რა უნდა იცოდეთ (კერხერის) მაღალი წნევის სარეცხი აპარატის შეძენისას

მაღალი წნევის სარეცხი აპარატი

აგარაკის თუ მანქანის საფუძვლიანად გასუფთავება დიდ დროსთან და ძალისხმევასთან არის დაკავშირებული. ტექნიკის მაღაზიები თუ ონლაინ ჰიპერმარკეტები მრავალფეროვან არჩევანს გთავაზობთ წნევით სარეცხ აპარატებზე. ბაზარზე სხვადასხვა მწარმოებელს სხვადასხვა მახასიათებლებისა და ფუნქციის მქონე კერხერი - წნევით სარეცხის აპარატი აქვს.

ონლაინ მაღაზია holst.ge წარმოგიდგენთ კერხერებს სხვადასხვა ფუნქციებით და პარამეტრებით. ჩვენს ვებ გვერდზე შეიძენთ მაღალი ხარისხის წნევით საწმენდ აპარატებს, ეს მოწყობილობა არის მეტად კომფორტული და მოსახერხებელი, აღნიშნული დანადგარი თქვენ ბევრ საქმეში დაგეხმარებათ, რადგან ის მრავალფუნქციურია.

რა უნდა იცოდეთ წნევით სარეცხი აპაარატის შეძენისას

კერხერი

წნევით სარეცხი აპარატით შეგიძლიათ გაასუფთაოთ: თქვენი ავტომობილი, ასევე ბაღის ბილიკები, კედლები, აგარაკის მიმდებარე ტერიტორია, ბეტონის ფილები, ეზო, სახურავები, ეზოსა თუ ბაღის სხვადასხვა ხელსაწყოები და მოწყობილობები. 

დღესდღეობით ბევრი სახეობის კერხერია გაყიდვაში:

ერთი სახეობა არის რომელიც მხოლოდ წყლის მაღალ წნევას ქმნის, ასევე არის კერხერები, რომელთაც წყლის გაცხელების რეჟიმი აქვთ კიდევ ერთი სახეობაა რომელიც ქიმიურ ხსნარს ქაფად აქცევს. ასევე შეგიძლიათ შეიძინოთ ისეთი კერხერი, რომელშიც თავმოყრილი იქნება ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პარამეტრი.

ეს მოწყობილობა თქვენ უდიდეს დახმარებას გაგიწევთ და შეგიმსუბუქებთ დატვირთვას, ვერც კი შეადარებთ ჩვეულებრივი შლანგით გარეცხილ ნივთებსა და წნევის სარეცხი აპარატით გასუფთავებულს, ის თავის საქმეს იდეალურად ასრულებს. ეს მოწყობილობა 40-ჯერ უფრო მაღალ წნევას წარმოქმნის ვიდრე შლანგი. ნებისმიერი სამუშაოსათვის დაგჭირდებათ სამჯერ ნაკლები წყალი ვიდრე გჭირდებოდათ შლანგით რეცხვისას.

როდესაც წნევით სარეცხი აპარატის შეძენას გადაწყვეტთ აუცილებელია დაფიქრდეთ თუ რა მიზნებისათვის გჭირდებათ ის, საყოფაცხოვრებო სამუშაოებისთვის თუ პროფესიული და ინტენსიური გამოყენებისთვის, ამის განსაზღვრის შემდგომ არჩევანის გაკეთება გაგიმარტივდებათ.

თუ თქვენ გჭირდებათ საყოფაცხოვრებო საქმიანობაში: ავტომობილის რეცხვა, გარე ავეჯი, პლასტმასის სათამაშოები და გარე ტერასები უნდა შეარჩიოთ: კომპაქტური ზომა, მოქნილი მაღალი წნევის შლანგი, მსუბუქი.

kerkheri

თუ ინტენსიურად უნდა გამოიყენოთ სახლის პირობებშიც მაშინ უმჯობესია აპარატს ჰქონდეს ღერძული კამერის ტუმბო, ალუმინის ან სპილენძის თავი, უფრო მაღალი წნევის გასამკლავებლად, დიდი ბორბლები და ფოლადისებრი მაღალი წნევის შლანგი.

თუ ეს მოწყობილობა პროფესიული საქმიანობის შესასრულებლად გჭირდებათ მაგალითად: საღებავებისა და წარწერების ჩამორეცხვა, ან სამშენებლო მოედნების თუ მშენებლობის შემდგომი ტერიტორიების დასუფთავება, ამ შემთხვევაში უნდა მოიძიოთ მძლავრი ძრავის მქონე, მეტალის მაღალი წნევის გამძლე შლანგი, დიდი მოცულობის, ისეთი მახასიათებლების მქონე წნევით სარეცხი აპარატი, რომელიც დიდ დატვირთვასა და ინტენსიურ მოხმარებაზე იქნება გათვლილი.

რამოდენიმე მარტივი გზა იმისათვის რომ "კერხერი" მაქსიმალურად კომფორტულად გამოიყენოთ:

  • ვერტიკალური ზედაპირის წმენდისას, წყლის ნაკადი მიუშვით ქვემოდან ზემოთ და პირიქით.
  • სანამ რაიმე ნივთის წმენდას დაიწყებთ ეცადეთ დაარეგულიროთ წყლის წნევა, საწმენდი ნივთის სიმყარის მიხედვით, რათა არ დააზიანოთ ის.
  • როცა სხვადასხვა ზედაპირის გასუფთავებას დაიწყებთ პირველ რიგში დიდი ყურადღება მიაქციეთ იმ ტერიტორიას სადმე ხომ არ არის ელექტრო მოწყობილობები, რომლებზეც წყლის ნაკადი მოხვდება.
  • ამ ხელსაწყოს ინტენსიურად მაინც უფრო ზაფხულში ვიყენებთ, შენახვისას კი განსაკუთრებით კი ზამთარში ისეთ ადგილას უნდა მოათავსოთ, სადაც დავიცვათ გაყინვის და კოროზიისაგან.

Holst.ge-ზე წარმოდგენილი მსოფლიოში ლიდერი ბრენდის Crown-ის წნევით სარეცხი აპარატი. ჩვენი ვებ გვერდი გთავაზობთ საუკეთესო პარამეტრებისა, მრავალფეროვანი ფუნქციების მქონე, მაღალი ხარისხის კერხერებს.

Crown-ის მაღალი წნევის სარეცხი აპარატი

შვეიცარული ბრენდის Crown-ის მაღალი წნევის სარეცხის აპარატი


magali wnevis aparati

  • მაქსიმალური წნევა: 140 bar (14 MPa);
  • ნომინალური წნევა: 100 bar (10 MPa);
  • აპმერაჟი 220-230 ვოლტზე: 8,32 A
  • სიმძლავრე: 1800 W;
  • ნომინალური გამტარიანობა: 6,7 ლ/წთ;
  • მაქსიმალური გამტარიანობა: 7,8 ლ/წთ;
  • გამოყენებადი წყლის მაქსიმალური ტემპერატურა: <60 °C
  • წონა: 9,1 კგ

Holst.ge გთავაზობთ საუკეთესო ხარისხისა და მახასიათებლების მქონე, მსოფლიო ბაზარზე წამყვანი ბრენდების პროდუქციას მათ შორის ერთ-ერთი არის Crown-ის კერხერი - წნევით სარეცხი აპარატი.მოწყობილობა, რომელიც დაზოგავს თქვენს დროს, ენერგიას და რესურსს, ის პროფესიონალურად შეასრულებს თავის საქმეს და უზრუნველყოფს თქვენი გარემოს იდეალურ სისუფთავეს.

ჩვენი ონლაინ ჰიპერმარკეტის საშუალებით შეიძენთ კომფორტულად, უპრობლემოდ და სახლიდან გაუსვლელად თქვენთვის სასურველ ნივთს, რომელსაც თქვენ მიერ მითითებულ მისამართზე მოგიტანენ. ჩვენს პროდუქციას ააქვს გარანტია და ასევე თქვენ შეგიძლიათ სასურველი ნივთის განვადებით შეძენა.

 

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება