიშვნელოვანია ისიც, რომ არ არის საჭირო მოწყობილობის ხელით გასწორებაზე წვალება, რადგან იგი აღჭურვილია ავტომატური კომპენსატორით, რომელიც სამუშაო ელემენტების სტაბილიზებას დამოუკიდებლად ახდენს. ერთი კია, ასეთი თვითნიველირებისთვის საჭიროა, რომ დახრის კუთხე 4-5 გრადუსს არ აღემატებოდეს.

თითოეული ოპტიკური თარაზო ერთ-ერთ ქვეკლასს მიეკუთვნება:

  1. მაღალი სიზუსტე - (შეცდომა 1 კმ-ზე არ უნდა აღემატებოდეს 0,5 მმ);
  2. ზუსტი - (შეცდომა არ უნდა აღემატებოდეს 3 მმ-ს).
  3. ტექნიკური - (დასაშვები შეცდომა არაუმეტეს 1 სმ).

CROWN CT44043 - ოპტიკური თარაზო

Crown niveliri

  • ბრენდი - CROWN
  • პროდუქტის ტიპი - ნიველირი
  • დიაპაზონი - 60 m
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 7640177422316
  • წონა (კგ) - 1.3
  • კომპლექტაცია - ქეისი
  • სიზუსტე - ±0.3 mm
  • მონაცემები - 32X გადიდება; ობიექტივის დიამეტრი 40MM
  • შტატივის ხრახნი - 5/8''

Dewalt DW096PK-XJ ოპტიკური თარაზო

Dewalt niveliri

  • ბრენდი - DEWALT
  • პროდუქტის ტიპი - ნიველირი
  • დიაპაზონი - 100 m
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 5035048144657
  • წონა (კგ) - 9.4
  • კომპლექტაცია - ჩემოდანი + შტატივი + ამზომი
  • სიზუსტე - ±2.0 mm/m
  • მონაცემები - 26X გადიდება; ობიექტივის დიამეტრი 38mm

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება