ინდუსტრიული მტვერსასრუტი - თქვენი უნივერსალური დამხმარე

ალბათ, ამ მომენტში სახლი ან უფრო დიდი ფართობი გაქვთ დასალაგებელი, მაგრამ ინდუსტრიულ მტვერსასრუტს ეძებთ, რომ პროცესი ნაკლებად დამღლელი იყოს. სიმარტივე კარგი რამ არის და ამიტომაც, მსგავსი ტიპის საქმეების სირთულით, თავს ნუ გადაიღლით. ტექნოლოგიების ეპოქაში მრავალი ალტერნატივა არსებობს. ამიტომაც, თუ თქვენზე მორგებულ მოდელს შეარჩევთ, მაშინ დალაგების პროცესი სულაც არ იქნება ისეთი მოსაწყენი, როგორიც, ერთი შეხედვით ჩანს. ამით დაზოგილ დროს და ენერგიას კი უკეთეს საქმეს დაუთმობთ. არჩევნის გამარტივების მიზნით, გთავაზობთ Crown - ის მტვერსასრუტების დახვეწილსა და ხარისხით გამორჩეულ მოდელებს.

რა უპირატესობა აქვს ინდუსტრიულ მტვერსასრუტებს ?

ინდუსტრიული მტვერსასრუტი უნივერსალაური, მარტივად მოხმარებადი და სიძლიერით მოწინავე ადგილზე მდგომი ხელსაწყოა. ჩვეულებრივი მტვერსასრუტისგან განსხვავებით, ის უპრობლემოდ უმკლავდება ნებისმიერი ტიპის ნარჩენს და სხვადასხვა მასშტაბის ტერიტორიას. შესაბამისად, მთავარი განსხვავება მის ფუნქციებშია, სიძლიერე კი მისი პრიორიტეტული  მხარეა. ინდუსტრიული მტვერსასრუტის გამოყენება შეიძლება სხვადასხვა ფაბრიკა-ქარხნებში და ყველა იმ ადგილას, რომელიც ფართო ტერიტორიას და ბევრ შრომას მოითხოვს. უფრო მოკლედ რომ ვთქვათ, მისთვის დაუძლეველი პრობლემა არ არსებობს.

CROWN CT42031-ინდუსტრიული მტვერსასრუტი 100L

Crown - ის ინდუსტრიული მტვერსასრუტი დასუფთავების პროცესს მხიარულს და ნაკლებად შრომატევადს ხდის. სიმძლავრის მაღალი მაჩვენებელი საქმეს სწრაფად და ეფექტურად აკეთებს. საკმაოდ დიდ მოცულობასთან ერთად, წარმადობაც ასეთივე აქვს. წონიდან გამომდინარე, სიმსუბუქით გამოირჩევა და ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე გადაჩოჩება დამაბრკოლებელი არ არის. პროდუქტს ერთ წლიანი გარანტია მოყვება, ქარხნული დეფექტის გამოვლენის შემთხვევაში, ამის მოგვარებაც მარტივად ხდება.

CROWN-CT42031 industriuli mtversasruti

  • ბრენდი - CROWN     
  • პროდუქტის ტიპი - ინდუსტრიული მტვერსასრუტი       
  • სიმძლავრე - 3000W
  • გარანტია - 1 წელი               
  • კვების წყარო - 220-240V     
  • მოცულობა - 100l     
  • წარმადობა - 50.0 l/s 
  • ვაკუუმი - 17 Kpa
  • წონა (კგ) - 30.7          

უპირატესობები:

  • ხარისხი
  • სიმძლავრე
  • გარანტია
  • კომფორტულობა

CROWN CT42030-ინდუსტრიული მტვერსასრუტი 80L

Crown- ის ინდუსტრიული მტვერსასრუტის მეორე მოდელს, შედარებით ნაკლები მოცულობა აქვს. ამიტომ, თუ მცირე ტერიტორიაზე მუშაობთ, მაშინ 80L -იანი ტევადობა თქვენი კომფორტისთვის საკმარისი იქნება. გაცლა ხშირად არ მოგიწევთ და საქმეს სწრაფად, ხარისხიანად, დაზოგილი ენერგიით შეასრულებთ. სიმძლავრითა და წარმადობით კი ერთნაირი ნიშნულზე დგას. მსუბუქი წონიდან გამომდინარე, მოხმარება მარტივია და გადაადგილებისას დისკომფორტს არ ქმნის.

CROWN-CT42030 industriuli mtversasruti

  • ბრენდი - CROWN   
  • პროდუქტის ტიპი - ინდუსტრიული მტვერსასრუტი       
  • სიმძლავრე - 3000W
  • გარანტია - 1 წელი               
  • კვების წყარო - 220-240V     
  • მოცულობა - 80 l       
  • წარმადობა - 50.0 l/s 
  • ვაკუუმი - 18 Kpa
  • წონა (კგ) - 29.6          

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • ხარისხი
  • გამძლეობა

CROWN CT42028-ინდუსტრიული მტვერსასრუტი 60L

დანარჩენ ორ მოდელს არც ეს ინდუსტრიული მტვერსასრუტი ჩამოუვარდება. მოქნილ და მარტივად გადასაადგილებელ თვისებასთან ერთად, ფასიც ხელმისაწვდომია. ნებისმიერ რთულ საქმეში თქვენი მარჯვენა ხელი გახდება. დახვეწილი დიზაინი და ფორმა, შენახვისას დიდ ადგილს არ იკავებს და მოქნილობიდან გამომდინარე, მილის დაკეცვაც მარტივად ხდება. ერთწლიანი გარანტიაც თან ახლავს და ყველა სხვა სიძლიერის მახასიათებელიც ფორმაშია. ტევადობაც საკმაოდ დიდი აქვს, რაც იმას გულისხმობს, რომ ყოველ წამს ნარჩენებისგან დაცლას არ საჭიროებს.

CROWN-CT42028 industriuli mtversasruti

  • ბრენდი - CROWN   
  • პროდუქტის ტიპი - ინდუსტრიული მტვერსასრუტი       
  • სიმძლავრე - 1400W
  • გარანტია - 1 წელი               
  • კვების წყარო - 220-240V     
  • მოცულობა - 60 l       
  • წარმადობა - 31.6 l/s 
  • ვაკუუმი- 16 Kpa
  • წონა (კგ) - 15.4          

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • ხარისხი
  • გამძელობა
  • მოქნილობა

CROWN CT42027-ინდუსტრიული მტვერსასრუტი 30L

შემდეგი მტვერსასრუტი, დანარჩენების მსგავსად, სრულყოფილად დაგილაგებთ დიდ ტერიტორიასაც კი. ამისთვის ყველა მონაცემს აკმაყოფილებს. წონაც მსუბუქი აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ მარტივად გადაადგილდება. თუ სხვა სართულზე ატანა დაგჭირდებათ, მაგასაც ადვიალდ გაუმკლავდებით. თუ ტერიტორიის მასშტაბი კიდევ უფრო შემცირდა, აღნიშნული ინდუსტრიული მტვერსასრუტი ყველაფერს შესანიშნავად მოერგება.

CROWN-CT42027 industriuli mtversasruti

  • ბრენდი - CROWN
  • პროდუქტის ტიპი - ინდუსტრიული მტვერსასრუტი
  • სიმძლავრე - 1400W
  • გარანტია - 1 წელი
  • კვების წყარო - 220-240V
  • მოცულობა - 30 l
  • წარმადობა - 31.6 l/s
  • ვაკუუმი - 16 Kpa
  • წონა (კგ) - 11.9

უპირატესობები:

  • ხარისხი
  • ხელმისაწვდომი ფასი
  • სიმძლავრე
  • გარანტია

რატომ ვერ შეასრულებთ იგივე საქმეს, ჩვეულებრივი მტვერსასრუტებით?

რაც დრო გადის, მით მეტად ვითარდება ტექნოლოგიებიც. დღესდღეობით, უამრავი ბრენდის, მონაცემების, ზომის, დიზაინისა და ფერის მტვერსასრუტი არსებობს. თითოეული მათგანი თავის საქმეს არაჩვეულებრივად აკეთებს და იდეალურია სახლისთვის. შედარებით პატარაა, არც დიდ ადგილს იკავებს და ყველგან მარტივად თავსდება. მაშინ რაღა საჭიროა ინდუსტრიული მტვერსასრუტი? სწორედ იმიტომ, რომ რიგ სირთულეებს ჩვეულებრივი ტიპის მტვერსასრუტები ვერ უმკლავდება. ზედმეტ სირთულეებთან შეჭიდებამ კი, შესაძლოა საერთოდ დააზიანოს მოწყობილობა. ამიტომ, თუ დასასუფთავებელი ტერიტორია დიდია და შრომატევად საქმეს მოითხოვს, მაშინ, უნივერსალური მტვერსასრუტი, სწორედ ასეთი სიტუაციებისთვისაა განკუთვნილი. მისი დამხარებით ფართო ტერიტორიების დასუფთავება გაცილებით მოკლე დროში ხდება, ვიდრე ჩვეულებრივი მტვერსასრუტის შემთხვევაში.

მაგალითად, სხვადასხვა ღონისძიების შემდეგ დანაგვიანებულ ტერიტორიას, ინდუსტრიული მტვერსასრუტი შესაფერისად მიხედავს. ფაბრიკა - ქარხნებშიც მარტივად გამოსაყენებელია. განსაკუთრებით ამ ადგილას უამრავი სახის ნარჩენი გროვდება და საქმეც რთულდება, მანამ, სანამ მუშაობაში ინდუსტრიული მტვერსასრუტი არ ჩაერთვება. მოკლედ, მასშტაბები მისთვის დამაბრკოლებელი არ არის.

სახლის საქმეში რამდენად გამოგადგებათ ?

ზოგჯერ, ყველაფრის მოსასწრებად საკმარისი დრო არ გვაქვს, ან უბრალოდ სიზარმაცე გვიტევს და არაფრის კეთებას გვაიძულებს. ოთახის დალაგება კი არც თუ ისე სასიამოვნო პროცესია და ხშირად თაავიდან არიდებასაც ვცდილობთ. ინდუსტრიული მტვერსასრუტის გამოყენებას, ამ შემთხვევაშიც შეძლებთ. რადგანაც ინდუსტრიული მტვერსასრუტები სიძლიერით გამოირჩევა და დიდი ტერიტორიებისთვის გამოიყენება, იმას არ გამორიცხავს, რომ მცირე ოთახისთვის არ გამოგადგებათ. თქვენ ზედმიწევნით დაალაგებთ ოთახს და სადმე მტვერის დარჩენაზე დარდიც აღარ მოგიწევთ. წარმოდგენილი ინდუსტრიული მტვერსასრუტების ზედაპირი ყველაფერს უმკლავდება. ამიტომ, იშვიათი შემთხვევაა რამე გამორჩეს და თავიდან მისაბრუნებელი გაგიხდეთ.

რამდენად მოსახერხებელია ინდუსტრიული მტვერსასრუტის გამოყენება ?

ძლიერი მონაცემების გამო, არ იფიქროთ, რომ მისი გამოყენება რთულია. როგორც ითქვა, მსუბუქი და კომპაქტურია. მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ საკმარისი სიგრძის მილი საქმის უკეთ შესრულებაში ეხმარება. მარტივია მისი მოკეცვა და შესანახად გამზადება. გარდა ამისა, ხელით გადაადგილება არ გიწევთ, სპეციალურად ამისთვის დამაგრებული მცირე ზომის მექანიზმები გადაადგილებაში ხელს უწყობს.

როგორ უნდა შევარჩიოთ მოცულობა სწორად ?

ჩამოთვლილი ინდუსტრიული მტვერსასრუტების მოცულობა განსხვავებულია. 100L, 80L, 60L და 30L.  არჩევა საჭიროებისამებრ შეგიძლიათ. დიდი ტერიტორიის დასასუფთავებლად სასურველია მოცულობის გაზრდაც.  ხშირ-ხშირად ნარჩენებისგაან მისი გასუფთავება რომ არ მოგიწიოთ, სწორედ ამიტომ, 100L არაჩვეულებრივად მოგერგებათ, მაგრამ თუ შედარებით მცირე ტერიტორიებზეა საუბარი, პატარა მოცულობაც გამოგადებათ.

რატომ CROWN - ის ინდუსტრიული მტვერსასრუტი ?

Crown ხარისხით გამორჩეული ბრენდია. ამავდროულად, ინდუსტრიული მტვერსასრუტების ფართო არჩევანს გვთავაზობს და ცდილობს ჩვენზე მორგებული, კომფორტული მოდელი წარმოგვიდგინოს. ამიტომ, არჩევნის გაკეთება გიმარტივდებათ. თითოეული მათგანი გამძლე, პრაქტიკული, მსუბუქია. თუ დიდი ტერიტორიის დასუფთავება გიწევთ, მაშინ აუცილებლად გაითვალისწინეთ ავზის მოცულობა. ოთხივე მათგანის გამორჩეული დიზაინი, მარტივად მოხმარებაში გიწყობთ ხელს.

სად შეიძლება ინდუსტრიული მტვერსასრუტის შეძენა ?

ინდუსტრიული მტვერსასრუტის შეძენა, ერთ წლიანი გარიანტიით Holst.ge - ზე შეგიძლიათ. მთელი საქართველოს მასშტაბით სახლში მიტანის სერვისით ისარგებლებთ, პროდუქტს კი აღნიშნულ საიტზე სახლიდან გაუსვლელად აარჩევთ. მხოლოდ ისღა დაგრჩენიათ, თქვენთვის სასურველი ინდუსტრიული მტვერსასრუტი შეარჩიოთ და მისი არქონლობით გამოწვეული პრობლემებიც დაივიწყოთ.

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება