იცით თუ არა, რომლებია საუკეთესო ჯაჭვური ხერხები?

სამშენებლო სფეროში მომუშავე ადამიანებისთვის, ბენზო ხერხი ის ხელსაწყოა, ნებისიერ დროს რომ შეიძლება დასჭირდეთ. თუმცა, ინსტრუმენტი მხოლოდ პროფესიონალებისთვის არ არის განკუთვნილი. თუ ქალაქგარეთ ცხოვრობთ, განსაკუთრებით კარგად გამოიყენებთ. მითუმეტეს, ამ სეზონზე, როცა ზამთრის სამზადისი აქტიურ ფაზაშია. ჯაჭვური ხერხი იდეალურად ამუშვებს, ჭრის და სასურველ ზომაზე აქცევს ხის მასალას. ამიტომ, თუ გასათბობად ღუმელს იყენებთ, მაშინ თქვენთვის ორმაგად საჭირო ხელსაწყო ყოფილა.

რა უპირატესობები აქვს ჯაჭვურ ხერხს?

სრული პასუხისმგებლობით ვამბობთ, რომ ხერხი იდეალური ინსტრუმენტია და ბევრი უპირატესობა აქვს. პირველ ადგილას კარგად მუშაობის უნარი დგას. ხარისხიანი ხელსაწყო ზედმიწევნით საქმიანობს და ყველაფერს ზუსტად ისე შეასრულებს როგორც ეტყვით. აქ კი ცოტა თქვენი ოსტატობაც საჭიროა. სხვა შემთხვევაში, ინსტრუმენტი თავის საქმეს კარგად ასრულებს. კიდევ ერთი უპირატესობა კომპაქტურობაა. მიუხედავად იმისა, რომ ბენზო ხერხი საკმაოდ დიდია და თითქოს კომფორტული სულაც არ ჩანს, სინამდვილეში ასე არ არის. ხერხი სპეციალური სახელურებითაა აღჭურვილი, რაც მეტ კომფორტსა და მოხერხებულობას მატებს. ინსტრუმენტს ხელში მარტივად დაიჭერთ და კარგად გამოიყენებთ.

რომელია უკეთესი, სტანდარტული თუ ბენზო ხერხი?

გახსოვთ ძველი, სტანდარტული ტიპის ხერხი? საქმის შესასრულებლად ორი ადამიანი იყო საჭირო. დამოუკიდებლად ვერაფერს გახდებოდით, ანდაც კი, მაგრამ ეს ამბავი კარგად ნამდვილად არ დასრულდებოდა. მსგავსი უსიამოვნებები წარსულს ჩაბარდა. გადაჭრით ვიტყვით, რომ ბენზო ხერხი ბევრად სჯობს, სტანდარტულ ხერხს. ჯაჭვური ხერხის მეშვეობით, საქმეს დამოკიდებლად და ძალიან ეფექტურად შეასრულებთ. ასევე, უფრო მოკლე დროში.

რომელ მახასიათებლებს უნდა გადახედოთ ჯაჭვური ხერხის შერჩევისას?

ბენზო ხერხი საკმაოდ სპეციფიკური ხელსაწყოა და ნებისმიერი მოდელი შეიძლება თქვენს საქმეს ვერ მოერგოს. სწორედ ამიტომ, ყურადღებით უნდა შეარჩიოთ და ყველა მახასიათებელს გულისყურით გაეცნოთ. პირველ რიგში, სიმძლავრე გადაამოწმეთ. თუ ინსტრუმენტი რთული საქმისთვის გჭირდებათ, მაშინ რაც შეიძლება მძლავრი ხერხი გამოგადგებათ. სხვა შემთხვევაში, საშუალო ან დაბალი მონაცემებიც საკმარისია. ასევე, მნიშვნელოვანი მახასიათებლებია: ბრუნვის სიჩქარე, ღერძის სიგრძე, ავზის მოცულობა, მოტორი და ა.შ. საბოლოოდ, ყველა მონაცემი მნიშვნელოვანია და კარგი იქნება, თუ თითოეულს გადაავლებთ თვალს. ჩამოთლილი მახასიათებლები კი აუცილებელთა სიაში შედის. მათი გათვალისწინების გარეშე, შეძენა არ ღირს. ასე თქვენი საქმის შესაფერის ინსტრუმენტს, ბევრად უკეთ შეარჩევთ.

რატომ Holst.ge?

კომფორტის მოყვარული ხარ? მაშინ Holst.ge თქვენი ახლო მეგობარი გახდება. ჩვენს ონლაინ ჰიპერმარკეტში ყველაფერი იმისთის, რომ შოპინგი სასიამოვნო პროცესად იქცეს. მაღაზიის რიგები, საცობები და სხვა მსგავსი უსიამოვნებები წარსულს ჩაბარდა. ახლა უკვე ხელსაწყოების შეძენა სახლიდან გაუსვლელად შეგიძლიათ. საკურიერო მომსახურება მთელი საქართველოს მასშტაბით ვრცელდება. თუ თქვენი შენაძენი 50 ლარზე მეტის იქნება, მიტანა უფასოა როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში.

CROWN CT15162-ჯაჭვური ხერხი ელექტრო 1600w

Crown-ის ჯაჭვური ხერხი მაღალი სიმძლავრით, სამუშო რესურსითა და ბრუნვის სიჩქარითაა ცნობილი. ინსტრუმენტს ერთ წლიანი გარანტია მოყვება. ქარხნული წუნის შემთხვევაში, დაზღვეული იქნებით.

Crown jachvuri xerxi

  • ბრენდი - CROWN   
  • პროდუქტის ტიპი - ჯაჭვური ხერხი ელექტრო     
  • სიმძლავრე - 1600W
  • ზომა - 15''     
  • გარანტია - 1 წელი   
  • წონა (კგ) - 5.75         
  • კვების წყარო - 220-240V     
  • ბრუნვის სიჩქარე - 7200min
  • ღერძის სიგრძე - 15''

უპირატესობები:

  • მაღალი სიმძლავრე
  • მაღალი ბრუნვის სიჩქარე
  • ერთ წლიანი გარანტია
  • ღერძის სიგრძე
  • მაღალი ხარისხი

Lux-Garden ბენზოხერხი 18

Lux garden-ის ბენზო ხერხი ოდნავ განსხვავებულია. ინსტრუმენტი საწვავზე მუშაობს და საკმაოდ ტევადი ავზი აქვს. ხელსაწყოს ორ ტაქტიანი მოტორი აქვს, რაც უკეთ მუშაობის საშუალებას აძლევს. ხერხი მძლავრია, ამიტომ, თამამად შეგიძლიათ რთული საქმე მიანდოთ. ყველაფერს არაჩვეულებრივად უმკლავდება.

Lux-Garden jachvuri xerxi

  • ბრენდი - LUX GARDEN       
  • პროდუქტის ტიპი - ჯაჭვური ხერხი საწვავზე       
  • სიმძლავრე - 2200W
  • ზომა - 18''     
  • გარანტია - 1 წელი   
  • წონა (კგ) - 7.27         
  • კვების წყარო - საწვავი         
  • ძრავის მოცულობა - 50cc     
  • ავზის მოცულობა - 0.5 l       
  • ბრუნვის სიჩქარე - 3000min 
  • მოტორი - 2 ტაქტიანი           
  • ღერძის სიგრძე - 18''

უპირატესობები:

  • მაღალი სამუშაო რესურსი
  • სიმძლავრე
  • ერთ წლიანი გარანტია
  • ორ ტაქტიანი მოტორი
  • ტევადი ავზი
  • გამძლეობა

TOLSEN TOL2230-87362 ელ.ჯაჭვური ხერხი 400W 250MM ელემენტის გარეშე MP20V

Tolsen-ის ჯაჭვური ხერხი ჩამოთვლილებს შორის, ყველაზე დაბალი სიმძლავრისაა. უმჯობესი, შედარებით მარტივ საქმეზე გამოიყენოთ. ინსტრუმენტი ხელმისაწვდომი ფასით გამოირჩევა. ხელსაწყოს თან ახლავს ერთ წლიანი გარანტია. ხერხს ძლიერი ელემენტი აქვს და საკმაოდ დიდხანს მუშაობს. სხვებთან შედარებით, უფრო მსუბუქია, რაც მეტ კომპაქტურობას ანიჭებს.

Tolsen jachvuri xerxi

  • ბრენდი - TOLSEN     
  • პროდუქტის ტიპი - ჯაჭვური ხერხი ელემენტზე 
  • სიმძლავრე - 400W   
  • გარანტია - 1 წელი   
  • წონა (კგ) - 3.5
  • კვების წყარო - ელემენტზე 
  • ბრუნვის სიჩქარე - 6m/s       
  • ღერძის სიგრძე - 10″(250mm)

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • ერთ წლიანი გარანტია
  • კომპაქტურობა
  • სიმსუბუქე
  • ძლიერი ელემენტი

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება