ჯაჭვური ხერხი - საუკეთესო ხის მჭრელი |
ჯაჭვური ხერხი - საუკეთესო ხის მჭრელი |
თუ თქვენ წელიწადის ამ დროს ქალაქიდან სოფელში ჩახვედით და თანაც დილით ადრე ადგომას მშვიდ ძილს ამჯობინებთ, არ გაგიმართლათ. შესაძლოა გაგიმართლოთ და მამლის ყივილმა ვერ გაუწყოთ განთიადის დადგომა, თუმცა ამას აუცილებლად და თანაც წარმატებით გააკეთებს ჯაჭვური ხერხი. მსგავსი გამოცდილება ერთხელ მაინც ყველას გექნებათ მიღებული, რადგან იმ “გიჟის“ არ იყოს ყველა სოფელს რომ ჰყავს ინსტრუმენტიც, რომელსაც ჯაჭვური ხერხი ჰქვია ყველა სოფელში ერთი ცალი მაინც მოიპოვება.
ხშირად ეს ერთი ხერხი მოგზაურობს ყველა ოჯახში და მთელი სოფლის შეშას მისი საშუალებით ჭრიან. ამის მთავარი მიზეზი ის არის, რომ აღნიშნული ინსტრუმენტი ყველგან არ არის ხელმისაწვდომ ფასად და მის შესაძენად სოფლიდან რაიონში ჩასვლაა საჭირო. გზის და ტრანსპორტის პრობლემა კი მოგეხსენებათ დღესაც არაერთ სოფელს აწუხებს. ონლაინ მაღაზია holst.ge-ის ერთ-ერთ პრიორიტეტს კი სწორედ ასეთი სოფლების მაცხოვრებელთა ყველა საჭირო ინსტრუმენტით უზრუნველყოფა წარმოადგენს, ადგილზე მიტანის სერვისით.
სოფლად მცხოვრებმა ზამთრის დადგომამდე უნდა მოასწროს ჯერ შეშის მომარაგება და შემდგომ მისი დაჭრა. მართალია დრო, რომელიც ზამთრამდე გვაშორებს სულ უფრო და უფრო მცირდება, თუმცა თუ თქვენ გსურთ ზამთარს მომზადებული შეხვდეთ არც ახლა არის გვიანი. ჩვენს ონლაინ მაღაზიაში ბენზო ხერხი მეტად პოპულარული ინსტრუმენტია და თქვენ მისი შეძენა სახლიდან გაუსვლელად შეგიძლიათ, ხოლო მისი მოწოდება მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩვენი მოვალეობაა, რომელსაც შეუფერხებლად ვასრულებთ.
დრუჟბა ძირითად ხის მასალის დასაჭრელად და დასამუშავებლად გამოიყენება. მისი საშუალებით ასევე შესაძლებელია ეზოს მოვლა და გაწმენდა არასაჭირო ხეებისა თუ ნარგავებისგან. არსებობს ამ ინსტრუმენტის მოდიფიკაციები, რომელთაც შედარებით უფრო შემოქმედებითი ხასიათის სამუშაოს შესასრულებლად იყენებენ. არ გაგიკვირდეთ თუ გეტყვით, რომ ხშირად ლამაზი ხის ქანდაკების უკან ელექტრო ხერხიანი მოქანდაკე დგას.
ისევე როგორც ნებისმიერი ინსტრუმენტი ჯაჭვური ხერხის მოდელებიც უამრავი მახასიათებლით განსხვავდება ერთმანეთისგან, თუმცა ამ შემთხვევაში მთავარ განსხვავებას მათი კვების წყარო ქმნის. ძირითადად კვების წყაროთი განასხვავებენ სამი ტიპის ჯაჭვურ ხერხს:
მოცემული მოდელების გამოყენება სხვადასხვა დანიშნულებით ხდება. მათი მახასიათებლები განსხვავებული ტიპის სამუშაოების შესრულებაზეა გათვლილი. მოდით განვიხილოთ თითოეული მათგანი.
ბენზო ხერხი - ჯაჭვური ტიპის ხერხებს შორის ყველაზე მძლავრი ბენზო ხერხია. იგი ბენზინის ავზით არის აღჭურვილი და მისი ენერგიის წყაროსაც საწვავი წარმოადგენს. მოცემული ხერხი შედარებით დიდი მოცულობის სამუშაოებზეა გათვლილი და მისი სიმძლავრის საშუალებით ნებისმიერი ზომისა და ტიპის ხის მასალის დამუშავებას შეძლებთ. რა თქმა უნდა, ამ კლასშიც არის განსხვავებები სიმძლავრის მიხედვით და ამაზე უფრო დეტალურად ქვემოთ ვისაუბრებთ. ბენზო ხერხის კიდევ ერთი პლუსია მისი კომპაქტურობა.
ელექტრო ჯაჭვური ხერხი - ზემოთ განხილულ მოდელთან მიმართებაში ელექტრო ჯაჭვური ხერხის მთავარი განსხვავება მისი კვების წყაროა, რომელსაც დენის ჩამრთველით იღებს და მის კომპაქტურობას ბევრად ამცირებს. თუმცა საშუალო სირთულის სამუშაოებისათვის იდეალური ვარიანტია და თანაც ნაკლებ ხმაურს გამოსცემს.
ჯაჭვური ხერხი ელემენტზე - ეს მოდელი კვების წყაროდ ელემენტს იყენებს , რომელიც თავის მხრივ დატენვას საჭიროებს. აღნიშნული ხერხი შედარებით მცირე მასშტაბის სამუშაოების შესასრულებლად გამოიყენება, თუმცა ამ კლასშიც არსებობს მაღალი სიმძლავრის მოდელები. წინა ორ მოდელთან შედარებით ნაკლებ ხელმისაწვდომი ფასით გამოირჩევა
ხერხი მეტად საფრთხილო ინსტრუმენტია და მასთან დაუდევრად მოქცევა შეიძლება გამოუსწორებელი ზიანის მომტანი აღმოჩდნეს. ამდენად მნიშვნელოვანია დავიცვათ უსაფრთხოების ნორმები, რათა თავიდან ავიცილოთ მსგავსი შემთხვევები. პირველ რიგში ხერხის შეძენისას უნდა გავითვალისწინოთ, რომ არსებობს მოდელები, რომლებიც მხოლოდ პროფესიონალებისათვის არის განკუთვნილი. ამდენად თუ თქვენ არ გაქვთ ხერხთან მუშაობის დიდი გამოცდილება, უმჯობესია პირველი ნაბიჯები სამოყვარულო დონის ხერხთან ერთად გადადგათ. ასევე უმჯობესია თუ მის გამოყენებას სველ ზედაპირზე არ გადაწყვეტთ.
ახლა დეტალურად განვიხილოთ ის მოდელები, რომლებიც პოპულარულია ჩვენს მომხმარებლებში:
CROWN ბრენდის ქვეშ წარმოებული ნებისმიერი პროდუქცია მაღალი ხარისხით გამოირჩევა. გამონაკლისი არც ეს ბენზო ხერხია, რომელიც თავისი სიმძლავრის ხარჯზე ნებისმიერ ხის მასალაზე მუშაობის საშუალებას მოგცემთ. თუ თქვენ მაღალი ხარისხისა და მძლავრი ხერხი გსურთ, ეს მოდელი საუკეთესო არჩევანია.
უპირატესობები:
ხშირად ხელმისაწვდომი ფასის სანაცვლოდ უარის თქმა გვიწევს ინსტრუმენტის მაღალ სიმძლავრეებზე, თუმცა ეს მოდელი თავისი ხელმისაწვდომი ფასითა და მაღალი სიმძლავრით საპირისპიროს ამტკიცებს.
უპირატესობები:
თუ შედარებით მცირე მასშტაბის სამუშაოების შესრულება გიწევთ და თქვენთვის მნიშვნელოვანია მაღალი ხარისიხი და ნაკლები ხმაური, ეს მოდელი საუკეთესო ვარიანტია.
უპირატესობები: