ინსტრუმენტი, რომელიც საუკეთესოა მეტალთან სამუშაოდ

მეტალის დაჭრა ან დამუშავება გსურთ და არ იცით ზუსტად რომელი ხელსაწყო გამოგადგებათ ამ საკმაოდ რთულ საქმეში? მაშინ კომფორტულად მოეწყვეთ და ბოლომდე წაიკითხეთ ბლოგი, რადგან სწორედ ამ თემაზე ვისაუბრებთ, რჩევებსაც არ დავიშურებთ და რამდენიმე ხელსაწყოს დეტალურადაც განვიხილავთ. ასე რომ, დროა დავიწყოთ!

რომელი ინსტრუმენტი დაგეხმარებათ მეტალის დაჭრასა და დამუშავებაში?

ხელსაწყო, რომელიც ახლა უნდა ვახსენოთ, ორი სახელითაა ცნობილი. ზოგი ისე იცნობს, როგორც ბარგალკა, ზოგიც კი კუთხსახეხით მოიხსენიებს. ინსტრუმენტი მართლაც რომ იდეალურია მეტალის დასამუშავებლად და დასაჭრელად. სწორად შერჩეული, ანუ თქვენს საქმეზე ზუსტად მორგებული ხელსაწყო დაკისრებულ მოვალეობას თავს არაჩვეულებრივად ართმევს. როგორ უნდა შეარჩიოთ ბალგალკა და მოარგოთ სამუშაოს, ამ საკითხზეც ვისაუბრებთ.

რომელი სახის ბარგალკა გამოგადგებათ?

სხვადასხვანაირი კუთხსახეხი არსებობს და მნიშვნელოვანია იცოდეთ, თუ რა სახის ბალგარკა გამოგადგებათ თქვენს საქმეზე. ამის გარკვევა კი საკმაოდ მარტივია. პირველ რიგში, ამ კითხვებით დავიწყოთ - რთული სამუშაო გაქვთ შესასრულებელი თუ საშუალო დონის? მეტალის დაჭრა გსურთ თუ მხოლოდ დამუშავება? შრომატევადი საქმის შემთხვევაში, გირჩევთ მაქსიმალურად მაღალი მონაცემების მქონე კუთხსახეხი შეიძინოთ, რათა უპრობლემოდ იმუშაოთ. თუმცა, შედარებით მსუბუქი საქმის დროს, საშუალო ან ნაკლები მონაცემებიც სრულიად საკმარისია. ზუსტად ეს არის მთავარი წესი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოთ.

რას გთავაზობთ ჰოლსტი?

ჩვენი ონლაინ ჰიპერმარკეტი ის სივრცეა, სადაც ერთდროულად დაგხვდებათ მაღალი ხარისხი, კომფორტული მომსახურება და დროული მიწოდების სერვისი. პირველი საკითხით დავიწყოთ. საიტზე არსებული ყველა ხელსაწყო უმაღლესი ხარისხისაა. თითოეული ბრენდი დიდი სიფრთხილითაა შერჩეული, შესაბამისად, ჰოლსტზე მხოლოდ რჩეულები მოხვდა. ამავდროულად, კომფორტული მომსახურება გელოდებათ. დამატებითი კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ ჩვენს ოპერატორებს დაუკავშირდეთ, რომლებიც დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდიან. სასურველ ხელსაწყოებს სახლიდან გაუსვლელად იძენთ და საკურიერო მომსახურებით სარგებლობთ. თუ თქვენი შენაძენი 50 ლარზე მეტის იქნება, მიტანა უფასოა. ეს წესი მომქმედებს ყველგან - როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში.

Schpindel SPA-01850 კუთხსახეხი ხელსაწყო 125MM 850W

Schpindel-ის ბალგალკა კარგი მონაცემებითაა აღჭურვილი. ხელსაწყოს თან ახლავს დამატებითი ნივთებიც, კერძოდ, დამცავი ფარი, დამხმარე სახელური, 1 წყვილი ნახშირი, ქანჩის გასაღები და ინსტრუქცია. ბარგალკა კომფორტული ზომისაა, მოკლე ტარი აქვს და მარტივად გამოიყენებთ. ამასთანავე, საუკეთესო ფუნქციებს ფლობს და მაღალი სამუშაო რესურსით გამოირჩევა. ხელსაწყოს თან ახლავს ერთ წლიანი გარანტია, რომელსაც ქარხნული დეფექტის აღმოჩენის შემთხვევაში გამოიყენებთ.

Schpindel bargalka

  • ბრენდი - SCHPINDEL         
  • პროდუქტის ტიპი - კუთხლივ სახეხი ხელსაწყო
  • სიმძლავრე - 850W   
  • ფორმა - მოკლე ტარიანი     
  • ზომა - 125mm         
  • გარანტია - 1 წელი   
  • შტრიხ-კოდი - 1920512914031       
  • წონა (კგ) - 2.25         
  • კვების წყარო - 220-240V     
  • კომპლექტაცია - დამცავი ფარი + დამხმარე სახელური + 1 წყვილი ნახშირი + ქანჩის გასაღები + ინსტრუქცია         
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-11000min       
  • დამატებითი ინფორმაცია - კაბელის სიგრძე - 2მ; მოკლე და რბილი, მოცურების საწინააღმდეგო დამხმარე სახელური; ნახშირის მარტივად შეცვლის მექანიზმი; ალუმინის რედუქტორის კორპუსი      

უპირატესობები:

  • კომპაქტურობა
  • მაღალი სამუშაო რესურსი
  • მაღალი ბრუნვის სიჩქარე
  • დამატებითი ნივთები
  • ერთ წლიანი გარანტია
  • სიმსუბუქე
  • მაღალი ხარისხი
  • ეფექტურობა
  • მოკლე ტარი

CROWN CT13497-125R-კუთხლივ სახეხი ხელსაწყო ბარგალკა 860W 125mm

Crown-ის ბარგალკა ოდნავ უფრო მაღალი სიმძლავრისაა. ხელსაწყოს მოყვება დამატებითი სახელური, დამცავი და ერთ წლიანი გარანტია. ინსტრუმენტს მაღალი ბრუნვის სიჩქარე აქვს, რაც დიდი უპირატესობაა.

Crown bargalka

  • ბრენდი - CROWN   
  • პროდუქტის ტიპი - კუთხლივ სახეხი ხელსაწყო
  • სიმძლავრე - 860W   
  • ფორმა - მოკლე ტარიანი     
  • ზომა - 125mm         
  • გარანტია - 1 წელი   
  • შტრიხ-კოდი - 7640177420442       
  • წონა (კგ) - 2 
  • კვების წყარო - 220-240V     
  • კომპლექტაცია - დამატებით სახელური + დამცავი         
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-11000min

უპირატესობები:

  • მაღალი სიმძლავრე
  • კომპლექტაცია
  • ერთ წლიანი გარანტია
  • ბრუნვის მაღალი სიჩქარე
  • მოკლე ტარი
  • გამძლეობა
  • ხელმისაწვდომი ფასი

STANLEY - STGS9125D-TR კუთხლივ სახეხი ხელსაწყო 125mm 900W

Stanley-ს კუთხსახეხი ამ სამიდან ყველაზე მძლავრია. სწორედ ამიტომ, რთული საქმისთვის ამ კონკრეტულ მოდელს გირჩევთ. ინსტრუმენტს თან ახლავს დამატებითი სახელური, დამცავი და ქანჩი. ხელსაწყოს მოკლე ტარი აქვს და კომპაქტურობით გამოირჩევა. თამამად ვიტყვით, რომ ყველანაირად საუკეთესო არჩევანია.

STANLEY bargalka

  • ბრენდი - STANLEY
  • პროდუქტის ტიპი - კუთხლივ სახეხი ხელსაწყო
  • ფორმა - მოკლე ტარიანი     
  • ზომა - 125mm         
  • გარანტია - 1 წელი   
  • შტრიხ-კოდი - 5054905289560       
  • წონა (კგ) - 1.4
  • კვების წყარო - 220-240V     
  • კომპლექტაცია - დამატებით სახელური + დამცავი + ქანჩი           
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-11000min

უპირატესობები:

  • მაღალი სიმძლავრე
  • დამატებითი ნივთები
  • ერთ წლიანი გარანტია
  • კომპაქტური ზომა
  • ხანგრძლივად მუშაობის უნარი

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება