ის ცნობილი ვიდეო თუ გახსოვთ, ბავშვი რომ ამბობს: „რაც „უმფრო“ კარგს გააკეთებენ, ყველაფერი მოსაწონი იქნებაო?“ ჰოდა, რაც „უმფრო“ კარგ და გამოსადეგ ხელსაწყოს გამოიგონებენ, მოსაწონია, ბუნებრივია და მერე როგორი მოსაწონი!
ერთ-ერთი ასეთი მოსაწონი ხელსაწყო ნიველირი გახლავთ, რომელიც ერთი, რომ უაღრესად პრაქტიკულია და მეორე - გავრცელებული მოსაზრების საწინააღმდეგოდ, მისი გამოყენება, სინამდვილეში, გაცილებით მარტივია.
დავიწყოთ იმაზე საუბრით, რა არის ეს ჩვენი „მოსაწონი ხელსაწყო“ - ნიველირი.
ნიველირი - ეს არის გეოდეზიური ოპტიკური ხელსაწყო, რომლითაც წარმოებს ტერიტორიის ნიველირება (ვერტიკალური გეგმარება), აგრეთვე, ხაზებისა და სიბრტყეების საჭირო დახრის კუთხით დაკვალვა. შეუცვლელი ხელსაწყოა მშენებლობაში.
არსებობს ოპტიკური და ლაზერული.
ოპტიკური თარაზო აღჭურვილია გამადიდებელი ლინზებიანი ობიექტივით და გრადუსებად დაყოფილი მბრუნავი ლიმბით. მას ძირითადად იყენებენ გაშლილი ადგილების ნიველირებისთვის. ეს ხელსაწყო შეიძლება იყოს ზუსტი (ტექნიკური) ან მაღალი სიზუსტის. ზუსტი (ტექნიკური) ოპტიკური ნიველირის დასამზერი ჭოგრიტი წარმოადგენს მილს პირდაპირი გამოსახულებით, ხოლო მაღალი სიზუსტის – პირდაპირი და შებრუნებული გამოსახულებით, რაც საშუალებას იძლევა, ვაწარმოოთ ანათვალების აღება დიდი სიზუსტით.
ლაზერულ ნიველირს აქვს მოწყობილობა, რომლის მეშვეობით ხდება ლაზერის სხივის დაპროექტება სიბრტყეზე, რაც საშუალებას იძლევა, ზომები დავიტანოთ კედლებზე, ჭერზე, იატაკზე როგორც შენობის შიგნით, ისე - მის გარეთ. აქვს სხივების ორი ან მეტი მიმართულება (შვეული და ჰორიზონტალური – აუცილებლად).
ძირითადი სფეროები, სადაც ნიველირება გამოიყენება:
- პროექტირება, მაღალი სიზუსტის გეოდეზიური სტრუქტურების შექმნა;
- კონსტრუქციის და/ან ტექნიკური აღჭურვილობის მონტაჟი;
- დიდი ფართობის მქონე მოედნების გასწორება, ტერიტორიების დეკორირება;
- ნებისმიერი დანიშნულების ნაგებობის დახრილობის დონის პროგნოზირება;
- შიდა სამშენებლო სამუშაოები (ჭერის გაჭიმვა, იატაკის მონტაჟი და ასე შემდეგ).
ოპტიკური თარაზო უამრავ შემთხვევაშია გამოსადეგი: მილების მონტაჟისთვის, დაკიდებული ჭერისთვის, ტიხრებისთვის, კარების ჩარჩოებისთვის, ფანჯრებისთვის, იატაკის დასხმისთვის, ფილების დაგებისთვის, ავეჯის განლაგებისთვის, კიბეების მშენებლობისთვის. მოკლედ, გაგრძელება, პრაქტიკულად, დაუსრულებლად შეიძლება, თუმცა ზოგადი სურათის შესაქმნელად ნამდვილად საკმარისია.
რატომ არის ნიველირი მარტივი და როგორ მუშაობს?
ოპტიკური თარაზო ერთ-ერთი ყველაზე მარტივი საზომი ხელსაწყოა როგორც კონსტრუქციის, ისე ექსპლუატაციის მხრივ. სახელწოდებიდან გამომდინარე, ნიველირებისთვის გამოიყენება, ხოლო კონსტრუქციის ძირითადი ელემენტი ოპტიკური ბლოკი გახლავთ, რომელიც შედგება ლინზისგან, ობიექტივისგან, ფოკუსირების მილისა და ოკულარისგან.
რაზეა დამოკიდებული ნიველირის სიზუსტე და ხარისხი
კიდევ ერთი მცდარი მოსაზრების საწინააღმდეგოდ, ნიველირის საკვანძო პარამეტრი არა მხოლოდ ფოკუსირების მილია, არამედ ხარისხზე უდიდეს გავლენას ობიექტივის დიამეტრიც ახდენს.
- ობიექტივის დიამეტრი - ნიველირის უმნიშვნელოვანესი ოპტიკური პარამეტრია. სწორედ ეს განსაზღვრავს გადიდებისა და გაფართოების დიაპაზონს, ანუ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გამოსახულების ხარისხს. რაც უფრო მაღალია ლინზის დიამეტრი, მით უკეთესია ვიზუალური გამოსახულება ოკულარში და შესაბამისად, შედეგიც გაცილებით ზუსტია.
- ფოკუსირების მილი - დამოკიდებულია ობიექტივისა და ლინზის დიამეტრზე. გადიდება, როგორც წესი, 20-დან 32-მდე მერყეობს. რაც უფრო მაღალია გადიდების მაჩვენებელი, მით უკეთესია ხილვადობა.
სამშენებლო სამუშაოებისთვის, ჩვეულებრივ, საკმარისია ინსტრუმენტი გამადიდებელი მაჩვენებლით 20, 22 და 24. უფრო მაღალი მაჩვენებელი უკვე გეოდეზიური სამუშაოებისთვის გამოიყენება.
- ობიექტივის სიკაშკაშე - დამოკიდებულია ოპტიკური სისტემის კონსტრუქციასა და მასში გამოყენებულ კომპონენტებზე. რაღა თქმა უნდა, რაც უფრო მაღალია ობიექტივის სიკაშკაშე, შესაძლებელი ხდება, მუშაობა რთულ პირობებშიც წარმატებით ვაწარმოოთ.
რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ოპტიკური თარაზოს შეძენისას
- ფოკუსური მანძილი - ის გვაწვდის ინფორმაციას იმის შესახებ, რამდენად ახლოს ხედავთ ობიექტს გამოსახულების დაბინდვის გარეშე. ფოკუსური მანძილი პირდაპირ გავლენას ახდენს ხედვის კუთხეზე და რაც უფრო მცირეა ფოკუსური მანძილი, მით უფრო დიდ ხედვის კუთხეს დაფარავს. ნიველირების მოწყობილობების ყველაზე მცირე ფოკუსური მანძილი 20 სანტიმეტრია, ყველაზე მეტი - 1 მეტრი. საყოფაცხოვრებო სამუშაოებისას ეს მაჩვენებელი არც იმდენად მნიშვნელოვანია, რაც იმას ნიშნავს, რომ მისთვის ზედმეტი ყურადღების დათმობა არ ღირს. თუმცა, მასშტაბური სამშენებლო სამუშაოების შემთხვევაში, ამის უგულებელყოფა კატეგორიულად არ შეიძლება.
- მოახლოება - მოახლოების ფუნქციაც ნიველირის შერჩევისას მნიშვნელოვანი ფაქტორი გახლავთ. არსებობს უამრავი კარგი ხარისხის ხელსაწყო კარგი ფუნქციონალით, თუმცა ობიექტის მოახლოებისა და ფოკუსირების პროცედურა ძალიან დიდ სიზუსტეს მოითხოვს, რასაც საკმაოდ დიდი დრო მიაქვს. ოპტიკური თარაზოს ზოგიერთი მოდელი ამ დავალებას რამდენიმე წამში ასრულებს, თქვენ წარმოიდგინეთ, ისეც კი, რომ შესაძლოა, ლინზაში გახედვაც არ მოგიხდეთ. ამდენად, უმჯობესია, შეძენის წინ დააზუსტოთ, აქვს თუ არა ასეთი ფუნქცია ხელსაწყოს.
CROWN CT44043 - ოპტიკური თარაზო

- ბრენდი - CROWN
- პროდუქტის ტიპი - ნიველირი
- დიაპაზონი - 60 m
- გარანტია - 1 წელი
- შტრიხ-კოდი - 7640177422316
- წონა (კგ) - 1.3
- კომპლექტაცია - ქეისი
- სიზუსტე - ±0.3 mm
- მონაცემები - 32Xგადიდება; ობიექტივის დიამეტრი 40MM
- შტატივის ხრახნი - 5/8''
Dewalt DW096PK-XJ ოპტიკური თარაზო

- ბრენდი - DEWALT
- პროდუქტის ტიპი - ნიველირი
- დიაპაზონი - 100 m
- გარანტია - 1 წელი
- შტრიხ-კოდი - 5035048144657
- წონა (კგ) - 9.4
- კომპლექტაცია - ჩემოდანი + შტატივი + ამზომი
- სიზუსტე - ±2.0 mm/m
- მონაცემები - 26Xგადიდება; ობიექტივის დიამეტრი 38mm