ისტორიული პროდუქცია Holst.ge-ზე - როგორ შეიცვალა ონკანი უხსოვარი დროიდან 21-ე საუკუნემდე |
ისტორიული პროდუქცია Holst.ge-ზე - როგორ შეიცვალა ონკანი უხსოვარი დროიდან 21-ე საუკუნემდე |
სულაც არ იქნება გადაჭარბებული ნათქვამი, თუკი ვიტყვით, რომ ონკანი კაცობრიობამ პირველად უხსოვარ დროში გაიცნო და დაიმეგობრა.
ისტორია მართლაც შთამბეჭდავია და მივყვეთ ნაბიჯ-ნაბიჯ.
ონკანები რომ თანამედროვე ადამიანის ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, ვთანხმებით, დიდი ალბათობით. ალბათ, ისიც უდავოა, რომ როცა ონკანიდან წყალს ჭიქაში ვისხამთ, ან გამოსაფხიზლებლად ცხვირ-პირს ვიგრილებთ, არასოდეს ვფიქრობთ იმის შესახებ, როგორ მოხვდა იგი, პრაქტიკულად, ყველა ოჯახში...
ონკანის ისტორიის წერა ბერძენმა მათემატიკოსმა და ინჟინერმა ჰერონ ალექსანდრიელმა დაიწყო...
ჰერონ ალექსანდრიელი, რომელიც ჩვენი წელთაღრიცხვის 1-ელ საუკუნეში ცხოვრობდა, კაცობრიობის ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი ინჟინერი გახლავთ. სწორედ მან შეიმუშავა კონსტრუქცია, რომელიც თავის თავში წარმოადგენდა მილს, საიდანაც წყლის ნაკადის მოძრაობას ჩაშენებული ბერკეტი არეგულირებდა.
მოგვიანებით აღნიშნულ მექანიზმს ძველი რომაელებიც იყენებდნენ, რომლებმაც მხოლოდ მისი ესთეტიკური ხარისხი დახვეწეს.
ძველი ცივილიზაციების დაცემის შემდეგ, ონკანის კონსტრუქცია გარკვეული დროით მივიწყებას მიეცა. იგი მხოლოდ შუა საუკუნეებში მოაგონდათ, ეპიდემიის ტალღის შემდეგ, რომელმაც ევროპაში იფეთქა. გასაგები მიზეზების გამო, ადამიანებმა კვლავ დაიწყეს პირად ჰიგიენაზე ზრუნვა, ერთი კია, ონკანის შეძენის ფუფუნება მხოლოდ შეძლებულ ოჯახებს ჰქონდათ.
ჯოზეფ ბრამა - გამოჩენილი ინგლისელი გამომგონებელი გახლავთ, რომელმაც სახელი პირველ რიგში, იმით გაითქვა, რომ ჰიდრავლიკური წნეხი გამოიგონა.
1778 წელს ჯოზეფ ბრამამ დააპატენტა ვატერკლოზეტი (ვატერკლოზეტზე 2 საუკუნით ადრე სხვა ინგლისელი გამომგონებელიც მუშაობდა), ანუ ტუალეტი, მოძრავი სარქველით, რომელიც დღემდე აქტუალურია და გამოიყენება, ხოლო 1783 წელს ხრახნიანი ონკანის ფუნდამენტურად ახალი მოდელის წარმოება დაიწყო.
მე-20 საუკუნის დასაწყისში სერ უილიამ ტომსონმა (უკეთ ცნობილი, როგორც დიდი ფიზიკოსი, ლორდი კელვინი), შექმნა და სერიულ წარმოებაში ჩაუშვა დასამონტაჟებლად და გამოსაყენებლად მარტივი შემრევის მოდელი - მოწყობილობა, რომელსაც ერთდროულად ორი - ცხელი და ცივი წყლის ვენტილი ჰქონდა.
დიახ, ორვენტინიალი კონსტრუქცია სწორედ მან გამოიგონა.
იმ პერიოდისთვის ონკანის შეძენის შესაძლებლობა უკვე საშუალო შემოსავლის მქონე ოჯახებსაც ჰქონდათ, რომელთა ყოველდღიური ცხოვრება ამ სიახლით ნამდვილად გაცილებით მარტივი გახდებოდა.
1954 წელს ალექს მანუკიანმა, სომხური წარმომავლობის ამერიკელმა ბიზნესმენმა, ფილანტროპმა და გამომგონებელმა ერთბერკეტიანი ონკანი დააპატენტა და მასობრივი წარმოებაც დაიწყო. მალევე ამერიკელებმა მის გამოგონებას „ცალხელა ბანდიტი“ შეარქვეს.
ახალმა ონკანმა წარმოუდგენლად დიდი პოპულარობა მოიპოვა და სულ რაღაც 4 წელიწადში პროდუქციის გაყიდვებმა მილიონ დოლარს გადააჭარბა, რაც მაშინდელი რეალობისთვის შთამბეჭდავი მიღწევა იყო.
ჰერონ ალექსანდრიელის და პრინციპში, ალექს მანუკიანის შემდეგაც ბევრმა წყალმა ჩაიარა, ამ სიტყვის ყველა გაგებით. ჩვენც მეტი რა დაგვრჩენია - რაკი ონკანის შექმნის გასაოცარი ისტორია უკვე ვიცით, ათასში ერთხელ მაინც, როცა ჭიქაში წყალს ჩავისხამთ, თუ ცხვირ-პირს გავიგრილებთ, გულწრფელი მადლობა გავუგზავნოთ ისტორიაში სამუდამოდ დარჩენილ დიდ გამომგონებლებს.
Holst.ge კი ამ ისტორიულ მიღწევებს არ ჩამორჩება და ყველაზე თანამედროვე ონკანების შერჩევის ჩინებულ საშუალებას გაძლევთ...