ინფორმაცია, რომელსაც დრელის შეძენამდე უნდა გაეცნოთ

აშენებაა რთული, თორემ დანგრევა მარტივიაო, ხომ გაგიგიათ ? სიმართლე კი ის არის, რომ საქმე სხვაგვარადაა. ეს ფრაზა კედლის ჩამოშლას არ მიესადაგება, რადგან წინ რთული სამუშაოა და მარჯვე ხელსაწყოებია საჭირო. ამ კონკრეტული საქმისთვის კი, დრელია განკუთვნილი. ინსტრუმენტთან ერთად საქმე მსუბუქდება და ისეთივე სიმძიმის აღარ არის, როგორიც წარმოგვედგინა. ოღონდ ასე იმ შემთხვევაშია, თუ ხელსაწყოს სწორად შეარჩევთ, საქმეს ზუსტად მოარგებთ და ყველა დეტალს წინასწარ გათვლით. ამ ყველაფერში ჩვენ დაგეხმარებით. ბლოგში ზოგადსა და კონკრეტულ ინფორმაციას გაეცნობით. შემდეგ კი ელექტრო დრელის შერჩევა მარტივდება.

როგორი საქმე შეიძლება ანდოთ დრელს ?

ელექტრო დრელი ყოვლისშემძლეა. ოღონდ მხოლოდ გახვრეტა-დანგრევას რაც ეხება, იმ საკითხებში. დიახ, ინსტრუმენტი სწორედ მსგავსი საქმიანობების დროს გამოიყენება. ხელსაწყოს კედლების უბრალოდ გახვრეტა ან სულაც ჩამოშლა ძალუძს. არსებობს ისეთი დრელები, რომლებიც ორივე ფუნქციას ერთდროულად ითავსებს. ნაწილი კი, მხოლოდ ერთი უნარით შემოიფარგლება. Holst.ge - ზე ყველანაირი სახის დრელს გადააწყდებით. ამიტომ, არაფერზე იდარდოთ, ჩვენთან თქვენთვის შესაფერის ხელსაწყოს აუცილებლად იპოვით.

რა განსხვავებაა ელექტრო დრელებს შორის ?

განსხვავება ბევრია, მაგრამ ყველაზე თვალშისაცემი მაინც სიმძლავრეა. ეს უკანასკნელი აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ. უფრო სწორად, ხელსაწყო ამ მახასიათებელზე დაყრდნობით უნდა შეარჩიოთ. მაგალითად, თუ წინ ბევრი საქმე და შეუსვენებლად მუშაობა ელის, მძლავრი დრელი უნდა შეარჩიოთ. მსუბუქი საქმეებისთვის კი, შედარებით დაბალი ძალაც საკმარისია. ასევეა, ბრუნვის სიჩქარის შემთხვევაშიც. უმჯობესია თუ ზემოთ ნახსენებ პრინციპს გაითვალისწინებთ. ასე უფრო მეტი შანსია, რომ საქმეზე მაქსიმალურად მორგებული ელექტრო დრელი შეარჩიოთ. კიდევ ერთი განსხვავება დარტყმის სისწრაფეა. თითოეული ხელსაწყო სხვადასხვა სიჩქარით მოქმედებს. არ დაგავიწყდეთ, რომ რთული სამუშაოებისთვის, მაღალი მონაცემების მქონე დრელი დაგჭირდებათ.

რა უნდა გაითვალისწინოთ ხელსაწყოს შერჩევისას ?

გარდა უკვე ჩამოთვლილი მახასიათებლებისა, აუცილებელია გაითვალისწინოთ ფუნქციები და ბურღვის სიღრმე. ინსტრუმენტები ერთმანეთისგან ამ კუთხითაც განსხვავდება. რა სირთულის საქმე უნდა შევასრულო ? - ამ კითხვაზე პასუხი სწორ ხელსაწყომდე მიგიყვანთ. თუ ჩამოსანგრევი დიდი კედელი გაქვთ და ყველაფერი უფრო რთულდაა, მაშინ ისეთი დრელი შეიძინეთ, რომელიც ღრმად ბურღავს. სხვა შემთხვევაში კი, ზედაპირულად მუშაობა დამაკმაყოფილებელი იქნება. ასევე, გაითვალისწინეთ, რომ ინსტრუმენტის ფუნქციები ხშირად განსხვავებულია. მაგალითად, ერთ მოდელს შეიძლება მხოლოდ ბურღვის უნარი ჰქონდეს ან ბურღვის დროს დარტყმაც შეეძლოს. ეს ფაქტი საყურადღებოა და მახასიათებლების ამ გრაფას, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ. არასწორად შერჩეული ხელსაწყო, ეფექტური ვერ იქნება.

რა უპრატესობებით ისარგებლებთ Holst.ge - ზე ?

იმით დავიწყოთ რომ ჩვენთან ხარისხიან ხელსაწყოებს იძენთ და თან სახლიდან გაუსვლელად. ზედმეტი თავის ტკივილი, საცობში დგომა, მაღაზიის რიგში ლოდინი და მსგავსი უსიამოვნებები წარსულს ბარდება და ციფრულ ეპოქაში ვინაცვლებთ. აქ კი ყველაფერი იმაზე მარტივადაა, ვიდრე წარმოგიდგენიათ. ინსტრუმენტებს საიტიდან იწერთ, მანამდე კი რამდენიმე მარტივ პროცედურას გადიხართ და ნივთები კალათში ხვდება. საკურიერო მომსახურება მთელი საქართველოს მასშტაბით ვრცელდება. 50 ლარზე მეტ შენაძენზე, მიტანა უფასოა. გამოწერილ ხელსაწყოებს ქვეყნის ნებისმიერ წერტილში მოგაწვდით და თან ძალიან სწრაფად. დიდხანს ლოდინი ნამდვილად არ მოგიწევთ.

რომელ ბრენდებს გთავაზობთ Holst.ge ?

ამ აბზაცში ბევრი სათქმელი გვაქვს და არ ვიცით რომლით დავიწყოთ. პირველ რიგში, ალბათ, ის უნდა ვთქვათ, რომ ჩვენთან ბრენდები დიდი სიფრთხილით ირჩევა, შესაბამისად, ყველა ხარისხიანია. აქ ვერ შეხვდებით ცუდ ინსტრუმენტებს და არც დაბალრესურსებიანი ხელსაწყოები მოიძებნება. ამასთანავე, მრავალფეროვანი არჩევანია და ბრენდებში შეზღუდული არ ხართ. ამჯერად კი Dewalt- ის,  Gsb- ის, Tolsen - ისა და Crown - ის დრელებს წარმოგიდგენთ.

Dewalt - DWD024-QS ელ.დრელი 701W

Dewalt- ის ელექტრო დრელი მძლავრი და ხარისხიანია. ძნელად მოიძებნება ისეთი საქმე, რომელსაც ვერ შეასრულებს. სირთულეების დაძლევა კარგად გამოსდის და ნებისმიერი სიტუაციიდან პოულობს გამოსავალს. თუ კი შრომატევადი საქმე გაქვთ, თავისუფლად შეგიძლიათ ამ კონკრეტულ დრელს მიანდოთ. ეჭვი არ შეგეპაროთ რომ ყველაფერს დაძლევს. ინსტრუმენტს ბურღვისა და დარტყმისას ბურღვის ფუნქცია აქვს. შეგიძლიათ კედლის გასახვრეტადაც გამოიყენოთ და ჩამოსაშლელადაც. ხელსაწყოს დამატებითი ნივთები მოყვება, კერძოდ, სახელური და სიღრმის მარეგულირებელი. ასევე, თან ახლავს ერთ წლიანი გარანტია. ქარხნული დეფექტის შემთხვევაში, საგარანტიო ტალონის მეშვეობით, პრობლემას სწრაფად აღმოფხვრით.

Dewalt dreli

  • ბრენდი - DEWALT 
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო დრელი ჩაქუჩით   
  • სიმძლავრე - 650W   
  • გარანტია - 1 წელი   
  • წონა (კგ) - 2.63         
  • კვების წყარო - 220-240V     
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-2800min         
  • ვაზნის დიამეტრი - 1.5-13mm         
  • ფუნქციები - დარტყმა ბურღვისას/ბურღვა
  • დარტყმის სისრაფე - 0-47600min   
  • მაქს. ბურღვა (ბეტონი; ხე; მეტალი) - 16mm/25mm/13mm

დამატებითი კომპლექტაცია:        

  • დამატებით სახელური
  • სიღრმის მარეგულირებელი

უპირატესობები:

  • სიმძლავრე
  • ხარისხი
  • კომპლექტაცია
  • მაღალი ბრუნვის სიჩქარე
  • გარანტია

GSB 13 RE Percussion Drill

ამ ელექტრო დრელზე მხოლოდ კარგს ვიტყვით, რადგან უარყოფითი არაფერი აქვს. ინსტრუმენტი სამი სახის მასალაზე მუშაობს, კერძოდ, ბეტონს, ხესა და მეტალს ბურღავს. ამ სამიდან კი ყველაზე მეტად ხესთან მეგობრობს, თუმცა ხელს არც დანარჩენებს აკლებს. დრელს დამატებითი სახელური და სიღრმის მარეგულირებელი მოყვება. ნივთები მუშაობს მეტად კომფორტულს გახდის და საქმეს გაგიმარტივებთ. ინსტრუმენტს თან ახლავს ერთ წლიანი გარანტიაც.

Bosch dreli

  • ბრენდი - BOSCH       
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო დრელი ჩაქუჩით   
  • სიმძლავრე - 600W   
  • გარანტია - 1 წელი   
  • წონა (კგ) - 1.8
  • კვების წყარო - 220-240V     
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-2800min         
  • ვაზნის დიამეტრი - 1.5-13mm         
  • ფუნქციები - დარტყმა ბურღვისას/ბურღვა
  • დარტყმის სისრაფე - 0-44000min   
  • მაქს. ბურღვა (ბეტონი; ხე; მეტალი) - N/A/25mm/10mm

დამატებითი კომპლექტაცია:        

  • დამატებით სახელური
  • სიღრმის მარეგულირებელი

უპირატესობები:

  • ფუნქციები
  • მაღალი სამუშაო რესურსი
  • კომპლექტაცია
  • გარანტია
  • დარტყმის სისწრაფე

TOLSEN TOL1682-79501A ელექტრო დრელი 500W 13MM

Tolsen - ის ელექტრო დრელი საშუალო სიმძლავრისაა. კარგი იქნება თუ ასეთივე დონის საქმეზე დაიხმართ. ინსტრუმენტი მეტალს, ხესა და ბეტონს ბურღავს. ასევე, მაღალი დარტყმის სისწრაფე და ბრუნვის სიჩქარე აქვს. დანარჩენების მსგავსად, დამატებითი სახელური და სიღრმის მარეგულირებელი მოყვება. ასევე, თან ახლავს ერთ წლიანი გარანტია.

Tolsen dreli

  • ბრენდი - TOLSEN     
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო დრელი ჩაქუჩით   
  • სიმძლავრე - 500W   
  • გარანტია - 1 წელი   
  • წონა (კგ) -  2 
  • კვების წყარო - 220-240V     
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-2900min         
  • ვაზნის დიამეტრი - 0.8-13mm         
  • ფუნქციები - დარტყმა ბურღვისას/ბურღვა
  • დარტყმის სისრაფე - 0-46400min   
  • მაქს. ბურღვა (ბეტონი; ხე; მეტალი) - 13mm/25mm/13mm

დამატებითი კომპლექტაცია:        

  • დამატებით სახელური
  • სიღრმის მარეგულირებელი

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • ბურღვის სიღრმე
  • კომპაქტურობა
  • კომპლექტაცია
  • გარანტია

CROWN CT10125-ელექტრო დრელი 300W

დაბალი სიმძლავრის დრელი კი, ბოლოსკენ შემოვიტოვეთ. ხარისხით დანარჩენებს არ ჩამოუვარდება, უბრალოდ შედარებით ნაკლები ძალა აქვს. აქედან გამომდინარე, უმჯობესია მსუბუქ საქმეებზე უხმოთ. მაგალითად, მაშინ გამოიყენეთ, როცა კედლის გახვრეტა გსურთ. ინსტრუმენტი ბეტონზე, ხესა და მეტალზე უპრობლემოდ მუშაობს.

Crown dreli

  • ბრენდი - CROWN   
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო დრელი       
  • სიმძლავრე - 300W   
  • გარანტია - 1 წელი   
  • წონა (კგ) - 1   
  • კვების წყარო - 220-240V     
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-3800min         
  • ვაზნის დიამეტრი - 0.5-6.5mm       
  • ფუნქციები - ბურღვა
  • მაქს. ბურღვა (ბეტონი; ხე; მეტალი) - N/A/13mm/6.5mm

უპირატესობები:

  • სიმსუბუქე
  • კომპაქტურობა
  • გამძლეობა
  • ხელმისაწვდომი ფასი
  • გარანტია

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება