იცით, როგორ შეარჩიოთ საუკეთესო ხელსაწყოების ნაკრები, როცა შეარჩევთ, რაში გამოიყენოთ, როცა გამოიყენებთ, როგორ მოუაროთ?

ხან არჩევანისა და არადანის განსაზღვრაზე წაკინკლავება, ხან უცნაური გათვლები, „ჟილკობა“, „გამარჯვებულო გამოდის“ მთელი ხმით ძახილი... საოცარია ბავშვობა, ძალიან საოცარი!..

გაგახსენოთ უცნაური გათვლები?

„ათაქ თუთაქ თუთაქო, ჩონჩორიკის მუთაქო, აქო, მაქო, დიდი ცხვირი გაქო!“

ერთიც და თან ძალიან მაგარი... ესეც გაიხსენეთ და დატკბით:

„აინები, ბაინები, ჭიქები და საინები, ნემსები, მახათები, პაპიროსის ქაღალდები, ნარმა, მიტკალი, რა გინდა, მითხარი...“

კაცებზე ხომ იტყვიან ხოლმე, არ იზრდებიან და სულ ბავშვებად რჩებიანო? ჰოდა, სხვა ყველაფერთან ერთად, აშკარად ასეთი გათვლების ბრალიცაა, მერე ყველგან ათასნაირ ნემსებს, მახათებს, ქანჩებს, სახრახნისებს, ბრტყელტუჩებს, ჭანჭიკებს რომ ეძებენ.

ეძებენ და ხშირად, პოულობენ კიდეც. მაგალითად, Holst.ge-ზე, ჩემო ბატონო, თუმცა სანამ იმას გეტყვით, როგორი ხელსაწყოების ნაკრები შეგიძლიათ ჩვენთან შეიძინოთ, იმაზე მოგიყვებით, როგორ შეარჩიოთ საუკეთესო ხელსაწყოები, როცა შეარჩევთ, რაში უნდა გამოიყენოთ, როცა გამოიყენებთ, როგორ უნდა მოუაროთ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.

საუკეთესო ინსტრუმენტების ნაკრები შეიძლება იყოს:

რა ხდება რემონტის დროს: ირგვლივ ყველაფერი მიმოფანტულია, ფეხს ხან სახრახნისს ადგამთ, ხან ჩაქუჩს, კარგავთ ქანჩს, ბურღიც სადღაც დადეთ და ვეღარ პოულობთ... რატომ ხდება ასე და იმიტომ რომ ხელსაწყოები საგულდაგულოდ არ გაქვთ მოვლილი და შენახული.

ქვემოთ ვისაუბროთ, როგორ უნდა შეინარჩუნოთ სახლსა და ფარეხში წესრიგი და როგორი ხელსაწყოების ნაკრები გამოდგება ყველაზე უკეთ საამისოდ.

რითი განსხვავდებიან

  • სპეციალიზაცია - განსაზღვრეთ, რისთვის გჭირდებათ ინსტრუმენტების ნაკრები: მცირე მასშტაბების რემონტისთვის, ხეზე მუშაობისთვის, ლითონის დასამუშავებლად, თუ ფარეხში რომ ჩაიკეტოთ და საყვარელი მანქანა თქვენს ჭკუაზე გადააკეთოთ? სწორედ ამ საკითხებზე დაფიქრება დაგეხმარებათ, სწორედ ის ხელსაწყოები შეიძინოთ, რომლებიც ნამდვილად გჭირდებათ.
  • ნივთების რაოდენობა - ინსტრუმენტების ნაკრები შეიძლება შედგებოდეს 2-3 ან 200 და მეტი ელემენტისგან. თუკი ბავშვთან ერთად ჩიტების სახლის აშენებას აპირებთ, დიდი ალბათობით, უარს იტყვით ისეთი ნაკრების შეძენაზე, რომელიც 200 დეტალისგან შედგება, ავტოსერვისისთვის კი არასოდეს შეიძენთ 5-6 დეტალიან კომპლექტს.
  • შევსება - ნაკრებში შეიძლება შედიოდეს ინსტრუმენტების რამდენიმე სახეობა, ასევე, ერთი ტიპის აღჭურვილობა, თუმცა ყველა სხვადასხვა ზომის, ან ერთიცა და მეორეც. პირველი ვარიანტი უფრო მეტად გამოსადეგია სახლისთვის, მაგალითად, ბრტყელტუჩა + გასაშლელი ქანჩის გასაღები + „რულეტკა“. მეორე - ხრახნებთან ან ჭანჭიკებთან ან უბრალოდ, მანქანასთან მუშაობისთვის. მესამე - ავტოსერვისებისთვის და სპეციალიზებული სახელოსნოებისთვის.
  • შეფუთვა - ჩვეულებრივი ნაკრები, როგორც წესი, ბლისტერშია გადაფუთული, უკეთესი კომპლექტი კი ჩემოდნებსა და ლოჟემენტებში თავსდება.

ახლა ის განვიხილოთ, როგორ უნდა შეარჩიოთ ინსტრუმენტების ნაკრები ისე, რომ თქვენი ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.

დავიწყოთ სახლის ნაკრებით, რომელიც ორ ჯგუფად იყოფა, შემდეგ გადავიდეთ საავტომობილოზე, ბოლოს - პროფესიონალურზე.

ნაკრები ყოველი შემთხვევისთვის

ასეთი ჩემოდნები ნებისმიერ მამაკაცს უნდა ჰქონდეს, რადგან როცა საჭირო გახდება თაროს დამაგრება, კედელზე ლურსმნის დაჭედება თუ ონკანის გამოცვლა, ინსტრუმენტების ნაკრები მთავარ მშველელად მოგვევლინება.

სახლში მოფუსფუსე ოსტატისთვის

ამ ჯგუფში შედის კომპლექტები შედარებით რთული ამოცანების შესასრულებლად: შტეფსელის რემონტისთვის, სადენის გაყვანისთვის, ღობის აგებისთვის. აქვე ერთიანდება ხელსაწყოები ადამიანებისთვის, ვისთვისაც ხელით მუშაობა ჰობია. ასეთ შემთხვევაში, შესაძლებელი ხდება სკამის გამაგრება ან უკეთესი - ახლის შექმნა, ჩიტის სახლის აშენება და ავეჯის გარემონტებაც კი.

საავტომობილო ნაკრები 

დიდი ალბათობით, თქვენი მანქანის საბარგულში მოიძიება სახრახნისი, ბრტყელტუჩა, ხრახნები, ქანჩები. შესაძლებელია, მთელი ეს ჯართის გროვა ატაროთ, ვისი რა საქმეა, მაგრამ ბევრად მარტივი ხომ ინსტრუმენტების ნაკრების შეძენაა, რომელიც უნდა შეიცავდეს:

  • ქანჩის გასაღების ნაკრები;
  • წამოსაცმელი ქანჩი;
  • ხრახნდამჭერი;
  • გასაშლელი ქანჩის გასაღები (რაზვადნოი კლუჩი);

სასურველია, იქვე იყოს სახრახნისი და ბრტყელტუჩა, თანაც - რამდენიმე სახეობის. ასეთ ჩემოდნებს ირჩევენ ავტომოყვარულები, რომლებიც ფარეხში ავტომობილს არემონტებენ.

პროფესიონალური

ამ ჯგუფში გიგანტები შედიან - all inclusive ნაკრებები. ერთი ასეთი ყუთი შეიძლება შეიცავდეს 200 და მეტ საგანს, ამდენად, მათ იყენებენ სახელოსნოებში, სერვისცენტრებში. რაც მთვარია, ეს არის ინსტრუმენტების ყველაზე ხარისხიანი ნაკრებები: თითოეული დეტალი დიდ დატვრითვაზეა გათვლილი.

ათასგვარი ქანჩებისა და ხრახნების პარალელურად, აქ შეხვდებით ჩაქუჩს, საჭრეთელს და სხვა დეტალს - ელექტრო და პნევმოინსტრუმენტამდე.

უნივერსალური

როგორც ყველაზე ჩამოუყალიბებელი ჯგუფი, უნივერსასლურ ნაკრებებში ცოტ-ცოტას ყველაფერს გადაეყრებით: წამოსაცმელი და ჯვარედინი ქანჩები, ბრტყელტუჩა და ასე შემდეგ. მოკლედ, ყველაფერი, რასაც მწარმოებლის ფანტაცია გასწვდება.

თუკი არ იცით, რომელი ხელსაწყოები გჭირდებათ, ეს ყველაზე უნივერსალური ნაკრებია. ასეთ კომპლექტებში ცოტ-ცოტა მართლაც ყველაფერია ისეთი შემთხვევებისთვის, როცა როდის რა დაგჭირდება, არავინ რომ არ იცის.

საზეინკლო

თუკი ვერ ჩამოყალიბდით, პროფესიონალური სამუშაოებისთვის რომელი ნაკრების შეძენა ჯობს, საზეინკლო ყველაზე წარმატებული არჩევანი იქნება - ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და მრავალფეროვანი სწორედ ასეთი კომპლექტებია.

სადურგლო

ასეთ ჩემოდნებში ხის დამუშავებისთვის საჭირო უამრავი ინსტრუმენტი იმალება: ბურღები, ქლიბები, საჭრეთელები. მშვენიერი არჩევანია, თუკი თქვენი საქმიანობა დურგლობას უკავშირდება.

ელექტროსამონტაჟო

ელექტრიკოსის მუშაობის აშკარა სპეციფიკა რომ მაღალ ძაბვასთან მუდმივი შეხებაა, კი მოგეხსენებათ. ჰოდა, სწორედ აქ არის ხვაობა ჩვეულებრივსა და ელექტრო ხელსაწყოების ნაკრებებს შორის: ეს უკანასკნელი აუცილებლად აღჭურვულია იზოლირებული სახელურებით, რომლებიც გათვლილია 1000 ვოლტამდე ძაბვასთან მუშაობისთვის. უმეტესად, კომპლექტში შეხვდებით ათასგვარ სახრახნისს, მათ შორის, ინდიკატორს.

დასკვნა

თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ პრაქტიკულად, ყველა შემთხვევა განვიხილეთ: დაწყებული ყოველდღიური და იაფიანი, დამთავრებული უნივერსალური პრემიუმ ნაკრებებით.

რომელი კომპლექტი დაგჭირდებათ, რომელს შეიძენთ, ეს უკვე თქვენზეა დამოკიდებული. მთავარი ის არის, რომ Holst.ge მრავალფეროვან არჩევანს გთავაზობთ, გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღოთ.

და გახსოვდეთ, რომ ხელსაწყოების ნაკრები შესანიშნავი საჩუქარია ნებისმიერი მამაკაცისთვის.

TOLSEN TOL1688-85352 ხელსაწყოების ნაკრები 89ც

Tolsen xelsawyoebis nakrebi

  • ბრენდი - TOLSEN
  • პროდუქტის ტიპი - ხელსაწყოების ნაკრები   
  • შტრიხკოდი  - 6933528780182
  • წონა (კგ) - 4.25
  • რაოდენობა - 89 ცალიანი ნაკრები

TOLSEN TOL1638-15142 ქანჩის გასაღბის ნაკრები სათადარიგო პირებით 43ც-იანი

Tolsen qanchis gasagebis nakrebi

  • ბრენდი - TOLSEN
  • პროდუქტის ტიპი - ხელსაწყოების ნაკრები
  • ზომა - 1/4'';1/2''
  • შტრიხკოდი - 6933528718284
  • წონა (კგ) - 4.8
  • რაოდენობა - 43 ცალიანი ნაკრები

TOLSEN TOL1400-79685 ინსტრუმენტების ნაკრები 95ც-იანი

Tolsen instrumentebis nakrebi

  • ბრენდი - TOLSEN
  • პროდუქტის ტიპი - ხელსაწყოების ნაკრები
  • შტრიხკოდი  - 6933528787877
  • წონა (კგ) - 7.65
  • რაოდენობა - 95 ცალიანი ნაკრები

TOLSEN TOL1672-15145 ქანჩის გასაღბის ნაკრები სათადარიგო პირებით 94 ც

Tolsen qanchis gasagebis nabori

  • ბრენდი - TOLSEN
  • პროდუქტის ტიპი - ხელსაწყოების ნაკრები
  • ზომა - 1/4'';1/2''
  • შტრიხკოდი - 6933528718291
  • წონა (კგ) - 6.5
  • რაოდენობა - 94 ცალიანი ნაკრები

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება