იცით, როგორ შეარჩიოთ საიმედო ონკანი? |
იცით, როგორ შეარჩიოთ საიმედო ონკანი? |
რამდენი მამაკაცის და პრინციპში, არა მხოლოდ მამაკაცის ოცნება იქნება, ყველა ონკანიდან ლუდი მოდიოდეს... გაუფილტრავი... ნუ, ნებისმიერი...
ვინ იცის, იქნებ ოდესმე ეს ოცნებაც აგვიხდეს, თუმცა სანამ აქამდე მივა საქმე, სახლებში წყლის ნორმალური მიწოდება-მოხმარება უნდა უზრუნველვყოთ, რისთვისაც ქვემოთ რამდენიმე საინტერესო და საჭირო რჩევას მოგართმევთ.
დავიწყოთ იმით, რომ სანტექნიკის ბაზარზე იმდენად მრავალფეროვანია ონკანები, ერთდროულად, პრაქტიკული და მოდური ეგზემპლარის არჩევა შეგვიძლია. თუმცა, ყველამ როდის იცის, როგორ შეარჩიოს ონკანი სწორად. აბა, წარმოიდგინეთ, ვის მოეწონება ძვირადღირებული და ლამაზი ატრიბუტი, თუკი ნიჟარის გარშემო წყლის გუბეები დადგება, ან დაბანისას მთელი სამოსი წვეთებით დაუსველდება.
ის, ვინც სვამს კითხვას, როგორი ონკანი შეიძინოს, პირველ რიგში, უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგ საკითხებში:
1. დასაწყისისთვის, მოიფიქრეთ, რისთვის უნდა გამოიყენოთ ონკანი - მხოლოდ ხელ-პირის დასაბანად, თუკი ხელით რეცხვისთვისაც, რადგან სწორედ ასეთ საჭიროებებზეა დამოკიდებული, სანტექნიკის მომავალი დეტალის მახასიათებლები: მაღალი იქნება თუ დაბალი, გრძელი თუ - მოკლე...
2. სანამ ონკანს აარჩევთ, არანაკლებ მნიშვნელოვანია ნიჟარის პარამეტრების ცოდნა - ღრმა არის თუ ფართო, წვრილია თუ გრძელი. აი, მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გადაწყდეს, როგორი იქნება ონკანი.
3. მკაფიოდ ჩამოაყალიბეთ ნიჟარისა და ონკანის პარამეტრებთან დაკავშირებული მოთხოვნები და შესაბამისი არჩევანის გაკეთებაც გაცილებით მარტივი იქნება.
იმისთვის, რომ იცოდეთ, როგორ შეარჩიოთ ონკანი პირსაბანისთვის, ნიჟარის ტექნიკური მახასიათებლები უნდა გაითვალისწინოთ. კერძოდ, ნებისმიერი ტიპის ნიჟარის სტანდარტული სიმაღლე 180-220 მმ გახლავთ.
კონკრეტულ მოდელებს შორის არსებული სხვაობის მიუხედავად, ყველა ონკანს საერთო კონსტრუქციული ელემენტები აქვს:
კიდევ ერთი კრიტერიუმი, რომლის მიხედვითაც ონკანები იყოფა, მათი მონტაჟის სქემაა. ამის გათვალისწინებით ხდება ონკანის მონტაჟი:
ფართოდ არის გავრცელებული ლითონის ონკანები, თუმცა გვხვდება მოდელები, რომლებიც სხვა მსგავსი თვისებების მქონე მასალისგან მზადდება. ყველაზე პრაქტიკულად მიიჩნევა:
საბოლოო ჯამში, არჩევანი დიდწილად ბიუჯეტზეა დამოკიდებული, თუმცა ონკანი ისეთი და იმდენად საჭირო რამ არის, ერთხელ გადახდა და ხარისხიანის შეძენა ნამდვილად სჯობს. ხარისხიან ონკანს კი Holst.ge მრავლად გთავაზობთ...