„კარგი მოსწავლეების“ ხელსაწყო - ელექტრო სახრახნისი |
„კარგი მოსწავლეების“ ხელსაწყო - ელექტრო სახრახნისი |
ინდირა განდის უთქვამს თავის დროზე: „ისტორია საუკეთესო მასწავლებელია ყველაზე ცუდი მოსწავლეებითო“... რა იგულისხმა დიდად პატივცემულმა განდიმ, ამაზე რომ ვიმსჯელოთ, ისე შორს წავალთ, უკან დაბრუნებას კარგა ხანი ვერ შევძლებთ. სამაგიეროდ, იმის თქმა თამამად შეიძლება, რომ საუკეთესო მასწავლებელმა - ისტორიამ ძალიან მნიშვნელოვანი ხელსაწყო შემოგვინახა - სახრახნისი, ჩვენ კი იმდენად კარგი მოსწავლეები აღმოვჩნდით, აგერ, 21-ე საუკუნეში იმის შესაძლებლობა გვაქვს, ჩვეულებრივი რას გვიქვია, უკვე ელექტრო სახრახნისი გამოვიყენოთ, თანაც - დიდი წარმატებით.
რაკიღა ისტორია ვახსენეთ, ეჭვი გვაქვს, ბევრს არ ეცოდინება სახრახნისის შექმნის ამბები და მოდით, ცოტა ვიმოგზაუროთ, სხვათა შორის, საკმაოდ შორეულ წარსულში...
დაგვეთანხმებით, სახრახნისი განსაკუთრებული ინსტრუმენტია, რომლის გამოყენება ჩვეულებრივ მოვლენად არის ქცეული და ძალიან ბევრ რამეშიც გვეხმარება. სახრახნისს მთელ მსოფლიოში იყენებენ სრულიად განსხვავებული კატეგორიის ადამიანები: ავიაკოსმოსური სფეროს სპეციალისტებიდან დაწყებული, რიგითი ობივატელით დამთავრებული; იყენებენ სხვადასხვა მექანიზმების ასაწყობად, საბავშვო კონსტრუქტორი იქნება, თუ - მაღალტექნოლოგიური მოწყობილობა.
მიიჩნევა, რომ სახრახნისი მე-17 საუკუნეში გამოიგონეს, თუმცა არაოფიციალური ვერსია მის გამოჩენას მინიმუმ მე-16 საუკუნეს უკავშირებს.
ჩვენამდე მოღწეულია არა მხოლოდ ნაკეთობათა ნიმუშები, რომელთა ანალიზი ცხადყოფს, რომ სახრახნისი შორეულ წარსულშიც გამოიყენებოდა, არამედ მოიპოვება დოკუმენტური მტკიცებულებებიც. კერძოდ, გერმანელი მეცნიერის, გეორგ აგრიკოლას 1556 წელს გამოცემულ წიგნში, სახელწოდებით: „ლითონების შესახებ“, გამოსახულია სამაგრი ხრახნი, რომელიც დიდად სულაც არ განსხვავდება თანამედროვე „მოძმეებისგან“ და ცხადია, ჭრილი ზედა ნაწილზე არა სილამაზისთვის, არამედ იმ მიზეზით აქვს დატანილი, რომ სახრახნისი მოერგოს.
სახრახნისის ისტორიას კიდევ ერთი ცნობილი ადამიანის სახელი უკავშირდება. მეორე მსოფლიო ომამდე ცოტა ხნით ადრე ამერიკელმა გამომგონებელმა და ბიზნესმენმა, ჰენრი ფილიპსმა ხრახნების წარმოება დაიწყო. საუბარია დღეს უკვე კარგად ცნობილ ხრახნზე, რომელსაც ფიგურული სახრახნისი ერგება.
ფილიპსის გამოგონება სათანადოდ დააფასეს „ჯენერალ მოტორსის“ მესვეურებმა, რომლებმაც გამოყენება მალევე გამოუძებნეს და „კადილაკის“ მარკის ავტომობილებში აწყობის პროცესს წარმატებით მოარგეს.
სახრახნისის ისტორია დღესაც წარმატებით იწერება - არსებობს ნახევრად ავტომატური სახრახნისები, ხოლო მრავალფეროვანი თავაკების მქონე ელექტრო სახრახნისი კი საერთოდაც, ისე უმარტივებს ადამიანს მუშაობას, მცირე ფიზიკურ დატვირთვასაც არ ითხოვს.
ინსტრუმენტის მთავარი დანიშნულება ხრახნების, ჭანჭიკებისა და სხვა დეტალების კედლებში, ინტერიერის საგნებსა და სხვა ზედაპირებში დამაგრებაა. სახრახნისის გამოყენება შეიძლება სარემონტო სამუშაოებისას, სხვადასხვა სახეობის ავეჯის აწყობისას, ფანჯრების ღიობებისა და თავად ფანჯრების მონტაჟისას, ელექტრო მოწყობილობების შეკეთებისთვის, კომპიუტერული ტექნიკის მომსახურებისთვის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ
თანამედროვე ელექტრო სახრახნისს მნიშვნელოვანი უპირატესობა გამოარჩევს. მისი გამოყენება მარტივია უსადენოდ. ამის წყალობით, მოწყობილობა შეიძლება გამოყენებულ იქნას ძნელად მისადგომ ადგილებში, შენობის გარეთ, სადაც არ არის წვდომა ელექტროენერგიაზე, მაგალითად, საავტომობილო აღჭურვილობის შეკეთებისას ავტოფარეხებში და ავტოსადგომებში.
სხვა ყველაფერთან ერთად, ელექტრო სახრახნისი აღჭურვილია დამატებითი შესაძლებლობებით, რაც ხელსაწყოს გამოყენების სფეროებს მნიშვნელოვნად აფართოებს.
ელექტრო სახრახნისს შემდეგი ტექნიკური პარამეტრები გამოარჩევს:
შერჩევის მნიშვნელოვანი კრიტერიუმია მოწყობილობის სახელურის ფორმა, ელემენტის სიმძლავრე და ტევადობა. ასევე, მოწყობილობას უნდა დაერთოს თავაკები, რომლებიც შესასრულებელი სამუშაოს სირთულის მიხედვით შეიძლება შეიცვალოს. მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ იაფი სახრახნისი ხარისხით დიდად ვერ დაიკვეხნის, ამდენად, ვერც დიდხანს მუშაობის რესურსი გამოარჩევს. უმჯობესია, უპირატესობა უფრო ძვირიან მოდელებს მიანიჭოთ.
მისაღები მახასიათებლებითა და გამძლეობით გამოირჩევა ლითიუმ-იონური ელემენტების მქონე ინსტრუმენტი. უმჯობესია არჩევანი შეაჩეროთ უსადენო სახრახნისს, რომელიც დამატებითი ფუნქციებით არის აღჭურვილი. მათ შორის ყველაზე გავრცელებულია: ბრუნების სიჩქარის კონტროლი, სახელურის რამდენიმე პოზიცია, რევერსი.
ხელსაწყოს გამოარჩევს კომპაქტური ზომა, აქვს მისაღები ღირებულება. მისი გამოყენება მარტივია არა მხოლოდ საშინაო საჭიროებისთვის, არამედ სამშენებლო ინდუსტრიაში, მაგალითად, დიდ საწარმოებსა და საწყობებში. ელექტრო სახრახნისის მრავალი განსხვავებული მოდელი არსებობს, რომლებიც განსხვავდებიან სიმძლავრით, გარეგნობითა და დანიშნულებით და რომელთა შერჩევა Holst.ge-ზე ძალიან მარტივად შეგიძლიათ.