იმდენი რამისთვის არის საჭირო ბალახის ტრიმერი, გაგიკვირდებათ კიდეც

გაზონი თავისთავად, მაგრამ იქვეა სარეველა, ნარშავი, ლელქაში, ეკალბარდი, შამბი, კაჭაჭი და კიდევ ძალიან ბევრი რამის ჩამოთვლა შეიძლება, რისთვისაც ბალახის ტრიმერი დაგჭირდებათ.

ჰოდა, რაკი ახლა ამ ყველაფერს კითხულობთ, ფაქტია, ტრიმერის საჭიროება დაგდგომიათ და ჩვენც დიდი სიამოვნებით მოგიყვებით ყველა იმ დეტალზე, რაც მის შერჩევასა და შეძენაში დაგეხმარებათ.

პირველ რიგში, ის უნდა ვთქვათ, რომ ტრიმერი - ეს არის ერთადერთი მართებული გადაწყვეტილება ბალახის მოსათიბად ისეთ რთულად მისადგომ ადგილებში, სადაც ბორბლებიანი გაზონის საკრეჭი სათანადო შედეგს ვერ იძლევა. მაგალითად ავიღოთ, თუნდაც ბუჩქები, ხეები, ღობეებისა და გზების კიდეები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.

დასაწყისისთვის, აუცილებლად უნდა ჩამოყალიბდეთ, რა მიზნებისთვის გჭირდებათ ტრიმერი.

ბალახის ტრიმერი არაერთი უპირატესობით არის გამორჩეული, მთავარი და განსაკუთრებული კი ერთმნიშვნელოვნად, მცირე წონა და კომპაქტური ზომებია. გარდა ამისა, არც ისე ხმაურიანია და როგორც წესი, ფასიც ხელმისაწვდომი აქვს.

რა არის ტრიმერი?

მარტივად რომ ვთქვათ, ტრიმერი ცელის მოტორიზებული ვერსიაა, თუმცა, რაღა თქმა უნდა, გაცილებით პროდუქტიული და მანევრირებადი.

ტრიმერების უმეტესობის კონსტრუქცია მაქსიმალურად ერთმანეთის მსგავსია. კერძოდ, ბალახის ტრიმერს აქვს მოტორი, მილი და საჭრელი აპარატი. როგორც წესი, აუცილებლად აქვს მუშა ნაწილის დამცავი გარსაცმი. ამით ტრიმერების მსგავსება სრულდება, ყველა შემდგომი განსხვავება კვების ტიპისა და ძირითადი მახასიათებლების მიხედვით განისაზღვრება.

ტრიმერის ტიპები

ინსტრუმენტის თითოეულ ტიპს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები, ამიტომ ერთმნიშვნელოვნად იმის მტკიცება, ამტკიცებდეს, რომ ერთ-ერთი მათგანი ყველაზე გამორჩეულია, არ შეიძლება. არჩევანი კონკრეტულ ამოცანებს უნდა ეფუძნებოდეს.

ტიპების მიხედვით კი ტრიმერი ამგვარად იყოფა:

  • ელექტრო;
  • აკუმულატორიანი;
  • ბენზინის.

  • ელექტრო ტრიმერი

ასეთი ტრიმერის დიზაინი მარტივია, განსხვავება ის არის, რა ადგილასაა განლაგებული ელექტროძრავა: ზედა ან ქვედა ნაწილში; ხელსაწყო 220 ვოლტზე მუშაობს.

ელექტროქსელში მომუშავე ტრიმერის პლუსებია:

  • მსუბუქია ბენზინის მოდელთან შედარებით;
  • გაცილებით უხმაუროა, ვიდრე ბენზინის მოდელი;
  • ეკოლოგიურია და მარტივი გამოყენებისას, ვინაიდან მუშაობისთვის საწვავი არ სჭირდება.

მინუსებიდან შემდეგი მომენტების გამოყოფა შეიძლება:

  • მოქმედების შეზღუდული ფართობი: მუშაობისთვის დამაგრძელებელი სჭირდება;
  • მოთიბვა მომატებული ტენიანობის ან წვიმის შემდეგ, არც ისე უსაფრთხოა.

  • აკუმულატორიანი ტრიმერი

კვების წყაროზე ინფორმაციას უკვე სახელწოდებაც გვკარნახობს. ასეთ მოდელს ყველა ის პლუსი აქვს, რაც ელექტროს შემთხვევაში ჩამოვთვალეთ, პლუს, არ ზღუდავს ადამიანს არც დამაგრძელებლისა და არც სველ ბალახში მუშაობის გამო.

მობილური უსადენო ტრიმერი შესანიშნავი ინსტრუმენტია ძნელად მისადგომ ადგილებში სამუშაოდ, როცა საჭიროა თიბვა, მაგალითად, ბუჩქებს შორის, გაზონის კიდეების დამუშავება თუ ბალახის მოცილება სხვადასხვა საგნების გარშემო.

  • ბენზინის ტრიმერი

ბენზინის ტრიმერი გაცილებით მძლავრი და შედეგიანი ხელსაწყოა, რომელიც არსებობს როგორც პროფესიონალური, ისე - საყოფაცხოვრებო.

ბენზინის ტრიმერით მუშაობა, პრაქტიკულად, ნებისმიერ ამინდში შეიძლება ყოველგვარი შეფერხების გარეშე, ნუ, თუ ღვარცოფი და ხოშკაკალი არ დაატყდა სამყაროს. რაც აუცილებლად გასათვალისწინებელია, მისი ექსპლუატაცია და მომსახურება გარკვეული უნარ-ჩვევების ქონას ითხოვს.

დასასრულისკენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ თუკი არ გაქვთ ძალიან დიდი მიწები, ბალახის ტრიმერი უალტერნატივო გახლავთ. Holst.ge-ზე კი სასურველი და თქვენს მიზნებზე მორგებულ ამ უაღრესად საჭირო აღჭურვილობას მარტივად შეარჩევთ და შეიძენთ.

TOLSEN TOL2232-87372 ელ.ტრიმერი 200W ელემენტის გარეშე MP20V

Tolsen balaxis trimeri

  • ბრენდი - TOLSEN
  • პროდუქტის ტიპი - ტრიმერი
  • სიმძლავრე - 20V
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 6933528797197
  • წონა (კგ) - 2.45
  • კვების წყარო - ელემენტზე
  • ბრუნვის სიჩქარე - 7500 min
  • ძუა - Ø1.6mm
  • თიბვის პარამეტრები - 300mm (12”)

B&D - ST182320-QW ტრიმერი ელემენტზე 2.0Ah

Black&Decker balaxis trimeri

  • ბრენდი - BLACK&DECKER
  • პროდუქტის ტიპი - ტრიმერი
  • სიმძლავრე - 18V
  • ელემენტი - 2.0Ah
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 5035048661918
  • წონა (კგ) - 2
  • კვების წყარო - ელემენტზე
  • კომპლექტაცია - 1 ელემენტი + 1 დამტენი + საცვლელი პირი + ძუა 1.6mm*9m
  • ბრუნვის სიჩქარე - 9000 min
  • ძუა - 1.6mm

ტრიმერის ნაკრები ელემენტზე 3ც-ინი (BL) 20V

Lux-Garden balaxis trimeri

  • ბრენდი - LUX GARDEN
  • პროდუქტის ტიპი - ტრიმერი
  • სიმძლავრე - 20V
  • ელემენტი - 2.0-5.0Ah
  • ზომა - 400mm
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 915864
  • წონა (კგ) - 7.5
  • კვების წყარო - ელემენტზე
  • ბრუნვის სიჩქარე - 7500r/min; 1200spm; 4500r/m
  • ღერძის სიგრძე/დიამეტრი - 3T*255mm; 400mm laser blade
  • ძუა - Ø2.0mm x 5.3mm
  • თიბვის პარამეტრები - 300mm (12”)
  • მოტორი - უნახშირო
  • კომპლექტაცია - ელემენტი

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება