იყო სიბნელე და უკუნი, მოვიდა ნათელი და გაიხსნა ცა - აი, ასეთ საოცრებებს ახდენს გარე განათება!

აბა, რამ შეიძლება, სინათლეს აჯობოს? აჰ, უფრო დიდმა სინათლემ? ვერაფერს იტყვი, შესანიშნავი პასუხია!

საერთოდ, დღე-ღამის ბნელ დროს ნორმალური ხილვადობით უზრუნველყოფა - ადამიანის უსაფრთხოდ გადაადგილებისა და კომფორტის პირობაა, რაშიც, დაგვეთანხმებით, ბუნებრივია.

ღია ტერიტორიების განათებისთვის უამრავი რამ გამოიყენება - იქნება ეს პროჟექტორი თუ ლამპიონი. კვლავაც პროჟექტორი გახლავთ მთავარი „დამნაშავე“ კონცერტების გამრავალფეროვნებისთვის, ლამპიონი აძლევს აბსოლუტურად განსხვავებულ იერს ნებისმიერ ქუჩას და ადამიანის მეხსიერებაც უამრავი დადებითი მოგონებით იხუნძლება.

მოწყობილობების მახასითებლებიდან გამომდინარე ხდება სხვადასხვა ადგილებში მათი დამონტაჟება.

პროჟექტორებისა და ლამპიონების დანიშნულება

დეტალურად განვიხილოთ, სად გამოიყენება პროჟექტორებისა და ლამპიონების სხვადასხვა სახეობა, რა თავისებურებები და პლუსებით გამოირჩევა პროჟექტორი, რატომ უნდა იქნეს არჩეული კონკრეტულ ადგილას ლამპიონი და ასე შემდეგ.

გარე განათება საჭიროა ისეთ ადგილებში, როგორიცაა:

  • ავტობანები და გზები;
  • ქვეითთა ზონები;
  • საავტომობილო და ფეხით მოსიარულეთა გვირაბები;
  • პარკები და სკვერები;
  • ავტოსადგომები, სპორტული, სამშენებლო და საკონცერტო მოედნები;
  • არქიტექტურული ობიექტები;
  • კერძო და საზოგადოებრივი ტერიტორიები;
  • შენობების ფასადები.

გარე განათებით უზრუნველყოფის თავისებურებები

სწორად ორგანიზებული ილუმინაცია პირდაპირ კავშირშია უამრავ მნიშვნელოვან ფაქტორთან, იქნება ეს მძღოლებისა და ქვეითების უსაფრთხოება, კომფორტი, ასევე, მყუდრო ატმოსფერო და ასე შემდეგ.

განათების მოწყობილობების შერჩევისას, პირველ რიგში, იმას უნდა მიექცეს ყურადღება, რა ფუნქციებს დააკისრებთ მათ.

გარე განათება რომ ყველასთვის მისაღები იყოს, უნდა გაითვალისწინოთ, მაგალითად, ის, რომ ქუჩებსა და ქვეითთა გადასასვლელებზე საჭიროა ლამპიონებისა და ფანრების მონტაჟი, რომლებიც გაფანტულ სინათლეს გამოსცემენ - ამ შემთხვევაში, ნახსენებ მონაკვეთებზე კარგი ხილვადობაა საჭირო.

წერტილოვანი განათება გამოიყენება დეკორატიული მიზნებისთვის. ასევე, ის ეხმარება ყურადღების ფოკუსირებას საინფორმაციო ნიშნებზე. მსგავსი განათებისთვის გამოიყენება სხვადასხვა სიმძლავრის პროჟექტორი ნათების სხვადასხვა კუთხით.

პირველ რიგში, გარე განათება, პროჟექტორი, ლამპიონი თუ ნებისმიერი სხვა მოწყობილობა, გამძლე უნდა იყოს, ვინაიდან მათი რემონტი და გამოცვლა საკმაო ხარჯებთან არის დაკავშირებული.

ასევე, აუცილებლად გასათვალისწინებელია კლიმატური პირობებიც. ამ ტიპის პროდუქციის ყველა სახეობა ვერ უძლებს კონკრეტულ პირობებს და ეს საკითხი აუცილებლად გულდასმით უნდა იყოს შესწავლილი - ყინვაში ისეთი განათებაა საჭირო, რომელსაც ყინვა მარტივად ვერ დააზიანებს.

სამწუხაროდ, მწარმოებლები უკვე იმასაც ითვალისწინებენ, რომ გარე განათება დაცული იყოს ვანდალური თავდასხმებისგან და რამდენად ერჩიან მსგავს მოწყობილობებს, კი გვინახავს არც თუ სასიამოვნო საყურებელი ჩანაწერები ჩვენი ქვეყნის არაერთი ქალაქიდან.

ბოლო წლებში განსაკუთრებით აქტუალური გახდა სინათლის ენერგომზოგავი წყაროებიც.

ყველა ზემოთ ნახსენები კრიტერიუმის გათვალისწინებით, Holst.ge-ზე სასურველ განათებას მარტივად მოიძიებთ, რამდენიმე ვარიანტის ნახვ აკი აქვე შეგიძლიათ:

LINUS LED პროჟექტორი 100w 6500k IP65 NW

Linus LED projeqtori

  • ბრენდი - LINUS
  • პროდუქტის ტიპი - პროჟექტორი           
  • ვოლტი - 220-240V
  • სიხშირე - 50-60Hz
  • ფერის ტემპერატურა - 6500K
  • განათების სიმძლავრე - 10000 lmგაშლის კუთხე - 110°
  • ზომა - 120x90mm
  • სამუშაო რესურსი - 25000 hrs
  • IP დაცვა - IP65
  • გარანტია - 1 წელიენერგოეფექტურობის კლასი - A+
  • შტრიხკოდი  - 8719834850737
  • წონა (კგ) - 1.78
  • სიმძლავრე (W) - 100

LINUS LED ლამპიონი 100w 4000k IP65 gray

Linus LED lampioni

  • ბრენდი - LINUS
  • პროდუქტის ტიპი - ლამპიონი
  • ვოლტი - 220-240V
  • სიხშირე - 50-60Hz
  • ფერის ტემპერატურა - 4000K
  • განათების სიმძლავრე - 10000 lm
  • გაშლის კუთხე - 120°
  • ზომა - 538x264mm
  • სამუშაო რესურსი - 25000 hrs
  • IP დაცვა - IP65
  • გარანტია - 1 წელი
  • ენერგოეფექტურობის კლასი - A+
  • შტრიხკოდი  - G006E100W
  • წონა (კგ) - 3.1
  • სიმძლავრე (W) - 100

LINUS LED პროჟექტორი 300W 6500k IP65

Linus LED projeqtori

  • ბრენდი - LINUS
  • პროდუქტის ტიპი - პროჟექტორი           
  • ვოლტი - 220-240V
  • სიხშირე - 50-60Hz
  • ფერის ტემპერატურა - 6500K
  • განათების სიმძლავრე - 28500 lm
  • გაშლის კუთხე - 90°
  • ზომა - 120x90mm
  • სამუშაო რესურსი - 25000 hrs
  • IP დაცვა - IP65
  • გარანტია - 1 წელი
  • ენერგოეფექტურობის კლასი - A+
  • შტრიხკოდი  - 8719834850744
  • წონა (კგ) - 7.2
  • სიმძლავრე (W) - 300

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება