ბენზო ხერხი გინდათ შეიძინოთ? ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც გასათვალისწინებელია არის ის, თუ რის მოჭრას აპირებთ. გამოიყენებთ თქვენს ჯაჭვურ ხარხს დიდი ხეებისთვის, თუ ბუჩქების პატარა ტოტების მოსასხვლელად? გამოიყენებთ ბაღში პატარა ხეების მოსაჭრელად? გამოიყენებთ საკუთარი შეშის დასაჭრელად, დიდი მორების დასაჭრელად შეშისთვის?

Lux Garden ჯაჭვური ხერხი

Tolsen ბენზო ხერხი

Crown ბენზო ხერხი

თუ იცით, რომ დიდი ტოტები უნდა მოჭრათ, თქვენთვის საუკეთესო ჯაჭვური ხერხი შეიძლება დიდი სიმძლავრის მქონე იყოს. მაგრამ თუ ხე, რომელსაც თქვენ მოჭრით, მცირეა, მაშინ მსუბუქი წონის ან უსადენო მოდელი იდეალური იქნება. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება მაცდური იყოს იმაზე ფიქრი, რომ დიდი უკეთესია, გირჩევთ გამოიყენოთ ყველაზე მსუბუქი ხერხი, რომელიც სამუშაოს შეესაბამება. დიდი ჯაჭვური ხერხები ბევრად უფრო მძიმე არის, ამიტომ ჩვენ გირჩევთ, რომ ძალიან დიდი ბენზო ხერხები პროფესიონალებს მიანდოთ!

ჯაჭვური ხერხის ყიდვა არც ისე რთული ამოცანაა. ერთი ჯაჭვური ხერხის შეძენით უამრავი პრობლემა, რამდენიმე წლის განმავლობაში მოგვარდება.  ჯაჭვური ხერხის შეძენისას, მთავარი პრობლემა ის არის, რომ ორი ერთნაირი მოდელი არ არსებობს. მათ შეიძლება ჰქონდეთ მსგავსება ძირითადი ფუნქციის, ანუ ჭრის თვალსაზრისით, მაგრამ მახასიათებლები არსებითად განსხვავდებიან.

რისთვის გჭირდებათ ჯაჭვური ხერხი? გსურს პატარა ტოტების მოჭრა; გასხვლა; თუ დაინტერესებული ხართ ხის მორების მოჭრით? თითოეული ჯაჭვური ხერხი შექმნილია სპეციალურად ამ საკითხების გადასაწყვეტად.

მაშასადამე, არასწორი მოდელის ყიდვა რომელიმე კონკრეტული სამუშაოსთვის, ბევრ პრობლემას გამოიწვევს. მრავალი დეტალია გასათვალისწინებელი და ეს ყოველივე ერთად განვიხილოთ შემდეგ აბზაცებში.

ბრენდები

ჩვენ ონლაინ მაღაზიაში წარმოდგენილია რამდენიმე ბრენდის მაღალხარისხიანი ჯაჭვური ხერხი. იმისათვის რომ ინფორმირებული გადაწყვეტილება მიიღოთ, ბენზო ხერხის შეძენისას, მცირეოდენი წარმოდგენა უნდა გქონდეთ მათ მწარმოებელ ბრენდებზე.

  • Lux Garden

ეს ბრენდი უკვე დიდი ხანია აწარმოებს ინდუსტრიულ, განსაკუთრებით კი სამეურნეო საქმიანობისას გამოსაყენებელ ინსტრუმენტებს. ამ დროის განმავლობაში კომპანიამ მოახერხა თავი შეეყვარებინა მიწათმოქმედებისთვის, მეტყევეებისთვის და ა.შ. ამას კი სტაბილურად დაბალი ფასითა და მაღალი ხარისხით.

  • Tolsen

ეს ბრენდი ყოველთვის ხელმისაწვდომი ფასითა და კარგი ხარისხით გამოირჩევა. Tolsen უმრავი სახის ინსტრუმენტებს აწარმოებს, მათ შორისაა ჯაჭვური ხერხი. ასევე, ამ ბრენდის ქვეშ გაერთიანებული პროდუქცია მაღალი გამძლეობით და სიცოცხლის ხანგრძლივობით გამოირჩევა.

  • Crown

მაღალი ხარისხის ჯაჭვური ხერხი / ბენზო ხერხი თუ გინდათ შეიძინოთ, მაშინ Crown-ის პროდუქციას უნდა მიაშუროთ. ეს ბრენდი დახვეწილი წარმოების უნარებით, მაღალი ხარისხის მასალებით და განვითარებული ინჟინერიით ცდილობს ბაზარზე თავის დამკვიდრებას და გასაკვირიც არ არის, რომ გამოსდის.

Lux Garden ჯაჭვური ხერხი 20"

LuxGarden jachvuri kherkhi

  • ბრენდი - LUX GARDEN
  • პროდუქტის ტიპი - ჯაჭვური ხერხი საწვავზე
  • სიმძლავრე - 2100W
  • ზომა - 20''
  • გარანტია - 1 წელი
  • წონა (კგ) - 7.5
  • კვების წყარო - საწვავი
  • ძრავის მოცულობა - 54.6cc
  • ავზის მოცულობა - 0.5 l
  • ბრუნვის სიჩქარე - 3000min
  • მოტორი - 2 ტაქტიანი

ქვემოთ წარმოდგენილი ყველა ჯაჭვური ხერხი, თანაბარი სიმძლავრისაა და ერთი შეხედვით ჭრის თანაბარი უნარები გააჩნიათ. თუმცა, ასე მარტივადაც არ არის. მსგავს შემთხვევაში, მეორე მთავარი ფაქტორი ჯაჭვური ხერხის სიმძიმეა. მაღალი სიმძლავრისას დაბალი მასა ძლიერ ბრენდზე მიუთითებს.  სწორედ ასეთია Lux Garden-ის ეს ჯაჭვური ხერხი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში მოგემსახურებათ.

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • სიმძლავრე
  • გამძლეობა
  • ხარისხი

TOLSEN TOL1591-79614 ჯაჭვური ხერხი საწვავზე 52CC,20"

TOLSEN jachvuri kherkhi

  • ბრენდი - TOLSEN
  • პროდუქტის ტიპი - ჯაჭვური ხერხი საწვავზე
  • სიმძლავრე - 2200W
  • ზომა - 20''
  • გარანტია - 1 წელი
  • წონა (კგ) - 8.5
  • კვების წყარო - საწვავი           
  • ძრავის მოცულობა - 52cc
  • ავზის მოცულობა - 0.55 l
  • ბრუნვის სიჩქარე - 3000min
  • მოტორი - 2 ტაქტიანი

ეს ჯაჭვური ხერხი წინა, Lux Garden-ის მოდელის ანალოგია, მხოლოდ ამ შემთხვევაში მასა გაზრდილია, რაც უფრო მყარ ჭრას, თუმცა ნაკლებ კომპაქტურობას გულისხმობს.

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • გამძლეობა
  • ხარისხი

CROWN CT20102-20 ბენზო ხერხი 20"

CROWN jachvuri kherkhi

  • ბრენდი - CROWN                     
  • პროდუქტის ტიპი - ჯაჭვური ხერხი საწვავზე
  • სიმძლავრე - 2300W
  • ზომა - 20''
  • გარანტია - 1 წელი
  • წონა (კგ) - 5.58
  • კვების წყარო - საწვავი
  • ძრავის მოცულობა - 54.6cc
  • ავზის მოცულობა - 0.55 l
  • ბრუნვის სიჩქარე - 3000min
  • მოტორი - 2 ტაქტიანი

ეს მოდელი მაღალი ხარისხის, გამძლეობის და სიცოცხლის ხანგრძლივობის ჯაჭვური ხერხია Crown-ისგან. მიუხედავად ასეთი მაღალი სიმძლავრისა, სულ რაღაც 5,5 კილოგრამს იწონის და ძალიან მოსახერხებელია.

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • გამძლეობა
  • ხარისხი
  • სიმძლავრე

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება