იცით, რისი გაკეთება შეიძლება ლობზიკით? |
იცით, რისი გაკეთება შეიძლება ლობზიკით? |
ორი ვარიანტი გვაქვს - პირველი: რა თქმა უნდა, ჩინებულად იცით, რისთვის გამოიყენება ლობზიკი და მხოლოდ იმის გამო შემოიხედეთ ახლა ამ ბლოგის წასაკითხად, დარწმუნდეთ, აქეთ თუ ვიცით ამ ხელსაწყოს შესაძლებლობები და მეორე: არ იცით და გაინტერესებთ.
ორივე შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მადლობა დაინტერესებისთვის.
ვინც იცით, წაიკითხეთ ბოლომდე და კი გაგეფანტებათ ეჭვები, ხოლო ვინც არ იცით, ერთხელ რომ წაიკითხავთ, ყოველი შემთხვევისთვის, მეორედაც გადაავლეთ თვალი, გადაურბინეთ ტექსტს და ნახავთ, ყველაფერს რა იოლად აუღებთ ალღოს.
ისე, მეორე სახელიც ჩინებული აქვს და შესაძლოა, ბევრს ბავშვობაც კი მოაგონოს...
მოკლედ, საქმეს შევუდგეთ:
დიახ, თამამად შეგვიძლია, ლობზიკი სწორედ ასე მოვიხსენიოთ - მრავალფუნქციური ინსტრუმენტი - ვინც იცით, დაგვეთანხმებით, რა თქმა უნდა, ვინც არ იცით, ჯერ სად ხართ, კიდევ არაერთ საინტერესო და საჭირო რამეს გაიგებთ.
ბუნებრივია, ფიცრის დამუშავება ჩვეულებრივი ხერხითაც შეიძლება. თუმცა, შედეგი როგორი იქნება, საკითხავი აი, ეს არის!
როცა სიზუსტე და უფრო მეტიც - მასალის იდეალურად დამუშავებაა საჭირო, საქმეში ერთვება - ხერხი, ბეწვა ხერხი!..
ბეწვა ხერხი უმკლავდება არა მხოლოდ ხის მასალას, არამედ ლითონს, პლასტმასას, თაბაშირმუყაოს, კერამიკულ ფილებს, მინას, ქვას და თუ რამე გამოგვრჩა, პრინციპში, იმასაც.
თანამედროვე ბეწვა ხერხი სხვადასხვა რეჟიმით მუშაობს, რაც შემდეგი ფუნქციების შესრულების შესაძლებლობას იძლევა:
ლობზიკი ერთმანეთისგან შემდეგი შეიძლება განსხვავდებოდეს შემდეგი მახასიათებლებით:
ბეწვა ხერხის შერჩევა დამოკიდებულია იმაზე, სად იმუშავებთ, რა მასალაზე და რამდენად ხშირად.
ბეწვა ხერხი, მით უფრო რომ მართლაც ძალიან გამოსადეგი და როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მულტიფუნქციური ხელსაწყოც კია, ისიც მიუთითებს, რომ ელექტრო ინსტრუმენტების ბაზარი გაჯერებულია მრავალფეროვანი ლობზიკებით, რომლებიც განსხვავებულია გამოყენების ხასიათით, ტექნიკური მახასიათებლებით, კვების ტიპებითა თუ კონსტრუქციული თავისებურებებით. გამოყენების ხასიათის მიხედვით, ლობზიკი ამგვარად შეგვიძლია გამოვყოთ:
- საყოფაცხოვრებო ლობზიკი;
- პროფესიონალური ლობზიკი;
- სამრეწველო ლობზიკი.
კვების ტიპების მიხედვით კი ხელსაწყო ასე იყოფა:
- ქსელური;
- აკუმულატორიანი.
არსებობს ბეწვა ხერხის ორი ტიპი: სამაგიდო და ხელის, განსაკუთრებული პოპულარობით კი ეს უკანასკნელი სარგებლობს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ხელსაწყო ზედმეტად არ ღლის ხელს (წონა 1,2-3 კგ-მდე მერყეობს) და ამასთან ერთად, ძალიან ბევრი ერთმანეთისგან განსხვავებული სამუშაოს შესრულება შეუძლია.
დასასრულისკენ შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ლობზიკი უნივერსალური ინსტრუმენტია, რომელიც შეუცვლელია დამწყები ოსტატისთვისაც და პროფესიონალისთვის - მით უმეტეს. სწორი შერჩევისა და მოვლის შემთხვევაში, ის მოგცემთ საშუალებას, ზუსტად და ხარისხიანად შევასრულოთ როგორც მარტივი, ისე რთული დავალებები. ასე რომ, ჰა ბურთი და ჰა მოედანი!..