კაცმა რომ თქვას, სიტყვა ხერხი სადაც ურევია, ყველაფერი გამოსადეგია, ძალიან პრაქტიკული და საჭირო, ერთადერთი, იმ ცნობილ საშინელებათა ფილმს თუ არ ჩავთვლით, რასაკვირველია.
გაიხსენეთ, რამდენი სახეობის ხერხი არსებობს: ბეწვა ხერხი, რომელსაც ბევრჯერ მოგვიყოლია, ჯაჭვური ხერხი - მასზეც ვსაუბრობთ ხოლმე პერიოდულად, არსებობს კიდევ ლენტური ხერხი, შეხვდებით ბაღის ხერხს, დასაკეც ხერხს, ცირკულ ხერხს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ჩვენც ამჯერად სწორედ ცირკული ხერხი უნდა განვიხილოთ და თუ ჯერ კიდევ არ იცით, რისთვის არის საჭირო ეს ხელსაწყო, გვენდეთ, ყველაფერში გაგარკვევთ.
რა არის ცირკული ხერხი?
ცირკული ხერხი შეუცვლელი ინსტრუმენტია სადურგლო სახელოსნოებში და ძალიან კარგი დამხმარეა სახლში შესასრულებელი სამუშაოებისთვის.
რა უნდა იცოდეთ ამ ინსტრუმენტზე, როგორ მუშაობს, რა თავისებურებები და უპირატესობები აქვს, ყველაფერს ნელ-ნელა მივყვეთ...
ცირკული ხერხი სპეციალიზებული ხელსაწყოა, რომელიც ძირითადად, ხისა და ხის ნაწარმის დასაჭრელად არის შექმნილი. სტრუქტურულად ის შეიძლება დაიყოს შემდეგ ტიპებად:
- სტაციონარული;
- ხელის;
- მაგიდის;
ყველა შემთხვევაში, ჭრის ელემენტად გამოიყენება ლითონის დისკი გარშემო განლაგებული კბილებით.
ცირკული ხერხით შესაძლებელია ჭრა 60-70 მმ-მდე, ხოლო ზოგიერთი ხელოსანი ახერხებს, 100X100 და 150X150 ზომებსაც გაუმკლავდეს სპეციალური დამხმარე საშუალებების გამოყენებით.
ასევე, ინსტრუმენტის გამოყენებით შესაძლებელია დამუშავდეს ფანერა, ე.წ. დეესპე, ემდეეფი და რბილი ლითონებიც კი. მთავარია, თითოეულისთვის საჭირო დისკები და ჭრის სწორი ტექნიკა გამოიყენოთ.
ცირკული ხერხის სახეობები
- სტაციონარული ცირკული ხერხი დაფიქსირებულ უძრავ ზედაპირზე ან სამუშაო მაგიდაზე მონტაჟდება.მძლავრი ძრავისა და დიდი საჭრელი დისკის ხარჯზე, ინსტრუმენტი მაღალი წარმადობით გამოირჩევა. გარდა ამისა, სტაციონარული სამუშაო ზედაპირის არსებობა, საშუალებას იძლევა, ხის გრძელი მასალა საჭირო სიზუსტით დამუშავდეს.
- ხელის ცირკული ხერხი, როგორც წესი, საყოფაცხოვრებო პირობებში გამოიყენება მისი მთავარი ღირსება მცირე გაბარიტები, მასა და მობილურობაა. ინსტრუმენტი საშუალებას იძლევა, დამუშავდეს არც ისე მოზრდილი დაფა და ძელაკი და ხის სხვა ნაწარმი. მისი გამოყენებისთვის არ არის საჭირო მაგიდა და მუშაობისას საკმაოდ კომფორტულია.
- მაგიდის ცირკული ხერხის კომპაქტური ზომები ზემოთ ხსენებული დადებითი თვისებების გაერთიანების საშუალებას იძლევა. ასევე, გამოარჩევს მობილურობა და ჭრის კუთხის ზუსტად დაფიქსირების შესაძლებლობა. თუკი მინუსებზე მიდგება საქმე, ინსტრუმენტს ჭრის დისკის არც ისე დიდი რადიუსი და სიმძლავრე აქვს.
ცირკული ხერხის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები
მთავარ პარამეტრებს შორის, რომელთაც ყურადღება შეძენისას უნდა დაუთმოთ, განსაკუთრებით ხაზგასასმელია:
- ელექტრომოტორის სიმძლავრე. ეს მაჩვენებელი პირდაპირ ახდენს გავლენას წარმადობაზე. საყოფაცხოვრებო პირობებისთვის გამოსადეგია ინსტრუმენტი, რომლის სიმძლავრე 1,5-დან 2 კვტ-მდე მერყეობს;
- საჭრელი დისკის ბრუნვის სიხშირე. ამ პარამეტრზე დამოკიდებულია წარმადობა, ჭრის სიხშირე. სხვადასხვა მასალაზე მუშაობისთვის, უმჯობესია ისეთი მოდელის შერჩევა, რომელსაც დისკის ბრუნვის სიხშირის მარეგულირებელი აქვს. ამით ინსტრუმენტი გაცილებით უნივერსალური იქნება, ვინაიდან ხის ზოგიერთი მასალის დამუშავებისთვის საჭიროა დაბალი სიჩქარე, ზოგიერთისთვის, პირიქით - მაღალი;
- საჭრელი დისკის დიამეტრი და ჭრის სიღრმე. პირდაპირ კავშირშია დასამუშავებელი მასალის სისქესთან. უფრო ეფექტიანი მუშაობისთვის, უმჯობესია, ჭრის მაღალი კოეფიციენტის მქონე ხერხი შეარჩიოთ.
რას უნდა მიაქციოთ ყურადღება, თუკი ცირკული ხერხის შეძენა გადაწყვიტეთ
1. სიმძლავრე - ეს პარამეტრი გავლენას ახდენს ინსტრუმენტის ყველა მახასიათებელზე;
2. ჭრის სიღრმე - რაც უფრო მძლავრია ცირკული ხერხი, მით ღრმად შეიძლება ჭრა.
3. ბრუნების რაოდენობა - რაც უფრო მაღალია ეს მაჩვენებელი, მით უფრო მტკიცე მასალის დამუშავება არის შესაძლებელი;
4. ლითონის ჭრის ფუნქცია - ეს ფუნქცია ყველა ცირკულ ხერხს არ აქვს. ამდენად, თუკი გჭირდებათ, ინსტრუქცია ყურადღებით უნდა წაიკითხოთ;
5. რისგან არის დამზადებული კორპუსი - თანამედროვე პლასტიკის კორპუსი ნამდვილად გამძლეა, თუმცა ლითონის, რაღა თქმა უნდა, უმჯობესია.
TOLSEN TOL1637-79532 ცირკული ხერხი 1300w,185mm

- ბრენდი - TOLSEN
- პროდუქტის ტიპი - ცირკული ხერხი
- სიმძლავრე - 1300W
- ზომა - 185mm
- გარანტია - 1 წელი
- შტრიხ-კოდი - 6933528788423
- წონა (კგ) - 4.6
- კვების წყარო - 220-240V
- კომპლექტაცია - პარალელური მისაბჯენი
- ბრუნვის სიჩქარე - 5000min
- ფუნქციები - დახრის კუთხე 0° - 90°
- მუშაობის სიღრმე - 0-65mm
CROWN CT15188-ცირკული ხერხი 190mm 1500W

- ბრენდი - CROWN
- პროდუქტის ტიპი - ცირკული ხერხი
- სიმძლავრე - 1500W
- ზომა - 190mm
- გარანტია - 1 წელი
- შტრიხ-კოდი - 7640177420619
- წონა (კგ) - 4.4
- კვების წყარო - 220-240V
- კომპლექტაცია - პარალელური მისაბჯენი + საცვლელი პირი
- ბრუნვის სიჩქარე - 0-5500min
- მუშაობის სიღრმე - 45° - 66mm/ 90° - 46mm
Dewalt - DWE7485-QS ცირკული ხერხი 210mm 1850W

- ბრენდი - DEWALT
- პროდუქტის ტიპი - ცირკული ხერხი
- სიმძლავრე - 1850W
- ზომა - დისკი: 210mm; მაგიდა: 485x485mm;
- გარანტია - 1 წელი
- შტრიხ-კოდი - 5035048723371
- წონა (კგ) - 27.53
- კვების წყარო - 220-240V
- კომპლექტაცია - 24 კბილიანი საჭრელი დისკი + მტვრის მოსაშორებელი + პარალელური მისაბჯენი + ტორცის მისაბრჯენი + მისაწოლი + 2xგასაღები
- ბრუნვის სიჩქარე - 0-5800min
- ფუნქციები - დახრის კუთხე -3° - 48°
- მუშაობის სიღრმე - 45° -ზე - 45mm; 90°-ზე-65mm