ყველა ადამიანს სჭირდება აგარაკზე თუ ეზოში ხერხი, რომელიც ძალიან მოსახერხებელია და დიდ დახმარებას გაგიწევთ, ეზოს და მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგებაში. 

ბაღის და ტყის მასივში მუშაობა, შეშის დამზადება, ხეების მოჭრა, ყველა ზემოთ აღნიშნულ საქმეს შეასრულებს ხერხი. ხერხების სხვადასხვა სახეობები არსებობს: ბენზო ხერხი, ჯაჭვური ხერხი და ჯაჭვური ხერხი ელემენტზე. 

ბაზარზე მეტად მრავალფეროვანი არჩევანია და კარგი ხერხის შესაძენად საჭიროა პირველ რიგში განსაზღვროთ რა დანიშნულებისთვის გჭირდებათ ის, ეზოს და აგარაკისათვის საჭიროების შემთხვევაში თუ პროფესიული საქმიანობისთვის ინტენსიური დატვირთვით? ამ კითხვაზე პასუხის გაცემის შემდგომ ყურადღება გაამახვილეთ მოწყობილობის პარამეტრებზე.

ჩვენ გირჩევთ ისეთი ბრენდის ხერხი (დრუჟბა) შეარჩიოთ რომელიც მსოფლიოში ცნობილია ხარისხიანი ელექტრო მოწყობილობების წარმოებით. Holst. Ge კი სწორედ მსგავსი ბრენდების მაღალი ხარისხის პროდუქციას გთავაზობთ, ჩვენს ვებ-გვერდზე წარმოდგენილია Dewalt, Lux Garden, Crown, Tolsen, Black&Decker ბრენდების ნაწარმი, ეს კომპანიები ნამდვილად დიდი პოპულარობითა და სანდოობით სარგებლობენ. მათი წარმატების გასაღები კი ხარისხიანი, ინოვაციური და თითოეული ადამიანის სურვილზე მორგებული პროდუქციაა.

ნებისმიერი ხერხი (დრუჟბა) ერთნაირი ნაწილებს შეიცავს (ჯაჭვი, საწვავის ავზი, ძრავი და ა.შ) მაინც განსხვავდებიან ბენზო ხერხები ერთმანეთისგან, მათი კლასიფიკაცია ძირითადად ხდება ხოლმე სიმძლავრის მიხედვით, არსებობს სამი სხვადასხვა ტიპია ბენზო ხერხები, განსხვავებული პარამეტრული მახასიათებლებით: 

  • საყოფაცხოვრებო, 
  • ნახევრად პროფესიონალური 
  • პროფესიონალური დონის ბენზო ხერხები.

თუ ბენზო ხერხის ყიდვა სახლის საქმეებისათვის გჭირდება, სიჩქარე არ უნდა აღემატებოდეს 2 კვტ-ს, სასურველია მუშაობის ხანგრძლივობა 40 წუთი იყოს, ის განკუთვნილია იშვიათი სამუშაოებისთვის, აგარაკის და ეზოსათვის: შეშის დასაჭრელად, ტოტების მოსაჭრელად, სხვადასხვა ეზოსა და მიმდებარე ტერიტორიის დეკორატიული გალამაზების და გასუფთავებისთვის. მისი გამოყენება დამწყებსაც მარტივად შეუძლია.

მაღალი ხარისხის ბენზო ხერხების ერთ-ერთი უპირატესობაა, რომ დაბალი ვიბრაციით მუშაობს.

საყოფაცხოვრებო ბენზო ხერხების მახასიათებლებია: -სამუშაო რესურსი დაახლოებით თვეში ოცი საათი, წონა არ უნდა აღემატებოდეს 4კგს, სიმძლავრე 2 კვტ-ს, ჯაჭვის სიგრძე 40 სმ-მდე.

ნახევრად პროფესიონალ ბენზო ხერხებს საყოფაცხოვრებოზე მეტი სიმძლავრე აქვს, მსგავს ხერხს შეუძლია არამარტო დაფების და შეშის დაჭრა, არამედ ჩვეულებრივ ზედმეტი ძალისხმევის გარეშე მოჭრის დიდი ხეებსაც. აგრეთვე აღნიშნული ხერხი შეგიძლიათ გამოიყენოთ ხის დასამუშავებლად - იატაკისთვის, სახურავების ჩარჩოებისათვის და ა.შ

ნახევრად პროფესიონალი ხერხის გამოყენებისას ერთ რეკომენდაციას მოგცემთ, ის არ უნდა მუშაობდეს დღეში 10 საათზე უფრო დიდხანს, წინააღმდეგ შემთხვევაში დიდი შანსია რომ ის მალე გაგიფუჭდეთ, მოკლედ უნდა გაითვალისწინოთ დროის ფაქტორი.

ნახევრად პროფესიონალი ხერხების ძირითადი მახასიათებლებია: სიმძლავრე 2-დან 3-კვტ-მდე, ჯაჭვის სიგრძე 40-დან 50-მეტრამდე, სამუშაო დროის ხანგრძლივობა სასურველია არ აღემატებოდეს 200 საათს, წონა 4 და 5კგ-მდე.

პროფესიონალი ხერხები

ეს არის 3 კვტ და მეტი სიმძლავრის მოდელები. ყველაზე რთული სამუშაოების შესრულებაც კი პროფესიონალური დრუჟბების გამოყენებით შეიძლება. ასეთი ხერხები არ არის შესაფერისი დამწყებთათვის და მოყვარულთათვის, რადგან მსგავს ინსტრუმენტს დიდი გამოცდილება სჭირდება.

პროფესიონალური ხარისხის ხის დანადგარები უმკლავდება სამუშაოს უდიდეს მოცულობას, ხოლო მცირე სამუშაოებისთვის ასეთი ხერხის ყიდვა არ ღირს. კიდევ ერთი განსხვავება პროფესიონალურ მოდელებსა და ნაკლებად „მოწინავე“ მოდელებს შორის - ხერხი შექმნილია მრავალსაათიანი დატვირთვისთვის - 10 ან მეტი საათი ყოველდღე.

პროფესიონალური ხერხების მახასიათებლები: სიმძლავრე - 3-დან 7 კვტ-მდე; წონა - 5 კგ-დან, ჯაჭვის სიგრძე - 45-დან 60 სმ-მდე; სამუშაო რესურსი - თვეში 300 საათზე მეტი.

 holst.ge- ვებ-გვერდზე წარმოდგენილია ხერხების მრავალფეროვანი არჩევანი, განვიხილოთ რამდენიმეს.

DEWALT-ის ჯაჭვური ხერხი ელემენტზე.

dewalt jachvuri kherkhiსიმძლავრე 18V, ელემენტი 5Ah, დატენვის ხანგრძლივობა 1.25hrs, გარანტია 1 წელი, წონა (კგ) 3.6, კვების წყარო - ელემენტზე, კომპლექტაცია 1 ელემენტი + დამტენი, ბრუნვის სიჩქარე 7668min.

CROWN ბენზო ხერხი

crown benzo kherkhiსიმძლავრე 2300W, გარანტია 1 წელი, წონა (კგ) 5.58, კვების წყარო საწვავი ძრავის მოცულობა 54.6cc, ავზის მოცულობა 0.55 l, ბრუნვის სიჩქარე 3000min მოტორი 2 ტაქტიანი.

Holst.ge არის ჰიპერმარკეტი, რომელიც გთავაზობთ ხარისხიან და ინოვაციურ პროდუქციას.

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება