ბოლო ათწლეულის Top 3 საუკეთესო ჯაჭვური ხერხი

ჯაჭვური ხერხი შეუცვლელი ინსტრუმენტია ხის მოსაჭრელად და შეშაზე სამუშაოდ. ჯაჭვის ხერხები სხვადასხვა ზომისაა, დაწყებული მცირე ზომის ელექტრო მოდელებით, რომელშიც იგულისხმება სადენით და ბატარეით მომუშავე ელექტრო ჯაჭვური ხერხი, დამთავრებული ბენზინზე მომუშავე მძიმე მოდელებით, რომლებიც განკუთვნილია უფრო მძიმე სამუშაოებისათვის. მაგრამ, შეცდომაში არ უნდა შეხვიდეთ და იფიქროთ, რომ ყველა ბენზო ხერხი საუკეთესოა და ელექტრო ხერხის მჯობნი. ბოლო პერიოდში ბატარეის ინჟინერიამ ძალიან დიდი პროგრესი განიცადა და სულ უფრო და უფრო ხშირად გვხვდება პროფესიონალური ელექტრო ჯაჭვური ხერხები ბაზარზე.

ხშირად ფასი და ზომა პირდაპირპროპორციულია - დიდი დრუჟბა უფრო ძვირი ღირს ვიდრე მოკრძალებული, მცირე ზომის სამუშაოებისთვის განკუთვნილი ჯაჭვური ხერხი. ქვემოთ განვიხილავთ თითოეული ტიპის მოდელებს და მათ დადებით და უარყოფით მხარეებს.

ჯაჭვური ხერხი ბენზინზე

ბენზო ხერხი სწრაფად და შეუფერხებლად ჭრის. მისი ჯაჭვის სწრაფი მოძრაობა ნიშნავს იმას, რომ მომხმარებელს სჭირდება ნაკლები ძალის გამოყენება და ნაკლები დრო სასურველი შედეგის მისაღებად. ასევე, ისინი მუდმივად იმუშავებენ თუ საწვავს დაუმატებთ, რაც მათ საუკეთესო ვარიანტად აქცევს. თუმცა გაცილებით მძიმეა და მეტ შემაწუხებელ ხმას გამოსცემს ვიდრე ელექტრო მოდელები. ისინი ასევე საჭიროებენ ძრავის საჰაერო ფილტრს და გამოყოფენ გამონაბოლქვს. როგორც ყველა, საწვავზე მომუშავე ინსტრუმენტი, ბენზო ხერხიც გამოყოფს პოტენციურად სასიკვდილო ნახშირბადის მონოქსიდს, ასე რომ თქვენ არასოდეს უნდა გამოიყენოთ ის შენობაში და დახურულ სივრცეში.

ელექტრო ხერხი

ელექტრო ხერხებს აქვს კვების კაბელი და იაფია, ვიდრე ბენზო ხერხი. ისინი, როგორც წესი, იწონიან ნაკლებს და ავტომატური სტარტერი გააჩნია. ელექტრო ხერხი კვების კაბელით უნდა დააკავშიროთ უახლოეს დენცქციტას, რაც გზღუდავთ შორ მანძილზე გადაადგილებისას.

Lux Garden ჯაჭვური ხერხი 20"

lux garden drujba

  • ბრენდი LUX GARDEN
  • პროდუქტის ტიპი ჯაჭვური ხერხი საწვავზე
  • სიმძლავრე 2100W
  • ზომა 20''
  • გარანტია 1 წელი
  • წონა (კგ) 7.5
  • კვების წყარო საწვავი
  • ძრავის მოცულობა 54.6cc
  • ავზის მოცულობა 0.5 l
  • ბრუნვის სიჩქარე 3000min
  • მოტორი 2 ტაქტიანი

Lux Garden-ის ეს დრუჟბა ძალიან მძლავრი მოდელია, რომელიც ნებისმიერი დიდი ზომის სამუშაოებისთვის გამოგადგებათ. ამ სიმძლავრის მისაღებად ბენზო ხერხის მასა გაზრდილია და 7,5 კილოგრამს აღწევს, თუმცა მაინც საკმაოდ კომფორტულია მუშაობისას. ბენზო ხერხის ძრავის მოცულობა 56cc-ა და 2100W სიმძლავრეს გამოიმუშავებს. ამ მოდელის შეძენა ჩვენ ონლაინ მაღაზიაში შეგიძლიათ ყოველგვარი მიწოდების ხარჯების გარეშე. Holst.ge-ზე ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ჯაჭვური ხერხია, რისი მიზეზიც ზემოთ ხსენებული მახასიათებლებია.

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • ხარისხი
  • მაღალი სიმძლავრე

CROWN CT15162-ჯაჭვური ხერხი ელექტრო 1600w

crown xerxi

  • ბრენდი CROWN                     
  • პროდუქტის ტიპი ჯაჭვური ხერხი ელექტრო   
  • სიმძლავრე 1600W
  • ზომა 15''     
  • გარანტია 1 წელი           
  • წონა (კგ) 5.75     
  • კვების წყარო 220-240V       
  • ბრუნვის სიჩქარე 7200min         
  • ღერძის სიგრძე 15''

განვიხილოთ Crown-ის ელექტრო ხერხი, რომელიც შესანიშნავია პატარა და საშუალო სიდიდის პროექტებისთვის და მიუხედავად მისი ელექტრო ძრავისა 1600W სიმძლავრეს გამოიმუშავებს. წინა ბენზო ხერხთან შედარებით მსუბუქია და გაცილებით დიდი ბრუნვის სიჩქარე გააჩნია. მაღალი ბრუნვა, როგორც წესი, დადებითი მახასიათებელია, თუმცა ნაკლებ სიმძლავრეს ნიშნავს. მიუხედავად ამისა, ეს ელექტრო ხერხი ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მოდელად რჩება Holst.ge-ზე.

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • მაღალი სიმძლავრე
  • გამძლეობა
  • ხარისხი

CROWN CT20101-ჯაჭვური ხერხი საწვავზე 18"

crown jachvuri kherkhi

  • ბრენდი CROWN
  • პროდუქტის ტიპი ჯაჭვური ხერხი საწვავზე
  • სიმძლავრე 1800W
  • ზომა 18''
  • გარანტია 1 წელი
  • წონა (კგ) 5.54
  • კვების წყარო საწვავი
  • ძრავის მოცულობა 45cc
  • ავზის მოცულობა 0.55 l
  • ბრუნვის სიჩქარე 3000min
  • მოტორი 2 ტაქტიანი

Crown-ის ბენზო ხერხი მისი უმაღლესი ხარისხით გამოირჩევა. ეს ბენზო ხერხი, სათანადო მოვლის პირობებში ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მოგემსახურებათ. მისი ძრავა 1800W სიმძლავრეს გამოიმუშავებს, რაც საკმარისია თუნდაც ძალიან დიდი ხის შეფერხებების გარეშე მოსაჭრელად.

უპირატესობები:

  • უმაღლესი ხარისხი
  • ხელმისაწვდომი ფასი
  • სიმძლავრე
  • გამძლეობა
  • სიცოცხლის ხანგრძლივობა

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება