იდეალურად შერჩეული სანათი სახლსაც კომფორტულს ხდის, სამსახურსაც და დასვენებასაც...

სინათლეს რომ ადამიანის ცხოვრებაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, დასაწყისშივე შევთანხმდეთ. ახლა, მთლად წყალს ვერ შეცვლის, მაგრამ აბა, სიბნელეში სცადეთ წყლის მოძებნა, გამოვა რამე? არაფერი! ჰოდა, ლამის მთლად წყალივით საჭირო რადგან არის კარგი განათება, ქვემოთ იმაზე ვისაუბროთ, როგორ უნდა უზრუნველვყოთ საკუთარი თავიცა და საყვარელი ადამიანებიც საჭირო განათებით.

აქვე გავაფორმოთ მეორე შეთანხმებაც: იდეალურად შერჩეული სანათი სახლაც ბევრად კომფორტულს ხდის, სამსახურსაც და დასვენებასაც. სანათის სწორად შერჩევით მიიღებთ არა მხოლოდ სასურველი დონის განათებას, არამედ შენობაში სწორ ატმოსფეროსაც შექმნით.

საბედნიეროდ, Holst.ge-ზე წარმოდგენილი სანათები იმდენად მრავალფეროვანია, სასურველს აუცილებლად შეარჩევთ. მაგალითად, Holst.ge-ზე შეგიძლიათ შეიძინოთ: შეკიდული ჭერის სანათები, კედლისა და ჭერის სანათები, არქიტექტურული სანათები, საძინებლის, სამუშაო მაგიდის სანათები და მოკლედ, რა გინდა სულო და გულო...

და სანამ გადაწყვეტილებას მიიღებთ, რაღაც-რუღაც საინტერესო დეტალებს არ მოგაკლებთ.

არსებობს სხვადასხვა დანიშნულების სანათები. როგორც წესი, ყველა მოწყობილობის კლასიფიცირება მათი განთავსების მიხედვით ხდება, ძირითადი სახეობები კი ასეთია:

  • ჭერის სანათი - ჭაღი;
  • კედლის - ბრა;
  • იატაკის - ტორშერი;
  • მაგიდის;
  • ქუჩის.

სანათების სახეობები მასალების მიხედვით

ბუნებრივია, ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, რა მასალით არის დამზადებული სანათი. გარდა იმისა, რომ ამაზეა დამოკიდებული ექსპლოატაციის ვადა, კომფორტი მოხმარებისას, მასალა გავლენას ახდენს სანათის წონაზეც და ატმოსფეროზეც კი, რაც მან კონკრეტულ შენობაში უნდა შექმნას.

სანათები შემდეგი მასალით მზადდება:

  • ლითონი;
  • მინა;
  • ბროლი;
  • ტექსტილი;
  • პლასტიკი;
  • ხე;
  • კერამიკა;
  • ტყავი;
  • ქვა.

სანათების სახეობები კონსტრუქციის მიხედვით

სანათები გამორჩეულია დიზაინის მრავალფეროვნების მიხედვითაც, მათ შორის, ყველაზე პოპულარულებია:

  • შუქდიოდური - სანათები ლედ ნათურებით ეკონომიურია, არ ხურდება და მომხმარებელს ყველაზე საოცარი დიზაინებით ახარებს;
  • პლაფონებიანი - ყველაზე ხშირად, მზადდება მინისა და ლითონისგან;
  • აბაჟურებით - როგორც წესი, იწარმოება ტექსტილითა და პლასტიკით;
  • მოძრავი - პლაფონი საშუალებას იძლევა, სინათლე საჭირო მხარეს მიმართოთ;
  • ძელი - კონსტრუქცია მოიცავს ნათურებს, რომლებიც მყარად არის დამაგრებული ძელზე (მილზე);
  • სპოტი - პატარა მბრუნავი პროჟექტორები, ხშირად დაჯგუფებული ერთ მთავარ ღერძზე.

LINUS PC Downlight 6W 6500K

Linus PC Downlight

  • ბრენდი - LINUS
  • პროდუქტის ტიპი - დეკორატიული
  • ვოლტი - 220-240V
  • სიხშირე - 50-60Hz
  • ფორმა - მრგვალი
  • ფერის ტემპერატურა - 6500K
  • განათების სიმძლავრე - 540 lm
  • ჭრის ზომა - ø70 mm
  • გაშლის კუთხე - 180°
  • სამუშაო რესურსი - 25000 hrs
  • IP დაცვა - IP20
  • გარანტია - 1 წელი
  • ენერგოეფექტურობის კლასი - A+
  • შტრიხკოდი  - 8030012992118
  • წონა (კგ) - 0.088
  • სიმძლავრე (W) - 6

LINUS LBT8-4065 LED Batten Light 40W 1200mm 6500K 230V two row

Linus LED Batten Light

  • ბრენდი - LINUS
  • პროდუქტის ტიპი - Led T8 სანათი
  • ვოლტი - 220-240V
  • სიხშირე - 50-60Hz
  • ფერის ტემპერატურა - 6500K
  • განათების სიმძლავრე - 3400 lm
  • ზომა - 1200 mm
  • სამუშაო რესურსი - 25000 hrs
  • IP დაცვა - IP 20
  • გარანტია - 1 წელი
  • ენერგოეფექტურობის კლასი - A+
  • შტრიხკოდი  - 4869002002360
  • წონა (კგ) - 0.3
  • სიმძლავრე (W) - 40

LINUS-12318 String light 15m/20s

Linus String light

  • ბრენდი - LINUS
  • პროდუქტის ტიპი - სიმებიანი განათება
  • ვოლტი - 220-240V
  • სიხშირე - 50-60Hz
  • კვეთა - 0.75mm
  • ვაზნის ტიპი - E27
  • სიგრძე - 15m
  • მასალა - PVC
  • სამუშაო რესურსი - 25000 hrs
  • IP დაცვა - 65
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხკოდი - 9802187612318
  • წონა (კგ) - 2.6
  • კომპლექტაცია - ნათურების გარეშე
  • სიმძლავრე (W) - 800
  • ვაზნების რაოდენობა - 20 ცალი
  • ვაზნებს შორის დისტანცია - 0.75m

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება