ინსტრუმენტების ნაკრები ყველა გემოვნებისთვის |
ინსტრუმენტების ნაკრები ყველა გემოვნებისთვის |
რამდენი თქვენი სახლის ნივთი ელოდება შეკეთებას საჭირო ინსტრუმენტის არ ქონის გამო? ნებისმიერ საგანს, რამდენად ხარისხიანიც არ უნდა იყოს, ერთ დღეს შეკეთება დასჭირდება, თქვენ კი მზად უნდა იყოთ მის შესაკეთებლად. ყველა ადამიანს, განურჩევლად სქესისა, უნდა ჰქონდეს ხელსაწყოების ნაკრები, რომელიც დაეხმარება აღნიშნულში. ყველაზე ხშირად შეკეთება ჩვენს საყვარელ ავტომანქანას სჭირდება ხოლმე, სწორედ ამიტომაც ასეთი ინსტრუმენტების ნაკრების შესანახი ადგილი საბარგულია ხოლმე.
ამის მრავალი მიზეზი არსებობს და ალბათ უმთავრესი ის არის, რომ ნაბორის შეძენისას ბევრად იაფი დაგიჯდებათ ხელსაწყოები და დამატებით სათავსო მოყვება. წარმოიდგინეთ, ნაბორები ყველაზე მცირე დეტალებით Holst.ge-ზე 46 კომპონენტისგან შედგება და მისი შეძენა სულ რაღაც 80 ლარად შეგიძლიათ. რამდენი ხელსაწყოც არ უნდა შეიძინოთ ცალკე, ერთ დღეს სწორედ ის შეიძლება დაგჭირდეთ, რომელიც არ გაქვთ და მაშინ კი უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდებით.
ვინაიდან ინსტრუმენტების ნაკრები ბევრ სხვადასხვა ხელსაწყოს მოიცავს, რთულია გამოყენების რაიმე კონკრეტული მიმართულება მოუძებნო. თუმცა, განვასხვავებთ ხელსაწყოების ნაკრებს, რომელიც ქანჩის მოსახსნელად/დასამაგრებლად გამოგადგებათ და ინსტრუმენტების ნაკრებს, რომელიც სახლის პირობებისთვის უფრო გამოსადეგია და შედგება სახრახნისგან, ბრტყელტუჩასგან, ჩაქუჩისგან, მეტრიანისგან და სხვ. ეს ინსტრუმენტები ყოველდღიურ ცხოვრებაში დაგჭირდებათ და გამოგადგებათ. შესაძლოა ონკანი გამოვიდეს მწყობრიდან, ან თარო მოეშვას, შეგიძლიათ გახსნათ თქვენი ინსტრუმენტების ნაკრები, სადაც იდეალური წესრიგია, ამოიღოთ საჭირო ხელსაწყო და შეაკეთოთ. არ მოგიწევთ საქმის გადადება ან ზედმეტი ხარჯების გაწევა სპეციალური კომპანიების და დამხმარე პერსონალის საქმეში ჩასართავად.
ხელსაწყოების ნაკრები, რომელიც სავსეა ქანჩთან სამუშაო ინსტრუმენტებით, მანქანის საბარგულში ან ფარეხში მოიაზრება. იქნებ მნიშვნელოვანი საქმისას გზად მანქანა მწყობრიდან გამოვიდეს, მზად უნდა იყოთ შესაბამისი ზომების მისაღებად და თან იქონიოთ ნაკრები, რომელიც ნებისმიერი მცირე პრობლემის აღმოფხვრაში დაგეხმარებთ.
ამერიკაში ჩაატარეს გამოკითხვა, იმის დასადგენად თუ რამდენ მამაკაცს ჰქონდა ხელსაწყოების ნაკრები. კვლევამ აჩვენა, რომ 39%-ს ასეთი ხელის ინსტრუმენტები გააჩნდა და დამატებითი კომენტარებიდან გაირკვა, რომ მათთვის ხელსაწყოების ნაკრები არა მხოლოდ საჭიროების საგანია. ნაბორების მესაკუთრეთა უმეტესობამ აღნიშნა, რომ ინსტრუმენტების ნაკრები დაცულობის შეგრძნებას უჩენს, ასევე არაფერს არ ეკიდებიან ისეთი პედანტობით, როგორც მოხმარების შემდეგ ხელსაწყოების დალაგებას.
მრავალი ბრენდის ნაბორები შეგხვდებათ ბაზარზე და ჩვენს ონლაინ მაღაზიაშიც. ასე რომ, საჭიროა ზუსტად აარჩიოთ თქვენთვის შესაფერისი. როგორც წესი, ძირითადი ინსტრუმენტები საერთოა ხოლმე, თუმცა იქნებ უფრო მრავალ ხელსაწყოებიანი გინდათ შეიძინოთ. დეტალური ინფორმაციისთვის ჩვენს ქოლ-ცენტრს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ და უფრო ღრმად გაერკვევით თითოეული ხელსაწყოების ნაკრების შემადგენლობაში. თითოეული ინსტრუმენტების ნაკრების მწირ განხილვას კი აქვე, ამ სტატიაში შეგიძლიათ გაეცნოთ.
ონლაინ მაღაზია, Holst.ge-ის უამრავი ინსტრუმენტების ნაკრების შემოთავაზება შეუძლია, თქვენთვის ხელმისაწვდომ ფასად. რა თქმა უნდა, არის უმაღლესი ხარისხის ინსტრუმენტების ნაკრებიც. არჩევანი თქვენზეა.
ქანჩის გასაღები ნაკრებით თუ ხართ დაინტერესებული და ამასთან, თანხებში შეზღუდული, ერთ-ერთ ყველაზე დაბალ ფასიან ინსტრუმენტების ნაკრებს შემოგთავაზებთ, რომელიც სიფრთხილის და მოვლის შემთხვევაში დიდი ხნის განმავლობაში მოგემსახურებათ. ამასთან, სულ რაღაც 1.45 კილოგრამს იწონის და ძალიან მარტივია გადასაადგილებლად. Tolsen-ის ხელსაწყოების ნაკრები 46 საბაზისო მოხმარების დეტალისგან შედგება.
უპირატესობები:
თუ Tolsen-ის წინა ნაკრების კომპლექტაცია თქვენთვის საკმარისი არ არის, მაშინ კიდევ ერთ დაბალ ბიუჯეტურ ხელსაწყოების ნაკრებს შემოგთავაზებთ, რომელიც 94 დეტალისგან შედგება და დიდი შანსია, რომ ყველა მომავალ საქმიანობაში გამოყენებადი ინსტრუმენტი ამ ყუთში იყოს მოთავსებული. იწონის სულ რაღაც 6.5 კილოგრამს და ძალიან პრაქტიკული და მობილური ხელსაწყოების ნაბორია.
უპირატესობები:
ასევე 94 დეტალისგან შეკრული ნაბორი, ამჯერად Scpindel-ისგან, რომელიც 6 კილოგრამს იწონის და ძალიან პრაქტიკულია.
უპირატესობები:
თუ წინა ნაბორები არ მოიცავს იმ ინსტრუმენტებს, რომელიც ფიქრობთ რომ დაგჭირდებათ, Scpindel-ის 150 ხელსაწყოიან ნაბორზე ვერაფერს იტყვით. მიუხედავად უამრავი ინსტრუმენტისა 9 კილოგრამს იწონის და ზომებიც ხელსაყრელი აქვს.
უპირატესობები:
თუ სახლის მოხმარებისთვის ეძებთ ხელსაწყოების ნაკრებს, Tolsen-ის TOL1688 შეგიძლიათ შეიძინოთ, რომელიც გარდა ხარისხისა და სხვა უამრავი ბენეფიტისა, დახვეწილი დიზაინისაა. ნაბორი შედგება 89 დეტალისგან და სულ რაღაც 4 კილოგრამს იწონის.
უპირატესობები:
თუ გინდათ, რომ ინსტრუმენტების ნაკრების შეძენის შემდეგ, ათწლეულები განმავლობაში არ დაგჭირდეთ მეზობლისგან რაიმე ხელსაწყოს წამოღება, ეს ნაბორი უნდა შეიძინოთ, რომელიც ყველა საჭირო ინსტრუმენტს მოიცავს. ამასთან აქვს დახვეწილი დიზაინი, ძალიან გამძლე ყუთი, რომელიც ინსტრუმენტებს აუცილებლად დაიცავს. გააჩნია ორგანიზებული სათავსოები. ძალიან გამძლე ყუთის მისაღებად კი მასაც გაზრდილია და 13,5 კილოგრამს იწონის. თუმცა, ეს ერთადერთი მინუსია.
უპირატესობები: