იმდენი პროფესიის ადამიანს სჭირდება შედუღების აპარატი, გვეშინია, ვინმე არ გამოგვრჩეს და ვაწყენინოთ...

თუ იცით, რას მიიღებთ, თუკი წყალში ორ ელექტროდს ჩაყოფთ? რას და მინიმუმ გემრიელ დაცაცხანებას შემდუღებლისგან და თუ ელექტროდები შედუღების აპარატზე იქნა მიერთებული, შედუღების აპარატი კი - დენის წყაროზე... უჰ, მოდით, აღარ ღირს თემის გავრცობა, რა. უმჯობესია, ის ამბები განვიხილოთ, რატომ, რისთვის და ვისთვის არის საჭირო შედუღების აპარატები.

ვის სჭირდება შედუღების აპარატი?

იმდენად უნივერსალურია, იმდენ რამეშია საჭირო შედუღების, ანუ როგორც „ახლობლები“ მოიხსენიებენ - სვარკის აპარატი, ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს და არ გვინდა, ვინმე გამოგვრჩეს და ვაწყენინოთ, თუმცა, მაინც ვცადოთ.

ესე იგი, პირველ რიგში, ის უნდა ვთქვათ, რომ შედუღების აპარატი უამრავ სფეროში გამოიყენება. ინდუსტრიაში მას იყენებენ ავტომობილების, ხომალდების, თვითმფრინავების, ტრაქტორების, დანადგარებისა და სხვა ტექნიკის წარმოებისთვის. ასევე, შედუღების აპარატი აუცილებელია, პრაქტიკულად, ნებისმიერ ავტოსახელოსნოში და რაღა თქმა უნდა, საჭიროა სახლსა თუ აგარაკზე.

მშენებლობაზე შედუღების აპარატები არმატურების, ლითონის ბადეებისა და კარკასების გადასაბმელად გამოიყენება. ფართოდ გამოიყენება სარკინიგზო სამუშაოებისთვისაც. გარდა ამისა, ძალიან მოთხოვნადია მილსადენების მონტაჟის დროსაც.

რაღა თქმა უნდა, შედუღების აპარატი საყოფაცხოვრებო პირობებშიც უაღრესად საჭირო რამ არის და გამოადგება როგორც ხელოსანს, ისე მწერალს, პედაგოგს, ექიმსა თუ სოცმუშაკს. თუკი რომელიმე პროფესია გამოგვრჩა, არ გაგვინაწყენდებით, იმედია.

საშემდუღებლო სამუშაოები და ტიპები

შედუღების აპარატის თითოეული სახეობა კონკრეტულ დავალებას ასრულებს. ამდენად, საშემდუღებლო სამუშაოები შეგვიძლია, შემდეგნაირად დავყოთ:

  • პლაზმური;
  • რკალური;
  • გაზის;
  • ლაზერული;
  • ელექტროწიდური.

1) შედუღების პირველი ტიპი, პლაზმური, პლაზმის ჭავლის ხარჯზე ხორციელდება. შედუღების ეს ტიპი გამოიყენება ყველა ლითონზე და ნებისმიერი სირთულის დავალებას უმკლავდება. ეს არის უმძლავრესი მოწყობილობა, რომელიც მაღალი სიჩქარითა და წარმადობით გამოირჩევა.

2) რკალური შედუღების პრინციპი გულისხმობს ლითონის შედუღებას ელექტროდების დახმარებით. სამუშაოების ეს ტიპი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს, ვინაიდან აგრეგატი მსუბუქი, მარტივი და მობილურია. ერთადერთი მინუსი დაბალი სიჩქარეა. ყველაზე მეტად გამოსადეგია უჟანგავი ლითონების შედუღებისთვის.

3) რაც შეეხება მესამე ტიპს, სადაც მთავარ როლს გაზი ასრულებს, მარტივი მისახვედრია, რომ საქმე გვაქვს ცეცხლთან, რომელიც გაზისა და ჟანგბადის კონტაქტის შედეგად წარმოიშობა. ცეცხლის ძალა დასამუშავებელი მასალის სისქიდან გამომდინარე განისაზღვრება: რაც უფრო სქელია, წვის სიმძლავრეც მით მეტი უნდა იყოს. ეს ტექნოლოგია გამოიყენება მაშინ, როცა დასამუშავებელია ნახშირბადოვანი, სპეციალური ფოლადი.

4) ლაზერული ტიპი - ყველაზე მძლავრი და მაღალი წარმადობის გახლავთ. მთავარი უპირატესობა ის არის, რომ დამუშავების შემდეგ მასალის ზედაპირი არ ზიანდება, კონსტრუქცია კი იდეალურ ნაკერს დიდი ხნით ინარჩუნებს. გამოსადეგია ნებისმიერი სახის ლითონზე მუშაობისთვის.

5) ელექტროწიდური შედუღება წარმოებს შესადუღებელ ზედაპირებს შორის მოთავსებული წიდით. გაცხელებული წიდა ადნობს შესადუღებელ ელემენტებს და მავთულს. გამოიყენება სქელკედლიან ნაკეთობათა ვერტიკალური შედუღების ნაკერებისთვის.

როგორ უნდა შეარჩიოთ აპარატი

შედუღების აპარატის არჩევისას აუცილებელია, ყურადღება მიაქციოთ ისეთ ტექნიკურ მახასიათებლებს, როგორიცაა:

  • დენის ძალა - რაც მაღალია ამპერი, მით სქელი მასალის დამუშავება არის შესაძლებელი;
  • ძაბვა - აუცილებელია, რომ ქსელიდან გამომავალი ძაბვა შეესაბამებოდეს მოწყობილობის სიმძლავრეს, რათა დანადგარს პრობლემები არ შეექმნას;
  • დანადგარის მუშაობის დრო - რაც მეტხანს შეძლებს აპარატი, ჩართული იყოს, მით მაღალია წარმადობა;
  • მუდმივი ან ცვლადი დენი - პირველ შემთხვევაში, შეიძლება, ნებისმიერი მასალის შედუღება, მათ შორის, ფერადი ლითონისაც კი, მეორე ვარიანტი განკუთვნილია მხოლოდ და მხოლოდ უფერო ლითონებისთვის;
  • შესადუღებელი მასალის ტიპი - თუკი ცნობილი არ არის, რასთან მოგიწევთ მუშაობა, უმჯობესია, უნივერსალური აგრეგატის შეძენაზე იფიქროთ. აქვე ისიც შეიძლება, ვთქვათ, რომ ალუმინისთვის ნახევრადავტომატი გამოდგება, ხოლო უჟანგავი ლითონებისთვის - არგონ-რკალური შედუღების აპარატი.

დანადგარის შერჩევისას არ უნდა დაივიწყოთ და უფრო მეტიც, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ შედუღების აპარატის მარკაც. იმისთვის, რომ აგრეგატი დიდხანს გემსახუროთ, აუცილებელია საიმედო და წლების მანძილზე გამოცდილი მწარმოებელი.

Schpindel შედუღების აპარატი ინვენტორული 150A

Schpindel shedugebis aparati

  • ბრენდი - SCHPINDEL
  • პროდუქტის ტიპი - შედუღების აპარატი
  • სიმძლავრე - 150A
  • IP დაცვა - IP21S
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხკოდი - 4891663632112
  • წონა (კგ) - 3.9
  • კვების წყარო - 220-240V
  • კომპლექტაცია - ელექტროდის დამჭერი კაბელი + დამიწების კაბელი + დამცავი სათვალე + რკინის ჩოთქი
  • ელექტროდის ზომა - 2.5-3.2mm
  • ტექნოლოგია - IGBT
  • ეფექტურობა - 0.8
  • იზოლირების დონე - F
  • მუშაობის ციკლი - 0.35

CROWN CT33099 - შედუღების აპარატი ინვენტორული 160A

Crown shedugebis aparati

  • ბრენდი - CROWN
  • პროდუქტის ტიპი - შედუღების აპარატი
  • სიმძლავრე - 160A
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხკოდი - 7640177421500
  • წონა (კგ) - 5.1
  • კვების წყარო - 220-240V
  • კომპლექტაცია - ელექტროდის დამჭერი კაბელი + დამიწების კაბელი + დამცავი სათვალე + რკინის ჩოთქი
  • ელექტროდის ზომა - 2.5-4.0mm
  • ტექნოლოგია - IGBT
  • ეფექტურობა - 0.83
  • იზოლირების დონე - F
  • მუშაობის ციკლი - 0.4

Schpindel შედუღების აპარატი ინვენტორული 250A

Schpindel shedugebis aparati

  • ბრენდი - SCHPINDEL
  • პროდუქტის ტიპი - შედუღების აპარატი
  • სიმძლავრე - 250A
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხკოდი - 4050030838254
  • წონა (კგ) - 8.18
  • კვების წყარო - 220-240V
  • კომპლექტაცია - ელექტროდის დამჭერი კაბელი + დამიწების კაბელი + დამცავი სათვალე + რკინის ჩოთქი
  • ელექტროდის ზომა - 1.6-5.0mm
  • ტექნოლოგია - IGBT
  • ეფექტურობა - 0.78
  • იზოლირების დონე - F
  • მუშაობის ციკლი - 0.25

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება