ის, რაც დრელის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდეთ

წარმოდგენაც რთულია, როგორი იქნებოდა ადამიანის ყოველდღიურობა, ელექტრო ინსტრუმენტები რომ არ გამოეგონებინათ და შეექმნათ. მაგალითად, რომ არ იყოს დრელი, რამდენი ხელოსანი გადაირეოდა სამონტაჟო სამუშაოებისას. კარგით, გადარევა იქით იყოს, გვარიანად ნამდვილად გადაიღლებოდა, რემონტი კიდევ ერთი და ორი თვე კი არა, მთელი წელიც გაგრძელდებოდა.

ჰოდა, რაკი არსებობს ისეთი ჩინებული ხელსაწყო, როგორიც დრელი გახლავთ, მივყვეთ და ყველაფერი გავიგოთ, რაც მის შესახებ უნდა იცოდეთ.

როგორი დრელები არსებობს?

დრელი ორი ტიპის გვხვდება - საყოფაცხოვრებო და პროფესიონალური.

საყოფაცხოვრებო და პროფესიონალურ ინსტრუმენტს შორის მთავარი სხვაობა სამუშაო რეჟიმია. კერძოდ, საყოფაცხოვრებო დრელით შეუჩერებლად მუშაობა დაახლოებით 15-20 წუთია რეკომენდებული, რის შემდეგაც, უმჯობესია, ხელსაწყო ცოტა ხნით დაასვენოთ. პროფესიონალური დრელით იმდენ ხანს შეიძლება მუშაობა, რამდენიც საჭიროა.

  • ძრავის სიმძლავრე

უდავოდ, ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პარამეტრი ინსტრუმენტის სიმძლავრეა. ოპტიმალური სიმძლავრე, სახლის პირობებისთვის, 300-დან 800 ვატამდე მერყეობს და რაც უფრო მაღალია სიმძლავრის მაჩვენებელი, კომფორტულად მუშაობის შესაძლებლობაც იზრდება. ძირითადი ფუნქციის გარდა ხომ დრელები ასევე გამოიყენება არაერთი დამატებითი დანიშნულებით - შეიძლება სხვადასხვა ხსნარის მორევა, ცემენტისაც, ასევე, ლაქის, საღებავის და ასე შემდეგ. ამდენად, რაც უფრო მძლავრია დრელი, მით მეტის საშუალებას იძლევა, თუმცა 800 ვატზე მაღლა, ინსტრუმენტი უკვე მძიმე და ზომაშიც დიდი იქნება, რის გამოც მაგალითად, ხრახნის მოჭერისას ზედმეტად მოუხერხებელი გახდება. შეიძლება ითქვას, 500-700 ვატი ოქროს შუალედია საყოფაცხოვრებო პირობებში მუშაობისთვის.

  • ბრუნვების რეგულირება

რატომ არის საჭირო ბრუნვების რეგულირება სახლის დრელის შემთხვევაში? პირველ რიგში, იმისთვის, რომ მოსახერხებელი იყოს ბურღვა, რადგან დასაწყისში ხომ მცირე ბრუნვებით ვიწყებთ ბურღვას და მხოლოდ შემდეგ ვუმატებთ? ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ლითონის ბურღვისას ბრუნვების რეგულირების გარეშე მუშაობა, უბრალოდ, შეუძლებელია. ასევე, ხრახნის მოჭერისას - თუკი დრელი რეგულირების გარეშეა, სტარტს მაქსიმალური ბრუნვებით აიღებს და ამდენად, ხრახნთან გამკლავება არარეალური გახდება.

  • რევერსი (საწინააღმდეგო სვლა)

მნიშვნელოვანია, რომ დრელს რევერსის ფუნქციაც ჰქონდეს.

პირველ რიგში, რევერსი გამოიყენება მოჭერისას, ხრახნების ამოღებისას. თუკი ეკონომიის მიზნებიდან გამომდინარე, დრელს იყენებთ როგორც აკუმულატორიანი სახრახნისის შემცვლელი, საწინააღმდეგო სვლის ფუნქცია ხელსაწყოს აუცილებლად უნდა გააჩნდეს.

  • დარტყმის ფუნქცია

უფრო ხშირად, დრელების უმრავლესობას დარტყმის ფუნქციაც აქვს, ანუ ინსტრუმენტის ზედა ნაწილში ვხვდებით დარტყმის რეჟიმსა და დარტყმის გარეშე ბურღვის გადამრთველს. ძალიან ხშირად, დრელი პერფორატორში ერევათ ხოლმე. თავადაც რომ ასეთი რამ არ დაგემართოთ, აი, როგორია სხვაობა - პერფორატორს ელექტროდარტყმა აქვს, რაც მნიშვნელოვნად ძლიერია, ხოლო დრელის დარტყმა კბილების დარტყმაზე მოდის.

დარტყმის ფუნქციის მქონე დრელით შესაძლებელია აგურის გახვრეტა, თუმცა ბეტონთან გამკლავება მნიშვნელოვნად გაუჭირდება. მით უმეტეს, ბეტონის სახვრეტად სწორედ პერფორატორია განკუთვნილი.

ექსპლუატაციისა და შენახვის წესები

იმისთვის, რომ დრელი დიდხანს და ერთგულად გემსახუროთ მრავალი წლის მანძილზე, აუცილებელია მისი მოხმარებისა და შენახვის ყველა წესის გულმოდგინედ დაცვა. სამუშაოების დაწყებამდე უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი:

  • დარწმუნდეთ, რომ ელექტროქსელი ზედმეტად დატვირთული არ არის;
  • მაქსიმალურად საიმედოდ უნდა შემოწმდეს და დაფიქსირდეს ყველა მოძრავი დეტალი;
  • გულდასმით უნდა შემოწმდეს, რამდენად მყარად არის დამაგრებული ვაზნა.

უშუალოდ მუშაობისას ყურადღება უნდა მიექცეს შემდეგ:

  • ნებისმიერ პირობებში, აუცილებელია ინსტრუმენტი ორივე ხელით გეჭიროთ. საკმაოდ ხშირია, როცა ცდილობენ, დრელს ერთი ხელით გაუმკლავდნენ, რაც უდიდესი შეცდომაა და ამასთან ერთად, ძალიან სახიფათო;
  • არ უნდა დააწვეთ დრელით საგანს მისი შეკავების მიზნით;
  • კატეგორიულად არის აკრძალული რევერსის გადამრთველის გამოყენება მაშინ, როცა ძრავა ჩართულია და მუშაობს;
  • აკრძალულია ინსტრუმენტისთვის ხელის გაშვება, თუკი ის ჩართულია და მუშაობს;
  • ჭერთან მუშაობის შემთხვევაში, აუცილებელია დამცავი სათვალეების გამოყენება;
  • მუშაობის დასრულების შემდეგ, დრელი ხელში უნდა გეჭიროთ იქამდე, სანამ ბრუნვები საბოლოოდ არ შეჩერდება;
  • მუშაობის დასრულების შემდეგ, უმჯობესია, საბურღს („სვერლოს“) ხელი არ შეახოთ, მაშინაც კი თუკი ძრავა გაჩერებულია - შესაძლოა, ამან ძლიერი დამწვრობა გამოიწვიოს;
  • დრელი კოლოფში ან სპეციალური ქსოვილის ტომარაში უნდა ინახებოდეს.

CROWN CT10126-ელექტრო დრელი 400W

Crown dreli

  • ბრენდი - CROWN
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო დრელი
  • სიმძლავრე - 400W
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 7640177420107
  • წონა (კგ) - 1.4
  • კვების წყარო - 220-240V
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-3000min
  • ვაზნის დიამეტრი - 1.5-10mm
  • ფუნქციები - ბურღვა
  • მაქს. ბურღვა (ბეტონი; ხე; მეტალი) - N/A/20mm/10mm

Dewalt - DWD024-QS ელ.დრელი 701W

Dewalt dreli

  • ბრენდი - DEWALT
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო დრელი ჩაქუჩით
  • სიმძლავრე - 650W
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 5035048268148
  • წონა (კგ) - 2.63
  • კვების წყარო - 220-240V
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-2800min
  • ვაზნის დიამეტრი - 1.5-13mm
  • ფუნქციები - დარტყმა ბურღვისას/ბურღვა
  • დამატებითი კომპლექტაცია - დამატებით სახელური + სიღრმის მარეგულირებელი
  • დარტყმის სისწრაფე - 0-47600min
  • მაქს. ბურღვა (ბეტონი; ხე; მეტალი) - 16mm/25mm/13mm

B&D KR705K-QS-ელ. დრელი ჩაქუჩით 750W

Black&Decker dreli

  • ბრენდი - BLACK&DECKER
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო დრელი ჩაქუჩით
  • სიმძლავრე - 750W
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 5035048335390
  • წონა (კგ) - 3.4
  • კვების წყარო - 220-240V
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-3100min
  • ვაზნის დიამეტრი - 0.8-13mm
  • ფუნქციები - დარტყმა ბურღვისას/ბურღვა
  • დამატებითი კომპლექტაცია - დამატებით სახელური + სიღრმის მარეგულირებელი
  • დარტყმის სისწრაფე - 0-52700min
  • მაქს. ბურღვა (ბეტონი; ხე; მეტალი) - 16mm/32mm/13mm

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება