ჯაჭვური ხერხების საუკეთესო არჩევანი

თუ აგარაკი გაქვთ  ან უბრალოდ ეზო, რომელიც საკმაოდ დიდ ფართობს მოიცავს მის მოსაწესრიგებლად ნამდვილად დაგჭირდებათ ჯაჭვური ხერხი. იგი გაგიადვილებთ და შეგიმსუბუქებთ ყველანაირ საქმიანობას რაც ხეების მოჭრასთან და მათ დახარისხებასთან იქნება დაკავშირებული.

საყოფაცხოვრებო საქმიანობისათვის გამოსაყენებელი ხერხის სიჩქარე სასურველია არ აღემატებოდეს 2კვტ-ს, და მიზანშეწონილია ვამუშაოთ არაუმეტეს 40 წუთისა. ამგვარი ხერხები უმეტესწილად განკუთვნილია პატარა ზომის შეშის დასაჭრელად, ტოტების მოსაჭრელად, ეზოში დეკორატიული საქმიანობის შესასრულებლად და გასასუფთავებლად. მისი პრაქტიკულობა მსოფლიოშია აღიარებული და მრავალი ადამიანის განუყრელ ნივთადაა ქცეული.

საშუალო ხარისხის ბენზო ხერხები

მაღალი ხარისხის ბენზო ხერხი

პრემიუმ ხარისხის ჯაჭვური ხერხი

თუმცა, თუ თქვენ მშენებლობაზე მუშაობთ მაშინ ბენზო ხერხის ქონის აუცილებლობა ერთი ორად იზრდება, ვინაიდან მისი დახმარებით თქვენ შეძლებთ დროის უმოკლეს მონაკვეთში შეასრულოთ სამუშაო და ამავდროულად სამუშაო პროცესი გახადოთ ნაკლებად დამღლელი და პრაქტიკული. ამისათვის, არჩევანი ნახევრად-პროფესიონალურ ან\და პროფესიონალურ ელექტრო დრუჟბაზე უნდა შეაჩეროთ. აქვე აღვნიშნავთ, რომ ხერხების კლასიფიკაცია ხდება მათი სიმძლავრის მიხედვით, შესაბამისად, განასხვავებენ სამი ტიპის ხერხს:

  • საყოფაცხოვრებო,
  • ნახევრად პროფესიონალური
  • პროფესიონალური ბენზო ხერხები.

განვიხილოთ თითოეული ცალ-ცალკე:

საყოფაცხოვრებლო ბენზო ხერხი - იგი სხვა ტიპის ხერხებთან შედარებით მარტივი აგებულებისაა და შესაბამისად აღჭურვილია საშუალო სიმძლავრის (2 კვტ.) ძრავით. კომპაქტურია და ამავდროულად აღსანიშნია მისი მცირე წონა - არ უნდა აღემატებოდეს 4კგ -ს. საყოფაცხოვრებო ბენზო ხერხის სამუშაო რესურსია თვეში დაახლოებით ოცი საათი, ჯაჭვის სიგრძე კი 40 სმ-მდე.

ნახევრად-პროფესიონალი ბენზო ხერხი -  იგი საყოფაცხოვრებო ბენზო ხერხთან შედარებით მძლავრია. ნახევრად-პროფესიონალურ ბენზო ხერხს შეუძლია არამარტო დაფებისა და ტოტების მოჭრა, არამედ დიდ ხეებსაც უპრობლემოდ უმკლავდება. მოსახერხებელია ხის დასამუშავებლადაც, იატაკისთვის, ჩარჩოებისთვის და სხვ. სასურველია ნახევრად-პროფესიონალური ხერხი არ ამუშაოთ დღეში 10 საათზე მეტი დროით. ეს სამუშაო დროის შეზღუდვა რეკომენდირებულია ბენზო ხერხისთვის, რადგან გაგიძლოთ დიდხანს და შეინარჩუნოს ქმედუნარიანობა. ნახევრად-პროფესიონალური ხერხების ძირითადი მახასიათებლებია: სიმძლავრე 2-დან 3-კვტ-მდე, ჯაჭვის სიგრძე 40-დან 50-მეტრამდე, სამუშაო დროის ხანგრძლივობა სასურველია არ აღემატებოდეს 200 საათს, წონა 4 და 5კგ-მდე.

პროფესიონალი ბენზო ხერხი - იგი გათვლილია ყველაზე რთული და პროფესიონალური სამუშაოებისთვის. ეს ბენზო ხერხები არ არის განკუთვნილი მოყვარულთათვის ან თუნდაც დამწყებთათვის ვინაიდან დაზიანების რისკი დიდია. პროფესიონალური დრუჟბით მუშაობისთვის საჭიროა გამოცდილება და ცოდნა, რადგან თავიდან ავიცილოთ გაუთვალისწინებელი შემთხვევები. მოცემული ხერხის ტიპი გამოირჩევა სამუშაო დროის ხანგრძლივობით, დასაშვებია დღეში 15 საათით მუშაობა. პროფესიონალური ხერხების მახასიათებლები: სიმძლავრე - 3-დან 7 კვტ-მდე; წონა - 5 კგ-დან, ჯაჭვის სიგრძე - 45-დან 60 სმ-მდე; სამუშაო რესურსი - თვეში 300 საათზე მეტი.

Holst.ge არის ონლაინ მაღაზია, სადაც წარმოდგენილია სხვადასხვა ფუნქციური მახასიათებლების მქონე ბენზო ხერხები. პროდუქტის არჩევისას უმნიშვნელოვანესია ბრენდი. ჩვენი საიტი კი სწორედ ის სივრცეა, სადაც თქვენ შეხვდებით მსოფლიოს წამყვან ბრენდებს, როგორებიცაა Dewalt, Lux Garden, Crown, Tolsen, Black&Decker. ეს კომპანიები დიდი პოპულარობითა და სანდოობით სარგებლობენ. მათი წარმატების გასაღები კი ხარისხიანი, ინოვაციური და თითოეული ადამიანის სურვილზე მორგებული პროდუქციაა.

ძირითადად, მომხმარებელი, ბენზო ხერხის არჩევისას, სამ მახასიათებელს გამოყოფს, რომლითაც ყველაზე მეტად ინტერესდება. ესენია:

თუ რამდენად მძლავრია ჯაჭვური ხერხი?

თუ ჯაჭვური ხერხის შეძენისას სიმძლავრე გადამწყვეტია, მაშინ ბენზო ხერხი უნდა აირჩიოთ. რა თქმა უნდა, ყველა მოდელს განსაზღვრული სიმძლავრე აქვს, თუმცა ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად და მაღალი სიმძლავრით - ბენზო ხერხს შეიძენთ. არანაკლები სიმძლავრის მიღება შეგიძლიათ ელექტრო ჯაჭვური ხერხის შეძენისას, თუმცა მას გარკვეული დისკომფორტი ახლავს.

რამდენად მარტივად შეძლებს მის გადაადგილებას?

ბენზო ხერხი მობილური მოწყობილობაა და მისი გადატანა ნებისმიერ ადგილას არის შესაძლებელი, თუმცა არც თუ ისე მსუბუქია. ელექტრო დრუჟბა მსუბუქია, თუმცა სამუშაოდ კაბელი სჭირდება. ამიტომ კვების წყაროდან შორს ვერ წაიღებთ. ყველაზე მსუბუქი და მობილური დრუჟბა ელემენტზე მომუშავე დრუჟბაა. ასე რომ, ამ კრიტერიუმში დრუჟბა ელემენტზე უკონკურენტოა

რამდენად ხმაურიანი იქნება შეძენილი ბენზოხერხი?

ბენზო ხერხი ხმაურიანი აპარატია და აუცილებლად შეაწუხებთ ახლო-მახლო მცხოვრებ მეზობლებს, განსხვავებით ელექტრო და ელემენტიანი ჯაჭვური ხერხისგან. მათი ძრავი საკმაოდ დაბალ ხმაზე მუშაობ.

ჯაჭვური ხერხის ტიპები:

  • ჯაჭვური ხერხი საწვავზე

საწვავზე მომუშავე ჯაჭვური ხერხი, ამ ხელსაწყოს ყველაზე პოპულარული მიმართულებაა. ის გამოირჩევა სიმძლავრით, მობილურობით და ხელმისაწვდომი ფასით.

  • ელექტრო ჯაჭვური ხერხი

ელექტრო ჯაჭვური ხერხის მთავარი უპირატესობებია - სიმძლავრე, სიმსუბუქე და ხელმისაწვდომი ფასი.

  • ჯაჭვური ხერხი ელემენტზე

ელემენტზე მომუშავე ჯაჭვური ხერხი ყველაზე მობილური და კომპაქტურია. თუ მაღალი სიმძლავრის ელემენტზე მომუშავე ჯაჭვურ ხერხს შეიძენთ, აუცილებლად გახდება თქვენი საყვარელი ინსტრუმენტი მოხმარებისას.

ამ სტატიაში ბენზო ხერხებს განვიხილავთ. ელექტრო და ელემენტზე მომუშავე დრუჟბა შემდეგისთვის შემოვინახეთ.

TOLSEN TOL1590-79611 ჯაჭვური ხერხი საწვავზე INDUSTRIAL 52CC,20"

tolsen jachvuri kherkhi

  • ბრენდი TOLSEN
  • პროდუქტის ტიპი ჯაჭვური ხერხი საწვავზე     
  • სიმძლავრე 2000W
  • ზომა 20''     
  • გარანტია 1 წელი                       
  • წონა (კგ) 8.5       
  • კვების წყარო საწვავი           
  • ძრავის მოცულობა 52cc   
  • ავზის მოცულობა 0.55 l   
  • ბრუნვის სიჩქარე 3000min         
  • მოტორი 2 ტაქტიანი    

თუ სიმძლავრე და ხელმისაწვდომი ფასი თქვენთვის პრიორიტეტულია, მაშინ Tolsen-ის ბენზო ხერხი საუკეთესო არჩევანია. ეს კონკრეტული მოდელი კი საკმაოდ მაღალი სიმძლავრისაა და მისი შეძენა დაბალ ფასად შეგიძლიათ.

უპირატესობები:

  • სიმძლავრე
  • მობილურობა
  • ხელმისაწვდომი ფასი

 TOLSEN TOL1591-79614 ჯაჭვური ხერხი საწვავზე 52CC,20"

Tolsen drujba

  • ბრენდი TOLSEN
  • პროდუქტის ტიპი ჯაჭვური ხერხი საწვავზე     
  • სიმძლავრე 2200W
  • ზომა 20''     
  • გარანტია 1 წელი           
  • წონა (კგ) 8.5       
  • კვების წყარო საწვავი           
  • ძრავის მოცულობა 52cc   
  • ავზის მოცულობა 0.55 l   
  • ბრუნვის სიჩქარე 3000min         
  • მოტორი 2 ტაქტიანი

TOL1591 კიდევ უფრო მძლავრი ბენზო ხერხია Tolsen-ისგან. 2200w საშუალებას მოგცემთ მყარი ხის მასალა უპრობლემოდ დაამუშაოთ. წონის გათვალისწინებით, არც ისე კომპაქტურია, თუმცა სიმძლავრის გათვალისწინებით, მისი დიდი ხანი ხელში ჭერა არ მოგიწევთ.

უპირატესობები:

  • სიმძლავრე
  • ხელმისაწვდომი ფასი

Lux Garden ჯაჭვური ხერხი 20"

Lux-garden drujba

  • ბრენდი LUX GARDEN           
  • პროდუქტის ტიპი ჯაჭვური ხერხი საწვავზე     
  • სიმძლავრე 2100W
  • ზომა 20''     
  • გარანტია 1 წელი
  • წონა (კგ) 7.5     
  • კვების წყარო საწვავი           
  • ძრავის მოცულობა 54.6cc
  • ავზის მოცულობა 0.5 l     
  • ბრუნვის სიჩქარე 3000min         
  • მოტორი 2 ტაქტიანი

ბოლოს, გვინდა წარმოგიდგინოთ მომხმარებლების საყვარელი ბრენდის, Lux Garden-ის ბენზო ხერხები. ამ მოდელის შეძენა ძალიან დაბალ ფასად შეგიძლიათ Holst.ge-ზე და ჩვენი საკურიერო მომსახურებით, უახლოეს მომავალში შეძლებთ საქმეში მის გამოცდას. Lux Garden-ის პროდუქცია საკმაოდ ხარისხიანი და გამძლეა, არც ბენზო ხერხებია გამონაკლისი.

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • ხარისხი
  • სიმძლავრე

Lux Garden ჯაჭვური ხერხი 18"

Lux-garden kherkhi

  • ბრენდი LUX GARDEN
  • პროდუქტის ტიპი ჯაჭვური ხერხი საწვავზე
  • სიმძლავრე 2100W
  • ზომა 18''
  • გარანტია 1 წელი
  • წონა (კგ) 7.25
  • კვების წყარო საწვავი
  • ძრავის მოცულობა 54.6cc
  • ავზის მოცულობა 0.5 l
  • ბრუნვის სიჩქარე 3000min
  • მოტორი 2 ტაქტიანი

Lux Garden-ის ეს ბენზო ხერხი წინას მსგავსია თუ წონის ოდნავ სიმცირეს არ გავითვალისწინებთ. თუ ამ ორს შორის აპირებთ არჩევანის გაკეთებას, მთავარი ფაქტორი დიზაინი თუ იქნება.

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • სიმძლავრე
  • ხარისხი

CROWN CT20101-ჯაჭვური ხერხი საწვავზე 18"

crown jachvuri kherkhi

  • ბრენდი CROWN
  • პროდუქტის ტიპი ჯაჭვური ხერხი საწვავზე     
  • სიმძლავრე 1800W
  • ზომა 18''     
  • გარანტია 1 წელი           
  • წონა (კგ) 5.54     
  • კვების წყარო საწვავი           
  • ძრავის მოცულობა 45cc   
  • ავზის მოცულობა 0.55 l   
  • ბრუნვის სიჩქარე 3000min         
  • მოტორი 2 ტაქტიანი    

მაღალხარისხიანი პროდუქციის მწარმოებელი Crown-ის უამრავ ჯაჭვურ ხერხს შეხვდებით ჩვენს ონლაინ მაღაზიაში. ეს ნახევრად-პროფესიონალური ბენზო ხერხი საკმარისად მძლავრია საშუალო სიდიდის ხეების და ტოტების მოსაჭრელად. ბენზო ხერხი 5 კილოგრამს იწონის, რის გათვალისწინებითაც კომპაქტური და მობილურია.

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • ხარისხი
  • მობილურობა
  • კომპაქტურობა

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება