ის, რაც კიბეების შესახებ არ იცი |
ის, რაც კიბეების შესახებ არ იცი |
იცით თუ არა, რამდენად მნიშვნელოვანია სახლში კიბეები? ერთი შეხედვით შეიძლება იფიქროთ, რატომ უნდა იყოს აუცილებელი ინსტრუმენტის ქონა, ახლა საერთოდ არ მჭირდებაო, მაგრამ მცდარი აზრია და გეტყვით რატომ. თუ ამ წამს არ გჭირდებათ, იმას არ ნიშნავს, რომ უახლოეს მომავალში არ უხმობთ. კიბე ის ხელსაწყოა, რომელსაც სახლის საქმეებში მნიშვნელოვანი როლი აქვს. ინსტრუმენტის გამოყენება ბევრი მიმართულებით შეგიძლიათ. მოდით, დეტალურად გავყვეთ.
მანამდე, სანამ უშუალოდ პასუხამდე მივალთ, გეტყვით, რომ კიბე არა მხოლოდ გარეთა ტერიტორიისთვის, არამედ ოთახისთვისაც საჭიროა. რას გააკეთებდით მაშინ, როცა ფარდები გაქვთ დასაკიდი ან ნათურა შესაცვლელი, სახლში კი კიბე არ გაქვთ? საქმე მძიმდება და მართალია, ალტერნატიულ გზას იპოვით, თუმცა, რამდენად საიმედო იქნება? შეგიძლიათ ერთ სკამს მეორე დაადგათ და სიმაღლეს მიწვდეთ, მაგრამ ძალიან სარისკოა. შეიძლება სკამი გაცურდეს, თქვენ ჩამოვარდეთ და მოტეხილობა ან სხვა სახის დაზიანება მიიღოთ. საკმაოდ უსიამოვნოა, არა? მსგავსი ამბავი რომ თავიდან აირიდოთ, კიბე იდეალური გამოსავალია. ხელსაწყო მყარი და ხარისხიანია, შესაბამისად, ჩამოვარდნის ალბათობა მცირეა. დანარჩენი უკვე თქვენს სიყოჩაღეზეა დამოკიდებული. კიბეები გარე სივრცეშიც დაგჭირდებათ. თუ ეზო გაქვთ, ან სულაც სოფელში ცხოვრობთ, ინსტრუმენტი აუცილებლად უნდა გქონდეთ. გარეთ ბევრი საქმეა, მაგალითად, ვენახია ჩამოსაკრეფი, ან იქნებ ვაშლის ხის კენწეროს გინდათ მისწვდეთ? ნებისმიერ შემთხვევაში გამძლე და მაღალი ხარისხის მასალისგან დამზადებული კიბე დაგჭირდებათ. ასეთ ინსტრუმენტებს ჩვენთან იპოვით, მთავარია, ხელსაწყო სწორად შეარჩიოთ და თქვენს საქმეს ზუსტად მოარგოთ. ამ ყველაფერში კი ჩვენ დაგეხამრებით.
ჩვენს ონლაინ ჰიპერმარკეტში კიბეების ფართო არჩევანია, ამიტომ, მათ შესახებ მცირეოდენ ინფორმაციას უნდა ფლობდეთ, რადგან თქვენი საქმისთვის შესაფერის ინსტრუმენტს დაადგათ თვალი. როგორც უკვე ვახსენეთ, კიბეები გარე და შიდა ტერიტორიებისთვის გამოიყენება. ორივე სივრცეს სხვადასხვანაირი ხელსაწყო სჭირდება. მაგალითად, თუ კიბე ოთახისთვის გსურთ, მაშინ პატარა ზომის, რამდენიმესაფეხურიანი ინსტრუმენტი უნდა შეიძინოთ. გარე სივრცისთვის კი შედარებით დიდი კიბეები დაგჭირდებათ. ჩვენს საიტზე ყველნაირი სახის ხელსაწყოს იპოვით.
მთავარ განსხვავებაზე უკვე ვთქვით, მაგრამ ყველაფერი აქ არ სრულდება. კიბეები ერთმანეთისგან საფეხურების რაოდენობითაც განსხვავდება. მაგალითად, გარეთა სივრცისთვის განკუთვნილ ერთ კონკრეტულ კიბეს შეიძლება 10 საფეხური ჰქონდეს და მეორეს 15. ამ მხრივაც ყურადღებაა საჭირო. აქ გადაწყვეტილება მთლიანად თქვენზეა დამოკიდებული. თუ მაღალი კიბე გჭირდებათ, მაშინ მაქსიმალურად ბევრ საფეხურიანი ინსტრუმენტი უნდა შეიძინოთ. სხვა შემთხვევაში კი საშუალო ზომის ხელსაწყოც გამოგადგებათ.
ჩვენს ონლაინ ჰიპერმარკეტს ყველა მიმართულებით უპირატესობები აქვს. პირველ რიგში ხარისხით დავიწყოთ. Holst.ge-ზე საუკეთესო ბრენდებსა და გამძლე ინსტრუმენტებს გადააწყდებით. იმით გავაგრძელოთ, რომ ნივთებს სახლიდან გაუსვლელად იძენთ და საკურიერო მომსახურებით სარგებლობთ. თუ თქვენი შენაძენი 50 ლარზე მეტის იქნება, მიტანა უფასოა. ეს წესი როგორც თბილისში, ასევე რეგიონებშიც ვრცელდება.
Sarayli ის ბრენდია, მუდამ საუკეთესო პროდუქტებს რომ გვთავაზობს. კონკრეტული კიბე საკმაოდ მაღალია, ამიტომ, თუ ასეთი ინსტრუმენტი გჭირდებათ, ეს მოდელი იდეალურია. ხელსაწყო ალუმინისგანაა დამზადებული და დიდხანს ძლებს, მყარი საფეხურები აქვს.
უპირატესობები:
კიდევ ერთ მაღალ და ხარისხიან კიბეს წარმოგიდგენთ. ინსტრუმენტი წინა მოდელთან შედარებით, ბევრად გრძელია. 2x13 საფეხურების რაოდენობით გამოირჩევა და ამასთანავე, კომპაქტური გამოსაყენებელია. ხელსაწყო იკეცება და გადასაადგილებლად ძალიან კომოფორტულია.
უპირატესობები:
ბოლო კიბე ოდნავ სხვანაირია, თუმცა, ძალიან კარგად გამოსაყენებელია. ინსტრუმენტი უმაღლესი ხარისხისაა და მარტივად არ ცვდება, ნამდვილად საიმედოა. კონკრეტულ კიბეს ხელმისაწვდომი ფასი აქვს და სხვა ყველაფერთან ერთად, ამ უპირატესობითაც გამოირჩევა.
უპირატესობები: