კაკტუსისგან ტყავის დამზადების ინოვაციური იდეა

როგორც ჩანს, სწორედ, ადრიან ლოპეზ ველარდე და მარტე კაზარეზი აღმოჩნდენ ის ადამიანები, რომლებმაც ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით და წინაპართაგან გადმოცემული მრავალსაუკუნოვანი ცოდნის გაერთიანებით შეძლეს შეექმნათ კაკტუსის ფოთლებისგან ტყავი და ამით გადაერჩინათ სიცოცხლე არაერთი ცხოველის, რომელთა კანიც აქტიურად გამოიყენებოდა ტყავის წარმოების ინდუსტრიაში.

იდეის ავტორებს ინტერვიუებში ხშირად აღუნიშნავთ, რომ კაკტუსისგან ტყავის შექმნის მიზეზი, სწორედ, ტყავის გადამამუშავებელ საწარმოში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აღმოჩნდა, როცა ხედავდნენ, თუ რადენი ცხოველი იღუპებოდა ადამიანთა მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად.

რა არის კაკტუსის ტყავი?

კაკტუსის ტყავი წარმოადგენს ეკომეგობრულ მდგრად მასალას, რომლის ძირითად ნედლეულს კაკტუს ოპუნციას ფოთლები წარმოადგენს. კაკტუსის გავრცელების ძირითადი არეალი კი მექსიკის ტერიტორიას მოიცავს. 2 წლიანი კვლევის შემდეგ ადრიან ველარდემ და მარტე კაზარეზმა შეძლეს მიეკვლიათ კაკტუსისგან მდგრადი ტყავის დამზადების ტექნოლოგიისთვის.

რაც ყველაზე მთავარია, კაკტუსის ტყავის წარმოება თითქმის ნულოვანი ზემოქმედებით გამოირჩევა გარემოს დაბინძურებისა და დაზიანების კუთხით, რადგან კაკტუსის ფოთლები, რომლებიც ნედლეულად გამოიყენება, 6-8 თვის შემდეგ სრულად აღუდგება მცენარეს.

რა წარმოადგენს კაკტუსის ტყავის სარგებელს?

გარდა იმისა, რომ კაკტუსისა და სხვა სინთეზირებული ტყავის გამოყენებამ მნიშვნელოვნად შეამცირა ექსპლუატირებულ ცხოველთა რაოდენობა ტყავის წარმოების ინდუსტიაში, კაკტუსის ტყავი არაერთი სასარგებლო თვისებით გამოირჩევა, ესენია:

  • ჰაერგამტარია;
  • მდგრადია;
  • რეზისტენტულია ბაქტერიების მიმართ;
  • ადვილია გასაწმენდად;
  • რთულად ისვრება;
  • ტოქსინებისგან თავისუფალია;
  • არ შეიცავს პესტიციდების მინარევებს;
  • ეკომეგობრულია.

brotaverd biopesticidebi

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება